Jump to content


ამ თემას აქვს 5 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
ქართული ტომების უძველესი გაერთიანებები (საქართველოს ისტორია)
font_up.pngsaqartvelos_ruka2.gif


ქართველი ტომები წინა აზიის ასპარეზზე აქტიურად გამოჩნდნენ ძვ.წთ.აღ XIII საუკუნიდან , როდესაც მათგან სამხრეთით განადგურდა ორი უძველესი სახელმწიფო - ხეთების იმპერია და მითანის სამეფო . ხეთების სამეფო გაანადგურეს ეგეოსის ზღვიდან შემოიჭრილმა ე.წ ”ზღვის ხალხმა” , რის შედეგადაც ხეთების აღმოსავლეთით დამკვიდრდნენ მუშქები - მესხების ქართველური ტომების წინაპრები . მითანის სამეფო კი ასურეთმა გაანადგურა . მისმა ძლევამოსილმა მეფემ ტიგდათფილეს I-მა ძვ.წთ.აღ 1112 წ. დაიწყო შეტევა ჩრდილოეთის მიმართულებით , ქართველი ტომთა გაერთიანების დაეანის წინააღმდეგ . ურარტუულ წყარეოებში ამ სახელმწიფოს დიაუხს უწოდებდნენ. ასურეთის მეფის ტიგდათფილესე I-ის ჩრდილოეთით ლაშქრობისას მას დაუპირისპირდა დიაუხის მეფე სიენი, რომელსაც ეხმარებოდა 23 ”მეფის” ლაშქარი. ასურეთის მეფემ გაიმარჯვა , დამარცხებული მეფე სიენი დატყვევებული წაიყვანა დედაქალაქ აშურაში და მორჩილების პირობის ჩამორთმევის შემდეგ გაათავისუფლა. ასურული წყაროები მოგვითხრობს ტიგდათფილესის ლაშქრობას დიაოხზე :


„იმ დროს ღვთაება ასურის , ჩემი მეუფის დიდი ძალით , დიად ღვთაებათა შემწეობით , მე, ტიგლათფილესერი , რომელიც სამყაროს ოთხივე მხარეს სამართლიანად ვმბრძანებლობ , რომელსაც არ მყავს მძლეველი ომში და ტოლი ბრძოლაში , შორეულ მეუფეთა ქვეყნისკენ , რომელნიც ზემო ზღვის ნაპირებზე ცხოვრობენ და რომლებმაც არ იცოდნენ მორჩილება, ღვთაება ასურმა, მეუფემ, გამაგზავნა ... დაიანის ქვეყნების მეფეებმა , სულ 23 მეფემ , შეკრიბეს თავიანთ ქვეყნებში თავისი ეტლები და ჯარები და ბრძოლისა და ომისთვის გამოემართნენ. ჩემი თავზარდამცემი იარაღის სიშმაგით თავს დავატყდი მე მათ ... მათი 120 შეჭურვილი ეტლი ბრძოლაში ხელთ ვიგდე . ნაირის ქვეყნების 60 მეფეს მათთან ერთად , რომელნიც მათ დასახმარებლად მოვიდნენ , ჩემი შუბით ზემო ზღვამდე მივსდე , მათი დიდი ქალაქი დავიპყარი , მათი ნადავლი , მათი ქონება , მათი სარჩო-საბადებელი წამოვიღე ... ცენების, ჯორების, ჯორ-ცხენების მრავალრიცხოვანი ჯოგები და მათი მინდვრის პირუტყვი ურიცხვი წამოვიყვანე . “

დიაოხის ქართველ ტომთა ძველ აღმოსავლური სახელმწიფოებრივი გაერთიანება იყო . სამხრეთით მის საზღვრებში დღევანდელი ქ. არზრუმის მიდამოებიც შემოდიოდა, ჩრდილოეთით ჯავახეთი ესაზღვრებოდა , ხოლო ჩრდილო-დასავლეთით მისი გავლენა შავ ზღვამდე აღწევდა .

ტიგდათფილესერ I-ის მეფობის შემდეგ ასურეთის სახელმწიფოს სიძლიერე თანდათან ეცემა და სუსტდება მისი გავლენა ჩრდილოეთის ქვეყნებზე. დიაოხი ამით სარგებლობს და თანდათანობით ძლიერდება . ასურეთის სახელმწიფო ძალიან შეავიწროვა ურარტუს ახლადშექმნილმა სახელმწიფომ . ურარტუს სამეფო , რომლის მოსახლეობის უმრავლესობას ხურიტრული მოდგმის ტომები შეადგენდნენ , ჩამოყალიბდა ძვ.წთ.აღ IX საუკუნეში ამიერკავკასიაში . მისი მეფე მენუა კლდეზე ამოკვეთილ ერთ-ერთ თავის წარწერაზე მოგვითხრობს დიაოხის წინაარმდეგ ბრძოლაზე . მას დაურბევია დიაოხი და მისი მეფე უტუფურუსი დაუმორჩილებია .

„დავიპყარი დიაოხის ქვეყანა , მისი სამეფო ქალაქი სასილო , ქვეყანა გადავწვი , დავანგრიე ციხესიმაგრეები ... უტუფურუსი , მეფე დიაოხისა , მოვიდა ჩემს წინაშე , მომეხვია ფეხებზე , ძირს დაემხო ; მე მას მოწყალედ მოვექეცი , შევიწყალე იგი ხარკის გადახდის პირობით . მომცა მან ოქრო და ვერცხლი , მომცა ხარკი . “

ურარტუს მეფეებმა დიაოხს სამხრეთი ნაწილი წაართვეს და თავიანთი ბატონობის განსამტკიცებლად იქ ციხესიმაგრე ააგეს. ურარტუს შემოსევებმა დაასუსტა დიაოხი . ხოლო მის საბოლოო განადგურებაში მონაწილეობა მიიღო მისმა ჩრდილოელმა მეზობემა , დასავლეთ საქართველოს მეორე დიდმა სახემწიფოებრივმა გაერთიანებამ - კოლხამ . ძვ.წთ.აღ VIII საუკუნეში დიაოხმა შეწყვიტა არსებობა . მისი ტერიტორიის სამხრეთი ნაწილი ურარტუელებმა დაიკავეს , ხოლო ჩრდილოეთი მხარე კოლხას შემადგენლობაში შევიდა.


ასურულ ლურსმულ წარწერებში კოლხები ჩვ.წთ.აღ XII საუკუნიდან იხსენიება. ამ დროს ისინი პირველყოფილი თემური სისტემის მიმდევრები იყვნენ. ასურული წყაროები ”ათეულობით მეფეს” (ანუ ტომის ბელადს) ასახელებდნენ. ისინი თანდათანობით ერთიანდებოდნენ და ყალიბდებიან როგორც ერთ გაერთიანებად . დამპყრობლებთან ბრძოლაში მყარი გაერთიანება აუცილებელი იყო . კოლხურ ტომთა სოციალურ ეკონომიკური პირობებიც იცვლებოდა. გაბატონებულ მდგომარეობას იკავებენ გვაროვნული არისტოკრატიის წარმომადგენლები , რომლებიც იქვემდებარებენ ტომის რიგით წევრებს და მმართველობასაც ისეთ ფორმას აძლევენ , რომელიც უზრუნველყოფდა მათ ბატონობას . აქ ფართოდ ვითარდება მესაქონლეობა და მეტალურგია , განსაკუთრებით - რკინის წარმოება . რკინის სამრეწველო გამოყენებაზე გადასვლამ დააჩქარა საზოგადოების განვითარება და სახელმწიფოს ჩამოტყალიბება. შავი ზღვის სამხრეთი სანაპიროს მთიანეთში რკინის მდიდარი საბადოები იყო . აქაური ქართველი ტომები მაგალითად ხალიბები , სახელგანტქმულები იყვნენ რკინის დამუსავებით.
კოლხეთის განვითარების მარალ დონეზე მიუთითებს არქეოლოგიური გათხრები. აქ აღმოენილია ბრინჯაოს და რკინის საბრძოლო და სამუშაო იარაღები. ძვირფასი ლითონის სამკაულები და ფუფუნების სხვა საგნები . ასევე თანდათანობით , ძვ.წთ.აღ XI-IX სს-ის დასავლეთ საქართველოში ჩამოყალიბდა კოლხეთის ძლიერი სამეფო . ძვ.წთ.აღ IX-VIII სს ში კოლხეთის სამეფო თავის გავლენას ავრცელებს დასავლეთ საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. კოლხების სიძლიერე აისახა ძველ ბერძნულ მითში არგონავტების შესახებს .


„როდესაც იაზონი და მისი მხლებლები აიეტის სასახლესთან მივიდნენ ... ისინი გააოცა მეფის გალავანმა, ფართო ჭიშკრმა და სვეტებმა , რომლებიც მწკრივად იყო აღმართული კედლის გარშემო.სასახლის თავზე , სპილენძის ქონგურებზე , ქვის კოშკი იდგა . იაზონმა და მისმა მხლებლებმა დაუბრკოლებლად დააბიჯეს ფეხი სასახლის ჭიშკრის ზღურბლს . რომელთანაც მაღალი ამართული მწვანე ფოთლებით შემოსილი ვაზები გაშლილიყო ვაზზების ქვეშ ოთხი დაუშრეტელი შადრევანი მოჩუხჩუხებდა . ეს წყაროები ჰეფესტომ ამოაჩქეფა მიწის გულიდან ... ასეთი ღვთაებრივი საქმეები გააკეთა დახელოვნებულმა ჰეფესტომ კუტაიელი აიეტის სასახლეში . ამის გარდა ჰეფესტომ აიეტს გამოუჭედა სპილენძის ფეხებიანი ხარები , რომელთაც სპილენძისვე ხახები ჰქონდათ , საიდანაც ცეცხლის საზარელი ალი ამოსდიოდათ . მანვე გაუკეთა მთლიანი გუთანი მაგარი ფოლადისაგან ... “


ურარტუსთან ალიანსი დიდხანს არ გაგრძელებულა ძვ.წთ.აღ VIII ს-დან კოლხას წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს ურარტუ , რომლის მეფემ სარდურ II-მ ორჯერ დალაშქრა კოლხეთის ტერიტორია , დაიპყრო სამეფო ქალაქი ”ილდამუსა” . ამ ბრძოლებმა დაასუსტა კოლხა, რასაც დაერთო ჩრდილო კავკასიიდან მომთაბარე მეომარი ტომების - კიმერიელების ,მოგვიანებით კი კასპიის ზღვის სანაპიროთი და დარიალის ხეობით ამიერკავკასიაში შემოჭრილი სკვირთების შემოსევები .
ძვ.წთ.აღ 590 წელს ურარტუს სამეფო გაანადგურა მიდიელებმა . მისი მოსახლეობის ნაწილი ჩრდილოეთით გადაასახლეს . ისინი თანდათან შეერივნენ იქ მცხოვრებ ქართველ ტომებს და მათ კულტურას და მეტყველებაში ბევრი საგულისხმო ელემენტები შეიტანეს .

mcvane.ge literatura


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

დიაოხის ქართველ ტომთა ძველ აღმოსავლური სახელმწიფოებრივი გაერთიანება იყო . სამხრეთით მის საზღვრებში დღევანდელი ქ. არზრუმის მიდამოებიც შემოდიოდა, ჩრდილოეთით ჯავახეთი ესაზღვრებოდა , ხოლო ჩრდილო-დასავლეთით მისი გავლენა შავ ზღვამდე აღწევდა .

 

 

 

ნამეტნავად სამხრეთით ყოფილან ჩაწეულები......

 

 

ისე მეზობლები მაშინაც ჩათლახები გვყოლია ;)


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ურარტუც და სკვითებიც.ორივეს ვგულისხმობდი.

სხვათა შორის სკვითების სამარხია იგოეთთან . ხოდა 2008 ში ამ დახოცილი სკვითების სამარხები, სადაც არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობდა , თანამედროვე სკვითების(რუსების) წინააღმდეგ საბრძოლველად  , სანგრებად გამოგვადგა....მანდ მოხდა ის ისტორია , მე რომ მოგიყევით ხომ გახსოვთ ძმებო? ასე რომ არ აღმოჩნდა ბოლო სამარხი......


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ისე რუსებმა ახალი კამპანია დაიწყეს და ეტრუსკებს რუსებად მოიაზრებენ. ანუ ეტრუსკებს ტრასკრიფციულად წარმოაჩენენ. 

ეტრუსკი-"ეტა რუსკიე"/

 

 

სულ გარეკეს ამ უბადრუკებმა. 


legion.ge-82-1553250819.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

აი რაც შეეხება კოლხებს პელაზგებს და ურარტუელებსაც . ერთ რამეს დავაფიქსირებ და დასკვნები თქვენ თვითონ გააკეთეთ.

ურარტუელების ლურსმნული დამწერლობა და შესაბამისად მათი ტექსტების წაკითხვა სომხებმა ვერ მოახერხეს. ხო და ფაქტი თავისთავად მეტყველებს იმაზე თუ რაც წარმოშობის იყვნენ ეს ტომები.

აკადემიკოსმა გიორგი მელიქიშვილმა გასიფრა ეს ლურსმნული დამწერლობა და შესაძლებელი გახდა ამ ტექსტების წაკითხვა. ნუ თუ იმას გავითვალისწინებტ რომ სომხური არ იცის შესაბამისად ეს ტომები ქართულ  ლექსიკას მოიხმარდნებნ. 

ქართველები სომხურს ხომ არ მოიხმარდნენ? ნუ ის რომ დღევანდელ სომხეთის ტერიტორიაზე არსებობდა ძველი ურარტუ , თავისთავად არაფერზე არ საუბრობს. 

ესე ბიზანტიაც არსებობდა დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე მაგრამ არანაირი კავშირში ბიზანიელებს და თურქსელჩუკებს შორის არ არებობს. ჩვეულებრივი ოკუპანტები არიან რომლებმაც მოახდინეს ქვეყნის ოკუპაცია და ადგილობრივი მოსახლეობის განდევნა ან ასიმილირება. 


ჩამსწორებელი babu, 13 July 2020 - 04:21 PM.

legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?