Jump to content


ამ თემას აქვს 108 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
mokled , Tu გაინტერესებთ ხევსურეთის დათვალიერება , არის კარგი შანასი -იაფად იმოგზაუროთ და დაათვალიეროთ ხევსურეთი. გადაათვალიერეთ  გასნცხადება და სურვილის შემთხვევაში დავგეგმავ . თარიღს რა თქმა უნდა უმრავლესობის გათვალისწინებით გადავწყვიტავთ.
 
 
 
 
1402656272xevsureti.jpg

ზაფხულის ტურები 2 დღიანი ტური ხევსურეთში – 55 ლარი

1 დღე: თბილისი - ბარისახო - გუდანი - დათვიჯვრის უღელტეხილი - ლებაისკარი -კისტანი - შატილი 2 დღე: შატილი - ანატორის აკლდამები - მუცო - არდოტი - კორშა - თბილისი

star1.gifstar1.gifstar1.gifstar1.gifstar1.gif
ნახვები: (783)
 

ტურისტულ მარშუტს აწყობს -

139237256475081_772495309445428_12247966

ტურის ღირებულებაში შედის:

  • ტრანსპორტირება 
  • საოჯახხო სასტუმრო
  • გიდის მომსახურება 
  • საღამო რესტორანში

ტური გათვლილია მინიმუმ 18 ადამიანზე

საკონტაქტო ინფორმაცია:

E-mail: [email protected]

Skype: tig.group1

Mob: 558 558 850

        598 543 330

ტურის ფოტო გალერეა
 
1374647424_2.jpg.
 
.
.1374647424_3.jpg

legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

10463057_860876410598851_229248291848386


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

10447523_860873480599144_567908092559243


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

10305328_859019607451198_672913853260321


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

10414588_860882667264892_504102977762533


legion.ge-82-1553250819.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

10440954_860872470599245_547352334623125


legion.ge-82-1553250819.jpg


#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

აქ ნახავთ შედარებით ძვირი ტურები  https://turebi.ge/to...id=1150#content


legion.ge-82-1553250819.jpg


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ხევსურეთის ცხოვრებაში მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენები

 

XI საუკუნეში ხევსურეთში (პხოვი) ქრისტ-ჩაჩნებთან ერთად (ღლიღვი და ძურძუკი) ადმინისტრაციულად შედიოდა კახეთში და ექვემდებარებოდა კვეტერის საერისთაოს.
თამარის მეფობის უკანასკნელ წლებში დაახლოებით 1212 წელს, ფხოელებმა და დიდოელებმა ამბოხება მოაწყეს და მათ წინააღმდეგ თამარმა ლაშქარი გაგზავნა ივანე მხარგრძელის სარდლობით:
,,მათ უკვე ჟამთა იწყეს მთეულთა განდგომად, კაცთა ფხოველთა და დიდოთა.დიდონი უკვე ბუნებითა მშთვართა და უხარშავსა ჭამენ, და ნრავალნი ძმანი ერთსა დედაკაცსა მიყვანებენ ცოლად; რომელნი უჩინარსა რასამე ეშმაკსა თაყვანი სცემენ და ზოგნი უნიშნოსა შავსა ძაღლსა, და ამას ჰყოპენ. ხოლო ფხოველნი ჯუარის სახურნი არიან და ქრისტიანობასა იჩემებენ.ამათ იწყეს რბევად და ხოცად და ტყუეობათ, ცხადად და ღამით.მოუწოდა მეფემან ათაბაგსა და ყოველთა მთეულთა:დვათა,ცხრაზმელთა,მოხევეტა კადელთა,ცხავატელთა,ჭართალთა ეწრო-თიანელთა მისცა ივანე ათაბაგსა და წარავლინა მათ ზედა.ხოლო ივანე გონიერათ ყო:აღვიდა მთასა კადისას და წარვლო წუერი მთისა,ცარდგა მთასა ფხოველთასა და დიდოთასა რომელი არავის ექმნა არცა პირველ,არცა შემდგომად რამე თუ ერთკერძო დაურჩა დურძუკეთი და ერთ-კერძო დიდოეთი და ფხოეთი.
მცნეს რა მისლა ათაბაგისა,მოვიდეს ძღვენითა მეფენი დურძუკთანი,ნისცეს ლაშქარი და დაუდგეს გვერდსა. და იწყეს ზოდაღმა ბრძოლად და ღბევად, და კვლად,ტყვეობათ და დაწვად;მოსწხვდეს ურიცხვ კაცი დიდო და ფხოვი. და დაყვნეს სამნი თუნი.,,ივნისი,ივლისი და აგვისტო. მაშინ შემსწრებულთა ათაბეგისათა მოსცეს მძევლები და აღუთქვეს მსახურება და ხარაჯა,და პირი სიმტკიცისა აღუთქვეს წამოასხეს მძევლები,ქმნეს ზავნი. და ესრეთ გამარჯვებითა მოვიდა ივანე მეფეს წინაშე და რქუა :,,დლიუერო მეფეო! იქმნა ბრძანება შენი,მოვაოხრენ ურჩილი შენნი დიდოეთი და ფხოეთი”. ხოლო მეფე მან დიდათ დაიმადლა და უაღგრესსა პატივსა აღიყვანა. და იყო ყოველგან მშვიდობა ,,-ო.
სამწუხაროდ, მემატიანეს მოხსენებული არ აქვს, თუ რა პოლიტიკურ-ეკონომიკური მიზეზით უნდა ყოფილიყო ეს ამბები გამოწვეული. მაგრამ, ცხადია,ამბოხება ძლიერი და ამასთან საშიშიც ყოფილა,რომ თამარი იძულებული გამხდარა მის ჩასაქრობად გაეგზავნა თავისი დიდი სარდალი ივანე მხარგრძელი.მეფის ლაშქარი გადასულა კავკასიანოს ქედზე და ისე შემოუვლია მეამბოხეთა მხარე. სამი თვის ბრძოლის შემდეგ დამარცხებულ ფხოველებს ათაბაგისთვის შერიგება უთხოვიათ და მორჩილების ნიშნად მძევლები და ხარაჯა მიუციათ.ამ დროიდან XV საუკუნემდის საისტორიო მწერლობაში ფხოვის შესახებ ცნობები არ მოგვეპოვება. არ იხსენიება თვით სახელი ფხოვიც,რომლის ნაცვლად უკვე ფშავ-ხევსურეთია მიღებული .
XV საუკუნეში ფეოდალური მონარქიის და დაცემისა და დაშლის ხანაში ფშავ-ხევსურეთი და თუშეთი ისევ გამდგარან და კახეთის მეფეს გიორგი I დავითის ძეს (1471-1492 წწ.) არ ემორჩილებოდნენ თურმე ,,... მას (გიორგი I ) არ ემორჩილებოდნენ თუშნი და ფშავ-ხევსურნი,არამედ დიდოეთი ერთგულებისათვის დავითისა ერთგულობდნენ ამათ და მსახურებდენ”-ო.
ამ გარემოებისათვის ყურადგება მიუქცევია კახთ მეფეს ლევან II (1520-1574 წწ.), რომელსაც განუზრახავს ხევსურეთისა და ფშავ-თუშეთის შემორიგება და უთქვამს მათთვის საძოვრების დათმობა :
,,არამედ ამას წინათა კახთა მეფეთა არღა-რა მორჩილებედან ფშავ-ხევსურნი და თუშნი და ამან ლევან დაიპეყარნა არა ძალითა, არამედ აღუთქვა, რათა ცხოვარნი მათნი უვნოდ მდვარ-იყუნენ კახეთსა და მისცა შეწირულება ლაშას ჯვარსა თიანეთს შინა და მიერით-გან მისცემი ლაშქარსა და ბეგარასა” (იხ. იქვე, ქართ. ცხოვრ.ნაწ. I)

 

რასაკვირველია,კახეთისა სამეფოსათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ხევსურეთის შემომტკიცებას.ეს პროვინცია მას ჩრდილოეთიდან საზღვარს დარაჯობდა, საიდანაც კახეთს მუდამ ჩრდილოეთის ტომები ემუქრებოდნენ. ამასთანავე,ხევსურეთი იხდიდა ბეგარასა და სალაშქროდაც გადიოდა,მაგრამ მეფეებთან ბატონ-ყმურ დამოკიდებულებაში არ ყოფილა.
საზოგადოდ, მთა სახასო იყო,ის მხოლოდ მეფეს ემორჩილებოდა და იქ კერძო მებატონეს ხელი არ ჰქონდა. მთის გამგებლობა ქსნისა და არაგვისა ერისთავებს ქონდათ ჩაბარებული.გიორგი ბრწყინვალის ,,ძეგლის დების” მიხედვით ერისთავებს ექვემდებარებოდნენ:გამგებელი ანუ მოურავი,ხევისთავი,ხევისბერი და ციხისთავი.ხევსურეთი კახეთის სამოურაოში შედიოდა. მაგრამ ფაქტიურად მას ხევისბერები განაგებდნენ თემური ადათების მიხედვით.და თუ ამ თემურ თავისუფლებას მეფის ხელისუფლებისაგან რაიმე საფრთხე მოელოდა, ის მზად იყო განდგომისა ამბოხებისათვის.
ხევსურეთის თემების თავშესაფარი და მთავარი ადგილი იყო გუდანი,სადაც გუდანის წმ. გიორგის ჯვარი და დროშა ესვენა. აქ იხდიდნენ ხევსურები სამხვთოს,აქვე იყო გუდანის-ჯვარის ქადაგი, რომელიც ხალხს ამცნობდა გუდანის-ჯვრის ბრძანებას ლაშქრობისა თუ ზავის შესახებ. გუდანის-ჯარი ლაშქრის სარდალი იყო და მისი ბორაყი ლაშქარს მუდამ წინ მიუძღოდა.
მაგრამ თემური ხევსურეთის ამ თავისუფლებას ფეოდალებისაგან მუდამ საფრთხე მოელოდა, განსაკუთრებით,მეფის ხელისუფლების შესუსტების დროს. და მაშინ გაძლიერებული არაგვის ერისთავები ცდილობდნენ სხვა მთიელებთან ერთად ხევსურეთის დაპყრობასაც. ამ მხრივ ცნობილია ზურაბ არაგვის ერისთავის (1619-1629 წწ.) ხევსურეთში გალაშქრება, რომლის შესახებ გალექსილი ეპიზოდები და ხევსურეთის გმირული თავგადასავალი დღემდის შემონახულია.
ზურაბს ხევსურეთისაკენ პირველად ორწყლით გაულაშქრია, სადაც ფშავ- ხევსურეთის არაგვი ერთდგება:

3201862407_79106cbb93_z.jpg
,, ფშავის ორწყალში ჩავიდათ,
მანდ ომი მოგვიხდებისა,
მანდ მოვლენ ფშავნი,ხევსურნი,
ზურაბიც მაშავდებისა”.

ზურაბს აქ ფშაველები შებრძოლებიან და ის ამ გზით ხევსურეთში ვერ შესულან. მაშინ ზურაბის ლაშქარს მთიულეთით შემოუვლია, გუდამაყრის ხეობით გადასულა ხევსურეთში ლოქიკის ხეობაში შეჭრილა:

,, ერისთავ შაჰყრის ლაშქარსა,
კანჭის ქედს დაგროვდებისა,
ლსახევსურეთოდ ჰგულავის,
არაგვძე შამადგებისა.
აკუშოს წინ-წინ მივიდა,
ხმა ლოქოკს გავარდებისა”.

ლოქიკის ვიწრო და მაგარი ხეობა ზურაბს დიდხანს ვერ გაუტეხია და ლოქოკელებსაც ამ ბრძოლაში გულადობა და ვაჟკაცობა გამოუჩენიათ:

,,იანვარ წოწკოლაური,
მშვილდ დალზე გეზიდებისა,
ელიზბარ ფოცხვერიშვილი
,,ხმალ, გაჭერ!” გეუბნებისა.
ერისთვის აზნაურებსა
ყორბებ პწკლით ეპიზოდებისა!

გიხოცავთ აზნაურები
დაბლა, აკუშოს წყალობზედა,
უხიდოდ არ გაივალის,
მაგ სისხლის ალაზანზედა!

ხალხური თქმულებით ზურაბს ლიქოკის ხეობა დიდხანს ვერ გაუტეხია. მაშინ გაბრაზებულ ზურაბს განუზრახავს ლიქოკელების სალოცავზე ,, ხ მ ა ლა ხ ა ტ ზ ე “ მდგარი ალვის ხის მოჭრა, რომ ამით ლიქოკელებზე შური ეძია. ეს ხმალა ხატი ყოფილა ლიქოკის ხეობის მისავალში ბარისახოს ბაკეზე. ალვის ხეს მირონი სდიოდაო და ამით ხალხს ნათლავდნენ. ზურაბის ლაშქარს ხე ვერ მოუჭრია, ალვის ხეს კატის სისხლი წაუსვით და მაშინვე წაიქცაო.
ზურაბიც ასე მოქცეულა და ალვის ხეც მოუჭრიათ. ამის შემდეგ ლიქოკის ხეობას ადგილის ანგელოზი განშორდა და ზურაბმაც ახალიწელიწად დგეს ლოქოკის ხეობაც აიღოო. მხოლოდ სოფ. აკუშო ზურაბს მაინც ვერ გაუტეხია:

...სომეხასა მინდოდას წინ ვერვინ დაუდგებისა...
აკუშოს რად მოხვიდოდი,ზურაბ,არ იყავ ჭკვიანი,
ახლო მოხკიდავ ქუდნისლა,საძახებელა ტიალი,
მოგდიეს ვანხევამდია, მშვილნი მოგჭედეს რქიანნი,
მოგდევდეს,მოგაწუხებდეს, ხმალნი მოგწკეპდეს ფხიანნი.

ზურაბს ხევსურეთის დასაპყრობად მესსამედაც გაულშქრია. იგი ხევსურეთში ხევის გზით გადასულა და სოფ. რუშკაში შეჭრილა:

,,როშკას ატირეს ციხენი,
ბლოს სახლნი ქვისთკირისა;
როშკი ხორხს ზურაბს ჩამოჯდა,
შუქნ ჩამოუშვან მზიანი”.

ზურაბის ეს გამოლაშქრება მოულოდნელი ყოფილა და ხევსურებს მასთან პირდაპირ შებრძოლება ვერ გაუბედნიათ.ხევსურებს ზურაბისათვის ელჩები მიუგზავნიათ, შერიგება უთხოვიათ და ბეგარაც შეუძლევიათ:

,,სანეს დაგროდეს ხევსურნი:
,,პატრონი ვართ ადგილისანი,
ზურაბო, დაჯე, დაგვეხსენ,
ნარჩომნ ვართ შენის ხმლისანი,
თორემ ჩვენც შამოგეცდებით,
ხოჯეგნ კარს გვიდგან ღვთისანი,
მოგვლენ მთასიქეთელნი,
ნაპირის ადგილისანი”-ო.

მაგრამ ზურაბი ბეგარის შეძლებით არ დაკმაყოფილებულა და ხევსურეთისათვის ყმობა მოუთხოვია.ხევსურებს ყმობა არ მიუღიათ და გუდანის-ჯვრის ბრძანებით ზურაბზე გაულაშქრიათ. ბრძოლა მომხდარა სოფ. გუდანათან, ბეგენთ-გორთან, სადაც დიდი გმირობა გამოუჩენია ხევსურ მამუკა ქალანდაურს:

,,თან მოჰყვეს ქალანდაურსა
მამუკას შუქნი მზისანი,
ბეგენ-გორს ჩამოეწია,
ჯარნი ჭრნა ზურაბისანი”.

ამ ბრძოლაში ზურაბი დამარცხებულა, მისი ლაშქარი განახევრებულა და
დახოცილთა სისხლით ღულის წყალი წითლად შეღებილა:

,,გულის ძირს წისქვილნ დაბრუნდეს
ზურაბის სისხლის წყლისანი”.

ამ გამარჯვების აღსანიშნავად ქალანდაურს ბეგენთ-გორში სამანი ჩაუდგამს :

,,ამამდით ამაბრუნდების,
სამანნ ჩაჰყუნდა,ქვილანი,
<<ამას ვინც გადამიცილდას,-
ცოდვან ახკიდნა ხმლისანი;-
ვაჟ ვინაც იყვას, ესრე ქნას,
გუდანს ვინც ლახნა ქვისანი>>”.

ამ ბეგენთ-გორში დგეს ერტი დიდი ლოდი დევს, რომლის ქვეშ, ხალხური თქმულებით , თვით მამუკა ქალანდაური ასაფლავია. ეს ადგილი წმინდა ადგილათ ითვლება. აქ ცხენოსანი ხევსური ჩამოხტება და ფეხით გაივლის. ზოგი ამ ლოდზე სანთელსაც ანთებს და ლოცულობს.
ხალხური თქმულებით, ზურაბი ხევსურეთში ლაშქრობით რომ ვერას გამხდარა,მას ღალატისთვის მიუმართავს და ამ მიზნით ხევსურეთის თავკაცები თრუსოში დაუბარებია, ვითომც საქმეზე მოსალაპარაკებლად. ზურაბმა ხევსურები ნადიმზე მოიწვია და დანდობით მათ იარაღი აახსნევინა.
,,ხმლებს ნუ დაიხსნით,ხევსურნო ზურაბ არ დაინდობაო”.
მაგრამ ცბიერ ზურაბს სტუმარ-მასპინძლობის ეს ადათი დაურღვევია და უიარაღო ხევსურები ნადიმზე ვერაგულად დაუხოციაო. გადარჩენილა მხოლოდ ერთი ხევსური ალექსაური,რომელსაც ზურაბის მეღვინე მოუკლავს და გამოქცეულა. ამ ამბავს ხალხი დღესაც სიმწარით იგონებს:
,,ზურაბო ერისთვისშვილო,
სისხლისიმც დაგლევს წყალია!
თრუსოს აწიენ ხევსურნი,
ღალატიც დასჭერ თავია”.

ამგვარად, თემობრივი ხევსურეთის ეს ბრძოლა მებატონე ზურაბის დამარცხებით დამთავრდა; თავის გამარჯვება ხალხს ასე გაულექსია:
,,ხევსურეთშია, ზურაბო,
ვერ იქამ ერისთობასა,
გაგიწვრილდება კისერი,
ვერ შესძლებ ქვეითობასა...

მე წინა გითხარ, ზურაბო,
ხევსური კაცი უტია,
ქალანდაურის ფრანგულმა
ხმალ შუქი გამოუტია”.

მაგრამ ძლიერი ზურაბი ხევსურეთისათვის მაინც საშიშროებას წარმოადგენდა და, როდესაც 1629 წელს თეიმურაზ I-მა ზურაბ ერისთავი ღალატით მოაკვლევინა, ამას მთაში დიდი სუხარილი გამოუწვევია; ეს ამბავი ხალხს ასე გაულექსია :

,,ზურაბ, თან გახლდენ მსახურნი, ერთხან რო დაიბადეო,
გაითქვი ისპანანდენა, ყეენტან გაუზარდეო.
სადაც წასხი ლაშქარი, სულ ყველგან გაიმარჯვეო,
აშენებულა ოვსეთი,ხარ-ცხენი ამოლალეო,
წაგიქეს სოსლონის შვილი, წახვედ, ეგიცა ნახეო,
სოსლონის შვილის ლურჯაი სიმამრსა გაუგზავნეო.
ზურაბ გიბარებს სიმამრი:სიძევ, საფურცხლეს ვნახე,
ღალატ ჩემ გაგიბედავის, ღალატი ჩემიც ნახეო.
მოართვეს ხილი საჭმელად:სიძევ, შეექეც ხილსაო,
თავს გადგან მეღალატენი, მომსხდარნ ხყვან ყურის პირსაო .
ღალათ შეუწყვა ზყრაბმა,აჩქარდა,ზურნას ხსნისაო.
თუშთ მოურავის ხანჯალმა,ზურაბ გიწვდინა ცრუსაო.
ხმლითა სცა ყვაჩიხარჩიძემ: ,,დაჰკარით კახპის შვილსაო!”
ბარამს უბოძე,ბატინო ზურაბის ცხენი საღარი.
ტყავ-კაბა-საგანისშვილისა,ზედ ორაღანი.
კაცი წალალეთ ხევსურეთ, ფშავ-ხევსურეთის ჩაფარი;
უთხროდით ხევსურთ შვილებსა,ტანთ აიყარა აბჯარი.
დაწვან ლოგინზე უშიშრად, ძილ დაიძინონ მაგარი.
მოკლეს ზურაბი საბურცლეს, აღარ მოგივათ ლაშქარი.

 

 

xevs+da+patara+vaji.jpg

მე-17 საუკუნეში ხევსურებმა მონაწილეობა მიღეს ბახტრიონის აღებაში. 1658 წელს კახეთის მმართველმა სელიმ-ხანმა ბახტრიონსა და ალავერდში თათრები დასახლა. ამასთანავე ის ხელს უწყობდა ლეკების თარეშს და ამით გათამამებული ლეკებიც თუშების ცხვარ-საქონელს იტაცებდნენ. თუშებმა დახმარება სთხოვეს ფშავ-ხევსურეთს ამ მოწოდებას ხევსურეთი გამოეხმაურა რადგან თათრებისა და ლეკების გაძლიერება საფრთხეს უმზადებდა თვით ხევსურეთსაც, რომელსაც მუდმივი ბრძოლა ქონდა ჩრდილოეთის ამ მოსაზღვრე ტომებთან. გუდანის დროშით ბახტრიონისაკენ სალაშქროდ წასულან :

,, როშკით მოვიდნენ ხევსურნი:
სუმელჯაურნი ცხრანია,
ამღითა-ბათაკის ძენი,
ჭინჭარაულნი ძმანია,
გუთანალთ ჩამოსძოლია
ხოშარეული ხარია,
ხევსურთ, რო ზვავმა მთისამა,
წინ მიამძღვარეს ქარია,
ჭორმეშელთ, ჭიელთ ბიჭებსა
ღულულებიცა სტანია,
ხახმატელთ ცხენის ფეხის ხმამ
შააზრიალა მთანია.”

(ვაჟა-ფშაველა,ბახტრიონი).

ფშავ-თუშ-ხევსურეთის ეს ლაშქარი შეუერთდა ზაალ ერისთავის მხედრობას და 1659 წელს მათ ბახტრიონი აიღეს,ხოლო დამარცხებული სელიმხანი გაიქცა:
,,ზალ ერისთავმა შემოიფიცა საყმონი თვისნი და ფშავ-ხევსურ-თუშნი,წარუძღვნა ძე თვისი და მიუხვდეს პირველად ბახტრიონს, მოსრნეს და მოსწყვიტეს თათარნი, მერმე ალავერდს და შემდგომად ყოვლსა კახეთსა”-ო.( ვ ა რ უ ტ ი, საქარ. ცხოვრება.
საზოგადოდ უნდა აღინიშნოს, რომ მე-17 საუკუნის დასაწყისიდან მთაში პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობა გართულდა, განსაკუთრებით თეიმურაზ I მეფობის დროს როდესაც სპარსეთის მბრძანებლის შაჰ აბასის მთელი პოლიტიკა მიმართული იყო ქართლ-კახეთის დაპყრობისაკენ. ამ მიზნით შაჰ-აბასი ამხედრებდა ჩრდილო-კავკასიაში მობინადრე მთიელებს, განსაკუთრებით ქისტ-ჩაჩნების და ლეკების,რათა მათში შეესუსტებინა საქართველოს პოლიტიკურ-კულტურული გავლენა, და ამავე დროს,შეკრა დიდოეთ-ქისტეთით რუსეთისაკენ მიმავალი გზები, საიდანაც ქართ-კახეთის მეფეები მოსკოვის მეფეებთან დიპლომატიურ მოლაპარაკებას აწარმოებდნენ. ამიტომ შაჰ აბასი სხვადასხვა ხერხებით ცდილობდა, ქისტ-ლეკებში შექმნა საქართველოსადმი მტრული განწყობილება.
წინათ კი VII-XVI საუკ. მანძილზე ქისტ-ჩაჩნები და ლეკები საქართველოსთან მეგობრულ კავშირში იყვნენ და ადმინისტაციულად ფშავ-ხევსურეთთან ერთად ისინი შედიოდნენ ხუნძახისა და ანკის-კვეტერის სამურაოში (იხ.ვ ა ხ უ შ ტ ი, საქრთვ.ცხოვრება .
ამასთანავე ქისტეთ-ლეკეთი იმყოფებოდა საქართველოს კულტურული და სარწმუნოებრივი გავლენის ქვეშ. ამას მოწმობს ძველ ძურძუკეთ-ღლიღვეთში (დღევანდელი ქისტეთ-ჩაჩნეთში) არსებული ქართული სტილის ძველი ტაძარი,რომელიც დაცულია ასას ხეობაში და ცნობილია დხაბა-ერდის სახელწოდებით. ტაძარი შემკულია ასოთმთავრული ქართული წარწერით IX საუკ. არის დათარიღებული. ამავე ტაძარშია ნაპოვნი ქართული ფსალმუნის XI-XII საუკ. ხელნაწერი.
დაღესტანში კი ცნობილია ხუნძახის ქართული წარწერა და ,,დათუნია “-ს ნიში.
რომ ისტორიულ წარსულში ჩაჩნეთ-დაღესტანი და ყოფილი ზაქათალის ოლქის და ნუხის მაზრის მოსახლეობა სარწნუნეობლივად საქართველოს ეკლესიას ექვემდებარეობდა. ამას, სხვათაშორის მოწმობს მაღალაშვილის სახარების მე-14 საუკუნის ერთი მინაწერი,საიდანაც ჩანს,რომ ეს მხარე შედიოდა ქერმუხის მთავარი ეპისკოპოსის სამწყოში :
,, ქ. ოდეს სანატრელმან მან პატრიარქმან ჩვენმან ექთიმე მოიხილა კახეთს ამწუხისა საეპისკოპოსო და მიერითგან გარდამოვიდა წახურს, კაკ-ელისგან და მოვლო საყდარნი... ხუნცთა, ნახჩთა, თოშეთისა, ნეკრესისა ,ლაგოეთისა,ბეკაქანისა,მაჭ-ფინეთისა, ფერიჯან-მუხას-მამრეხისა,და ყოვლისა კაკისა,ესე იგი არს; ძველისა მოვარკნისა,ელისენისა,ვერხვიანით ზეგანით გამო ვიდრე ივრის მდინარის ჩასართავამდე ალასანსა.და ამან სანატრელმა ექვთიმე გიბრძანა ქურმუხისა მთავარ ეპისკოპოსსა და კოვლისა მთეულისა წინამძღვარსა კირლე დონაურსა გარდაწერინებად სახარებლისა და წარგზავნად თუითელისა თვის უკლესიისა...”და სხვა.
XVI-XVI საუკუნეებში, როგორც ჩვენ აღვწერეთ, სპარსეთის პოლიტიკის წყალობით, ქისტე-ჩაჩნეთ-ლეკეთი საქართველოს სარწმუნოებრივად გამოეთიშა და იქ მაჰმადიანობა შეიჭრა: სარწმუნოებრივი ანტაგონიზმის გაჩაღება ხელსაყრელ პირობებს ქმნიდა, რომ სპარსეთის შაჰებს საქართველოს წინააღმდეგ ლეკები აემხედრებინათ. ამით წათამამებულმა ლეკებმა თეიმურაზ I მეფობისას დაიწყეს კახეთის აშკარა მტრობა და თეიმურაზი იძულებული იყო მათ დასაპყრობად ჯარი გაეგზავნა.
მაგრამ ლეკები თეიმურაზს მაინც არ უსვენებდნენ შაჰ-აბასი მოსყიდვითა და სხვადასხვა დაპირებებით ლეკებს აქეზებდა კახეთის დასარბევად.

 

nadiroba.jpg
ლეკები განსაკუთრებით მტრობდნენ მათ მოსაზღვრე თუშ-ფშავ-ხევსურებს, ძარცვავდნენ და აოხრებდნენ მათ სოფლებს და აქედან სათარეშოდ კახეთში გადადიოდნენ. დაღესტნის აშლილობის საფთხეს თეიმურეაზ I კარგად გრძნობდა და ლეკების დასამორჩილებლად, რუსეთის გზის გახსნის მიზნით ახლა თვითონ თეიმურაზმა გაილაშქრა დიდოეთში. თეიმურაზი აქ დამარცხდა,დიდოეთი კახეთს საბოლოოდ ჩამოშორდა და ამ მიმართულებით თეიმურაზს რუსეთის გზაც დაეხშო. ამის შემდეგ თეიმურაზი იძულებული იყო რუსეთისაკენ გზა ქისტეთ-ჩაჩნეთის მიმართულებით გაეხსნა და 1638 წელს მას იქ გაულაშქრია. თეიმურაზს ქისტ-ჩაჩნები დაუმორჩილებია და რუსეთ-კახეთის გზა მას გაუხსნია. ხევსურეთ-ფშავ-თუშეთის მიმართულებით,საიდანაც ის შემდეგ მოსკოვის მეფესთან დიპლომატიურ მიმოწერას აწარმოებდა.
ხევსურები მონაწილეობას იღებენ აგრეთვე თეიმურაზ I და მოსკოვის მეფის ალექსი მიხეილის ძის შორის დიპლომატიურ მოლაპარაკებაში და 1657 წელს თუშებთან და ფშაველებთან ერთად თავიანთ წარმომადგენელ ხევისბერებსაც აგზავნიან მოსკოვში და სთხოვენ ალექსი მიხეილის ძეს ქვეშევრდომობას და მფარველობას.მე-18 საუკუნეში, თეიმურაზ II (1744-1760წწ.) მეფობის უკანასკნელ წლებში, ,,ქართლის ცხოვრების”ცნობით,ხევსურეთი კახთ მეფისაგან გამდგარა და მას წინადადებურად თურმე არ ემორჩილებოდა:
ხევსურეთი თეიმურაზისაგან გამდგარა.ხევსურები,ეტყობა,ბეგარას არ იხდიდნენ და მათ დასამორჩილებლად ხევსურეთში თვით ბატონიშვილს ერეკლეს გაულაშქრია.ხევსურებს წინააღმდეგობა ვერ გაუბედნიათ და ერეკლესათვის მორჩილება განუცხადებიათ და ფეშქაშიც მიურთმევიათ. ერეკლეს ხევსურეთი შემოურიგებია,მათთვის დაუდვია სამეფო ბეგარა და ამის სიმტკიცის ნიშნად მძევლებიც წამოუყვანია.ამის შემდეგ ერეკლესა და ხევსურებს შორის კეთილი განწყობილება დამყარებულა.
ერეკლეს აქ ყოფნა ხევსურებს დღესაც ახსოვთ. გადმოცემით, ერეკლე გუდანში მისულა, გზად ღულის ვაკეზე გაუვლია და აქ შეუსვენია ორი მუხის ქვეშ, რომლებსაც ახლა უჩვენებენ.გუდანში ერეკლე ხატში შესულა და უთქვამს: მე გუდანის-ჯვრის მოძმე ვარო. ამიტომ ერეკლე თურმე თავისუფლად შედიოდა ხატის დარბაზში, სადაც სხვას შესვლა ეკრძალებოდა. დარბაზში ერეკლე ხმამაღლა დაიწყებდა ლაპარაკსო, ვითომც გუდანის-ჯვარს ესაუბრებოდაო. შემდეგ მეფე დარბაზიდან გამოდიოდა და ხევსურებს ამცნობდა გუდანის-ჯვრის ბრძანებას ლაშქრობის შესახებო. ხევისბერები მაშინვე აიღებდნენ გუდანის-ჯვრის დროშას და სალაშქროდ ქუდზე კაცი გადიოდაო. ამას ეს ხალხური ლექსიც მოწმობს:

,, ავარდა ერთი ურჯულო,ნეიფი თათრის ხანიო,
ერეკლე გუდან მოგვივა, შამოიხვივნა ყმანიო.
თავ-თავ ხევსურსა იკითხავს: <<ხევსურთ ვინა გყავთ თავიო?>>
ხევსურნ იმედას მოუვლენ: <<ბეღლის გაგღვიო კარიო,
გამოგვიბრძანენ დროშანი, სამ აგვიბი ზარიო,
ხევსურებ დაგვიმწყალობნე, წყრომით არ გაჰყვეს ჯვარიო,
დაუჭერიან ურემსა საქალაქონი გზანიო>>”

ამ გვარად, გუდანის-ჯვრის ყმები-ხევსურები მისივე მოძმის-ერეკლეს ყმებიც გამხდარან და ხევსურეთიც მუდამ მზად ყოფილა ერეკლეს სამსახურისათვის. ხევსურეთის შემომტკიცების მიზნით ერეკლეს ამასთანავე იქ მოუნათლია ორმოცდაოთხი ბავშვიც და ნათლიაც თვითონვე ყოფილაო.
ერთი სიტყვით, ერეკლეს მეფობაში (1760-1798 წწ. ) ხევსურები ერთგულად ემსახურებოდნენ კახეთის სამეფოს. ისინი იყვნენ მეფის ამალაში და მონაწილეობას იღებდნენ ერეკლეს სხვადასხვა ბრძოლებში. ასეთი დახლოება გამოწვეული იყო იმ დოინდელი პოლიტიკური-ისტორიული ვითარებით, განსაკუთრებით, ქისტეთ-ჩაჩნეთისა და ლეკეთის აშლილობის შიშით მათი თარეშით აკლებული იყო კახეთის სამეფო. ამ მხრივ ხევსურეთს, როგორც მათ მოსაზღვრე კუთხეს, უაღრესი მნიშვნელობა ეძლეოდა ჩრდილოეთის საზღვრების დასაცავად. და როდესაც ერეკლე II ლეკების თარეშის ასალაგმავად მორიგი ლაშქრობა დააწესა, მას ამ ბეგარისა და ფშავ-თუშ-ხევსურნი გაანთავისუფლა, რადგანაც მათ ისედაც ევალებოდათ ქისტეთ-ლეკეთის საზღვრების დაცვა. თვით ხევსურეთიც დაკავშირებული იყო მეფის დახმარებით, რადგან ამ კუთხეს ქისტეთ-ლეკებთან დაუსრულებელი მტრობა ჰქონდა და ხევსურები თავდაცვისათვის მუდამ მზად უნდა ყოფილიყვნენ. ქისტ-ჩაჩნები და ლეკები სარგებლობდნენ კახეთის სამეფოს დასუსტებით, გადიოდნენ ხევსურეთში და იტაცებდნენ: საქონელს, სარჩოს, მიყავდათ ტყვები და სხვა. მათ წინააღმდეგ საჭირო იყო ძალა და დახმარებისათვის ხევურეთს მეფისათვის უნდა მიემართა.
ამასთანავე საყურადღებოა, რომ შატილის მხარე სადედოფლო ყოფილა და ის დედოფლის გამგებლობაში შედიოდა. ამას მოწმობს,, დასტურლამალის” ერთი ვარიანტის მინაწერი, სადაც ნათქვამია: ,,მე ალექსის ძე დავით მის უგანათლებულესობას ჩემს ხელმწიფეს ძეს ბატონიშვილს დავითს ფშავსა და ხევსურეთს ვახლდი. დიდად შეუვალნი და საჭირო გზა ყოფილა კაცთათვის სავალად. მუნ ყოფასა ჩემსა, რაოდენიც ფშავსა ანუ სრულიად ხევსურეთსა შინა სოფელი თვალითა ჩემითა ვიხილე, მათ სოფელთა სახელი თვითვეულად ამას უკვე დასტუმალისა ბოლოსა აღვწერე. ქ.ხევსურეთი სოფელნი ესენი არინ . ქ. სადედოფლო სოფლები:

ქ.კისტანი-სადედოფლო
ქ.გურო – სადედოფლო
ქ.შატილი-სადედოფლო
ქ.ხახაბო-სადედოფლო
ქ.მიცუ-სადედოფლო

შემდეგ ჩამოთვლილია ხევსურეთის დანარჩენი არა სადედოფლო სოფლები და ბოლოს აზის თარიღი: ,, აღიწერა სექტემბერი კვ (26) წელსა ჩღპთ ( 1789 წ .) დავით.
ხევსურებს მონაწილეობა მიუღიათ ასპინძის ომში (1770 წ.) სადაც დიდი გულადობა გამოუჩენია მეფის ამალაში მყოფ შვიდ ხევსურს. ამის შესახებ მემატიანე ასე მოგვითხრობს. ,,ოდეს იხილა მეფემან ირაკლი ეს ჯარები(ოსმალ-ლეკები) მიწევნილი, მაშინვე თვით გამობრუნდა რაოდენითმე ჩინებულითა და შინა-ყმითა თვისითა და შვიდითა ხევსურითა. განჰსწირა თავი თვისი და ეკვეთა ფიცხლად, ვიდრე სიკვდილამდე და იყვნენ ყოველნი მეფისთანა ყოფნი ქართველ-კახნი მხნედ და უმეტეს შვიდნი იგი ხევსურნი”_ო.
ხევსურებნი იბრძოდნენ აგრეთვე კრწანისის ველზე აღა-მაჰმადხანის წინაღმდეგ 1795 წელს.ხევურებს ეს ისტორიული ამბავი ახლაც ახსოვთ და როდესაც არაგვის ერისთავს ქაიხოსროს ერეკლეს ბრძანებით ხევსურეთი სალაშქროდ გამოუწვევია,შეიარაღებული ხევსურები მაშინვე მეფის კარზე გამოცხადებულან.
კრწანისის ველზე დამარცხებას ჩქარა მოჰყვა თვით ერეკლეს სიკვდილი.
მაგრამ ერეკლეს სიკვდილის შემდეგაც არ დაუკარგავს ხევსურეთს თავისი პოლიტიკური მნიშვნელობა და ის მე-19 საუკუნის ისტორიაშიც მონაწილეობს.
დიდი პილიტიკური გართულება კავკასიაში და კერძოდ, საქართველოში მოჰყვა რუსეთთან შერთებას (1801 წ.), რომელმაც გამოიწვია მთიულეთის ამბოხება, ალექსანდრე ბატონიშვილის განდგომა და შამილის ბრძოლები.
დარიალის ხეობით შემოჭრილმა თვითმპყრობელური რუსეთის დამპყრობელმა ჯარებმა და კაპიტან-ისპრავნიკებმა სხვადასხვა ბეგარით მეტად შეავიწროვეს სამხედრო გზაზე მცხოვრები მოხევეები და მთიულები. მეფის მოხელეებს ეს მთიელები იძულებით სამუშაოზე გაჰყავდათ. ავიწროებდნენ ბეგარით, ართმევდნენ სარჩოს და ურჩობისათვის სასტიკ ფიზიკურ სასჯელს აყენებდნენ. ბოლოს მთიელებმა მოთმინება დაკარგეს და ამბოხების დროშა 1804 წ. პირველად მოხევეებმა მთიულებმა ააფრიალეს.
ბოლოს, 11 ივლისს, ხევსურებმა გადაწყვიტეს ამბოხებაში მონაწილეობა მიეღოთ და დაადგინეს, პირველად აეკლოთ დუშეთი და იქ მყოფი რუსის ჯარი ამოეწყვიტათ. ამ კრებას დასწრებია 800 ხევსური, მათში 300 კაცს თავი შეუკავებია და მთავრობის ერთგული დარჩენილა, 500 კაცი კი აჯანყებაში ჩარეულა მაგრამ მეამბოხენი ხევსურების ამ მცირე რიცხვით არ კმაყოფილებოდნენ და მოითხოვდნენ, ამბოხებაში მთელ ხევსურეთს მიეღო მონაწილეობა. ხევსურეთი ცნობილი იყო თავისი გულადობით და მეამბოხენი ფიქრობდნენ ხევსურების მომხრობით რუსის ჯარის დამარცხებას. ამიტომ მთიულ-მოხევეებმა ხევსურეთში მოციქულები ისევ გაგზავნეს და სთხოვეს, მთელ ხევსურეთს მიეღო მონაცილეობა. ამაზე ხევსურეთი ყოყმანობდა და გადაჭრილ პასუხს არ იძლეოდა.
ეს ამბავი რომ გაიგო გავბიელ ყაზბეგმა, რომელიც მონარქიული რუსეთის დიდ ერთგულებას იჩენდა, მაშინვე თავისი კაცები აფრინა ხევსურეთში,რომ ხევსურეთი ამბოხებაში არ ჩარეულიყო.
ხანგრძლივი მოლაპრაკების შემდეგ, 17 ივლისს,ხევსურები მეამბოხეებთან შეთანხმებულან და მოუთხოვიათ: ,,ციხეში მოპოვებული ქონება მონაწილეთა შორის თანაბრად გაეყოთ, მხოლოდ რუსებს ნუ დავხოცავთო”. ხევსურებს გაბრიელთან საქმის გამწვავებისა შინებიათ და ამიტომ მოითხოვდნენ რუსის სამხედრო ტყვებისათვის სიცოცხლის შენარჩუნებას.
მეამბოხეებმა ხევსურებთან ერთად ციხე ჩქარა აიღეს და რუსები დაატყვევეს. მოპოვებული ნადავლიც პირობისამებრ გაიყვეს. ხევსურების საქმეში ჩარევამ მეტად დააფიქრა გაბრიელ ყაზბეგი და საქართბელოს გამგებელი ვოლკონსკი, რადგანაც მოსალოდნელი იყო მთელი ხევსურეთის ამბოხებაც. მით უმეტეს, მოხევები და ხევსურთა ერთი ნაწილი ანანურის აკლებას აპირებდნენ და შემდეგ ქსნის ხეობით ქართლში შეჭრას .
ეს გარემოება საფრთხეს უმზადებდა თვით რუსეთის ბატონობას ჩვენში. ამან მეტად შეაშფოთა მეფის ხელისუფლება, რომელიც ახლა ცდილობდა მიამბოხეთა ბანაკიდან ფშავ-ხევსურეთი როგორმე გამოეთიშა. ამ მიზნით ვოლკონსკიმ ძღვნითა და საჩუქრებით ფშავ-ხევსურეთში გაგზავნა ალექსანდრე მაყაშვილი და დავით ქობულაშვილი. ვოლკონსკის ამ ელჩების დიპლომატობას, ქრთამს და საჩუქრებს ეტყობა ჩქარა გაუჭრია და ხევსურეთის თემებს 1804 წლის 29 ივნისს იმპერატორის ერთგულებაზე წერილობითი პირობა დაუდვიათ:
,,ჩვენ გუდანის, ღულის და ბლოს ხევსურნი ვიქნებით ერთგულნი ყოვლად მოწყალე ხელმწიფისა, როგორც ვართ ერთგულნი ჩუენის ხატის გუდანის-ჯვრისა. თავდებად გაძლევთ გუდანის-ჯვარსა, წმინდა გიორგის ხატსა და კაცთაგან ნათესავთა ჩვენთა, თიანეთის მცხოვრებთ ხახმაძეებსა და მათურულებსა, რომ მეამბოხე მთიულებს არ მივემხრობით და არ ვიზრუნებთ მათთვის, და რადგან ეგენი გახდენ მოღალატენი ხელმწიფე იმპერატორისა, ჩვენ ეგენი გულიდან ამოგვირეცხია “-ო. ასეთივე წერილობითი პირობა გაუგზავნიათ ხახმატელებსა და ბისოელებსაც ვოლკონსკისათვის.
როდესაც მეამბოხეთა სათავეში ტახტის მაძიებელი ბატონიშვილები იულონი და ფარნაოზი მოექცნენ, ახლა მათ მოუწოდეს ფშავ-ხევსურეთს რუსების წინაღმდეგ გასალაშქრებლად. ბოლოს თვით ფარნაოზი გადავიდა ხევსურეთში და სთხოვდა რუსებთან ბრძოლაში დახმარებას, მაგრამ ხევსურები, ეტყობა ბატონიშვილის საქმეს წაგებულად თვლიდნენ ვოლკონსკის შიშით ვერ ბედავდნენ პირობის დარღვევას და უარზე იდგნენ
1804 წლის ოქტომბერში მთიულეთის ამბოხება დამარცხდა. რუსეთში თვითმყრობელების მხედრობამ გაიმარჯვა. მხოლოდ სპარესთში გადახიზნული ალექსანდრე ბატონიშვილი ტახტის დაბრუნების იმედს მაინც არ კარგავდა და სპარესეთის დახმარებით ცდილობდა, ამბოხების ნაპერწკლები საქართველოში არ ჩაეფერფლა. ამ მიზნით ალექსანდრე განაგრძობდა მიმოწერას მთიელებთან და კახეთის მეამბოხე ჯგუფებთან.
1812 წელს დაიწყო კახეთის ამბოხება და მეამბოხებმა ალექსანდრეს სთხოვეს მეთაურობა. თავისი ამალით ერევნიდან ალექსანდრე კახეთში გადმოვიდა, მას მიემხრო თვითმყრობელობითი უკმაყოფილო თავად-აზნაურობის ერთი ნაწილი, ალექსანდრეს მიემხრნენ აგრეთვე ფშავ-ხევსურები, ქისტ-ჩაჩნები და ლეკები, რომელთა დამხარებით ის სამხედრო გზის ხელში ჩაგდებას ცდილობდა, რომ ეს გზა რუსეთის მხედრობისათვის დაეხშო.
1813 წლის 23 მაისს რუსის ჯარი სიმონოვიჩის, ტოხონოვსკის, სტალინსა ორბელიანის სარდლობით ხევსურეთისაკენ დაიძრა 30 მაისს ჯარი ლებეისკარით არდოტის ხეობაში გადავიდა.
შატილელებს მონაწილეობა მიუღიათ აგრეთვე შამილთან ბრძოლაში. 1843 წელს შატილს გადმოსულა თავისი ლაშქრის შამილის თანამებრძოლი ცნობილი ა ხ ვ ე რ დ ი-მ ა ჰ მ ა დ ი (ხევსურულად ა ჰ მ ე დ – მ ა ჰ მ ე დ ი) და შატილისათვის მორჩილება მოუთხოვია. შატილელებს ამაზე უარი უთქვამთ და თავიანთ ქვიტკირებში გამაგრებულან. ლეკებთან ბრძოლა სამი დღე-ღამე გაგრძელებულა. ბოლოს ხევსურებს ქვიტკირის სარკმლიდან ნიშანში ამოუღიათ თვით ახვედი-მაჰმადი და მოუკლავთ.
ამის შემდგეგ დამარცხებული ლეკის ჯარი უკან დაბრუნებულა. ამ გამარჯვებისათვის შატილელებს საჩუქრად მეფის მთავრობისაგან მიუღიათ ჯვარ-მედლები, რამდენიმე ფუთი პური და თოფის წამალი. გამარჯვების აღსანიშნავად მთავრობის განკარგულებით აქვე აუგიათ პატარა ეკლესია, რომლის კედელში ჩვაუსვამთ ქვა ასეთი რუსული და ქართული წარწერებით : (უმაღლესისა ბრძანებისამებრ ჯილდოდ შატილელთად დამარცხებისათვის ახვედი მაჰამედი და მისთა შეყრილთა ჯართასა ჩყმგ (1843 წ.)წელსა შინა,აღშენებულ არს ჩყმთ( 1849 ) წელსა განკარგულებითა კნიაზის ნამასტნიკისათა”. ეს წარწერა დღეს დატანებულია კერძო პირის სახლის კედელში
მე-19 საუკუნის სამოციან წლებში დამთავრდა კავკასის გმირული ბრძოლების ეპოპეა და ჩვენში დამყარდა მონარქიული რუსეთის ბიუროკრატიული რეჟიმი. ამასთანავე რუსეთის კაპიტალის შენიჭრამ ხელი შეუწყო ახალი სოციალური ჯგუფების წარმოშობას და საზოგადოებრივი გარდაქმნას
საქართველოს საზოგადოებრივი ცხოვრების ამ განვითარებას ჩამორჩა ხევსურეთი, რომელიც მომწყვდეული იყო კავკასიონის მთებში და უგზოობის გამო ის დღემდის მოკლებული იყო კულტურულ ცხოვრებას

 

 

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გ.გიგაური - ფარული ნიშნების სკრიპტოგრამების შესახებ


.<<<ქართული დამწერლობა>>>

220f01e4c8e7.jpg

გიორგი გიგაური - ფარული ნიშნების – სკრიპტოგრამების შესახებ //სამეცნ-საისტ. ჟურნ. სვეტიცხოველი, 2009, № 2, გვ. 11-1 (სტატიის ელ. წყარო:  https://iberiana.wor...habet/script/#4)

წინასიტყვაობა

საქართველოს ტერიტორიაზე შემორჩენილი სკრიპტოგრაფიული (ფარული) ნიშნების საერთო ხასიათია: მონუმენტალურობა, სისტემურობა, სრული სახეები. მათი კოსმოგონიური ხასიათი წააგავს ქართული დედაბოძის ორნამენტების სიმბოლოებს და ქართულ ენაში შემონახულ მითოლოგიას. საკულტო მსახურების დროს გამოსაყენებელი საბეჭდავის "საჭვრეთი" სიმბოლოები და ფარული ნიშნები ურთიერთკავშირში ჩანან. თემა "ფარული ნიშნები (სკრიპტები) და ასომთავრული" აყენებს საკითხს ძვ. ქართული დამწერლობის შესახებ, რომ ფარული ნიშნები იყო დამწერლობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი. ხალხურ მითოლოგიურ გადმოცემებში და გამომსახველობაში იყო "ღვთაებრივი" ასტრალურ-კოსმოგონიური სიმბოლოები, რომელთა მსგავსი იეროგლიფების შესაძლო დამოკიდებულება ასომთავრულის ასოებთან გამოსარკვევია. აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში მატერიალური კულტურის ძეგლებზე შემორჩენილია ქვებზე ამოკვეთილი ნიშნები. 2009 წლის მონაცემებით ფიქსირებულია 160 ასეთი ამოუცნობი ნიშნების შემცველი ქვა. აქედან ხევსურეთის 11 სოფლის ტერიტორიაზე - 60 ცალი ნიშნიანი ქვა, 74 - ქვა თუშეთის ტერიტორიაზე, თრუსოს ხეობაში - 25 ქვა, 4-ქვა ფშავში. ნიშნების საერთო რაოდენობა 500 ერთეულამდეა. ნიშნები გეომეტრიული ხაზოვანია. გეომეტრიულ ფიგურებში ჩართულია პეტროგლიფების და ასომთავრული ასოების მსგავსი ნიშნები. ფარული ნიშნები მონუმენტური, ჩამოყალიბებულია. ნიშნიანი ქვების ზომები მერყეობს 100-30 სმ. ფარგლებში. ნიშნების ზომები ძირითადად 8 სმ-დან 20 სმ-ია. ნიშნები ქვაზე ამოჭრით, ამოტვიფრითაა შესრულებული. ჩანს რომ ქვები მეორადი მოხმარებისაა. ისინი ჩაყოლებულია ჯვარ-სალოცავებისა და ციხე-კოშკების კედლებში. ნიშნების ამოჭრის დრო დაუდგენელია (ციხე-კოშკები თარიღდება მე-16-17 საუკუნეებით). ფარული ნიშნების შეკრების და დახარისხების შედეგად ჩანს სისტემის არსებობა. ნიშნები მეორდება სხვადასხვა ხელწერით და სხვადასხვა სოფელში. ძირითად ჯგუფში 40 ნიშანია. ამ ნიშნებიდან 17-18 მეორდება. თვითოეულ ქვაზე მაქსიმუმ 20 ნიშანია გაფანტულად ამოტვიფრული. ნიშნებში ჭარბობს კოსმოგონიური ხასიათის სიმბოლოები. ფარული ნიშნები მოიპოვება იმ რეგიონში, სადაც შემორჩენილია ზოგად ქართული ხასიათის გეომეტრიული ორნამენტიკა. ანალოგიური ფარული ნიშნების ერთეულები გვხვდება საქართველოს სხვა რეგიონებში, სამცხე-ჯავახეთში, სვანეთში და კახეთში; საქართველოს მოსაზღვრე მაღალმთიან ინგუშეთში და არღუნის ხეობის მოსაზღვრე რეგიონში (სოფლებში: ბერკინო, ფახიე, ოშნი), მათ ადგილობრივები "ჯვრიან ქვებს" უწოდებენ. აღნიშნულთან ზოგადი მსგავსება შეიმჩნევა შუამდინარეთულ წინალურსმულ, კრეტულ, იბერიულ და ეგვიპტის გაუშიფრავ ხაზოვან ნიშნებთან. ქ.კახუნის (ძვ.წ. 25-ე საუკ.) და ქ.გურობას (ძვ.წ. მე-12 საუკ.) ფარულ ნიშნებთან. ნიშნები ლოკალურია და სავარაუდოდ, საკრალური, საინფორმაციო ხასიათისაა. სკრიპტოგრამები, რომლებიც საქართველოს მთამ შემოინახა, ტრადიციათა უწყვეტობის გამო, ატარებს ქართულ გადმოცემებში აღწერილ წარმოდგენათა ნაკვალევს. მათი კოსმოგონიური მახასიათებლები წააგავს ქართული დედაბოძის გეომეტრიული ორნამენტების სიმბოლოებს.

img47.jpg

ისტორიკოსი, პალეოგრაფი, პროფესორი გიორგი ოთხმეზური "წერაქვული" ფარული ნიშნების შესახებ: საქართველოს მთიანეთში შემორჩენილი ფარული ნიშნების (სკრიპტების) მნიშვნელობის გარკვევა, მათი მიმართება ძვ.აღმოსავლეთის და კრეტა-მიკენის კულტურის მატარებელი ხალხების მსგავს ნიშნებთან და აგრეთვე ძველი ქართული დამწერლობის (ასომთავრული, ნუსხა-ხუცური) ასო ნიშნებთან. აღსანიშნავია რომ მსგავსი ნიშნები შემორჩენილია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებზე, მცირე რაოდენობით ხელნაწერებსა და ხატებზე, საცხოვრებელ სახლებზე, გეომეტრიული ფიგურებისა და ორნამენტების სახით. აღსანიშნავია რომ სკრიპტოგრამების კვლევას საქართველოში პრაქტიკულად არავითარი ტრადიცია არ გააჩნია.

*  *  *

აშკარად ჩანს მსგავსება კრეტულ და იბერიულ და საქართველოს მთიანეთში დაფიქსირებულ ფარულ ნიშნებს შორის. მართალია საკამათოა თვალსაზრისი ქართულ ანბანის წარმოშობასთან დაკავშირებით, მაგრამ ისიც თვალსაჩინოა რომ ძვ. ქართული ზოგიერთი გრაფემა მნიშვნელოვან მსგავსებას ამჟღავნებს კრეტულ "ა" და "ბ" ხაზოვან და იბერიულ ნიშნებთან. როგორც ცნობილია მთა ბევრად უფრო მყარად ინახავს ტრადიციებს და ამიტომ არ უნდა იყოს გასაკვირი, სწორეთ საქართველოს მთიანეთში ამ უძველესი ნიშნების შემორჩენა. ჩემი აზრით საქართველოს მთიან რეგიონში მიკვლეული "წერაქვული" ფარული ნიშნები კიდევ ერთი დადასტურებაა, ქართულ ისტორიოგრაფიაში გავრცელებული თვალსაზრისი ჩვენი წინაპრების და ძველი აღმოსავლეთის ხალხების ნათესაური კავშირის შესახებ. წარმოდგენილი მასალა, არის ქართულ ისტორიოგრაფიაში სკრიპტოგრაფიული დამწერლობის შესწავლის პირველი მცდელობა. მის შესწავლას შეუძლია ბევრ საკამათო თუ გაურკვეველ საკითხს მოჰფინოს ნათელი.

0854469ab47e.jpg

ფარული ნიშნები (სკრიპტები) და ასომთავრული

სტატიის რეცენზენტი: პროფესორი გიორგი ოთხმეზური

"ისტორია იმდენად წარსულისთვის არ იწერება

რამდენადაც აწმყოსთვის"

ვაჟა ფშაველა

მსოფლიოს ხალხთა დამწერლობის შესახებ ბევრი სამეცნიერო ნაშრომი არსებობს. ყველაზე ძველი დამწერლობის ტექსტი შუამდინარეთულია - ლურსმული დამწერლობის ნიმუში, რომელიც იკითხება. ი.გელბის განმარტებით "დამწერლობა ამ სიტყვის ფართო მნიშვნელობით წარმოადგენს ვიზუალურ ინტერკომუნიკაციურ სისტემას, ზოგჯერ ნიშნების გამოსახულებით საგნებზე, ზოგჯერ კი ფორმების ან საგნების ფერებით პირობითი გამოყენებით" [I. Gelb. "Hittete hierogluphic Monuments Chteago". 1936, p.37.]. არქაული დამწერლობა შეიქმნა მესოპოტამიაში, ინდოეთში, ეგვიპტეში და ხმელთაშუაზღვის აუზის ქვეყნებში. ჯ. მაიერზის აზრით კრეტული და ადრეშუმერული ნიშნები იჩენენ საოცარ მსგავსებას, მათვე ემსგავსებიან პროტოელამური ნიშნები. დიდად ემსგავსებიან ერთმანეთს ეგეოსური და ხეთურ-ლუვიური იეროგლიფური დამწერლობის ნიშნებიც. ი.გელბი წერდა: "ყველგან ძველ მსოფლიოში დამწერლობის შექმნა თან სდევს ცივილიზაციის გაჩენას. დამწერლობის შემოღება ქრონოლოგიურად ემთხვევა სახელმწიფოს შექმნას, დიდ ძვრებს ხელოსნობაში, ვაჭრობაში, წარმოებაში, მეტალურგიაში, სატრანსპორტო გზების და საშუალებების განვითარებასთან ერთად. გეოგრაფიურლი, სოციალური, ეკონომიური, ფაქტორების ერთობა, რომელსაც მივყავართ ცივილიზაციის შექმნისკენ’’ [I. Gelb. “Hittete hierogluphic Monuments Chteago’’. 1936, p. 29.]. ე.ი. ცივილიზაცია ვერ იარსებებს დამწერლობის გარეშე. შუამდინარეთში დამწერლობა შეიქმნა სატაძრო მეურნეობის და მართველობის განვითარებასთან ერთად. დამწერლობის შემქმნელი იყო კულტურული იდეის მატარებელი ქურუმობა. დამწერლობის წარმოშობის სხვადასხვა თეორიები მას შემდეგ წარმოიშვა, რაც შეიქმნა შედარებითი ენათმეცნიერება. დამწერლობის თავდაპირველ დედნად ლურსმული დამწერლობის მიჩნევა ჯერ კიდევ XX საუკუნის დაწყისში დაიწყეს: დელიჩის, გომელის და უედელის კვლევების მიხედვით. ასირიული შტოდან ა. დეეკის მიხედვით. კვიპროსული სილაბური შტოდან ა. სეისის მიხედვით და სხვა. დამწერლობის წარმოშობის სხვა თეორია არაინდოევროპული ენების მხრიდან სხვადასხვა მკვლევარების მიერ იქნა მიჩნეული. ფინიკიური მარცვლოვანი დამწერლობის წარმომშობ დედნად მიჩნეულ იქნა კრეტული და იბერიული ნიშნები. არტურ ევანსის და მის კვალზე რამდენიმე მკვლევარის: რეინაკის, დიუსოს მიერ განვითარებულ იქნა თეორია, რომ კრეტიდან დამწერლობის ნიშნები გატანილ იქნა ფილისტიმელების და სემიტური ენების მიერ. კრეტულმა თეორიამ მოიპოვა აღიარება ასევე სხვა მკვლევარების მხრიდანაც: ა.დეიეტი, ი.სუნდვალი, შაპუტეს და ბულგარელი მეცნიერის ვ.გიორგიევის ჩათვლით. ეგვიპტურ-კრეტულ- ჩრდილოსემიტური ნიშნების სახელით თეორია დაუკავშირეს დამწერლობის წარმოშობას. თუმცა დ. დირინგერის ნაშრომში, მსოფლიოს დამწერლობის შესახებ [Д.Дирингер. Алфавит. М. 1963] ზემოთაღნიშნული თეორია მიჩნეულია საეჭვოდ, მას მოჰყავს საბუთი, რომ ისტორიაში მოცემული ცნობებით, ფილისტიმელებმა პალესტინის ნაპირების დაპყრობა მოახდინეს ძვ.წ. 1220 წ. როცა რამდენიმე საუკუნით ადრე, ისტორია დამწერლობის შესახებ უკვე არსებობდა. თვლიან, რომ დ. დირინგერის მოსაზრება არადამაჯერებლად გამოიყურება, რადგან ფინიკიური ნიშნების და კრეტული ნიშნების მოხაზულობა და დასახელება ემთხვევა ერთმანეთს. ე. ფეტერი დამწერლობის სისტემურ ნიშნებთან დაკავშირებით ბევრ თამამ და საინტერესო აზრს გამოთქვამს. აპენინის ნახევარკუნძულზე წერტილოვანი ნიშნებით მონიშნულ 3000 წლიან სკრიპტებს ეტყობათ: "უფრო ძველი უცნობი ნიშნების გავლენა ანუ წინარე ეტრუსკულის" ე.ფეტერი, "მაგის გარდა გვხვდება სიტყვა ორი გვერდითი წერტილით. გამომდინარე აქედან ფეტერი გამოთქვამს აზრს, რომ სიტყვა წერტილის გარეშე ნიშნავს ღია მარცვალს, ხოლო – წერტილი კი დახურულ მარცვალს. ასეთ შემთხვევაში წერტილი ისმებოდა ან ნიშნის შიგნით თანხმოვნისთვის, რომლითაც მთავრდებოდა მარცვალი, ან ნიშნის შიგნით ხმოვნისთვის, რომლითაც იწყებოდა მარცვალი. ასეთი წერტილები გვხვდება იშვიათად ჩრდილო ეტრუსკულში და პიცენურ წარწერებში. აქედან შეიძლება ითქვას, რომ წერტილოვანი სისტემა მომდინარეობს მარცვლოვანი დამწერლობის მოთხოვნილებისაგან, ჯერ კიდევ სანამ ფინიკიური და ძველბერძნული დამწერლობა შემოვიდოდა. ძველი ადრეეტრუსკული ხალხი სარგებლობდა მარცვლოვანი დამწერლობით, თუმცა ამის დამამტკიცებელ სხვა საბუთს არ ვფლობთ, რომელიც დაამტკიცებდა უფრო ძველი დამწერლობის სისტემის არსებობას" [G.GBionamichi. Study Etrusk 1941]. ჩრდილო ეტრუსკული დამწერლობის შესახებ ფეტერის თეორია და საქართველოს მთიანეთში მოპოვებული ნიშნების კვლევა ერთნაირ აზრს ანვითარებს. საქართველოს მთაში შემორჩენილი ნიშნები, რომ ადრევე მისულიყო ევროპელი კრიპტოგრაფების და პალეოგრაფების ყურამდე, წერის ნიშნების წარმოშობა – განვითარების შესახებ, დღეს ალბათ სხვა თეორია იქნებოდა დამკვიდრებული საზოგადოებაში. წერტილოვანი სისტემა რომელიც მთელი არქაულობით არის ფარულ ნიშნებში (წერაქვულ დამწერლობაში) ქართულ ენასთან ახლობლობას ამტკიცებს: წერტილი, წერა, ჭრა, ნაჭრელა, ამოწერვა, წერაქვი, ბედისწერა, წერამწერელი, სერნაწრიანი, ნიში და ნიშანი და სხვა ["ქართული წერაქვის სახელწოდების გამო". გაზეთი ლიტ. საქ. 16 მარტი 2007 წ. 6გვ.].

img4C.jpg

ძველებურ ხაზოვან ნიშნებში წერტილოვანი სისტემა ქმნის შთაბეჭდილებას რომ ფინიკიურ დამწერლობამდე ამ ნიშნების მფლობელებს ბგერითი დამწერლობის მოთხოვნილება უკვე ქონდათ. დამწერლობის განვითარება რამოდენიმე სტადიას ითვლის: პიქტოგრაფიულ-იეროგლიფურ, იდეოგრამულ-ლოგოგრამულ, სილაბურ-მარცლოვან და მარცლოვან ასო ბგერით ნიშნების. მიჩნეულია რომ პიქტორგაფიული (ხატოვანი) იეროგლიფური არქაული ნიშნები საკულტო მსახურთა და ქურუმთა იდეოლოგიას ემსახურებოდა, ჯგუფს რომელსაც ფარული ნიშნები უნდა სცოდნოდა საპატიოდ თვლიდნენ, რადგან: "საკრალური ნიშნების ამოჭრა ღვთაებრივ სამსახურად მიიჩნეოდა" [ი.სულგულაძე "ქართილი ხალხური ორნამენტის სიმბოლიკა" 1986]. ნიშანდობლივია, რომ არქაული ნიშნები გამოირჩევიან რთული გრაფიკული მოხაზულობით, როცა საერო დამწერლობაში გადადის იგი იწყებს გამარტივებას, ხდება სადა, ადვილად დასაწერი: "ეს თეორია ერთადერთია და დღესაც ინარჩუნებს მართებულობას". [ჯ.ჩედვიქი. "მიკენური სამყარო"]. ქართულ იბერიული ხალხთა საცხოვრებელი ტერიტორია ბევრ საინტერესო არქეოლოგიურ მონაპოვარს მოიცავს. აქ მოპოვებულ კულტურულ ნივთიერ საგნებს ეტყობა განვითარების თავისებური ხასიათი. ჯერ კიდევ მტკვარ-არაქსული III-ათას. ძვ. წ. კერამიკა და მათზე გეომეტრიული ნიშნები აჩვენებს, რომ არსებობდა ამ რეგიონში ინფორმაციის გადაცემის მცდელობა. გეომეტრიული ორნამენტიკა, რომელიც ადრე შუა საუკუნეების ძეგლებზე და ხატების მორთულობაში გვხდება უფლებას გვაძლევს გამოვთქვათ ვარაუდი, რომ მიბაძვა ხდებოდა გეომეტრიული, კუთხოვანი ხასიათის არქაული ნიშნებიდან. მრგლოვანი ასომთავრულის დამკვიდრების თანდათან იცვლება მორთულობის ხასიათიც – მკაცრი სტატიური ხაზებიდან გადადის მრგლოვან პლასტიკურ ხაზებში. დამწერლობის ნიშნების გავლენა მორთულობაზე საყოველთაოდ ცნობილი და დამტკიცებული აზრია. ტრადიციის უწყვეტობის მიხედვით ფარული ნიშნები (სკრიპტები) რომელიც ხევსურეთში და თუშეთში შემორჩა მსგავსებას იჩენს ასომთავრულ ასოებთან: მონუმენტური მოხაზულობით, კოსმოგონიური წარმოშობის ბიძგით, კუთხოვან წინამრგლოვან ნიშნებთან მსგავსებით. “ასომთავრულის არქაულ მოხაზულობად მიჩნეულია სწორედ კუთხოვანი ნიშნები” [ივ. ჯავახიშვილი, "ქართული პალეოგრაფია", 1949.]. დიდი მეცნიერი და ქართული პალეოგრაფის მამამთავარი ივ. ჯავახიშვილი როცა იწყებს ქართულ პალეოგრაფიაში კვლევას მართებულ მითითებებს იძლევა. მთვარის და მზის კალენდრის მონაცვლეობა ძველ ქართულ – იბერიულ – კოლხურ წარსულში დადასტურებულია. ეტიმოლოგიური, პალეოგრაფიული, ეთნოგრაფიული კვლევები ბევრ მინიშნებებს იძლევა. აკ. ივ.ჯავახიშვილი შენიშნავს "ასომთავრულში არსებობს არქაული ნიშნები, რომლებიც გამომდინარეა მთვარის ფაზების სიმბოლოებიდან". თავდაპირველ საწერ მასალასაც ასე განიხილავს: "მაგარ მასალაზე გამოყვანილი წარწერები ორნაირად იყვნენ ასრულებულნი ან შთაწერილნი ამოჭრილი ასოებით, როდესაც ასოთა მოხაზულობა ჩაღრმავებითა და ამოჭრით იყო გამოყვანილი" ივ. ჯავახიშვილი "ქართული პალეოგრაფია" (გვ.40). იქვე "აღსანიშნავია, რომ ყველა ერის დამწერლობის უძველეს საფუძვლად კუთხოვანი დამწერლობა იყო" (გვ.121). თვით ასოთა მოყვანილობას ასე ახასიათებს "ქართული დამწერლობის ხუცურ – ასომთავრულ "ფ" და "ქ" მოხაზულობას უძველესი სახე აქვს დაცული. ქან-ის შემდეგ ქართულ ანბანში ისეთი ბგერათწყობა იწყება, რომელთა მსგავსი ღან-ის გარდა, არც სემიანთ (სემიტურს) და არც ბერძნებს ჰქონდათ და მარტო ქართული ენის დამახასიათებელია" (გვ.226). საინტერესო შედარებაა ასევე: "ქართული სან-ის და დორიელთა ამავე ასოს თავდაპირველი სახელის იგივეობა ცხადი ხდება". "ქართველებმა ამ ასოს სახელი სან დორიელებისგან შეითვისეს, ცხადია ამგვარი შეთვისება ისეთ დროს უნდა ვიგულისხმოთ, როდესაც თვით დორიელნი ხმარობდნენ: წიგნებში ხომ არ დაუწყებდნენ ძებნას ქართველები იმ ასოსთვის სახელის მონახვას? ეს გარემოებაც ქართული ანბანის სიძველის მაჩვენებელი უნდა იყოს". (გვ.232). დასკვნის აზრიც ასეთია: "ქართული უძველესი ანბანის ბერძნულიდან წარმოშობის აზრი უსაფუძვლოდ და შეუძლებლად გვეჩვენება". (გვ.233). "ქართულ დამწერლობას მახლობლობა აღმოსავლეთის სხვა დამწერლობათა შორის სრული მსგავსებით ნათესაობის ან დედნობის გამომამჟღავნებელი არ მოეპოვება", იმავე გამოკვლევის (გვ.233). დღევანდელი გადასახედიდან ანბანის მწკრივთა რიგს ფინიკიურსა და არამეულს როცა ამსგავსებენ სწორი შენიშვნაა, თუმცა ჩვენ არ ვიცით ფინიკიურმა თვითონ მოიგონა ასეთი მწკრივი თუ მათაც აღებული აქვთ წინარე დამწერლობიდან. "წერის ნიშნების წლოვანებას ქიმიკოსი ან ფიზიკოსი კი არ ადგენს სინამდვილეში, არამედ პალეოგრაფი, რომელსაც ცოდნა და თვალი აქვს გამახვილებული მოხაზულობის ხელოვნებაზე" მ.ვენტრისი [М.Вентрис.ДЖ.Чедвик. Дешифровка Линейного письма В. Перевод Г.Вариновой 1976.М]. შესაძლოა ასომთავრულის ნიშნებმა სხვა გზა გაიარა გამარტივება მოქნილობის მისაღწევად, ხოლო ფინიკიურ – ბერძნულმა ხაზმა სხვა გზა.

img4D.jpgimg4E.gif

"წერაქვული" ფარული ნიშნების მოხაზულობა აშკარად ფინიკიურსა და კრეტულზეც ძველებულ იერს ამჟღავნებს. ნიშნები რელიგიური იდეის გამომხატველად სჩანან და ინახავენ თავდაპირველი ინფორმაციის ნაკვალევს, ამ თვალსაზრისით ისინი მნიშვნელოვან ისტორიულ წყაროს წარმოადგენენ უძველესი შეხედულებების შესწავლისათვის. მათი იდეური სამყარო მსგავს კულტურულ – ისტორიულ გარემოში ნაკლებად იცვლებოდა, რაც ერთგვარად ხელშემწყობ პირობებს იქმნიდა: ორნამენტებით მკვიდრი გარემო და ჯვართმსახურების კონსერვატიულობა.

img50.jpg

გასათვალისწინებელია ერთი გარემოება, "ქართული პალეოგრაფია" [ივ.ჯავახიშვილი, "ქართული პალეოგრაფია", 1949.] როცა იწერებოდა მაშინ ჯერ კიდევ არ იყო კრეტულ და იბერიულ ნიშნებზე სამეცნიერული ნაშრომები. ძირითადი კვლევები XX საუკუნის 40-50-იან წლებში ჩატარდა. არამეულის და ფინიკიურის ძირი დამწერლობების მოძიება შუამდინარეთულ, კრეტულ და იბერიულ ხაზოვან ნიშნებში გვიან დაიწყეს. ამ დამწერლობიდან სამეცნიერო დონეზე დამუშავებული და წაკითხულია მხოლოდ კრეტული "В" ხაზოვანი დამწერლობა. (ძვ.წ.XIV ს.). დანარჩენის წაკითხვა ვერსიების დონეზე რჩება. კრეტის ძველ მოსახლეობაზე "კლასიკურ პერიოდშიც კი ისტორიკოსები არც თუ იშვიათად იხსენებენ სხვა ენაზე მოლაპარაკე ხალხებს, მაგალითად პელაზგებს და ამასთანავე ძვ.წ. IV საუკუნეშიც კი კრეტის აღმოსავლეთ ნაწილში წარწერები კეთდებოდა არაბერძნულ ენაზე". [ჯ.ჩედვიქი "მიკენური სამყარო" გვ.42], რაც შეეხება იბერიულ დამწერლობას იგი აღმოაჩინეს XX საუკუნის 30-იან წლების ბოლოს. თავდაპირველად მიიჩნიეს, რომ ფინიკიურიდან გამომდინარეობდა, მაგრამ კრეტული იდეოგრამების ამოცნობის შემდეგ გააერთიანეს კრეტული და იბერიული ნიშნების (დაახლოებითი მსგავსების) ჯგუფში. იბერიული დამწერლობის წაკითხვას შეეცადნენ მ.გომეს მორენო და პ.ვილაგრესი. 1942 წ. როდესაც მთაში ნაპოვნი სკრიპტები შეიკრიბა გარკვეული რაოდენობით, აღმოჩნდა, რომ გეომეტრიულ ორნამენტებთან საერთო გენეზისისას გვანან. ხევსურული გეომეტრიული ორნამენტების თავისებურებების შესახებ ბევრი ნაშრომებია, მათ შორის არიან ცნობილი ავტორები გ.ჩიტაია, ვ.ბარდაველიძე, ი.სურგულაძე. ყველა მკვლევარი აღიარებს ერთს, რომ "ეს ორნამენტები საქართველოში ძველთაგანვე იყო გავრცელებული".

img51.jpg

img52~0.jpg

ჩვენ შევადარეთ გეომეტრიული ორნამენტების მოხაზულობა და დასახელება ხმელთაშუაზღვისპირეთის ცნობილ ხაზოვან ნიშნებს, კრეტა – იბერიულ – კვიპროსულ ნიშნებს. უნდა ითქვას, რომ მსგავსება არამარტო მოხაზულობაში, არამედ დასახელების მხრივაცაა. აღნიშნულის გამო, უპრიანია აზრი, რომ ყველაფერი ერთმანეთთან დაკავშირებულია. გეომეტრიულ კუთხოვან ორნამენტებს შემორჩენილი აქვს დასახელება. მსგავსებაა მათ შორის, როგორიცაა: "კეხა" და "კე", "ბორჯღალა" და "ბო", "ქისტურა" და "კი", "მარტუღელა" და "მ", "უღელა" და "უ". მიახლოებითი მსგავსებაა "კიმხა" და "კო", "რქაგირგოლა" და "გი", "მგზავრა" და "გე", "უნაგირა" და "გი", "კუერანი" და "კუ".

img53.jpg

img54~0.jpg

ამ მსგავსებაზე რაიმეს თქმა ძნელია. ვინც კი შეუდგება ფარული ნიშნების საშუალებით სიუჟეტურ წაკითხვას ყველაფერი გასათვალისწინებელია. კრეტული და იბერიული ნიშნების დასახელებები შედარებით უფრო გასაგებად აღწერილი აქვს დ. დირინგერს მსოფლიოს ხალხთა დამწერლობების შესახებ (Алфавит) ქვესათაურებში; კრეტა – კვიპროსულ – იბერიული ნიშნები. (გვ. 96. სურ. 42, 101, 118, 201).

img55.jpg

img56~0.jpg

გეომეტრიული ორნამენტები აღწერილია ს.მაკალათიას "ხევსურეთი" (გვ.70), ი.სულგულაძის "ქართული გეომეტრიული ორნამენტიკის სიმბოლიკა", ვ. ბარდაველიძის "ხევსურული ორნამენტიკა" და სხვა. ამ შემთხევაში ორნამენტებს და ფარულ ნიშნებს დიფერენცირებულად უნდა მიდგომა და ვფიქრობთ, რომ საბოლოოდ ერთი აზრი ჩამოყალიბდება და გაირკვევა. წერის ნიშნების განვითარება შუამდინარეთულ, კავკასიურ, მცირეაზიულ, ეგეოსურ არეალში უკვე ახლებურად გააზრებას მოითხოვს. ასომთავრულის დალაგებული მწკრივი და მოხაზულობანი მიანიშნებს სხვა წარმომავლობის ძირს შედარებით სომხურ-ალბანურ დამწერლობით ასონიშნებთან. სამართლიანად შენიშნავს აკ. ივ. ჯავახიშვილი. ფარული ნიშნების გამოჩენის შემდეგ ასომთავრულის ისტორია მთლიანად შეიძლება შეიცვალოს. ამჯერად მთავარია გაირკვეს თუ რა კავშირია ასომთავრულს და ფარულ ნიშნებს შორის. საქმეს ართულებს მწირი ინფორმაცია. რელიგიაში განვითარების საფეხურზე გადასვლამ ძველებური დამწერლობის ნიმუშები ამოიღო ცხოვრებიდან, როგორც არა სასურველი სხვა მსოფლმხედველობიდან გამომდინარე. ჯვრის მდგრადი გამოსახულებებიდან ჩანს, რომ სკრიპტები ჯვართმსახურების საკულტო იდეოლოგიას ემსახურებოდა. რამდენიმე მეცნიერის მოსაზრებით ასომთავრულზე წინა დროის ფარული ნიშნები საქართველოს ბარში გაანადგურა არაქართული წარმართული სარწმუნოებების მოძრაობამ. (ქრისტიანობის წინა პერიოდი, ზოროასტრიზმი, გაცი-გაიმი, ზადენი და სხვა). ისტორიის უკუღმართობამ მრავალი ძეგლი გაანადგურა, მაგრამ შემორჩა შუა საუკუნეების დროინდელი ისეთი ასომთავრული წყობა და უცხო ნიშნები, რომელთა ახსნა რთულია. ძველი ნიშნები თვით მკაცრმა შუა საუკუნეებმაც ვერ ამოშალა ხალხის მეხსიერებიდან. ძველი სკრიპტების გამოსახვა უცდიათ სხვადასხვა სტელის ბაზისებზე და ასომთავრულთანაც. დავით გარეჯი; სოფ. წებელდის ეკლესიის საამშენებლო წარწერა და სხვა. ხევსურეთში და თუშეთში შემორჩენილ ფარულ ნიშნებთან მსგავსებას პოულობს VIII-IX-ს ქრისტიანულ ხატებში და წიგნებში დაფიქსირებული უცნობი სიმბოლოები. მაგ: IX საუკუნის ადიშის ოთხთავის ერთ-ერთ გვერდზე ორ სვეტად ჩამოწერილი ნიშნები ე.წ. "სიმბოლოები" [რ.შმელინგი. "ქართულ ხელნაწერთა წიგნების მხატრული გაფორმება" IX-XI ს. ტაბ. 3 სურ. 2], ასევე XI საუკუნის წმინდა გიორგის ჭედური ხატი “ხიდისთავის წმინდა გიორგი” ფეხზე მდგომი ფიგურა ხელში მახვილით. ტრადიციული ხატწერისთვის მოსასხამით და ორნამენტებით. ამ ორნამენტებს შორის კერძოდ მოსასხამის კალთის არშიაზე შემოვლებულ გაფორმებასა და ზედა ასეთივე ორნამენტებს შორის დატოვებულია ადგილი, სადაც სიმბოლოებია ჩაჭრეთილი. სიმბოლო ნიშნები წარმოშობით ორნამენტებს ნამდვილად არ ჰგავს, იგი გაკეთებულია გავლენით და რადგან ოქრომქანდაკებელმა წმინდა გიორგის მოსასხამზე ამოჭედა ფაქტია, რომ ისინი საკრალურად მიიჩნია. კვადრატი დიაგონალებზე ჩახატული ჯვრით. ჯვრის მხრებს შორის წერტილებია ჩაჭრეთილი. ასევე სამკუთხედები წერტილებით. წერტილები ნიშნების გარეთაც არის გაკეთებული. მსგავსი ნიშნებია საქართველოს მთაში დაფიქსირებული. მკაცრ სისტემურ ქრისტიანულ გამომსახველობაში რახან სიმბოლოები დეკორად მაინც შემორჩენილია, ეს უთუოდ მიმანიშნებელია ასომთავრულის წინარე კუთხოვანი ნიშნების გამოძახილის. წერაქულ დამწერლობაში, "სკრიპტებში", შეიმჩნევა განმეორადობა რის გამოც შეიძლება კანონზომიერებაზე (სისტემა) საუბარი. ნიშნები ადგილობრივი წარმოშობისაა თუ შემოტანილია მცირე აზიიდან ან შუამდინარეთიდან, სადაც ასევე ისტორიაში პროქართველურ ენებზე მოსაუბრე ხალხი მოიაზრებოდა. უმეტესი ფარული ნიშნები თავდაპირველი მოხაზულობით უფრო მეტად შუამდინარეთულ იეროგლიფურ სიმბოლოებს გავს, მაგრამ განსხვავდება საინტერესო კუთხით. როგორც ცნობილ შუამდინარეთულ, ეგეოსურ და ეგვიპტურ ნიშნებში გვხვდება ეკონომიურად განვითარებული რეგიონის ატრიბუტები: გუთანი, საზიდარი, ჭურჭელი, თევზი, თასი, ცული, დანა, და სხვა. როგორც ჩანს, ყოველდღიური ყოფის საგნები დამწერლობით სისტემაში სტილიზებულ სიმბოლოებად გადასულა. საქართველოს მთაში შემორჩენილ ნიშნებში მსგავსი არაფერია. სამაგიეროდ ჩანან: ბორჯღალი, მნათობები სხივებით, მზე, წრე, წერტილები, ხაზები, ჯვრიანი წრეები, კლაკნილი, კომეტის ტიპები, სპირალები, ორმაგი წრეები, სამკუთხედი და ზევიდან დანახული დასახლებული ადგილის სიმბოლოები უჯრიანი კვადრატები და სხვა. იქმნება აზრი რომ სკრიპტები კოსმოგონიური წარმოდგენების საფუძველზე წარმოიშვა. დავუშვათ, რომ ადგილობრივი წარმოშობისაა, მაგრამ აუხსნელია საიდან გვანან ერთმანეთს საქართველოს მთიანეთის ფარული ნიშნები შუამდინარეთის წინა ლურსმული და შედარებით გამარტივებული მოხაზულობის კრეტული და იბერიული ხაზოვანი ნიშნები. დამწერლობით ნიშნებში ცნობილია რომ ისტორიის დიდ მონაკვეთზე სტილისტური მსგავსება შეიმჩნევა მაგ: ინგლისელი ორიენტალისტის ა.ვაისმენის მოსაზრებით სიმბოლიკა "გუთანი", რომელიც შუამდინარეთში ძვ.წ. 3500 წლით თარიღდება, წარსულიდან მოჰყვება დამწერლობის ნიშნებს და ფინიკიურ თუ ბერძნულ ანბანშიც აირეკლება. ჩვენთან სიმბოლო გუთანის (ქართულად ერქვანის) არარსებობა გაურკვეველია. სავარაუდოა, რომ ჩვენ წინაპრებს სასიცოცხლო მოხმარების საგნები მეორე ხარისხოვნად მიუჩნევიათ კოსმოგონიურ წარმოდგენებთან შედარებით, რაც ინტერესს აღძრავს და ღრმა შესწავლას მოითხოვს. ჩვენამდე მოღწეული საქართველოს მთიანეთის წერაქული დამწერლობა უცნაურ გამოცანას გავს. გაურკვეველია ერთი ნივთმტკიცება რომელიც ხევსურეთში სოფელ ხახმატშია. ერთ-ერთ ოჯახში (შ.ალუდაური) შემორჩენილია ძველებური მასიური ხის კიდობანი ზედ ამოჭრილია შვიდი ხაზოვანი ნიშანი. 7 ნიშნიდან სამი სიმბოლო გაფუჭებულია ხოლო 4 ნიშანი კიდევ გაირჩევა. კიდობანი საშუალო ზომისაა და ადგილობრივი ნახელავია. საინტერესოა: რა ინფორმაცია დაიტანეს ზედ და როგორ მოაღწია შუასაუკუნეებამდე ძველებური ნიშნების ცოდნამ? ნაკლებ სავარაუდოა მიბაძვით იყოს მხოლოდ გაკეთებული. როგორც ჩანს ამ რეგიონში მთელი რიგი ფაქტორების ურთიერთდამთხვევამ ფარულ ნიშნებს იდეალური გარემო შეუქმნა და მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა უზრუნველყო. ვფიქრობთ ნიშნიანი ხის ნაკეთობა ცალკე შესასწავლია. სამწუხაროდ ადრევე არ დაიწყო ამ ნიშნიანი ქვების მოძიება და ფიქსირება, ამიტომ ბევრი დაკარგულად ჩაითვლება. ხალხური მეხსიერება შეიძლება წარმოუდგენლად ძველ დროს იმახსოვრებდეს. რაღაც მნიშვნელოვანმა მოვლენამ რომელიც უხსოვარ დროს ადამიანზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა, დაილექა მეხსიერებაში და საყოველთაო კუთნილება გახდა. ასეთი ზეგავლენის კვალს შეიძლება მიეწეროს გეომეტრიული პირამიდული ფორმაც. ამ ფორმამ ღვთაებრივი საკრალური დატვირთვა შემოინახა მსოფლიოს ხალხებში. შუამდინარეთში, ეგვიპტეში, ცენტრალურ ამერიკაში, ჩინეთში და კავკასიაში. თუშეთში და ფშავ ხევსურეთში შემორჩენილი პირამიდულ სახურავიანი ნიშები ამის დასტურია. "პრაქტიკული მოსაზრებით ახსნილი ეს ფორმა არ გამორიცხავს საკრალურ დატვირთვასაც" (ვ. ბარდაველიძე "აღმოს. საქართველოს მთიან. ტრად. საკულტო ძეგლები". თუშეთი 1983 წელი), მათი ფორმა აკლდამებზე და კოშკებზეც გადავიდა. იგივე ფორმა თავისი გვირგვინული წყობით ახლობელია ქართული დარბაზის არქიტექტურასთანაც. მეხსიერებას შემოუნახავს ძველებური სახით ფარული ნიშნებიც. ერთი ნიშანი რომელიც სავარაუდოდ სალოცავს ანუ ჯვარს მიანიშნებს მეორდება ისეთ კონტექსტში და ისეთ გარემოში, რითაც იმსახურებს განსაკუთრებულ შინაარს. ადგილობრივ ხალხში შემორჩენილი ქვების დასახელებისა და მოხაზულობის სპეციფიკიდან გამომდინარე შეიძლება რამდენიმე ნიშნის ამოცნობა. ყოველ შემთხვევაში რამდენიმე ნიშნის რაობა ემთხვევა ასომთავრულის მოხაზულობას გამარტივებამდელს, ასეთი ნიშნებია: ხარი და ხ, (ხქ), ბორჯღალი და ბ, ფარი ან საფარველი და ფ, ქვეყანა და ქ, ჯვარნი და ჯ, მაგალითად კვადრატი დიგონალზე ჩახატული ჯვრით გვხვდება გუდანის ჯვარში. ეს სიმბოლო ნიშანი ადამიანის ფიგურის წინ არის ამოტვიფრული. ადამიანის ფიგურაზე სამჯერ დიდი მოცულობით, ხაზი აქვს გასმული მის განსაკუთრებულ შინაარსს. ქვაზე ერთ ხაზზე ოთხი ნიშანია ამოჭრილი: კვადრატი ჯვრით, ადამიანის ფიგურა ხმლით ორი წერტილით, მნათობის ნიშანი და ხელის მტევნის (მარცხენა) გამოსახულება. მთლიანი იდეოგრამის გაშიფვრა ძნელია მაგრამ კვადრატი დიაგონალებზე ჩახატული ჯვრით მეორდება სხვაგანაც. სოფ. ზენ კისტანის ქვაზე კვეთილობა მრავალ მხრივ საინტერესოა. ქვა ადგილობრივი წარმოშობისაა, ზომით ერთი მეტრი სიგრძის 40 სმ სიგანის 25 სმ სისქის. სიბრტყეზე ამოჭრილია გაფანტულად ნიშან-სიმბოლოები 19 ერთეული. იქმნება შთაბეჭდილებ,ა რომ გვიანდელი პერიოდისაა. ხატოვან-იეროგლიფური ნიშნების საშუალებით ზედ დაპირისპირების ამბავის გადმოცემა უცდიათ. დაპირისპირებულ მხარეებს შორის ჯვარი ფიგურირებს. ერთი ჯვარი ქრისტიანული ჯვარია მეორე ტიპიური ადგილობრივი ფოთლოვანი ჯვარია. გუდანის ჯვართ ქვის მსგავსი ნიშანი აქაც ამოუჭრიათ, ჩანს რომ ეს ნიშანი სალოცავი ჯვართ სიმბოლოა. იგივე ნიშანი სოფ. უკანახოს ჯვართ ფასადზეა ამოჭრილი კვადრატი ჯვრით. თუ კარგად დავაკვირდებით ეს ნიშანი ასომთავრული ჯ-ს არქაულ ნიშანს მოგვაგონებს. ჩარჩოში ჩასმული ფარული ნიშნებია: სხივმოსილი ნახევარწრე, წრე და ჯვარი. ასეთი ფიგურებიდან ანუ რთულიდან გამარტივებისკენ მსვლელობა შესამჩნევია. (ასო ნიშნებთან "ა", "დ", "ჯ") კვადრატი დიაგონალებზე ჩახატული ჯვრით რომ "ჯვართ" ნიშნავს ამას მოწმობს პირამიდულ სახურავიანი ნიშებიც. ზედხედიდან დანახული შენობის ფორმა ემთხვევა სიმბოლოს. ქართულ ჯ-სთან დაკავშირებით ამგვარ აზრს გვთავაზობს აკ. ივ. ჯავახიშვილი: „ეგების ასომთავრული "ჯან"-ის მოხაზულობა უძველესი სახის შემნახველი იყოს. მაგრამ აქაც ჯერ ჰიპოთეზის გზით არაფრის თქმა არ შეიძლება და მომავალი იმედია მკვლევარს უფრო მეტ მასალას მისცემს. შესაძლოა ჯ-ს წარმოშობისთვის მექანიკური თეორიაც კი იყოს გამოყენებული, მაგრამ საიდან გაჩნდა ჯ-ს ზედა გასწვრივი ხაზი, ამ თეორიის თვალსაზრისი გაუგებარი იქნებოდა" [ივ.ჯავახიშვილი "ქართული პალეოგრაფია", 1949, გვ.231]. ხევსურეთის სოფ. ზემო კისტანის ლოკალური ხასიათის ნიშნებში კიდევ სხვაც საინტერესოა. კვადრატი დიაგონალზე ჩახატული ჯვრით გაერთიანებულია ერთად სიმბოლოში, რომელიც ხელსაწყო გონიოს მსგავსია. ამ სიმბოლოს ორნაირი ჯვარი ადგას, ერთი ფოთლოვანი ჯვარია მეორე ჩვეულებრივი მცირე ჯვარი. სიმბოლოების ამ ჯგუფს უპირისპირდება მარჯვნიდან სხვა სიმბოლოების ჯგუფი სადაც წამყვანია ქრისტიანული ბოლოებგაშლილი ჯვარი წრეში. "გონიოს" მსგავსი იეროგლიფი შიდა სივრცით ცნობილია ლუვიურ იეროგლიფების ჯგუფში სახელწოდებით "ნაგებობა" [„ლუვიური - იეროგლიფების სამყაროში", ნ. ხაზარაძე 2006 წ. გვ.32.], მსგავსი ნიშანი არ ჩანს ხმელთაშუაზღვისპირეთის ხაზოვან ნიშნებში და არც წინა აზიურ ნიშნებში. ასევე ცნობილია რომ ლუვიური იეროგლიფური დამწერლობა გამოიყენებოდა თაბალების და მუშქების ქვეყანაშიც მცირე აზიაში ძვ.წ. XVI-XIII ს. ამ დამწერლობის უძველესი ნიმუში ქიცუვანთას მეფე ისფუთახსუს საბეჭდავმა შემოგვინახა პ. მერიჯი [Manuale Di Eteo Geroglifico. 1975.] მომავალში ვინც დაინტერესდება ფარული ნიშნების ისტორიით, ამ იეროგლიფის გრაფიკული მსგავსებაც შეიძლება დაეხმაროს. ზევიდან დანახული დასახლებული ადგილის სქემატური ნიშანია მეორე ნაირი კვადრატები ჩახატული უჯრედებით, ზოგან ოთხი წერტილია, ზოგან სამი. რვა უჯრიანი, ექვს უჯრიანი, ოთხ უჯრიანი კვადრატები. კრიპტოგრაფების და პალეოგრაფების თვალთახედვის მიღმა დარჩენილი ნიშნიანი ქვები ყურადღებას მოითხოვს. შესაძლოა უძველესმა ნიშნებმა გამარტივება განიცადეს და საერო დამწერლობა ჩამოყალიბდა. როგორც ავღნიშნეთ წერაქულ დამწერლობაში კრიპტებში ფიქსირდება სხვა ნიშნებიც რომლებიც მეორდებიან და ქვეყნის აღნიშვნის შინაარსის მატარებელს გვანან. მსგავსი ნიშანი შუამდინარეთში დასახლებულ მიწას აღნიშნავს. საუბარია ოთხკუთხედში ჩახატულ უჯრედებზე. უჯრიანი კვადრატი (სვასტიკასთან) ბოლოებ შეხრილ ჯვართან გვერდზე არსად ჩანს რითაც ბადებს აზრს, რომ ეს ორი ნიშანი ერთი და იგივე შინაარსის სახეცვლილებებია, ხოლო უჯრიანი კვადრატი და წრეში ჩამჯდარი ჯვარი გვერდ-გვერდითაა. (შატილის ქვები) ე.ი. სხვადასხვა სახელწოდების ჩანან. ფარული ნიშნები საკულტო მსახურების ტექსტების ნაკვალევს მოგვაგონებენ მაგ: "ჯვარო ნათელო, ნათლისაო", [ს.მაკალათია "ხევსურეთი"] "ცეცხლის ბურთვაიანო", "კოპალავ ცეცხლის ლახტიანო" და გეომეტრიული "ფიგურები" როგორიცაა: ჯვარი წრეში და წრეს ცალმხრივი ხუთი სხივი, ჯვართან წრეები სხივებით. ფარული ნიშნები, რომელიც საქართველოს მთამ შემოინახა, ტრადიციის მიხედვით ატარებს ქართული ენის გადმოცემებში აღწერილ წარმოდგენათა ნაკვალევს. თავდაპირველი საკრალური, რთული ფიგურების გამარტივებული მოხაზულობა დაფუძნებული ჩანს მსგავსებაზე, ე.ი. აქ საუბარია გრაფიკულიდან გამომდინარე შინაარსზე, ხოლო ეს გრაფიკული მოხაზულობა მსგავსებას იჩენს ობიექტურ ფორმებთან "ჯვართ" ფორმა, ხის, ფარის გამოსახულება და სხვა. ამ საკითხს თუ კი შორიდან შევხედავთ სირთულე ერთი მხრიდან არაა მარტო. მთელი პრობლემა გახლავთ ის რომ ამ განხრით არავინ არ დაინტერესებულა. სკრიპტოგრაფიული კვლევის გამოცდილება ჩვენთან არ მოიძებნება. ჩვენ ვხემძღვანელობთ ისტორიკოსების, პალეოგრაფების, ეთნოგრაფების, ენათმეცნიერების, იბეროლოგების, უცხოელი პალეოგრაფების და სკრიპტოგრაფების შრომების მიხედვით. სკრიპტებსა და ასომთავრულს შორის შეიძლება საერთო მოტივების მონახვა. მხატვრული და გამომსახველობითი ფორმები, როგორც ერთგან ისე მეორეგან საერთო გეომეტრიული ფიგურებია: ჯვარი, წრე, ვერტიკალური ხაზი, კვადრატი. ფარული ნიშნების გამარტივება ასომთავრულისთვის რა პრინციპით მოხდა? რაიმე ისტორიულ მოვლენას ხომ არ ქონდა ადგილი? ამგვარი კითხვების აქტუალობას ქართულ მატიანეში აღწერილი ისტორიული პერიოდი ამტკიცებს. როგორც ვიცით ანბანის შექმნა მიეწერება ფარნავაზ მეფეს "და მან შექმნა მწიგნობრობა ქართული" ["ქართლის ცხოვრება", I]. მატიანეში ჩაწერილი ზოგადი ფრაზა ბევრჯერ გამხდარა მსჯელობის საგანი. ივ.ჯავახიშვილი, პ.ინგოროყვა და სხვა მეცნიერები მიიჩნევდნენ, რომ ფარნავაზ მეფემ ადრე არსებული ძველი დამწერლობის ნიშნები გამოიყენა ქართული ანბანის შესაქმნელად. "ლ.მროველის თხზულებაში გვხვდება ცნობა ქართული ანბანის გამოგონების დროისა და შემდგენლის პიროვნების შესახებ. მას ქართული მწიგნობრობა ფარნავაზ მეფის შემოღებულად მიაჩნია ["ქართლის ცხოვრება", I]. საყურადღებოა, რომ მეთერთმეტე საუკუნის ქართველ ისტორიკოსს ქართული ანბანი ქრისტეს წინადროინდელ აღმოჩენად ჰქონია წარმოდგენილი” [“ქართ. პალეოგრაფია” ივ. ჯავახიშვილი 1949, გვ. 194] იქვე ე.ი “ქართული ანბანის შემომღებელი და მომპოვებელი იყოო”. მიუხედავად აღნიშნულისა, მოგვიანებით, ზოგიერთებმა მიიჩნიეს, რომ ბერძნულიდან აღებული ნიშნებით და მთვარის სიმბოლური ნიშნებით შეიქმნა ანბანი. ისტორიულად ქართველ ხალხს თუ კი ჰქონდა ფარული ნიშნები (სკრიპტები), საეჭვოა სხვა ხალხის დამწერლობიდან აეღოთ ნიმუშები. მეფე ფარნავაზის ცხოვრებისეული პერიოდია კავკასიის მთებში შეფარება და მძლევამოსილი მოსვლა. "კავკასიას მუნ იზრდებოდა" [ქართლის ცხოვრება, გვ.55.] უფლისწული, რომელიც იძულებული გახდა გახიზნულიყო მისთვის საიმედო ადგილას, ჩამოდის მთიდან გაძლიერებული და პოლიტიკურად კონსოლიდირებული. პოულობს გამოქვაბულში შენახულ განძს, აერთიანებს აღმოსავლეთ და დასავლეთ ქართველურ თემებს, შემოაქვს საერისთაოებით მოწყობილი სახელმწიფო წყობილება, ატარებს რეფორმას და შემოაქვს დამწერლობა. გამოდის რომ საქართველოს ძველ ისტორიაში მეფე ფარნავაზია პირველი პიროვნება, რომელმაც ერთიანობის თესლი ჩააგდო მონათესავე თემების ცნობიერებაში. ფარნავაზთან და ანბანთან დაკავშირებით ერთის თქმა შეიძლება, ანბანისთვის ნიშნების აღება მოხდა ისეთი ჯგუფიდან და ისეთ დროს, რომელიც იყო ცოცხალი და ფუნქციონირებადი. მცირე აზიაში ამნაირი ცოცხალი, მონუმენტური ნიშნები ისტორიულად ფარნავაზის პერიოდში არ ფიქსირდება, მაშინ რჩება ისევ საქართველოს მთიანეთის ძველი საკულტო ყოფის არსებობა [ი.სულგულაძე „ქართული ხალხური ორნამენტის სიმბოლიკა“ 1986]. (ღვთაებრივი ასტრალურ-კოსმოგონიური, ნიშან-სიმბოლოები). საქართველოს ტერიტორიაზე შეკრების და დახარისხების შემდეგ გამოჩნდა ძირითადი 40-მდე ნიშანი, აქედან კრეტულთან და იბერიულთან მსგავსებაშია 30-ზე მეტი ნიშანი. მსგავსებაა ასევე ასომთავრულ ასოებსა და იბერიულ ხაზოვან ნიშნებში. ჩვენ არ ვამბობთ ასომთავრულთან მკვეთრად გამოხატულ გრაფიკაზე, თუმცა ზოგიერთი ნიშნის ზუსტი გამეორებაც შეიმჩნევა, ძირითადად კონსტრუქციული ჩონჩხის მსგავსებებია იბერიულ ხაზოვანთან: ბი და ბ, გი და გ, კე და კ, ტე და თ, ე და ე, გე და იოტა, რი და ფ, დი და ხ, კრეტულ “A” ხაზოვანთან გარეგნულად მსგავსია შემდეგი ასოები: ს, ვ, ქ, პ, ჟ, ღ, შ, ჩ, ჯ, ძ, წ. კრეტული “A” ხაზოვანი გაუშიფრავია, "В" ხაზოვანი დამწერლობის გაშიფვრა მოხდა 1952-1956 წლებში, მ.ვენტრისის, ჯ.ჩედრიკის მიერ. დაშვება, რომ რაც კრეტულში და იბერიულში ნიშანთა სახელწოდებებია საქართველოშიც ფარული ნიშნები ანალოგიური სახელწოდების იქნებოდა, არ იქნება სწორი. მხოლოდ მიახლოვებაზე შეიძლება საუბარი იმ დონემდე რასაც პროიბერიული ერთნაირი წინაინდოევროპული ენების ფონეტიკური მსგავსება სწვდებოდა [თ.გამყრელიძე. "ინდოევროპული ენა და ინდოევროპელები", თბილისი 1984], (აქ გეომეტრიული ორნამენტის სახელწოდებებიც გასათვალისწინებელია). ზემოთ აღნიშნულიდანაც ჩანს, რომ ასომთავრულის დახვეწილი ასოები შექმნილია არა ალალბედზე ან ფანტაზიით, არამედ ძველი ნიშნების მიხედვით, უფრო საყურადღებოა "ქ"-ს შემდეგი მწკრივის ასოების მონუმენტური მოხაზულობა, რადგან მსგავსი ფონემის ასოები არც ბერძნულში, არც არამეულში და არც ფინიკიურში არ არსებობდა. შემორჩენილ ფარულ ნიშნებში არის კიდევ იდეოგრამები, რომლებიც არც შუა მდინარეთში არც კრეტულ და არც იბერიულში არ გვხვდება: მრავალ უჯრიანი კვადრატები წერტილებით, ბორჯღალი წრიანი შუაგულით, ჯვრიანი წრე ცალმხრივი ხუთი სხივით, ორმაგი სპირალი, ჯვარი ორი ჯვრით და წერტილებით. ჩვენი აზრით მეფე ფარნავაზი იცნობდა ამ ნიშნებსაც, იგი შეხვდებოდა იმ საკულტო მსახურთაც, რომელთაც იცოდნენ ფარული ნიშნების წაკითხვა “არა უწიგნურნი იყვნენ ქურუმნი" – ქართული მატიანე ["ქართლის ცხოვრება", I ].

დასკვნა:

1. ფარული ნიშნები სკრიპტები, საკულტო მსახურთა და ქურუმთა ცოდნის ნაკვალევია, მათი ცოდნა ზოგან მოღწეულია შუა საუკუნეებამდე (ხახმატში ძველებურ ხის კიდობანზე ამოჭრილი ნიშნები). საფიქრებელია, რომ მეფე ფარნავაზის ეპოქაშიც იარსებებდა ფარული ნიშნები;

2. მეფე ფარნავაზის მთაში ყოფნის პერიოდი, საკულტო ფარული ნიშნების ფუნქციონირების პერიოდი და ასომთავრულის შექმნის ისტორიული ცნობა ერთმანეთს ემთხვევა;

3. ასომთავრულის ასოების ძირითადი კონსტრუქციული (ჩონჩხის) აგებულება აღებული ჩანს პროიბერიული ხაზოვანი ფარული ნიშნებიდან, რომელსაც ფლობდა გამორჩეული ქართველი ქურუმობა, ხუცესობა. ქრისტიანობის შემოსვლის შემდეგ ბერძნულის და არამეული ასოების გარკვეული გავლენაც არ გამოირციხება.

საქართველოს ტერიტორიაზე შემორჩენილი ფარული ნიშნები სერიოზულ კვლევას მოითხოვს.


legion.ge-82-1553250819.jpg


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

რამხელა ისტორია გვაქვს...



#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ვაახ კაცოუ ეს იმისთვის დავდე რომ უფრო მოგანდომოთ ამას უშუალოთ გაეცნოთ და ორივე ხევსურეთი , თქვენი თვალით ნახოთ ....ასე რომ 55 ლარად 2 დღიან ტურში წავიდეთ და მაგარი დროც ვატაროოოთ. აბა ჰე ვის გაქვთ სურვილი?

ნუ მე თავისთავად


legion.ge-82-1553250819.jpg


#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ხევსურეთში 2 დღიანი ტურის მსურველები არავინ ხართ? ივლისის ბოლო შაბათ-კვირა ან ადვისტოს 1 შაბათ-კვირას გავალთ.


legion.ge-82-1553250819.jpg


#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
noko

noko

    ლეგიონერი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPip
  • 343 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:ქართლი

მსურველებოო აბაა დავიწყეთ. ამაზე უეკთესს არამგონია რამე ვნახოთ ჩვენი მთის მარგალიტები 

 

1 ნოკო

2 babu

3, beso



#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ვისაც გაქვთ სილქ ტვ და gmc არხი ...ჩართეთ ეხლა და ნახეთ რაზე იძახით უარს.....


legion.ge-82-1553250819.jpg


#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მსურველებოო აბაა დავიწყეთ. ამაზე უეკთესს არამგონია რამე ვნახოთ ჩვენი მთის მარგალიტები 

 

1 ნოკო

2-3 babu+ 1

4. beso

5. პანჩო

6.დიდი მაგისტრი

 

7-15.  შალვა წინწკალაძე+8

16-20. გუგი+4

21-23 გოჩა+2

24-28 კახაბერ+4

29-39 იკა +9

 

სულ 39 ბადამიანი


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?