Jump to content


ამ თემას აქვს 4 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4972 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

   ესპანეთში , ბასკების ქვეყანაში ბევრია სანადირო იარაღის მწარმოებელი ისეთი ფირმა, რომელიც მაღალხარისხიანი პროდუქციის დამზადებითაა ცნობილი. მათ შორის ყველაზე ახალგაზრდა ფირმა "Kemen" -ია, რომელიც 1990 წელს ქალაქ ეიბარში დაარსდა. ფირმის დამაარსებელად ითვლება ფრანცისკო სარიგარტე, რომელიც მე–20 საუკუნის 50–60 –იან წლებში ფირმა AYA-ში მუშაობდა. საკუტარი საწარმოს შექმნა ფრანცისკომ 1980–იან წლებში გადაწყვიტა და რამოდენიმე თანამოაზრესტან ერთად დაიწყო იარაღის შეკვეთით დამზადება. თუმცა ამბიციურ და ნიჭიერ მეიარაღეს გაცილებით დიდი გეგმები ჰქოპნდა, ვიდრე მცირე სახელოსნოა, 1990 წლიდან საწარმო ფრანცისკოს შვილების, არკადისა და ხუან კრუსის ხელში გადავიდა და სახელად Kemen armas ეწოდა. 

 

 

 

  1989 წელს ფირმამ შექმნა პირველი, ვერტიკალურ ლულიანი, სპორტული თოფი Perazzi MX-8-ის ბაზაზე, მოდელ KM-ის მსგავსება MX-8-სთან იმდენად დიდია , რომ არაპროფესიონალთათვის მათი გარჩევა შეუძლებელია. ამ თოფების კალაპოტი და ლულები მზადდება ძალიან გამძლე, F-125  ან SAE 4135 , ფოლადით, რომელთა სიმკვრივე 38 როკველია. თოფი აღჭურვილია ადვილადმოხსნადი, ერთსასხლეტიანი. სასხლეტ–დამცემი მექანიზმით, რომელსაც V-სებური საბრძოლო ზამბარა და ერთი სასხლეტი აქვს. ამ მექანიზმის ყველა დეტალი ხელით იჩარხება და იწყობა, MX-8–საგან გასხვავებით მექანიზმის მოხსნა კალაპოტიდან შეიძლება მინიატურული გასაღების გამოყენებით. ლულების სელექტორი განლაგებულია დამცველთან. პირველი ლულიდან გასროლის ინერციით სელექტორი სასხლეტს გადართავს მეორე ლულიდან სროლისთვის.

 

  KM4 –ის 780 მმ–იანი ლულები აღჭურვილია მობილჩოკებით, რომლის კომპლექტში ამერიკული წარმოების, უმაღლესი ხარისხის 5 ჩოკია (ანალოგიური ჩოკები გამოიყენება Holland & Holland–ის თოფებში) , სავაზნეები მზადდება არაქრომირებული ფოლადისაგან და მათი სიგრძეყოველთვის 

The-Kemen.jpg

 

70 მმ–ია. ლულების დიამეტრი საკმაოდ დიდია , 18,7 მმ–ია. კონდახის დასამზადებლად გამოიყენება უმაღლესი ხარისხის კაკლის მასალა. 

 

  პირველი სერიოზული წარმატება KM4– ს ბრიტანელმა სპორტსმენმა დერეკ ფართრიჯმა მოუტანა. ევროპისა და საერთაშორისო ჩემოპინატებზე ამ თოფმა საკმაოდ კარგი დახასიატება დაიმსახურა და მალევე მოიპოვა სპორტსმენთა სიმპათია, როგორც ამერიკის კონტინენტზე, ასევე ინგლისში.

 

 

  ვერტიკალური თოფების საბაზო მოდელია Kemen KM-4 Standard. ფირმა ამზადებს ამ მოდელებს რამოდენიმე კლასიფიკაციას: 

Luxe- ინგლისური გრავირებით;

Super Luxe- ბულონის ტექნიკით შესრულებული გრავირება, რომელიც სანადირო ფრინველების გამოსახულებითაა.მ ყველა თოფს ამშვენებს გრავირების ოსტატის ხელმოწერა;

Extra Luxe-თოფი დამზადებულია გვერდითა დაფებით, გაფორმებულია ინგლისური გრავირებით; 

Extra Gold-მოდელი Luxe-ის მსგავსად დამზადებულია გვერდითა დაფებით, რომლის გრავირება შესრულებულია ბულონის სტილში, 24K ოქროს გამოყენებით; 

 

  თითოეული ეს მოდელი მზადდება შესრულების A,B და C ვარიანტებით.

  ჰორიზონტალური თოფებიდან ფირმა ამზადებს მოდელ "Imperial"–ს , რომელიც ხელოვნების ნამდვილი ნიმუშია. 

 2007 წელს IWA-ს გამოფენაზე კემენმა წარმოადგინა ახალი მოდელი "Superma Titanim". 

 

 03201ff18e4b.jpg

 

"Superma Titanim".  

 

მოდელის მთავარი ღირსება ტიტანისაგან დამზადებული კალაპოტი და სასხლეტ–დამცემი მექანიზმია. მანამდე უამრავ ფირმას ჰქონდა მცდელობა, ტიტანის გამოყენებით ზემსუბუქი თოფის შექმნისა, მაგრამ მათი მცდელობა ამაო აღმოჩნდა. 

  ამ მოდელის შექმნას საკმაოდ საინტერესო და ამავდროულად უცნაური ისტორია აქვს. ცნობილია, რომ ესპანეთის მეფე ხუან კარლოსი ბრწყინვალე მონადირეა. 2002 წელს, პოლოს თამაშის დროს მეფე ცხენიდან ჩამოვარდა და ხელი მოიტეხა. სრულ რეაბილიტაციას დიდი დრო სჭირდებოდა, ამიტომ ექიმებმა მონაქრს მძიმე საგნის ხელში ჭერა აუკრძალე. ამ ამბის შემდეგ მეფემ საკუთარ მეგობარ ხუან კრუსს სტხოვა, მისთვის დაემზადებინა მსუბუქი ამავდროულად გამძლე თოფი. ასე გაჩნდა პირამში ტიტანის თოფის დამზადების იდეა. სპეციალურად მეფისთვის მსოფლიოში პირველად დამზადდა ტიტანის თოფის ორი ეგზემპლარ, რომლებისც მსუბუქი წონით და კარგი ბალისტიკური მახასიათებლებით გამოირჩეოდნენ. მიუხედავად მსუბუქი წონისა ამ მოდელის თოფები მსუბუქი უკუცემითაც გამოირჩევა . რამოდენიმე წლიანი მუშაობის შედეგად, 2007 წლიდან ფირმამ დაიწყო ამ თოფების შეკვეთით დამზადება . დღეისთვის ფირმამ 12 და 20 კალიბრის 50–მდე ერთეული ტიტანის თოფი დაამზადა, ლულების ვერტიკალური და ჰორიზონტალური განლაგებით.

 

 

 

  ფირმის ერთ–ერთი განსაკუთრებულობა იმაში გამოიხატება, რომ არ გააჩნია მზა პროდუქციის საწყობი ანუ თოფები მზადდება მხოლოდ ინდივიდუალური შეკვეთებით. სტანდარტულ მოდელებს ფირმა 5–6 კვირაში ამზადებს, ხოლო Lux მოდელებს – 8-10 კვირაში. არსანიშნავია, რომ ევროპაში შეკვეთილი თოფის დამზადებას 2-3 წელი სჭირდება. კემენმა კი მოახერხა უმოკლეს ვადაში დაემზადებინა ასეთი ბრწყინვალე სპორტული და სანადირო თოფები. 

 

 

წყარო: ჟურნალი ნადირობა თევზაობა


პატივისცემით, მეტეორა
 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის გამგეობის წევრი


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

კარგი ინკრუსტირება  აქვს


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

ჰქონია ვინმე ჩვენიანს შეხება ამ ფირმის იარაღთან?

 



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მართალი გითხრა ესპანური თოფები მაინცა დამაინც მე მგონი არ უნდა იყოს საქართველოში ...ბევრი


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

Kemen Armas


8a734328f004.jpg

Kemen Armas ესპანურ საწარმოთა შორის ყველაზე ახალგაზრდაა. ის იარაღის ბაზარზე 1990 წლიდან გამოჩნდა, მაგრამ მისმა პროდუქციამ(განსაკუთრებით სპორტული გლუვლულიანები) უკვე დაიმკვიდრა ადგილი. სპორტულ სარბიელზე(სხვადასხვა სახეში) ამ ფირმის თოფებს არაერთხელ გაუმარჯვიათ.
ეიბარში ფირმა ,,აია"-ში წლების განმავლობაში მუშაობდა ოსტატი ფრანცისკო სარიგარტე. მან 1957 წელს საკუთარი საწარმო გახსნა სახელწოდებით ,,სარიგარტე". 1990 წლიდან საწარმო შვილების(არკადი და ხუანი) ხელში გადავიდა და სახელწოდებაც შეეცვალა ქემენ-ად(ბასკების ენაზე ნიშნავს სიმძლავრეს, ძალას). მისი აღიარება პირველ რიგში ხუან სარიგარტეს დამსახურებაა, რომელიც წარმატებული ბანკირი და სასტენდო სროლის მოყვარული გახლავთ.
1989 წელს საწარმოს მიერ გამოშვებული იყო სპორტული თოფი, რომელიც პერაცის МХ-8-ის ბაზაზე შეიქმნა.
ძმების გეგმებში შედიოდა სპორტული იარღის ბაზარზე შეევიწროებინათ იტალიელები მათივე თოფების ბაზაზე წარმოებული მაღალი კლასის იარაღით. დღეს შეიძლება ითქვას, რომ ესპანელმა ძმებმა ეს მოახერხეს.

ექსპერტთა აზრით წარმატების საიდუმლო ფირმა Kemen-ის სალულე ფოლადშია(ფოლადის მარკებია F-125 ან SAE 4135), რომელსაც მაღალი დენადობის ზღვარი აქვს(120 კგ/მმ2).

ccadcfbffb00.jpg

ამ ფოლადისაგან არა მარტო ლულებს, არამედ კალაპოტსაც ამზადებენ. ქემენის კალაპოტების ზომები საბაზო პერაცისთან შედარებით გაზრდილია, კერძოდ, კონდახთან შეერთების ადგილზე. კალაპოტი უფრო დაბალპროფილიანია, რაც ელეგანტურობასტან ერთად რესურსის კიდევ უფრო ზრდის საწინდარია.
ლულებს ქვედა კაუჭები არა აქვთ. ჩაკეტვა ლულის გვერდებიდან არსებული პროფილებით ხდება. ბუნებრივია, სახსრის ჭანჭიკი არაა მთლიანი და კალაპოტის გვერდებს ეყრდნობა.
სასხლეტ-დამცემი მექანიზმი პერაცის ტიპისაა, მაგრამ ამ უკანასკნელისაგან განსხვავებით არა ხელით, არამედ მინიატურული გასაღებით იხსნება.
მოდელთა სპექტრი რამდენიმე ვერტიკალური და ერთი ჰორიზონტალური გლუვლულიანია(ჰორიზონტალურის ლულის სიგრძე 70-76-81სმ-ა). ამ თოფების დახასიათებისას მხოლოდ ყველაზე აღმატებული ეპითეტების გამოყენება შეიძლება


022377c69a1b.jpg


ყველა მოდელი აღჭურვილია სახსნელი სასხლეტ-დამცემი მექანიზმით ,რომელსავ V-სებური საბრძოლო ზამბარა და ერთი სასხლეტი აქვს(ბლიცი).
ვერტიკალურების საბაზო მოდელია Kemen КМ-4 Standard. მისი მოდიფიცირების შედეგად გამოდის Luxe, Super Luxe, Extra Luxe, Extra Gold და Suprema. თითოეულ ამ მოდელს გააჩნია შესრულების А, В და С ვარიანტები. მათი ლულის სიგრძე, შევიწროება და სხვა პარამეტრები ძალიან მრავალფეროვანია. კონდახის მასალად უმაღლესი ხარისხის კაკალია გამოყენებული.

Kemen КМ-4 Extra

39227be76278.jpg



ფირმა ქემენის ერთ-ერთი განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ საწარმოს მზა პროდუქციის საწყობი არ გააჩნია. წარმოება მხოლოდ ინდივიდუალური შეკვეთებით ხდება. აღსანიშნავია შეკვეთის შესრულების სისწრაფე_ 5-6 კვირა სტანდარტული ვარიანტის თოფებისათვის და 8-10 კვირა ,,ლუქს" იარაღისათვის.


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?