Jump to content


ამ თემას აქვს 188 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

 

ჰუგლუ – ეს არის ქალაქი მდიდარი თავის მეტალურგიით, რომელიც უკვე 4 საუუნეა ითვლება თურქეთში ცენტრალურ საიარაღო ქალაქად, როგორც „ზული“ საიარაღო ქალაქად გერმანიაში. 1962 წელს ჰუგლუს ოსტატებმა შექმნეს სამონადირეო იარაღის „Huglu“-ს გაერთიანება, რომლის წარმოება განთავსებულია 10000 კვ.მ. ფართობზე. ყოველ წლიურად ტექნოლგიების და ხარსიხის ამაღლებით ჰუგლუ აწარმოებს მრავალი სახეობის იარაღს, ერთლულიან, ორლულიან და ნახევრად ავტომატურ სანადირო თოფებს, ასევე მრავალ სპორტული დანიშნულების იარაღს.

images?q=tbn:ANd9GcR2YNFNsDtsXBJ4jlholtE

გავრცელებულია ხმა თურქული თოფების არახარისხიან წარმოებაზე და მათ არაბრძოლისუნარიანობაზე. ამ აზრს ხშირად ავრცელებენ ის მონადირეები, რომლებსაც შეხება არ ჰქონიათ თურქული წარმოების სანადირო თოფებთან. სინამდვილეში როგორც „ჰუგლუ“ ასევე ბევრი სხვა თურქული ფირმა Stoeger, Hatsan, virsan, ata arms, sa-ka, akus, arsman, Sarsilmaz, stoeger, siberun და სხვები აწარმოებენ მაღალი ხარისხის თოფებს თანამედროვე ჩარხ-დანადგარების საშუალებებით, რომლებიც განაპირობებენ მათ მაღალ ხარისხს.

Huglu 104 A ვერტიკალური ლულების წყობით, რომელიც გამოირჩევა კარგი ბალანსით და შესანიშნავი დიზაინით, ხის და ფოლადის ერთმანეთში შერწყმის მაღალი ხარისხით. ჰუგლუ სარგებლობს დიდი პოპულარობით მონადირეებს შორის არა მარტო თურქეთში, რაც გამოიხატა 2009 წელს ევროპის სამონადირეო იარაღების გამოფენაზე მისი მაღალი ხარისხის შეფასებით. თურქეთი აწარმოებს ექსპორტს ევროპის 27-ზე მეტ ქვეყანაში ასევე ამერიკაში. დიდი პოპულარობით სარგებლობს თურქული თოფები რუსეთშიც, რასაც აღნიშნავენ რუსი მონადირეები. აღსანიშნავია ისიც რომ ხშირია სამართლიანი პრეტენზიები უხარისხო თურქული თოფების მიმართ, რაც ხშირდ ხდება დავის საგანი მონაადირეებს შორის თუ რომელი მოდელი უფრო ხარისხიანია. შეგახსენებთ რომ თურქეთში სამონადირეო და სხვადასხვა სახის იარაღებს აწარმოებს დაახლოებით 180-ზე მეტი ფირმა, კოოპერატივები და სხვადასხვა მწარმოებლები. ამათგან ის მწარმოებლები რომლებიც აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარს და თანამშრომლობენ ევროპის წამყვან ფირმებთან აწარმოებენ შედარებით მაღალი კლასის თოფებს. შეიძლება მაგალითისთვის ავიღოთ იგივე ჰუგლუ-104 რომელსაც აწარმოებს სამი ფირმა, star huglu silah sanayii, gens huglu silah sanayii, huglu silah sanayii. გასაგებია მათი გულისწყრომა ვინც შეიძინა ჰუგლუ და არ შეიქნა ის ხარისხი რომელსაც ელოდა, რადგან Hoglu silah sanayii-სგან განსხვავებით დანარჩენი ორი ფირმა აწარმოებს იგივე მოდელს უფრო დაბალი ხარისხის შესრულებით რაც აისახება ფასშიც. მსგავსება დიდია მაგრამ განსხვავება შესაძლებელია. ასევეა სხვა მოდელების მიმართაც და შეძენის დროს ყურადღება უნდა მიექცეს კონკრეტული მიდელი რომელი ფირმის მიერაა წარმოებული.

 

ერთადერთი პირობაა მაღალი ხარისხი, რომლის შენარჩუნების გარეშე ძნელია კონკურეციის გაწევა სხვა მწარმოებლების მიმართ, ამას კი ბევრი ვერ ახერხებს, რაც საბოლოოდ აისახება მათ მიერ წარმოებულ უხარისხო პროდუქციაზე, რის შედეგადაც კარგავს მომხმარებელს, შემდეგ ან უნდა გაკოტრდეს ან უნდა გაყიდოს ქარხანა, რაც ხშირად ხდება ხოლმე არა მარტო თურქულ რეალობაში. ბევრმა ევროპულმა ცნობილმა ბრენდებმა შეიძინეს თურქული ქარხნები ბევრთანაც გაერთიანდნენ, რაც დადებითად აისახა თურქეთში წარმოებულ თოფების ხარისხზე. თუ გადავავლებთ თვალს ზემოთ ჩამოთვლილი ფირმების წარმოებულ პროდუქციას, მართლაც იგრძნობა ხარისხი შესაბამის ფასთან ერთად. რაც მთავარია იზრდება მოთხოვნილება იმ დროს, როცა გაჯერებულია მსოფლიო ბაზარი ათასნაირი ხარისხის და სისტემის სამონადირეო იარაღით.

ტექნიკური მაჩვენებლები:
ყალიბი - 12.
სავაზნის სიგრძე (მმ) – 76.
ლულის სიგრძე (სმ) – 71.
ლულის შევიწროება საცვლელი ჩოკებით (მმ)-1.0, 0.75, 0.5, 0.25, 0.0.
წონა (კგ) – 3,5.


ჩამსწორებელი babu, 21 December 2019 - 06:06 PM.


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
beso

beso

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 898 პოსტი
  • მისამართი:თბილისი შ. ქურდიანის 3
  • წარმოშობა:გურია , ჩოხატაური, შუაფარცხმა

დევო ყიდვა გინდა გატყობ ამ თოფის



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი
sm modelis ara beso...
cz malradis..an huglu 103c.-si.
orkurokians vawvebi...:)
ase ar gamchirvebis archeva...

#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19370 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

ფასებში არის დევო სხვაობა?



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი
კი 200 ლარით მეტი ღირს ჰუგლუ...ცალკუროკიანია.ჩზ.ორიანია..ერთი პრინციპით არის გაკეთებული...

#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19370 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

ჩზ-ც თურქეთშია ხო აწყობილი?



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი
ხო ჰუგლუ აწყიბს როგორც ვიცი

#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19370 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

ნუ თუ ორ კუროკიანი გინდა აბა მიგიღია გადაწყვეტილება და ეგაა...



#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი
ხო თითქმის ენგრეა

#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
beso

beso

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 898 პოსტი
  • მისამართი:თბილისი შ. ქურდიანის 3
  • წარმოშობა:გურია , ჩოხატაური, შუაფარცხმა

ატა ესპე იყიდე არცერთი ჰუგლუ არ მირჩევნია მაგას



#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი
რავიცი ბესო არ მინდა... დიდი ხანია მაგისუ ახალი პარტია ვერ მიიღეს..თან ყველა კარგს ამბობს მაგ იარაღზე...და ცოტას ითაღლითებენ აწი....ასე ვფიქრობ...

ძმაკაცი მყავს თურქეთში ცხივრობს.და მითხრა თურქები სარსილმაზის და ჰუგლუს თოფებს უფრო ყიდულობსო....ფასი თითქმის ერთი აქვს ეხლა ჰუგლუ 103ც და სპ.კსმუფლირებით...მალრადისკენ ვიხრები უფრო...ერთი ხუთი წელელი არ მანადირებს? და მერე ჭირიც წაუღია რკინაა სუყველა.

#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
beso

beso

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 898 პოსტი
  • მისამართი:თბილისი შ. ქურდიანის 3
  • წარმოშობა:გურია , ჩოხატაური, შუაფარცხმა

5 წლიც განადირებს და 105 იც რომელიც შენს ნორჩ გულს გაუხარდება ის იყიდე , მე იმიტომ გირჩევ ატას რომ  ძალიან ერგონომიულია წარწერააქ სხვა თორე ისე ერთი ერთში ბერეტაა და

 შესაბამისად მომწონს კიდეც , დანარჩენი შენ იცი



#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი
გაიხარე...არ მქინდა ბერეტა მარა ქე ვნადირობ.:)

#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_zaza13_*

სტუმარი_zaza13_*

  • Find Topics
  • სტუმარი

გაიხარე...არ მქინდა ბერეტა მარა ქე ვნადირობ. :)

დევო, შენი ნებაა ძმისგულო, მაგრამ გაითვალისწინე ბესოს რჩევა, ძალიან კარგი რჩევა მოგცა, რაც ატა სპ შემოვიდა ჩვენთან იმის შემდეგ

ჰუგლუზე საერთოდ შეწყდა საუბარი , ყველაფერს რომ თავი დავანებოთ კლუბში 2 კაცს გვაქვს და ორივე ვემადლიერებით.



#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
beso

beso

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 898 პოსტი
  • მისამართი:თბილისი შ. ქურდიანის 3
  • წარმოშობა:გურია , ჩოხატაური, შუაფარცხმა

დავით ურუშაძევ!!!, კიდე ერთი ინფო რომელიც სულ დაგაბნევს, თუ მაინც და მაინც 2 სასხლეტიანი გინდა მაSინ ვერნეი კარონი უნდა იყიდო მგას ააქ ყველაზე მობილური ორი სასხლეტი , თუმცა ფასი მეტიაქ რა თმაუნდა,

შეილება იცი კიდეც მარა თუ არ იცი გეტყვი რომ 2 სასხლეტიაქ და რომლითაც არ უნდა დაიწყო სროლა, ერთი სასხლეტი ისვრის ორივეს მიყოლებით,







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?