Jump to content

სურათი

თავის გადარჩენა ექსტრემალურ სიტუაციაში

თავის გადარჩენა ექსტრემალურ ს ტყეში ძებნა პანიკაში ჩავარდნა კომპლექტი ნემსი ძაფი

ამ თემას აქვს 28 გამოხმაურება

#16 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ხშირად ვფიქრობთ რომ ექსტრემალური სიტუაცია ჩვენგან შორსაა და მარცხი ჩვენ არ შეგვემთხვევა. თუმცა დიდი ალბათობაა იმისა, რომ მონადირე ტყეში დაიკარგოს და გაუთვალისწინებელ პირობებში მოხვდეს. თუ მონადირე ამ სიტუაციისთვის წინასწარ მზად არაა, ყველაფერი ტრაგიკული შედეგითაც კი შეიძლება დასრულდეს. ამ თემაში, ექსტრემალურ სიტუაციაში თავის გადარჩენის მხოლოდ საბაზისო უნარ-ჩვევებს შევეხებით.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სავარაუდო სანადირო სექტორის და ნადირობის მიახლოებითი ხანგრძლივობის შესახებ ინფორმაცია ახლობლებსაც დავუტოვოთ. ტყეში დაკარგვის შემთხვევაში, ძებნის დაწყება ოპერატიულად მოხდება.

შესაძლო ექსტრემალური სიტუაციისადმი მომზადება ადრევე ხდება. ტყეში თავის გადარცენის პირველი წესია: გქონდეს მხოლოდ შენი თავის იმედი. ამისათვის მინიმალური თეორიული და პრაქტიკული მომზადება მაინც უნდა გქონდეს გავლილი. აუცილებლია თავის გადასარჩენი კომპაქტური მარაგის მომზადება, რომელიც წყალგაუმტარ კოლოფში ან პარკში იქნება მოთავსებული. ასეთი მარაგი საშუალებას უნდა გაძლევდეს მინიმუმ 72 საათი გაძლო ნებისმიერ პირობებში.

მეორე მნიშვნელოვანი მომენტია მენტალური დადებითი განწყობა. წინასწარ უნდა გქონდეს წარმოდგენილი რომ მსგავს სიტუაციაში შეგიძლია მოგიწიოს მოხვედრა და რას მოიმოქმედებ, როგორ ნაბიჯებს გადადგამ. ეს ტავიდან აგაცილებს საწყის პანიკურ მდგომარეობას დაკარგვისას. მსგავს მომენტში ხშირად ადამიანი გადამეტებულად აფასებს საშიშროებას და პანიკაში ვარდება. ამ დროს ადვილია დასახიჩრდე, ხარჯავ ზედმეტ ენერგიას, ოფლიანდები…
ამიტომ როცა თავის გადასარჩენი მინიმალური მარაგი გვექნება ზურგჩანტაში, უფრო თავდაჯერებული ვიქნებით და გადაწყვეტილებებსაც მშვიდად მივიღებთ.

თავის გადასარჩენი კომპლექტი

ეს კომპლექტი მუდმივად შევსებული უნდა იყოს და არ უნდა ვეხებოდეთ, გარდა ექსრემალური სიტუაციისა.
ტყეში ნადირობისას(ან ლაშქრობისას) აღნიშნული კომპლექტის გარდა აუცილებელია:
პირველადი სამედიცინო დახმარების ნაკრები, რუქა და კომპასი, საწვიმარი, ნაჯახი ან დასაკეცი ხერხი, დანა, წყლის მათარა, დამატებითი თბილი ჯემპრი, ჯიბის ფანარი, წითელი ფერის ლენტი გზის მოსანიშნად.

თავის გადასარჩენ კომპლექტში შედის:

ასანთი და სანთებელა რომელებიც თავის მხრივ მოთავსებულია წყალგაუმტარ პარკში(სასურველია კვარიც)

ნემსკავი და 30მ სიგრძის ძუა

მსხვილი ძუა მახეების დასაგებად

ნემსი და ძაფი

სასიგნალო სარკე(5X8სმ)

სანთელი

წყალგაუმტარი ნაჭერი, სასურველია ნათელი ფერის

სასტვენი

ალუმინის ქაღალდი

იოდის ტაბლეტები(წყლის გასაუვნებელყოფად)

შოკოლადი, ჩურჩხელა, კალორიული მშრალი ტკბილეული(მშრალი ხილი, ჩირი)

ხორცის ბულიონის კონცენტრატი

ადგილობრივი სიტუაციის გათვალისწინებით ამ კომპლექტის შემადგენლობა იცვლება.
გზა ვეძებოთ თუ ადგილზე დავრჩეთ?

პასუხი არ არის ყოველთვის ერთგვაროვანი. ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია გავჩერდეთ, დავწყნარდეთ და სიტუაცია კარგად ავწონ-დავწონოთ. თუ რუქა და კომპასი თან გვაქვს, კარგად გავაანალიზოთ სექტორის დამახასიატებელი ნიშნები რუქაზე და მოვძებნოთ ადვილად იდენტიფიცირებადი ადგილები: გზა, ტბა, მდინარე, სოფელი… თუ დარამებამდე დრო გაქვთ, სირბილის გარეშე კომპასის მეშვეობით გადაადგილდით(ეს თავიდან აგაცილებთ წრეზე ტრიალს). თუ არც რუქა გაქვთ ხელთ და არც კომპასი, კარგად შეათვალიერეთ ტერიტორია, აირჩიეთ ნიშნული(ხე, მდინარე, ტბა) და გადაადგილებისას გამოიყენეთ ფერადი სანიშნი ლენტი.
თუ სრულიად დაკარგულად თვლით თავს, უნდა დარჩეთ ადგილზე და რამე ტყეში გაათიოთ და დაელოდოთ მაშველს ან თავად ეცადოთ გზის გაკვლევას მეორე დღით.

რეკომენდირებული ქცევები

დაკარგული ადამიანი ხშირად გრძნობს: სისუსტეს, სიბნელის და გაურკვეველი ხმაურის შიშს, ტკივილს, სიცივეს, შიმშილს, წყურვილს…რაც მისი ენერგიის სერიოზულ ხარჯვას იწვევს. თუ თავის გადასარჩენი კომპლექტი მზრუნველობითაა შერჩეული, ამ სიძნელეებს ადვილად ვძლევთ.

1. შიშის დაძლევა

შიში ბუნებრივი რეაქციაა, თუმცა მისი დამარცხების საშუალებებიც არსებობს. საუკეტესო საშუალებაა ტყეში მარტო რამის გათევის გამოცდილება გვქონდეს. უნდა გვჯეროდეს რომ აუცილებლად გვიპოვიან. თუმცა მზად უნდა ვიყოთ ტყეში ერთი-ორი ღამის გასათენებლად. არ უნდა მისცე გასაქანი შენს წარმოსახვებს რომ საშიშროება გელის ცხოველებისგან: ადამიანს ყველა ცხოველი ერიდება, მათ შორის მგელიც და დათვიც.

2. მარტოობის შეგრძნების დაძლევა

ამ ფაქტორის დასაძლევად კარგი საშუალებაა, ბანაკის მოსაწყობი სამუშაობით დაკავება. განსაზრვრე პრიორიტეტები: თუ დაშავებული ხართ, ჯერ თავს მიხედეთ, თუ წვიმს, ჯერ თავშესაფარი მოაწყე, თუ ძალიან ცივა ჯერ ცეცხლი დაანთე. მოიმარაგე საკმარისი რაოდენობით მშრალი შეშა, ცეცხლი სიგნალიცაა მაშველებისთვის. წიწვების ან ცამოყვრილი ფოთლების ცეცხლზე დაყრით კვამლის სქელი ფენის შექმნაც შეიძლება, რატა მაშველმა შორიდან შეგნიშნოს. იფიქრე მხოლოდ დადებითზე

3. სიცივის დაძლევა

თუ დაშავებული არ ხარ, ყველაზე უფრო დიდი საშიშროება ექსტრემალურ სიტუაციაში ტავის გადარცენისას, ჰიპოთერმიაა. სხეულის გადაცივება წლის ნებისმიერ დროს შეიძლება განვითარდეს. ამიტომ სიცივის, ქარის და განსაკუთრებით სინოტივის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია უპირველესად ცეცხლის დანთება. თუ ტანსაცმელი სველია, სასწრაფოდ უნდა გავაშროთ, რადგან სინესტე(სისველე, წყალი) ჰაერთან შედარებით 25 ჯერ სწრაფად გვაკარგვინებს სითბოს. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება თავშესაფრის ორგანიზებაზე ფიქრი(თუ არ წვიმს, რადგან, წვიმაში თავშესაფარის ორგანიზება პრიორიტეტულია). ზამთრის პერიოდში ჰიპოთერმია(განსაკუთრებით ღამით) სულ რამდენიმე საათში შეიძლება განვითარდეს. დასველებისგან თავის დაცვა ამ დროს ერთერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.
ცეცხლის ასანთებად საუკეთესო მასალაა: კვარი, წიწვოვნის ხმელი ტოტების შეკვრა, ხმელი ბალახის კონა. ასევე შეგვიძლია გამხმარი ხის მორის გაჩეხვა და მისი შუაგულიდან მშრალი ნაწილის დატლა პატარა ჩხირებად(მოსანთებად). ხე სწორად აღმართული უნდა იყოს, რადგან ასეთი მცენარე უკეთ შრება და თვით წვინაშიც კი შესაძლებელია მისგან მშრალი გულის ამორება. ხის დიმატერი ისეთი უნდა იყოს რომ ორივე ხელი ცერა და შუათითით ვერ შემოწვდე. უფრო პატარა დიამეტრის ხე ვერ ინარჩუნებს ღრმად სიმშრალეს. მოსანთები ჩხირების სიგრძე იდაყვიდან თითის წვერამდე უნდა იყოს, ცერის სიმსხო დაახლოებით. ამ ჩხირის ბოლოში კარგად ალესილი დანით ვაკეტებთ ”ბურბუშელას”(ჩიჩილაკის მსგავსად, ოღონდ ერთი მხრიდან და ჩხირის ბოლოში). ეს ბურბუშელა რაც უფრო ნაზი და ცახუჭუჭებული, მით უფრო ადვილად ინთება. ატი ასეთი ჩხირი მაინც გვჭირდება. მერე ვამატებთ ორ მაჯისსიმხო ჯოხს. ცეცხლი რომ მოინთება, შეგვიძლია უკვე ჩვენი გაშლილი მკლავების სიგრძის მორები მივამატოთ. განსაკუთრებით დიდ სითბოს ღამის გათევის დროს სიგრძეზე გაწყობილი კოცონი იძლევა.
ცეცხლიდან ერთი ნაბიჯის მოშორებით საწოლი შეგვიძლია მოვიწყოთ, მინიმუმ 30 სმ სიმაღლის წიწვოვნის ტოტებისგან. საწოლის უკან რაც შეიძლება ახლო და რაც შეიძლება ვერტიკალურად, ხის მორებისგან კედელი უნდა შევქმნათ, რაც ქარისგანაც დაგვიცავს და სითბოსაც აირეკლავს. სითბოს ამრეკლი ცეცხლის მეორე მხარესაც საჭიროა, ამისათვისიც სამარაგო მორებიც გამოგვადგება. საწოლი ისე უნდა მოვაწყოთ რომ ქარის პარალელური იყოს, კვამლი აღარ შეგვაწუხებს. სითბოს ამრეკლების ღარები შეგვიძლია წიწვოვნის ტოტებით ან ხავსით(ან ბალახით) ამოვავსოთ. კარგად მონთებულ ცეცხლში ნედლი შეშაც იწვის.

ღამის გასათევი საფარის მოწყობა მიზანშეწონილია დიდ ლოდთან, წამოქცეულ ხესთან, ან ისეთ ადგილზე სადაც ბუნებრივი ფაქტორი საშუალებას მოგვცემს საფარი ადვილად მოვაწყოთ. წყალგაუმტარი ქსოვილი საიმედოდ დაგვიცავს წვიმისგან. თუ ასეთი არ გაგვაჩნია, წიწვოვანის ტოტები უნდა გამოვიყენოთ გადასახურად, დაქანებით, წიწვის ქვედა მხარე ზემოთ უნდა იყოს მოქცეული. 30 სმ სისქის წიწვოვნის ტოტები წყალს საიმედოდ აკავებს.
უკიდურეს შემთხვევაში თოვლშიც შესაძლებელია საფარის გაკეტება ქარ-ყინვისგან თავის დასაცავად(თოვლის თბოიზოლატორული თვისებების გათვალისწინებით). თოვლში გაკეტებული ”გვირაბის” შესასვლელი უნდა იყო რაც შეიძლება დაბლა, რომ სითბო ნაკლებად დაიკარგოს. საწოლი შედარებით მაღლა უნდა გაკეტდეს და წიწვოვნის ტოტებით მოიფინოს. ჭერში აუცილებელია სავენტილაციო ხვრელი. თუ სანთელი გვაქვს, აუცილებლად უნდა დავანთოთ სინესტის მოსაცილებლად. შემოსასვლში შეგვიძლია ზურგჩანთაც ავაფაროთ ხვრელს.
4. წყურვილის და შიმშილის დაძლევა

არ ჭამოთ თოვლი, უმჯობესია მუჭში გაადნოთ და გამდნარი წყალი დალიოთ. თუ ალუმინის ქაღალდი გაქვთ, ადვილია ქვაბის გაკეთება, რომელშიც წყალს აადუღებთ , ან პირდაპირ დაამუშავებთ იოდის ტაბლეტებით. თუ საკვები მარაგი გაქვთ, გაანაწილეთ პატარა პორციებად. ასევე შესაძლებელია პატარა ცხოველების ან თევზის დაჭერაც. ზაფხულ-შემოდგომით ადვილია სხვადასხვა კენკრის მოპოვება. არასდროს გასინჯო ნაყოფი(ან ზოგადად მცენარე), რომელსაც ვერ ცნობ, რამდენიმე კალორიის საფასურად თქვენ შეიძლება მძიმედ მოიწამლოთ.
გამოუცდელი მონადირესათვის ტყეში გზის გაკვლევა ძნელია. ხშირ შემთხვევაში, ნადირობით გატაცებული ახალბედა მონადირეები ტყეში იკარგებიან. ასე უმეტესად რამდენიმე კაცისაგან შემდგარ ჯგუფებს ემართებათ, რადგან აქ პირველ პლანზე წამოწეულია ერთმანეთზე დაყრდნობა (თუ რამე მომივიდა მნახავენ) და გავლილ გზას აღარ იმახსოვრებენ. ამიტომ აუცილებელია ყოველთვის თავად დაიმახსოვრო გადალახული ტერიტორიები და სხვის იმედად არ იყო. ორიენტირებისათვის ბევრი საშუალება არსებობს. რამდენინე მათგანის ცოდნა დაკარგვის უსიამოვნებას აგაცილებს. თუ კომპასი გაქვს ტყეში შესვლისას მოძრაობის მიმართულება უნდა დაიმახსოვრო, გამომსვლელეი შესაბამისად საწინააღმდეგო იქნება. კომპასის უქონლობის შემთხვევაში შეგიძლიათ კუსტარულად დაამზადოთ რაიმე მეტალის წკირით (ნემსით) და ნაფოტით ან ქაღალდით (ქაღალდის პიჟით). ნემსი დადეთ ნაფოტზე და ჩადეთ წყლიან ჭურჭელში ან გუბეში, ნემსი ჩრდილო ღერძზე ორიენტირდება.საუკეთესო ორიენტირია მზე. დილის 7 სათზე იგი აღმოსავლეთითაა, 13 საათისათვის სამხრეთით, ხოლო 19 საათისათვის დასავლეთით. პოლუსების გარკვევა შესაძლებელიოა ღამითაც. ვარსკვლავების გამოყენებით, დიდი დათვის თანავარსკვლავედის გასწვრივ მყოფი პოლარული ვარსკვლავი ჩრდილოეთისაკენ მიუთითებს. გაზაფხულზე თოვლი უფრო ხანგრძლივად ჩრდილო ფერდობზე რჩება, ყინული მდინარის სამხრეთ ნაპირზე, ხავსი ხეს ჩრდილოეთის მხრიდან ედება (ტყეში და არა მდინარის ნაპირას). აუცილებელია თუ ჯგუფი შედიხართ ტყეში და ცალცალკე ნადირობას აპირებთ დაიმახსოვროს ყველამ ერთი გამორჩეული ორიენტირი და ყველა შეთანხმდეს იქ შეხვედრაზე დათქმულ დროს. თუ ღამე მოგესწროთ ტყეში უპირველესია მოიმარაგოთ მასალა ცეცხლისათვის და ღამის გასათევად მოეწყოთ, არავითარ შემთხვევაში არ იმოძრაოთ ხმაურზე, თუნდაც ეს იყოს მამლის ყივილი ან ძაღლის ყეფის ხმა, უმჯობესია დაიხსომეთ ხმა საიდან მოდის და გათენებისას წადით იმ მიმართულებით. არ დაგავიწყდეთ ღამით ტყეში მხედველობის არე შეზღუდულია!!!!!
ეს ეხება პარაზიტებს, სხვადასხვა მწერები, ტკიპები, რწყილები და ასე შემდეგ. ყველა პარაზიტს გადააქვთ ინფექციური დაავადებები. მაგ: ტიფი, შავი ჭირი. ტკიპები ბალახში ბინადრობენ, ისინი იბუდებენ წყალსატევის მახლობლად სადაც ხშირი ბალახი იზრდება. ამიტომ ნუ დაწვებით და დაჯდებით პირდაპირ მიწაზე სანამ დაბანაკდებით შერჩეული ადგილი გაასუფთავეთ, უმჯობესია თუ გადაწვავთ. რწყილები მშრალ მტვერში ბუდობენ. კვერცხების დასადებად ისინი ფრჩხილებში და კანში იბუდებენ თმების ძირებში. თუ პარაზიტი მოგეკროთ წაუსვით მას ხელთ არსებული ცხიმი, ან ხის ბლანტი წვენი, ამით ჯანგბადის მიწოდება შეუწყდება და ადვილად ამოიღებთ პარაზიტს.ფუტკარის და ბზიკის კბენის შემთხვევაში დანის პირით მოიშორეთ ნესტარი და ნაკბენზე ფერფლთან ერთად არეული ტალახი წაისვით ეს რამდენადმე აყუჩებს ტკივილს. ქავილს ხსნის ბაბუაწვერას წვენი, ნივრის დასრესილი ფოთოლი. ძალიან ცუდ დღეში ჩაგაგდებთ ჭიანჭველები თუ მათი ბუდის სიახლოვეს მოგიწიათ დაბანაკება. მწერების კბენისაგან დაგიცავთ ნაირგვარი ქიმიური თუ ბუნებრივი საშუალებანი, ბუნებრივებიდან განსაკუთრებით კარგია აბზინდა. აუცილებელია როცა ღია ადგილას ბუნებაში გიწევთ გათევა ღამის არავითარ შემთხვევაში არ გაიძროთ შარვალი და ფეხსაცმელი. თუ კოღოებიანი და მოსკიტებიანი ადგილი შეგხდათ და არ გაგაჩნიათ დამცავი ბადეები შიშველ ადგილებზე წაისვით ტალახი. მორიელებს ძალიან უყვართ ფეხსაცმელში ჩაძრომა, ისინი ქვების ან მკვდარი ხის ქერქების ქვეშ ბინადრობენ. ამიტომაც თუ გახედილს გძინავთ აუცილებლად შეამოწმეთ ფეხსაცმელი და ტანსაცმელი ჩაცმის წინ. არის კიდევ წურბელები როგორც ჭაობის და გუბეების ასევე ტყისაც. განსაკუთრებით საშIშია ნაკადულის წურბელები, ესენი არინ ყველაზე პატარა ზომისანი და შესაძლოა წყლის დალევისას შეგყვეთ. ამის მერე ისენი ეკვრიან შინაგან ორგანოებს. წურბელას კბენა საერთოდ არ არის მტკივნეული მაგრამ ის თავისი საჭრელებით ღრმად ჩადის კანში და ამიტომ ნუ მოიგლეჯთ მას. უმჯობესია მოწვით ცეცხლით ან დააყარეთ მარილი


ღამის საფარის ნიმუში:

a859256750cf.png

7f4a3ab3386f.png

ca9b71c5c2ac.png

f26d810cc5ae.png

fdc7967992d4.png

6f0231801637.png

70d59a0e71b6.png

f49a6f45bfb5.png

b5e2e6e888a0.png

97fb747587e1.pngსასარგებლო რჩევები ზამთარში ღამის გათევისას:

სიცივის დროს ადამიანი მეტ ენერგიას ხარჯავს(კარგავს), ამიტომ ძილის წინ მიიღეთ მარალკალორიული საკვები

არ დაიძინოთ იგივე ტანსაცმლით რაც დღის განმავლობაში გეცვათ, მასში ტენიანობის მაღალი ხარისხის გამო.

ღამით ფეხსაცმლის გაყინვის თავიდან ასაცილებლად, მოათავსეთ ის საძილე ტომრის ქვეშ(ფეხების მხარეს), დაიძინეთ წინდებით.

საძილე ტომარაში ყოველთვის გეხუროთ ქუდი, შიშველი თავი ენერგიის დაკარგვის ერთერთი მთავარი წყაროა.

თუ ღამით ყინვაა, კარვის კარი ორნავ ღია დატოვეთ რომ კონდესაცია შეამციროთ. დილით კარების გახსნისთანავე ნარჩენი კონდენსატი კედლებზე გაიყინება და ადვილად ჩამოფერთხავთ.

პირი და ცხვირი საძილე ტომრის გარეთ გქონდეთ, სხვა შემთხვევაში კონდენსატით დაანესტიანებთ მას.

თუ ღია ცის ქვეშ ათევთ ღამეს, აღჭურვილობა ჩალაგებული გქონდეთ ზურგჩანთაში, რადგან ღამით თუ მოთოვა,
დილით გაჭირდება თოვლქვეშ ძებნა.

წყლიანი მათარა ჩაიდეთ საძილე ტომარაში, გაყინვისგან რომ გადაარჩინოთ.

თუ თოვლზე გიწევთ წოლა, ”საწოლი” შემაღლებული უნდა იყოს, რომ დნობის შემთხვევაში წყალი ქვემოთ ჩამოედინოს და ”საწოლზე” არ დაგროვდეს.

თუ ცხელი წყალი მოგრჩათ, ჩაასხით მათარაში და შეიტანეთ საძილე ტომარაში.

ექსტრემალურ სიტუაციაში, როცა ტყეში გაურკვეველი დროით გიწევთ დარჩენა, მაღალი ხარისხის დანას სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება. თავის გადასარჩენი დანა ბევრად ძლიერი უნდა იყოს ვიდრე ჩვეულებრივი სანადირო დანა, რადგან ასეთი დანით მრავალი ტიპის ოპერაციის შესრულება გიწევთ, ტოტების მოჭრით და ხეზე მუშაობით დაწყებული, ორმოს ამოთხრით და თუნდაც ნადირის გატყავებით დამთავრებული. ამიტომ ამ მიზნით მხოლოდ მაღალი კლასის დანის შეძენაა რეკომენდირებული. რა თქმა უნდა ასეთი დანა მხოლოდ ფიქსირებულპირიანია. დანის ენა(ანუ პირის გაგრძელება რომელიც ტარშია შესული) ტარის ბოლომდე უნდა გრძელდებოდეს არ უნდა იყოს წვრილი. ტარის დაზიანების შემთხვევაში ენას ქსოვილიც შეგვიძლია შემოვახვიოთ და დანა მაინც მოსახმარ მდგომარეობაში იქნება. დანის ტარი უნდა იყოს მარტივი, ოდნავ ხაოიანი რომ ხელის დასველების შემთხვევაში ჩაჭიდება ადვილი იყოს. კარგი მასალაა ხე, ან მაღალი მდგრადობის პოლიმერი. ტარის ბოლო სასურველია მეტალის დაბოლოებით იყოს რომ ჩაქუჩის ფუნქციაც შეასრულოს. დანის პირი(ეშვი) ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ის ძირითადად ორი ტიპისაა: ე.წ. ნახშირბადიანი ფოლადი(carbon steel ) და უჟანგავი ფოლადი(stainless steel). ნახშირბადის მაღალი შემცველობა ზრდის დანის პირის სიმტკიცეს. ორივე ტიპის ფოლადს გააჩნიათ დადებითი და უარყოფითი მხარეები. პირველი ტიპის დანა ადვილად ილესება, თუმცა კოროზიისადმი ნაკლებად მდგრადია. დანის პირის სიგრძე 10-15 სმ უნდა იყოს, თუმცა გვხვდება 20-25 სმ სიგრძის დანებიც. პირის სისქე არ უნდა იყოს 3მმ-ზე ნაკლები, ხოლო პირის სიგანე 2 სმ-ზე ნაკლები.
წყარო: მონადირე.გე


legion.ge-82-1553250819.jpg


#17 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ძალიან კარგი და საჭირო რჩევებია

გაიხარე გუგაჯან


legion.ge-82-1553250819.jpg


#18 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_თაზო_*

სტუმარი_თაზო_*

  • Find Topics
  • სტუმარი
საინტერესოა :bravo: გაიხარე ბაბუ

#19 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
Что такое отбойное течение, и как не утонуть, если попали в него
 
 

Многие люди, которые хорошо плавают или неплохо держатся на воде, не понимают, как можно утонуть у самого берега. Услышав сводки новостей в сезон отпусков о туристах, «погибших возле берега», они думают, что жертвы либо не умели плавать, либо находились в состоянии алкогольного опьянения. Но они ошибаются. В чем же тогда причина?

Речь идет об очень опасном, но малоизвестном явлении – отбойных течениях, которые часто еще называют «тягунами» и «рипами» (англ. – rip current). Отбойные течения есть во всех уголках планеты и в Мексиканском заливе, и на Черном море, и на острове Бали. С этими коварными рипами могут не справиться не только обычные люди, но и первоклассные пловцы, которые не знают, как себя вести в этой ситуации.

Все происходит неожиданно: вот вы плыли от берега, а потом повернули назад, но ничего не получается… Вы плывете изо всех сил, но остаетесь на одном месте или даже удаляетесь еще дальше. Все попытки безуспешны, силы на исходе и вы близки к панике…

Для начала важно понимать принцип действия рипа.  Это тип морских и океанических течений, направленных под прямым углом к берегу и образующихся в процессе отхождения потока прилившей воды в сторону моря.

Самыми опасным считаются отбойные течения в мелководных морях с пологим берегом, который обрамляют песчаные отмели, косы и островки (Азовское море и т. п.). В этих местах во время отлива возвращению массы воды в море препятствуют песчаные косы. Давление воды на узкий пролив, соединяющий море с лиманом, многократно возрастает. В итоге образуется быстрый поток, по которому вода движется со скоростью 2,5–3,0 м/с.

Вот как это выглядит (зеленая полоса – берег):

Эти «коридоры» появляются в разных местах у самого берега во время приливов. Волны накатываются и приносят водную массу, а затем с разной скоростью уходят в море или океан, образуя при этом обратное течение. Это наблюдается в зонах, где часто происходят приливы и отливы.

На этом снимке не столь заметны потоки бурлящей воды, но зато отчетливо просматривается само течение и люди, попавшие в него:

Чаще всего ширина рипа 2–3 м, а скорость течения – 4–5 км/час, что не является опасным.

Но периодически возникают «тягуны» шириной до 50 м, длиной до 200–400 м и скоростью до 15 км/ч! Это случается гораздо реже. Но случается!

Как же научиться отличать места, где есть рипы, чтобы не попасть в них? В первую очередь обращайте внимание на следующие характерные признаки:

  • Видимый канал бурлящей воды перпендикулярен берегу;
  • В прибрежной зоне имеются участки с другим оттенком воды: например, вокруг все светло-голубое или зеленоватое, а какая-то зона белая. Участки с пеной, движущимися морскими водорослями и пузырями, который движутся от берега в открытое море;

В сплошной полосе приливных волн имеется 5–10-метровый разрыв;

Если заметили что-то из перечисленного, никогда не плавайте в этом месте. Но опасность в том, что 80% внезапно возникающих рипов внешне себя не проявляют. Именно в их «цепкие лапы» попадает большинство туристов. Выявить такие зоны могут лишь профессиональные спасатели.

Важно помнить, что отбойные течения часто возникают у берега, поэтому они способны затянуть даже людей, стоящих в воде по пояс или по грудь. И если у пловцов шансы спастись велики, то у людей, не умеющих плавать, их критически мало. Поэтому не купайтесь в одиночку и не входите в те места, которые кажутся вам подозрительными.

Отдайте предпочтение оживленным пляжам, где дежурят спасатели.

И всегда обращайте внимание на красные флаги и знаки на пляже в тех местах, где категорически запрещено купаться. Это не шутки!

И самый важный момент! Как себя вести тем, кто попал в такое течение?

Правила поведения в отбойном течении

1. Преодолейте панику! Возьмите себя в руки, ведь люди, знающие правила поведения в рипе, спасаются в 99% случаев.

2. Берегите силы! Не нужно изо всех сил грести против течения, теряя запасы энергии. Плыть нужно не к берегу, а в сторону, параллельно пляжу. Если рип узкий (до 5 м), вы очень быстро из него выберитесь.

3. Анализируйте! Если вы гребете по правилам – в сторону, а выбраться не удается, значит рип широкий (от 20 м и больше). Тогда сразу прекращаем тратить силы и паниковать! Обратное течение обычно недолгое и уже через 3–4 минуты оно прекратится. После этого отплывите на 50–100 м в сторону, а уже потом возвращайтесь с передышками на берег.

А избежать паники вам помогут следующие факты:

  • Рип не утащит вас на дно. Чаще всего отбойные течения коротки и с большой скоростью движется верхний слой воды, который поддерживает плывущие объекты.
  • Рип не особо широкий. Его ширина не превышает 50 м. А в большинстве случаев составляет всего 10–20 м. В результате, проплыв вдоль берега буквально 20–30 м, вы заметите, что выплыли из рипа.
  • Длина рипа ограничена. Течение довольно быстро ослабевает, «тягун» теряет свою силу там, где волны достигают пика и начинают разбиваться. На серферском сленге это место называется «лайн ап» (line up). Как раз в нем собираются все серферы, готовящиеся покорять приходящие волны. Обычно «лайн ап»  расположен не далее, чем в 100 м от берега.

Поделитесь этой информацией с родными и друзьями, чтобы об этом опасном явлении узнало как можно больше людей.

Источник


legion.ge-82-1553250819.jpg


#20 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
kaki77

kaki77

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 673 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი
  • წარმოშობა:გურული. დაბადებული ქ. ქუთაისში

ბაბუ გაიხარე ბევრი საინტერესო რამ გავიგე რაც შეიძლება ყველა ადამიანს გამოადგეს ექსტრემალურ სიტვაციაში , რომელიც შეიძლება მხოლოდ ერთხელ დაგჭირდეს მაგრამ მაგრად გაგიადვილდება თავის გადარჩენას



#21 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ხოო , ეგ მართალია , ეგეთი რაღაცა შეიძლება ერთხელ დაგჭირდეს....


legion.ge-82-1553250819.jpg


#22 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

legion.ge-82-1553250819.jpg


#23 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria


legion.ge-82-1553250819.jpg


#24 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria


legion.ge-82-1553250819.jpg


#25 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Tirifoneli

Tirifoneli

    ლეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1730 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:შიდა ქართლი

:bravo:  :bravo:



#26 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

სასარგებლო რჩევები ზამთარში ღამის გათევისას:

სიცივის დროს ადამიანი მეტ ენერგიას ხარჯავს(კარგავს), ამიტომ ძილის წინ მიიღეთ მარალკალორიული საკვები

არ დაიძინოთ იგივე ტანსაცმლით რაც დღის განმავლობაში გეცვათ, მასში ტენიანობის მაღალი ხარისხის გამო.

ღამით ფეხსაცმლის გაყინვის თავიდან ასაცილებლად, ის საძილე ტომრის ქვეშ(ფეხების მხარეს)მოათავსეთ, დაიძინეთ წინდებით.
საძილე ტომარაში ყოველთვის გეხუროთ ქუდი, შიშველი თავი ენერგიის დაკარგვის ერთერთი მთავარი წყაროა.

თუ ღამით ყინვაა, კარვის კარი ორნავ ღია დატოვეთ რომ კონდესაცია შეამციროთ. დილით კარების გახსნისთანავე ნარჩენი კონდენსატი კედლებზე გაიყინება და ადვილად ჩამოფერთხავთ.

პირი და ცხვირი საძილე ტომრის გარეთ გქონდეთ, სხვა შემთხვევაში კონდენსატით დაანესტიანებთ მას.

თუ ღია ცის ქვეშ ათევთ ღამეს, აღჭურვილობა ზურგჩანთაში ჩალაგებული გქონდეთ, რადგან ღამით თუ მოთოვა, დილით გაჭირდება ნივთების თოვლქვეშ ძებნა.

წყლიანი მათარა გაყინვისგან რომ გადაარჩინოთ, საძილე ტომარაში ჩაიდეთ. 

თუ თოვლზე გიწევთ წოლა, ''საწოლი'' შემაღლებული უნდა იყოს, რომ დნობის შემთხვევაში წყალი ქვემოთ ჩამოედინოს და ''საწოლზე'' არ დაგროვდეს.

თუ ცხელი წყალი მოგრჩათ, ჩაასხით მათარაში და შეიტანეთ საძილე ტომარაში.



ექსტრემალურ სიტუაციაში, როცა ტყეში გაურკვეველი დროით გიწევთ დარჩენა, კარგი ხარისხის დანას სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება. თავის გადასარჩენი დანა ბევრად ძლიერი უნდა იყოს, ვიდრე ჩვეულებრივი სანადირო დანა, რადგან ასეთი დანით მრავალი ტიპის ოპერაციის შესრულება გიწევთ, ტოტების მოჭრით და ხეზე მუშაობით დაწყებული, ორმოს ამოთხრით და თუნდაც ნადირის გატყავებით დამთავრებული. რა თქმა უნდა ასეთი დანა ძირიტადად ფიქსირებულპირიანია. დანის ენა(ანუ პირის გაგრძელება რომელიც ტარშია დამალული) ტარის ბოლომდე უნდა გრძელდებოდეს არ უნდა იყოს წვრილი. ტარის დაზიანების შემთხვევაში ენას ქსოვილიც შეგვიძლია შემოვახვიოთ და დანა მაინც მოსახმარ მდგომარეობაში იქნება. დანის ტარი უნდა იყოს მარტივი, ოდნავ ხაოიანი რომ ხელის დასველების შემთხვევაში ჩაჭიდება ადვილი იყოს. კარგი მასალაა ხე, ან მაღალი მდგრადობის პოლიმერი. ტარის ბოლო სასურველია მეტალის დაბოლოებით იყოს, ჩაქუჩის ფუნქციაც რომ შეასრულოს. დანის პირის სიგრძე ხშირად 10-15 სმ-ia, თუმცა გვხვდება 20-25 სმ სიგრძის დანებიც. პირის სისქე არანაკლებ 3მმ უნდა იყოს , ხოლო პირის სიგანე არ უნდა იყოს 2 სმ-ზე ნაკლები. ამ თვალსაზისით განთქმულია სკანდინავიური დანები(Mora, Fallkniven, Puukko …).

წყ:ბრაუნინგი 


legion.ge-82-1553250819.jpg


#27 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
ნაკადი, რომელიც ზღვაში მოულოდნელად შეგითრევთ - რა უნდა ვიცოდეთ, რომ არ დავიხრჩოთ
13:50 / 19-07-2018
ripmain_2018-07-19_IGZzC1pihn8u.jpg

ყო­ველ­წლი­უ­რად აშშ-ში 100-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი „მტა­ცე­ბე­ლი დი­ნე­ბის“ (Rip Current) მსხვერ­პლი ხდე­ბა. ასე­თი დი­ნე­ბა არც სხვა სა­ნა­პი­რო ზო­ლე­ბის­თვის არის უცხო. რიპი, შე­იძ­ლე­ბა წარ­მო­იქ­მნას ნე­ბის­მი­ერ ოკე­ა­ნე­ში, ზღვა­სა თუ დიდ ტბა­ში, სა­დაც კი ტალ­ღე­ბია. გა­მო­ნაკ­ლი­სი არც შავი ზღვაა, თურ­ქე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ნა­კა­დი არა­ერ­თხელ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა.

ტალ­ღებს მო­აქვთ წყლის მასა, რაც, შემ­დეგ სხვა­დას­ხვა სიჩ­ქა­რით ბრუნ­დე­ბი­ან ზღვა­ში, ან ოკე­ა­ნე­ში და ქმნი­ან სა­წი­ნა­აღ­მდე­გო დი­ნე­ბას. რიპი მდი­ნა­რის ნა­კა­დი­ვით მი­დის სა­ნა­პი­რო­დან სიღ­რმის­კენ, ჭრის ტალ­ღებს. საფრ­თხე არამ­ხო­ლოდ მათ ემუქ­რე­ბა, ვინც ზღვა­ში, ან ოკე­ა­ნე­ში ბა­ნა­ობს, არა­მედ - პლაჟ­ზე, წყალ­თან ახ­ლოს მყო­ფებ­საც.

1. დი­ნე­ბის შემ­ჩნე­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია

 
 
 
 
 
-0:06
 
 
 
 

rip1_2018-07-19_ZUAcLDTxu4t3A.jpg

თუ და­ი­ნა­ხავთ, რომ წყლის ვიწ­რო ნა­კა­დი სა­ნა­პი­რო­დან ზღვის­კენ, ან სა­ნა­პი­როს გას­წვრივ მი­ე­დი­ნე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად მო­ე­რი­დეთ.

ასე­ვე, უფრთხილ­დით დი­ნე­ბებს, რო­მე­ლიც გან­სხვავ­დე­ბა სხვა ტალ­ღე­ბის­გან - რიპი, შე­საძ­ლოა, იყოს უფრო ქა­ფი­ა­ნი, ანდა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ფე­რის.

2. ამო­დით წყლი­დან, თუ გრძნობთ, რომ დი­ნე­ბა­ში მოჰ­ყე­ვით.

rip2_2018-07-19_fhpLxTNzB8ICa.jpg

„მტა­ცე­ბე­ლი დი­ნე­ბა“ მარ­ტი­ვად და­საძ­ლე­ვია, თუ წყა­ლი მხო­ლოდ წე­ლამ­დე გფა­რავთ. მის­გან თა­ვის დაღ­წე­ვა რთუ­ლია, თუ უფრო ღრმად ხართ წყალ­ში შე­სუ­ლი.

3. შე­ი­ნარ­ჩუ­ნეთ სიმ­შვი­დე

rip3_2018-07-19_mfLSPzpvpL.jpg

თუ ასეთ დი­ნე­ბა­ში მოხ­ვდე­ბით, პა­ნი­კას არ აჰ­ყვეთ. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ დი­ნე­ბა წყლის ქვეშ არ შე­გით­რევთ, ეს მხო­ლოდ გეჩ­ვე­ნე­ბათ. კარ­გი მცუ­რა­ვე­ბი მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში იღუ­პე­ბი­ან, თუ პა­ნი­კა­ში ვარ­დე­ბი­ან და ენერ­გი­ის­გან იც­ლე­ბი­ან.

4. და­უ­ძა­ხეთ ვინ­მეს საშ­ვე­ლად, თუ ცურ­ვა კარ­გად არ იცით

rip4_2018-07-19_hgcadsJTTwlmi.jpg

სცა­დეთ, მი­იქ­ცი­ოთ მაშ­ვე­ლე­ბის, ან სა­ნა­პი­რო­ზე მყო­ფი სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის ყუ­რა­დღე­ბა ყვი­რი­ლით და ხე­ლის დაქ­ნე­ვით. იმა­ვე ნა­კად­ში სხვი­სი შე­მოს­ვლა ძა­ლი­ან სა­ში­შია, მაშ­ვე­ლებ­მა ან სხვა მცუ­რა­ვებ­მა სა­ცუ­რაო კა­მე­რა უნდა მო­გა­წო­დონ, რა­ზეც თავს და­ი­მაგ­რებთ.

5. დი­ნე­ბას თავი რომ და­აღ­წი­ოთ, ნა­პი­რის პა­რა­ლე­ლუ­რად უნდა გა­ცუ­როთ

rip5_2018-07-19_w0Wa2twein79TH.jpg

ასე­თი დი­ნე­ბე­ბის უმე­ტე­სის სი­გა­ნე, და­ახ­ლო­ე­ბით, 9 მეტ­რია, თუმ­ცა, შე­საძ­ლოა 60 მეტრსაც კი მი­აღ­წი­ოს. იმის ნაც­ვლად, რომ დი­ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ იცუ­როთ (რა­საც ვერ შეძ­ლებთ, რად­გან ნა­კა­დი თქვენ­ზე ძლი­ე­რია), უნდა გა­ცუ­როთ სა­ნა­პი­როს პა­რა­ლე­ლუ­რად, რომ დი­ნე­ბას თავი და­აღ­წი­ოთ. ცურ­ვის დროს ნა­კა­დი სა­ნა­პი­რო­დან კი­დევ უფრო შორს წა­გიყ­ვანთ, მაგ­რამ პა­ნი­კას არ აჰ­ყვეთ, სცა­დეთ, გა­მო­ი­ზო­გოთ ძალა და თავი და­აღ­წი­ოთ დი­ნე­ბას.

6. და­ზო­გეთ ენერ­გია, რო­გორც კი ამი­სი სა­შუ­ა­ლე­ბა მო­გე­ცე­მათ.

rip6_2018-07-19_rDeo8qP6Kly0.jpg

თუ ხვდე­ბით, რომ ცურ­ვით ვე­რა­ფერს შვე­ლით, ან - ნელ-ნელა ძალა გეც­ლე­ბათ, აუ­ცი­ლებ­ლად და­ის­ვე­ნეთ. გა­ცუ­რეთ ზურ­გით. ნა­კა­დი მალე თა­ვი­სი­თაც დას­რულ­დე­ბა, ნელ-ნელა შე­სუს­ტდე­ბა და მის­გან თა­ვის დაღ­წე­ვას შეძ­ლებთ. ამი­ტომ, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ ძალა, რომ ნა­პირს და­უბ­რუნ­დეთ.

 

legion.ge-82-1553250819.jpg


#28 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 6397 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

კლინტ ემერსონი 20 წლის განმავლობაში მსახურობდა აგენტად. მას შემდეგ, რაც სამსახურს ჩამოშორდა, წიგნი დაწერა, რომელშიც ადამიანებს ამ ხნის განმავლობაში მიღებულ გამოცდილებას და გადარჩენისთვის საჭირო უნარ-ჩვევებსა და ცოდნას უზიარებს.

ეს 8 რჩევა ნებისმიერ ადამიანს გამოადგება ექსტრემალურ პირობებში

 

1.როგორ გადავრჩეთ თოვლში

2018050413370679351.jpg

თუ ტყეში გზა აგებნათ და თოვლში, სიცივეში გაყინვის საფრთხე გემუქრებათ, მოძებნეთ მარადმწვანე ხე, რომელსაც ტოტები ქვემოთ აქვს ჩამოშვებული. მის გარშემო თოვლის მიწაყრილი გააკეთეთ. თოვლის ორმოს კედლები რაც შეიძლება კარგად დატკეპნეთ და ტოტებით გაამაგრეთ. ხის მარადმწვანე ტოტები კი მიწაზე დააფინეთ, რომ სხეულის სითბო შეინარჩუნოთ. რაც უფრო ღრმა იქნება ორმო, მით უკეთესი.

 

2. ყველაზე უსაფრთხო ადგილი თვითმფრინავში

2018050413411479351.jpgნებისმიერი ტრანსპორტის არჩევისას აგენტები ისეთ ადგილებს ანიჭებენ უპირატესობას, რომელთანაც გასასვლელი ახლოსაა. თვითმფრინავის შემთხვევაში ეს მისი კუდია. კვლევების თანახმად, თუ ბიზნეს-კლასით მგზავრობთ-გადარჩენის შანსი-49%-ია. მგზავრებს, რომლებსაც შუა ნაწილი უკავიათ, გადარჩენის 56% შანსი აქვთ. მათთვის კი, ვინც თვითმფრინავის კუდში იმყოფება, გადარჩენის შანსი თითქმის 70%-ია.

 

3. როგორ გამოვაღწიოთ საბარგულიდან

2018050413501979351.jpgფილმებშიც გინახავთ ალბათ, როცა ადამიანს იტაცებენ, მას მანქანის საბარგულში კეტავენ. რეალურად, საბარგულიდნ თავის დაღწევის რამდენიმე გზა არსებობს.

თანამედროვე ავტომობილებს ავარიული ბერკეტი აქვთ, რომელიც საბარგულის შიგნითაა და საბარგულს აღებს. თუ ავტომობილი მოძველებული მოდელია და ასეთი ბერკეტი არ აქვს, მაშინ საკეტის ენა უნდა გახსნათ. შესაძლებელია მანქანის სალონში გაღწევაც მოახერხოთ გადასაკეცი სავარძლის მხრიდან. სხვა შემთხვევებში შეგიძლიათ დომკრატი გამოიყენოთ საბაგულის ასახდელად. როგორც წესი, მას ხშირად საბარგულში ინახავენ, ან ფარი გამოტეხოთ შიგნიდან და ნიშანი მისცეთ სხვა მძღოლებს.

 

4. როგორ გავაღოთ კარი

2018050417330579351.jpgექსტრემალურ სიტუაციებში შესაძლოა კარის შემტვრევა მოგვიხდეს, საკუთარი ან სხვისი სიცოცხლის გადასარცენად. თუმცა, ფილმებში ნანახ სცენებს ნუ დაუჯერებთ და ნუ ეცდებით კარის მხრით ან გამოქანებით დაჯახებით გაღებას. ასე მხოლოდ რამეს მოიტეხავთ.

დარტყმა ქუსლით უნდა განახორციელოთ საკეტის ზონაში, დარტყმისთვის მთელი სხეული უნდა გამოიყენოთ, მეორე ფეხს კარგად უნდა ეყრდნობოდეთ. ზუსტი და ძლიერი დარტყმა საკეტს გატეხავს.

 

5.თავდაცვის იარაღი გაზეთისგან

2018050417383879351.jpgსახიფათო სიტუაციაში, ჩვეულებრივი გაზეთისგან ან ჟურანლისგან შეგიძლიათ თავდაცვის იარაღი დაამზადოთ. რაც შეიძლება მჭიდროდ დაახვიეთ გაზეთი და შემდეგ შუაზე გადაკეცეთ, როგორც სურათზეა. ზედა და ქვედა ნაწილები კი წებოვანი ლენტით შეკარით.

 

5.როგორ გადავრჩეთ წყალში, ხელფეხშეკრული

2018050417573179351.jpgარსებობს ტექნიკა, რომლის საშუალებითაც არ ჩაიძირებით. არც ღრმა აუზში და არც მღელვარე ზღვაში, თუნდაც ხელფეხშეკრული იყოთ.

ყველაზე მთავარია-სუნთქვის კონტროლი. პანიკას ნუ მიეცემით, და სუნთქვა დაირეგულირეთ. ჩასუნთქვა ღრმა უნდა იყოს, ამოსუნთქვა კი სწრაფი.

თუ სიღრმე დიდი არ არის-ჩაეშვით ფსკერზე, ტერფებით უბიძგეთ და ნახტომით ამოდით ზედაპირზე. ასე ხტუნვით შეგიძლიათ ნაპირამდე გააღწიოთ.

თუ წყლის ზედაპირზე მუცლით მოექეცით, ამოისუნთქეთ, მოიხარეთ და შემდეგ ბიძგით გაიშალეთ და ღრმად ჩაისუნთქეთ.

მღელვარე ზღვაში სრულად გადატრიალება საშუალებას მოგცემთ ჰაერის მარაგი აიღოთ და ნაპირისკენ განაგრძოთ ცურვა.

 

7.თავდამსხმელის განიარაღება

2018050418094479351.jpgთუ უკნიდან იარაღი მოგადეს და წინსვლა გიბრძანეს, ასწიეთ ხელები, შეანელეთ სვლა, ისე, რომ იარაღს მჭიდროდ შეეხოთ ზურგით. მკვეთრად შემობრუნდით, თავდამსხმელის იარაღიანი ხელი იღლიის ქვეშ მოიქციეთ და მეორე ხელით დარტყმა განახორციელეთ.

 

8.როგორ მოვიქცეთ აფეთქების დროს

2018050418163279351.jpgაფეთქების დროს ნებისმიერ რამეს უნდა შევეფაროთ, მაგრამ უმჯობესი იქნება თუ ეს თავშესაფარი ბუნებრივი მასალისგან იქნება გაკეთებული. კარგი ვარიანტია ქვის ღობე ან ხე.

თუ თავშესაფარი არაა, დაწექით სახით ქვემოთ, გადააჯვარედინეთ ფეხები, ხელისგულები ყურებთან დაიწყეთ და პირი გააღეთ, რომ აფეთქების და ხმოვანმა ტალღებმა სმენა და ორგანოები არ დაგიზიანონ. ფეხები ამ დროს აფეთქების ადგილისკენ უნდა იყოს მიმართული.



#29 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დუდუ

დუდუ

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 3053 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი,მოსკოვის გამზირი
  • წარმოშობა:მაღალმთიანი რეგიონი

საინტერესო და გამოსადეგი პოსტებია.


დუდუ

LEGION.GE






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?