Jump to content


ამ თემას აქვს 3 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

თვითნაკეთი ინდიკატორი

30
შეაფასეთ
palsa.jpgსტატია ბლოგიდან flyfishingchronicles.blogspot.com
ნიკოლოზ ზურაბიშვილი:გამომდინარე იქედან, რომ ჩემს პრაქტიკაში, დღევანდელი მდგომარეობით, ყველაზე წარმატებული მეთოდი ჩეხური ნიმფა აღმოჩნდა, ვცდილობ ეს სტილი მაქიმალურად მოვარგო ჩვენს რეალობას, ვგულისხმობ ბარის მდინარეებში არამტაცებელი თევზის ჭერას. ბოლოს დროს განსაკუთრებით დამაინტერესა ჩაკვრის “იდეალური” ინდიკატორის იდეამ. მსოფლიო გამოცდილების გათვალისწინებით გამოვცადე რამდენიმე ფართოდ გავრცელებული ვარიანტი. კერძოდ კი წებოვანი 5 მმ დიამეტრის მქონე ინდიკატორები.
ისინი პირდაპირ ფიქსირდება ლიდერზე და ცუდი განათების პირობებში საკმაოდ კარგად ჩანს, თუმცა ისინი ერთჯერადი გამოყენებისაა და სიღრმის ცვლილებასთან ერთად მათი გადაადგილება შეუძლებელია. ასევე პრობლემატურია ფერი, მაგალითად იგივე წითელი ფერი მზიანი ამინდის დროს საკმაოდ შეუმჩეველია, იძულებულნი ვართ ვატაროთ რამდენიმე ფერისგან შექმნილი კომპლექტი.
 შემდეგი იყო კომპანია Hends – ის მიერ სპეციალურად ჩეხური ნიფის სტილით თევზაობისათვის განკუთვნილი დაკრონის ბეკინგისგან დამზადებული ინდიკატორები
chexuri.jpg

მართალია მათ მეტ-ნაკლებად კარგი შედეგი აჩვენეს, მას შემდეგ რაც სხვადასხვა ფერის პერმანენტული მარკერით წითელი და შავი ფერის ზოლები დავუმატე, მაგრამ თვითონ ინდიკატორის სიგრძე მხოლოდ 10 სმ-ია და რამდენიმე მეტრში უკვე საკმაოდ რთულია რამის გარჩევა, გარდა ამისა ისინი საკმაოდ ძვირია. კიდევ ერთი მინუსი იმაში მდგომარეობს, რომ მისი დამზადებისას გამოყენებული დაკრონი ზედმეტად რბილია და ვთქვათ იგივე ფრანგულ ნიმფაზე გადართვისას ხდება ლიდერის ფრენის ტრაექტორიის “ტყდომა”.

ამის შემდეგ ვცადე პოლიპროპილენის ბოჭკოს გამოყენებით კომპანია Loon – ის მიერ წარმოებული ინდიკატორები
loon.jpg
 მართალია ისინი არ არის განკუთვნილი ჩეხური ნიმფისათვის, მაგრამ მცირე ზომის, მსუბუქი იმიტაციების წყლის შუა ფენაში, ან ზოგადად ზუსტად ფიქსირებულ სიღრმეზე გატარებისათვის იდეალური ვარიანტია. მათი მინუსი ასევე არის ფასი, შეფერილობა და ის, რომ თავთხელ ადგილებში ჭერისას ზედმეტად შესამჩნევია თევზისთვის, თევზი იმიტაციაზე მეტ ყურადღებას ამ ინდიკატორს აქცევს, მქონდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც თევზი აქტიურად უტევდა მას, გარდა ამისა არ არის გამორიცხული, რომ იგი აფრთხობს კიდეც შედარებით დიდ თევზს, რომელიც დაბალი წყლის დონის შემთხვევაში ისედაც მომეტებული სიფრთხილით გამოირჩევა.
  მოკლედ “იდეალური ვარიანტის” ძიებაში შემხვდა ძალიან საინტერესო წიგნი Dynamic Nymphing
george.jpg

სადაც დეტალურად არის განხილული ნიმფაზე ჭერის თანამედროვე მეთოდები, სწორედ აქ ამოვიკითხე, ჩემი აზრით, “იდეალური” ვარიანტი. კერძოდ კი, მითითებული რეკომენდაციების თანახმად დაგვჭირდება მხოლოდ სამი კომპონენტი: წითელი და ყვითელი ძუა ასევე ე.წ. “პიტცენბაუერის” რგოლები.

ფერის შერჩევა სხვაგვარადაც შესაძლებელია, არჩევანი თქვენს მხედველობაზეა დამოკიდებული, შეარჩიეთ ისეთი კომბინაცია, რომელიც უფრო მოსახერხებელი იქნება პირადად თქვენთვის. მე შემდეგი ვარიანტზე შევჩერდი, კომპანია Berkley – ს მიერ წარმოებული Trilene Sensation (0,28 მმ)
bekli.jpg

და კომპანია Cortland – ის მიერ სპეციალურად ინდიკატორების დასამზადებლად წარმოებული Indicator Mono (0,3 მმ) რა თქმა უნდა აბსოლუტურად დასაშვებია სხვა მწარმოებლის ან დიამეტრების და შერჩევაც, უბრალოდ დიდი დიამეტრის ძუის 2 მმ – აინ რგოლზე დაფიქსირება ცოტა მოუხერხებელია

cortland.jpg

 

ესეც 2 მმ – იანი მეტალის რგოლები
rings.jpg

 

დამზადება ძალიან მარტივია, ვიღებთ დაახლოებით 20 სმ-ის სიგრძის ორ მონაკვეთს, Blood Knot – ით ან Surgeon Knot – ით ვახდენთ მათ გადაბმას, ბოლოებში კი ვაფიქსირებთ რგოლებს, ინდიკატორი მზადაა
ready.jpg

 

     შესაძლებელია სამ ფერიანი ფარიანტის დამზადებაც, ან უბრალოდ პერმანენტული მარკერით მესამე ფერის დამატება, მაგალითად შავი ფერი მზიან ამინდში ძალიან კარგად ჩანს, განსაკუთრებით თუ მზე თვალებში გვანათებს. დასაშვებია სიგრძის ვარირებაც. ინდიკატორი გამოდის იაფი, ადვილად შესამჩნევი და ამავდროულად მისი მოდიფიცირებაც კონკრეტული პირობებიდან გამომდინარე ძალზედ ადვილია.

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ძმებო მეთევზეებო , თქვენი აზრი ამისესახებ?


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი
არასოდეს გამომიყენებია ასეთი რამე...და ვერ გეტყვით..თუმცა დანიშნულებისამებრ..ადვილუც არის..მაგეამ ერთს ვიტყვი არ ასებობდა ესეთი მეთოდები მაგრამ კი იჭერდნენ თევზს.:)

#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მოგესინჯა ? არ ვიცი? ;)


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?