22 LR. ვაზნებიდან რაც თბილისში იყიდებოდა გატესტილი მქონდა თითქმის ყველა, და შესაბამისად არჩევანიც შეჩერებული იყო რემინგტონ სანდერბოლტზე,
შაბათს გადავწყვიტე სროლა და აღმოვაჩინე, რომ ეს სახეობა მაღაზიაში აღარ ქონდათ გასაყიდი, ამიტომ გადავწყვიტე გამომეცადა სელიერ ბელო-ს 2 ტიპის ვაზნა,( 36 გრეინი მრგვალი თავით) და ( 38 გრეინი ექსპანსიური ) ორივე გაძლიერებული მუხტით, აქვე გეტყვით , რომ შედეგმა სასიამოვნოდ გამაოცა და ძალიან კმაყოფილი დავრჩი სიძლიერითაც და სიზუსტითაც, ვიდეოში კარგად ჩანს ექსპანსიურის დამაზიანებელი უპირატესობა ნატყვიარის არხის სიგანის მიხედვით. თუმცა 150 მეტრზე სროლისას სიზუსტეში მრგვალთავიანმა აჯობა , რაც მოსალოდნელიც იყო, მომავალში უფრო შორ მანძილზეც გამოვცდი ან ერთად გამოვცადოთ ვისაც სურვილი გექნებათ და დამატებითი ინფოც დავდოთ.
ვიდეო დაუმონტაჟებელია რისთვისაც ბოდიშს გიხდით, მომავალში დავამუღამებ და უფრო მაღალი ხარისხის ვიდეოს შემოგთავაზებთ,