მოგესალმებით.
რათქმაუნდა ორ ლულიან თოფით ვურჩევ ყველა დამწყებ მონადირეს - დაწყებას. ხშირად საუბრობენ და გაგვიგია, რომ ეს არის კლასიკა, ჯერ ეს ეტაპი უნდა გაიარო და შემდეგ სურვილის შემთხვევაში გადახვიდე ნახევარ ავტომატურზე ან ხრახნ ლულიანზე. რასაც აბსოლიტურად ვეთანხმები.
ნადირობა ხომ მხოლოდ თოფის სროლა არაა, (ამაზე საუბარს ეხლა არ ვაპირებ, შორს წაგვიყვანს და ვგონებ ყველა მონადირემ ეს გადასარევად იცის).
მინდა თქვენი ყურადღება კიდევ ერთ დეტალზე შევაჩერო, რაც ყველაზე მთავარია, ეს არის: უსაფრთხოება!!!
ყველა დამწყებ მონადირეს ასევე ვურჩევდი გამოცდილ მონადირესან ერთად, მხარდამხარ გასვლას მინდორში, არამც და არამც არ დამალონ, რომ პირველად არიან სანადიროთ (არ ააქვს მნიშვნელობა რა იქნება სამიზნე ობიექტი). სანამ ნადირობა დაიწყება უნდა გამოცხადდეს ვინ იმყოფება პირველად, რათა მეტი ყურადღება მიექცეს გამოცდილი მონადირეების მხრიდან, რამდენად სწორად, უსაფრთხოთ, მოქმედებს დამწყები მონადირე. მერწმუნეთ მეგობრებო ამის თქმა სირცხვილი სულაც არაა, ყველაზე გამოცდილ მონადირესაც ოდესღაც პირველად გვეჭირა თოფი.
ეხლა რაც შეეხება, თუ რა ძაღლი უნდა იყოლიოს დამწყებმა მონადირემ ამის შესახებაც მოგახსენებთ ჩემს აზრს.
ძაღლის აყვანა რათქმაუნდა არის დიდი პასუხისმგებლობა და ამ საკითხის უცბათ, იმპულსურად გადაწყვეტა სწორად ნამდვილად არ მიმაჩნია.
რა თქმა უნდა ძაღლის ყოლა არის ძალიან დიდი კომფორტი ნადირობისას, თუმცა მიმაჩნია დამწყებმა მონადირემ მინიმუმ რამოდენიმე(2-3) წელი არ უნდა იყოლიოს, ჯობია ამ რამოდენემე წლის განმავლობაში დააკვირდეს მისთვის საინტერესო ჯიშებს, ინადიროს სხვადასხვა ჯიშის ძაღლებთან, წაიკითხოს ლიტერატურა, და ზუსტად გაითავისოს რა სტილის ძაღლი სურს მას, რას მოითხოვს ის ძაღლისგან და მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთოს არჩევანი.
არც თუ იშვიათად გამიგია ისეთი ფრაზები: " არ მინდოდა მაგრამ მაჩუქეს და ავიყვანე" ან უნდოდათ ერთი ჯიში და რადგან "სუფთა სისხლი"იყო და ჩუქნიდნენ აიყვანა სხვა ჯიში.
ჩემი რჩევა იქნება იაყვანონ ის ჯიში რაც მათთვის იქნება საინტერესო, მათ ხასიათთან ახლოს, შეისწავლონ ძაღლის თვისებები და მხოლოდ ამის შემდგომ გააკეთო არჩევანი.
წარმატებები ყველა დამწყებს ))))