Jump to content


ამ თემას აქვს 333 გამოხმაურება

#61 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კაუ

კაუ

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPip
  • 414 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, თემქის დასახლება :)
  • წარმოშობა:"შორაპანსკი"
BERETTA perannie 1 sw10 - „kik-off“ - იარაღის კლასიკა

 

იმედია ესეც გამოგადგებათ

 

ტექნიკური მახასიათებელი

კალიბრი                 12 X 76

ლულის სიგრძე       71 სმ

მთლიანი სიგრძე    115სმ

წონა                         3,25კგ

 
 

განსაკუთრებული მაჩვენებელი
BERETTA perannie 1 sw10-“kik-off” იტალიური მაღალი კლასის ორლულიანი თოფია. 
იარაღის ძირითადი დანიშნულება ნადირობაა, თუმცა იდეალურია სტენდზე სროლისთვის, ტრაპზე...
BERETTA perannie-ს მექანიზმი მაღალი ხარისხითაა აღიარებული.
ლულა ქრომირებულია, მაგრამ ლულებს შორის არ აქვს გამაგრილებელი. 
იარაღს აქვს გაძლიერებული ჩამკეტი მექანიზმი. 
კალაპოტი მაღალი ხარისხის ფოლადია და გრავირებულია.
თოფს აქვს საუკეთესო ბალანსირება. სროლისას უკუცემა საერთოდ არ იგრძნობა. 
კონდახი დამზადებულია კაკლისგან და მაღალი ხარისხის ლაქით არის დაფარული.

იარაღს კლიმატური პირობების არ ეშინია.
BERETTA perannie 1 sw10-ს ლულაში უყენდება სხვადასხვა შევიწროების ჩოკები, რაც საშუალებას გვაძლევს, სხვადასხვა ზომის საფანტი სხვადასხვა დისტანციაზე ვისროლოთ.
იარაღს გააჩნია100 000 გასროლის რესურსი, 60-75 მეტრი სროლის სიშორით.
მისი ფასია 5400 – 5500 ლარი.
 

უარყოფითი მაჩვენებელი
BERETTA perannie 1 sw10 მაღალი კლასის უნივერსალური მოდელია. 
მას, როგორც იტალიური საუკეთესო ტრადიციების თოფს, უარყოფითი თვისებები საერთოდ არ გააჩნია.

 

რაზე შეგვიძლია ვინადიროთ
BERETTA perannie 1 sw10  მაღალი საბრძოლო თვისებების მქონე იარაღია, რომელიც გამოიყენება უნივერსალური ნადირობის დროს.
იარაღი იდეალურია ფრინველზე სანადიროდ. 
მისი ტექნიკური მონაცემების წყალობით სროლა შეგვიძლია სხვადასხვა დისტანციაზე.

შეგვიძლია ვისროლოთ „ჟაკანი“.
საუკეთესო ორლულიანი თოფია ცხოველებზე სანადიროდ.
საქართველოს პირობებში არ ეშინია არანაირი კლიმატური პირობების, გამძლეა და პრაქტიკული.

 


Non nobis, non nobis, Domine
Sed nomini tuo da gloriam.
________________________

ჩემი ძმა არყოფილი ვითარ მიყვარდის უმეტეს მზისა და უმეტეს ხმალისა რამეთუ იყო იგი სხვა ჩემი...... 

#62 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

:bravo:


legion.ge-82-1553250819.jpg


#63 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

A391 Xtrema Camo Advantage Timber


3cdfc6a289b4.jpg

ყალიბი 12, უკუქცეულ გაზებზე, ლულის სიგრძე 660-710-760მმ, სავაზნე 89მმ, წონა 3,55კგ, ტევადობა 4+1(76მმ-იანი), კამუფლირებული, კალაპოტი ანოდირებული ალუმინის, მექანიზმის დეტალები ნიკელირებული ან ქრომირებულია, Optimachoke®-ის სახსნელი ჩოკები.


A391 Xtrema Camo Advantage Wetlands


8214560e6b9b.jpg

ყალიბი 12, უკუქცეულ გაზებზე, ლულის სიგრძე 660-710-760მმ, სავაზნე 89მმ, წონა 3,6კგ, ტევადობა 4+1(76მმ-იანი), კამუფლირებული, კალაპოტი ანოდირებული ალუმინის, მექანიზმის დეტალები ნიკელირებული ან ქრომირებულია, Optimachoke®-ის სახსნელი ჩოკები.


A391 Xtrema Camo Realtree Hardwoods

0ecfc1d4d259.jpg


ყალიბი 12, უკუქცეულ გაზებზე, ლულის სიგრძე 660-710-760მმ, სავაზნე 89მმ, წონა 3,55კგ, ტევადობა 3+1(76მმ-იანი), კამუფლირებული, კალაპოტი ანოდირებული ალუმინის, მექანიზმის დეტალები ნიკელირებული ან ქრომირებულია, Optimachoke®-ის სახსნელი ჩოკები.


A391 Xtrema2 Camo Realtree Hardwoods


ba869c2e9a3f.jpg

ყალიბი 12, უკუქცეულ გაზებზე, ლულის სიგრძე 660-710-760მმ, სავაზნე 89მმ, წონა 3,55კგ, ტევადობა 3+1(76მმ-იანი), განახლებული კამუფლირება.

A391 Xtrema2 Camo Realtree MAX4


20b8b5fd2c5d.jpg

ყალიბი 12, უკუქცეულ გაზებზე, ლულის სიგრძე 660-710-760მმ, სავაზნე 89მმ, წონა 3,55კგ, ტევადობა 3+1(76მმ-იანი), განახლებული კამუფლირება.





A391 Xtrema Synthetic

a4c79d0509af.jpg


ყალიბი 12, უკუქცეულ გაზებზე, ლულის სიგრძე 610-660-710-760მმ, სავაზნე 89მმ, წონა 3,6კგ, ტევადობა 4+1(76მმ-იანი), კალაპოტი ანოდირებული ალუმინის, მექანიზმის დეტალები ნიკელირებული ან ქრომირებულია, Optimachoke®-ის სახსნელი ჩოკები.



A391 Xtrema2 Synthetic


b213d4b66db4.jpg

ყალიბი 12, უკუქცეულ გაზებზე, ლულის სიგრძე 610-660-710-760მმ, სავაზნე 89მმ, წონა 3,45 ან 3,55კგ(Kick Off სისტემის შემთხვევაში_იხილე ქვემოთ), ტევადობა 4+1(76მმ-იანი), Optimachoke®-ის სახსნელი ჩოკები.



AL 391 Teknys


2cac2145a86c.jpg

ყალიბი 12 ან 20, ლულის სიგრძე 610-660-710მმ, სავაზნე 76მმ, წონა3,0კგ, კალაპოტი ნიკელირებული, ოქროსფერი სასხლეტი(ტიტანის ნიტრიდი), ხე დაფარულია ლამინატით.


AL 391 Teknys Gold

c34061b9cb3f.jpg


ყალიბი 12 ან 20, ლულის სიგრძე 610-660-710მმ, სავაზნე 76მმ, წონა 2,8კგ, კალაპოტი ნიკელირებული, ოქროსფერი სასხლეტი(ტიტანის ნიტრიდი), კონდახი მაღალი ხარისხის კაკალი.




AL 391 Teknys Gold Slug

3fd6b705a9d8.jpg


ყალიბი 12 ან 20, ლულის სიგრძე 560 ან 610მმ, სავაზნე 76მმ, წონა 2,8კგ, კალაპოტი ნიკელირებული, ოქროსფერი სასხლეტი(ტიტანის ნიტრიდი), კონდახი მაღალი ხარისხის კაკალი.




AL 391 Teknys Gold Sporting

3299858da09b.jpg


ყალიბი 12 ან 20, ლულის სიგრძე 710მმ, სავაზნე 76მმ, წონა 3,2კგ, კალაპოტი ნიკელირებული, ოქროსფერი სასხლეტი(ტიტანის ნიტრიდი), კონდახი მაღალი ხარისხის კაკალი.



AL 391 Teknys Gold Trap


8dccfe82e71c.jpg

ყალიბი 12 ან 20, ლულის სიგრძე 610-660-710-760მმ, სავაზნე 76მმ, წონა 3,0კგ, კალაპოტი ნიკელირებული, კონდახი მაღალი ხარისხის კაკალი.



AL 391 Teknys Slug


bb24536eb2dd.jpg

ყალიბი 12 ან 20, ლულის სიგრძე 560 ან 610მმ, სავაზნე 76მმ, წონა 2,8კგ, კალაპოტი ნიკელირებული(WEAVER თამასის დაყენების შესაძლებლობით ოპტიკისათვის ), ოქროსფერი სასხლეტი(ტიტანის ნიტრიდი), კონდახი ლამინირებული.


AL 391 Urika Gold

a8ec30637300.jpg


ყალიბი 12, უკუქცეულ გაზებზე, ლულის სიგრძე 610-660-710-760მმ, სავაზნე 76მმ, ფიქსირებულ ან საცვლელ ჩოკებზე, წონა 3,0კგ, ტევადობა 3+1(76მმ-იანი).

AL 391 Urika Synthetic


e63713984dad.jpg

ყალიბი 12, უკუქცეულ გაზებზე, ლულის სიგრძე 610-660-710-760მმ, სავაზნე 76მმ, საცვლელ ჩოკებზე, წონა 3,3კგ, ტევადობა 3+1(76მმ-იანი).


Beretta A400 Xplor Unico

9ef6d68fd745.jpg


ყალიბი 12, ლულის სიგრძე 760მმ, სავაზნე 76მმ, საცვლელ ჩოკებზე, წონა 2,95კგ, ტევადობა 3+1(76მმ-იანი).




93b7bf412f8b.jpg


ფირმა ცალკეულ მოდელებში უკუცემის დასახშობად გამოიყენებს სისტემას KICK OFF®(ჩვენს ჩამონათვალში A391 Xtrema2 Synthetic). ამორტიზატორების მოქმედება დამყარებულია 2 დამხშობის მოქმედებაზე(მუშაობენ ზეთზე), რომლებიც ჩამონტაჟებულია კონდახში.


legion.ge-82-1553250819.jpg


#64 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

პუტინისა და მედვედევის ბერეტა SO10-მ ინტერესი გამოიწვია, ამიტომ ცოტა უფრო ვრცლად ამ სერიის შესახებ.



ეს თოფები პრემიუმ კლასისაა. ისინი საიდლოკებია. სერია Beretta SO-ის პირველი თოფები გამოჩნდა 1933 წელს. მათი კალაპოტებისა და ლულების შეერთება ბოსის სისტემის ანალოგიური გახლდათ. ტიბჟირი სამი ნაწილისაგან შედგებოდა. Beretta SO1 გამოვიდა 1934 წელს, რომელიც პროტოტიპის გაუმჯობესებულ ვარიანტს წარმოადგენდა, პირველ რიგში ჩაკეტვის სიმყარით. გარდა ამისა ტიბჟირი მთლიანი გახდა. Beretta SO3 გამოვიდა 1940 წელს და კოლექციონერების ინტერესი გამოიწვია. მასში გაუმჯობესებული გახლდათ სასხლეტ-დამცემი მექანიზმი და ეჟექტორი.
ამჟამად ამ სერიიდან ბერეტა უშვებს Beretta SO5, Beretta SO6, Beretta SO9 და Beretta SO10-ს, რომლებიც ძირითადად მხატვრული დამუშავებით განსხვავდებიან. თითოეული მოდელისათვის ყალიბების საკუთარი დიაპაზონი არსებობს.

Beretta SO5
cd8b95deed88.jpg

Beretta SO5 12 ყალიბისა გამოდის. განკუთვნილია მრგვალი, სასანგრე სტენდისა და სპორტინგისათვის. წონა შეადგენს 3,4-დან 3,7 კგ-მდე. მის ბაზაზე გამოუშვეს Beretta Vandalia Special Trap, რომელსაც მხოლოდ ერთი, ზედა ლულა აქვს. მისი სიგრძე 863 მილიმეტრს შეადგენს, სამიზნე თამასა ძალიან მაღალია, ხოლო კალაპოტის კედლის სისქე 8 მილიმეტრამდე ადის. აგრეთვე აღჭურვილია გამორთვადი ეჟექტორით.


Beretta SO6
1654eda04d17.jpg

Beretta SO6 12 ყალიბისაა. წონა შეადგენს საშუალოდ 3,3 კგ-ს. გრავირება ძალიან მაღალი ხარისხისაა, ხოლო დაფებს ამშვენებს წარწერა P. Beretta – Gardone V.T.


Beretta SO9
59f9db44c201.jpg


Beretta SO9 ყველა ყალიბისა გამოდის 36-დან 12-მდე. მისი საიდლოკი ,,ყრუა". წონა 12 ყალიბში შეადგენს 3,25კგ-ს; 20 ყალიბში 2,65კგ-ს; 28 ყალიბში 2,35კგ-ს; 36 ყალიბში 2,25 კგ-ს.



2003 წელს ამ სერიის თოფების 70 წლისთავის აღსანიშნავად ფირმამ გამოუშვა საიდლოკი Beretta SO10, რომელსაც ,,ყრუ" დაფები აქვს. გამოდის მხოლოდ 20 ყალიბში; ლულათა სიგრძე შეიძლება იყოს 670, 710 ან 750მმ, სავაზნე 76მმ; სერიის სხვა თოფებისაგან განსხვავებით ლულები დემიბლოკია. ეჟექტორები ახალი კონსტრუქციისაა, გაზრდილია ლულის ფოლადის მექანიკური მდგრადობა და კოროზიისადმი მედეგობა.


Beretta SO10
ac43f4945c5b.jpg


6984a7ab6791.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg


#65 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

წარმოგიდგენთ მაგალითს, რომლის დროსაც მწარმოებელს სხვა ქვეყანაში აწყობილი საკუთარი თოფებისათვის შესაბამისი წარწერის დასმა არ დავიწყებია(უფრო სწორად თუ ვიტყვით, არ ცხვენია Viannen_loungelizard.gif ).
მაგალითი კი ბერეტას მოდელებია, რომლებიც ესპანეთში იწყობა:

2004 წლიდან ბერეტას სახელით გამოშვებული ესპანური თოფები გამოჩნდა ევროპულ და რუსულ ბაზარზე. ლულები წარმოებულია იტალიაში, ხოლო დახარჩენი ნაწილები კი იტალია-ესპანეთში. სულ გამოდის ასეთი 5 მოდიფიკაცია.


Beretta ES100 Synthetic Camo

ყალიბი 12, სავაზნე 76, ლულის სიგრძე 71სმ (ფასი - 900 USD)

34a2d049d1a9.jpg


c82f8791e37a.jpg


ca10b95ee02d.jpg


7e259cca6154.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg


#66 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

Imperiale Montecarlo


fc5e5d8a592d.jpg

როგორც მოგეხსენებათ ბერეტას სპეციალიზაცია მასიური(არა ექსკლუზიური) იარაღის წარმოებაა. ამ ბუმბერაზმა ფირმამ ბაზარზე წარმოადგინა გლუვლულიანი თოფის მოდელი, რომელიც არაინდივიდუალური პარამეტრებით მზადდება და ამ დროს 100 000 დოლარზე მეტი ღირს(!!!)
ამ ელეგანტური თოფის ლულები ჰორიზონტალური განლაგებისაა და მყიდველის პარამეტრებ-მოთხოვნებს მხოლოდ მაღაზიაში გაყიდვის წინ კონდახის სიგრძის კორექტირებაში ითვალისწინებს. თოფი კონკრეტული მყიდველისათვის არაა განკუთვნილი და ამავე დროს ფუფუნების საგანს წარმოადგენს
კალაპოტი ხელნაკეთია და უმაღლესი ხარისხის ფოლადისაგან მზადდება, ამასთან დამშვენებულია ბრწყინვალე გრავირებით.

db0e63a9c45e.jpg

მექანიზმის დეტალები პოლირებულია და დაფარულია დამცავი ფენით. ლულები დემიბლოკია და დაფარულია ე.წ. ,,წითელი დამასკის" ფენით; სამიზნე ნაწილები დამზადებულია სპილოს ძვლისა და ოქროს კომბინაციით; კონდახი უმაღლესი ხარისხის კაკლისაგან მზადდება, რომელსაც ამშვენებს ვერცხლის ფირფიტა.

ფასი 130 000 დოლარს შეადგენს.


eb10f34a4e39.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg


#67 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

Beretta 692 Competition


0649a76fc97b.jpg

ბერეტამ სპორცმენებისათვის ახალი მოდელი გამოუშვა(გაყიდვებში მომავალი წლის გაზაფხულზე გამოვა), რომელიც DT11 და 682 მოდელების ტრადიციებს აგრძელებს. თოფი აღჭურვილია დასაბალანსებელი საწონებით B FAST(5 ცალი 20 გრამიანი საწონი, რომელიც კონდახში მაგრდება) და წარმოადგენს თანამედროვე მაღალტექნოლოგიურ პროდუქტს, რამაც მისი შედარებით ხელმისაწვდომი ფასი განსაზღვრა.
თავად მწარმოებელი აცხადებს, რომ Beretta 692 Competition ,,წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ მოდელს, რომელიც ოდესმე გამოუშვია ბერეტას" scratchchin.gif
ფასი იქნება დაახლოებით 3000 გირვანქა სტერლინგი.

c30a9524c6f1.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg


#68 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

Beretta Jubilee


78b9ae469352.jpg

ეს მოდელი ლუქს კატეგორიაში გადის. ვერ გეტყვით Jubilee-საიუბილეო რატომ დაარქვეს თოფს(ვერანაირ თარიღს ვერ დავუკავშირე), თუმცა ვინც ამ თოფს შეიძენს მართლაც რომ საზეიმოდ ექნება საქმე. პირველ რიგში ბერეტას ხარისხი, კლასიკური დიზაინი, შესრულების უმაღლესი დონე...
შემკვეთს შეუძლია ინებოს კალაპოტის 7 სხვადასხვა გაფორმება და უმაღლესი ხარისხის კაკალი...
12 ყალიბის წონა შეადგენს 3.4 კგ-ს; ლულის სიგრძე 28 ან 30 დიუმს, ხოლო ყალიბი, გარდა 12-სა შეიძლება იყოს 20,28 ან 36.
რაც შეეხება ფასს, -  28 ათასი დოლ.


legion.ge-82-1553250819.jpg


#69 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
ბერეტამ ბაზარზე ახალი ჰორიზონტალი წარმოადგინა:

Beretta 486 Parallelo



მან შეცვალა ცნობილი მოდელები 470 ЕL და 471 Silver Hawk. პირველი, რაც თვალში გვხვდება ესაა კალაპოტის შოტლანდიური სტილის მომრგვალებული ფორმები.
გამოდის ყალიბებში 12/76 და 20/76, ლულის სიგრძით 66, 71 და 76სმ. არხის დიამეტრი 12 ყალიბში 18,4მმ-ა, რაც საშუალებას იძლევა გამოყენებულ იქნეს როგორც ქარხნული, ასევე სახლის პირობებში დამზადებული ვაზნები.
ლულები დამზადებულია ბერეტასეული ექსკლუზიური ტექნოლოგიით Triblock(ესაა მოდერნიზებული დემიბლოკი). ლულების წონა ტიბჟირთან ერთად შეადგენს 1350 გრამს(71სმ-იანი სიგრძის შემთხვევაში).
გამოდის როგორც ერთსასხლეტიანი ასევე ორიანიც; გამორთვადი ეჟექტორებით, მცველი ჩვენი სურვილისამებრ შეიძლება დადგეს როგორც ავტომატურ, ასევე სპორტულ რეჟიმზე. აღჭურვილია საცვლელი ჩოკებით.
სასხლეტ-დამცემი მექანიზმი ახალი კონსტრუქციისაა, განთავსებულია ცალკე ბლოკში და იცვლება ყოველგვარი ინსტრუმენტის გარეშე მოხსნილი კონდახის პირობებში. საბრძოლო ზამბარები V-სებურია. სასხლეტზე დაწოლის ძალა 1,7 და 2 კილოგრამია.
რაც ძალიან საინტერესოა, იარაღს გააჩნია სასხლეტის ბლოკირების სისტემა 90 ან 180 გრადუსზე მისი გადაბრუნებისას
ჩაკეტვა ორმაგი; გააჩნია 2 ტიპის საბჟენი_ ერთი ხის, ხოლო მეორე პლასიკატის.
ფასი 3000 ევროდან...



ამ თემის გაგრძელებად გამოდგება ეს ფოტო


დემონტრირება იმისა, რომ Beretta 486 Parallelo ამ პოზიციაში იბლოკება(არ გაისვრის)

5e0ed2a4856d.png


legion.ge-82-1553250819.jpg


#70 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

41ef634cceac.jpg



ავსტრალიელმა დიზაინერმა მარკ ნიუსონმა, რომელიც ამჟამად ლონდონში ცხოვრობს, გადაწყვიტა გაეუმჯობესებინა მოდელის დიზაინი(ნიუსონი კომპანია Apple-თან თანამშრომლობს).
ბევრი სპეციალისტის აზრით, ნიუსონმა ამ ბრწყინვალე მოდელს უნიკალური ფორმები მიანიჭა.
შეიცვალა და გადამუშავდა კალაპოტისა და კონდახის ფორმები, ლულა, ჩაკეტვის სისტემა, ტიბჟირი, სასხლეტი მექანიზმი. ტექნიკური პარამეტრების უცვლელობის პირობებში იარაღის ექსტერიერი სრულყოფილებამდე იქნა აყვანილი.
ამ თოფის ღირებულება ევროპაში ჯერ კიდევ უცნობია, რადგან ყველა წარმოებული ეგზემპლიარი კოლექციონერებმა უკვე შეისყიდეს, მათ კი ფასის გამხელა არც თუ ისე უყვართ hi3.gif
 




 
Beretta A300 Outlander




ეს არის ნახევარავტომატი, რომლის ყოველი დეტალი 100%-ით იტალიური წარმოშობისაა და თანაც დამზადებულია კონცერნის ძირითად საწარმოებში. ამ მოდელის საწარმოო გამოცდისას A300-დან გაისროლეს 50000 ვაზნა ჭურვის წონით 32 გრამი... გამოცდებმა წარმატებით ჩაიარა.
ექსპერტთა აზრით A300 აბსოლიტურად იგივე ხარისხისაა, როგორც მისი ძვირფასიანი ,,თანამოძმენი". ბერეტამ ამ მოდელის ბაზარზე შემოშვებით გადადგა მარკეტინგული ნაბიჯი, რომელიც მომხმარებლის პატივისცემითაა გამსჭვალული.


ეს არის 12 ყალიბის კლასიკური ნახევარავტომატი უკუქცეულ გაზებზე, რომელიც გამოდის 76მმ სავაზნითა და 61,66,71 ან 76 სანტიმეტრის სიგრძის ლულებით. ამ ავტომატისათვის თანაბრად მისაღებია 24-დან 56 გრამამდე ვაზნა, რადგან აღჭურვილია მაღალი ხარისხის წნევის მარეგულირებლით.
თავად გაზის სისტემამ საკმაოდ გაამართლა და შესაბამისად გადატანილი იქნა შემდგომ A 400-ის მოდელზე. სისტემაში კამერის დგუში აღჭურვულია სპეციალური რგოლით, რომელიც სროლის მომენტში მუდმივად წმენდს გაზის კამერას ნამწვისა და დენთის ნარჩენებისაგან. აქედან გამომდინარე გაზის კამერის წმენდა ისეთივე სიხშირით აღარაა საჭირო, როგორც სხვა ,,უკუქცეულ გაზებიან" ნახევარავტომატებში.
კალაპოტი დამზადებულია მსუბუქი მეტალებისაგან. შესაძლებელია დამატებითი სამიზნე მოწყობილობის დაყენება.
ნახევარავტომატი გამოდის ხის ან პლასტიკატის კონდახზე. ლულის სიგრძისა და კონდახის მასალის მიხედვით თოფის წონა მერყეობს 3-დან 3,5 კილოგრამებში. ტევადობა 70-მმ იანი ვაზნისათვის შეადგენს 3+1;
ლულები დამზადებულია ბერეტასეულ სტილში ცივი წრთობის მეთოდით. ქრომირებულია; გარედან ლულა ოქსიდირებულია; ჩოკები სახსნელია; მცველი განლაგებულია მოხერხებულ ადგილზე_ სასხლეტი მექანიზმის წინ. ის მემარცხენეთათვის უპრობლემოდ გადადის მეორე მხარეს. კომპლექტში შედის საფენები, რომლებიც ცვლიან კონდახის პარამეტრებს.
პრაქტიკული მოსაზრებით ძალიან სწრაფმსროლელი და შესაბამისად სწრაფგადამტენი ნახევარავტომატია. ამასთან კარგი სამართავია

 

Beretta 690

 






დამზადებულია ბერეტა 692-ის ბაზაზე. ლულები Stiliium Barrel; არხის დიამეტრი 18,6 optima-bore; კალაპოტი გაძლიერებული; ეჟექტორები გამორთვადი; საცვლელი ჩოკები Optima-choke HP; კონდახი და ტიბჟირი Grade III-ს კლასისა; წონა 3250 - 3350 გრამი;
ფასი აშშ-ში 3500 მწვანე.



 

.




 

.
რედაქტირებულია Gurulo-ის მიერ,.

.

legion.ge-82-1553250819.jpg


#71 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ლევან

ლევან

    მაგისტრი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 2845 პოსტი
  • მისამართი:მთაწმინდა. ყაზბეგის #40
  • წარმოშობა:კახეთი/ქიზიყი

ა 300 კალიბრში 2250 ღირს. თოფი კარგია ნამდვილად 

 

https://caliber.ge/i...op=page&pid=306



#72 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19370 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

კახა აღფრთოვანებული ვარ... ამდენი ინფორმაცია სად ნახე???

 



#73 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ლევან

ლევან

    მაგისტრი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 2845 პოსტი
  • მისამართი:მთაწმინდა. ყაზბეგის #40
  • წარმოშობა:კახეთი/ქიზიყი

:good:  :good:  :bravo:  :bravo:

 

ვეთანხმები გუგას



#74 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

Beretta 1301 Tactical

ea197966bf37.jpg



ტაქტიკური იარაღი Beretta 1301 Tactical, წარმოდგენილი იყო ამა წლის გამოფენაზე SHOT Show 2014 და უახლოეს ხანში მიღებული იქნება აშშ-ს პოლიციის შეიარაღებაში(ამის ესახებ ერთი კვირის წინათ განაცხადა ალაბამას შტატის ხელისუფლებამ). შესაბამისი შეკვეთა უკვე გაუკეთეს Beretta USA Corp-ს;
ამასთან ერთად გააჟღერეს არჩევანის მიზეზები: საიმედოობა, უნივერსალურობა, კომპაქტურობა, სიზუსტე და მაღალი რესურსი. ლულის სიგრძე 18,5 დიუმს შეადგენს, სროლის სისწრაფე 4 გასროლაა წამში.
ბოლოს დავსძენ, რომ Beretta 1301 Tactical-ის საბაზო მოდელი A 300-ია და მისგან სხვასთან ერთად აღებულია გაზის კამერა თვითგაწმენდის ფუნქციით.

 

Beretta A400
 



ბევრი რომ არ ვიყბედო იმ ოპციების შესახებ მოგახსენებთ, რაც განასხვავებს ბერეტას ახალ მოდელს მისი წინამორბედისაგან. აქვე დავსძენ, რომ მოდელის შიგნითაც არის ინტერპრეტირების საშუალება.


1. ვაზნების წონითი დიაპაზონი 24-დან 64-მდე.
2. უკუცემის დახშობის სისტემა Kick-off Mega და Kick-off3.
3. B-lock (ტიბჟირის სამაგრი ჭანჭიკი ჩახრახნვას არ საჭიროებს_ იხსნება/ეჭირება 60 გრადუსზე მოტრიალებით).
4. აქვს შესაძლებლობა დაგრძელდეს მჭიდი (5+1 სუპერ მაგნუმი ვაზნებისათვის).
5. ლულები Optima-BoreHP დამზადებულია Steelium ტექნოლოგიით.
6. უკუქცეული გაზების სისტემა B-link(საკეტი ნახევრად გადაბრუნდება).
7. საბჟენი Micro-core.


legion.ge-82-1553250819.jpg


#75 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

Beretta SO6 EELL IZUMI

ce087f32a412.jpg

ბერეტამ დაამზადა ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ეგზემპლიარი სახელწოდებით Beretta SO6 EELL IZUMI. გრავირების მოტივები აზიურია. დამზადების სუპერმაღალი ხარისხი და მასალათა სიძვირე განაპირპბებს ამ იარაღის ფასს_ 200 ათასი დოლარი!
კალაპოტი მოვარაყებულია ოქროთი. იტალიელი და იაპონელი ოსტატები ამ ექსკლუზიური მოდელის დამზადებაზე 5 წელი შრომობდნენ. გრავირება შესრულებულია იაპონელი ოსტატის, იზუმი კორეშოს მიერ. კორეშო დღეს ერთადერთი ოსტატია პლანეტაზე, რომელიც სამურაების ხმლებს აგრავირებს. რესივერზე გამოსახულია 2 სახის დრაკონი_ ზღვის და ცისა(აზიური მითოლოგია).
თოფი ერთადერთ ეგზემპლიარშია წარმოდგენილი და კომპლექტდება დანით Beretta Samuri Dagger.

83d16f1e178c.jpg


c2c42e146c04.jpg

 

ebaad1f05224.jpg


 


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?