Jump to content


ამ თემას აქვს 2 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
 

ცხოველის ფიტულის დამზადება

 

 

 

Untitled-113.jpg

 

ბეწვიანი ნადირის ტყავის დამუშავება და ნანადირევის ნაწილებად დაყოფა

 

 

ბეწვიანი ნადირის გასატყავებლად საჭიროა ზოგიერთი წინასწარი სამზადისი. მაგალითად, სისიხლის ლაქები და ჭუჭყი, რომელიც აქვს ტყავს, უნდა მოაცილოთ სველი ჩვარით, ცხიმოვანი ლაქები-სკიპიდარით ან ბენზინით და ბეწვი ამ ადგილზე გააშროთ მშრალი წვრილი ნახერხით. პირდაპირი ნაწლავიდან უნდა გამოიღოთ განავალი, ხოლო შარდის ბუშტიდან – შარდი.
ტყავი დიდი სიფრთხილით უნდა გაიხადოს, არ გაგეჭრათ გლემურძი. არ შეიძლება აგრეთვე გლემურძის სისხლის ჩანაქცევების ან ლაქების დატოვება. გლემურძს კარგად უნდა გაეცალოს ქონი კუდიდან და თათებიდან გამოეცალოს წვრილი ძაფიც კი.
ტყავს ხდიან ერთ-ერთი ქვემოთმოყვანილი წესით.

პირველი წესი – მილისებური გახდა – იმაში მდგომარეობს, რომ ტყავს ხდიან მილის მსგავსად გავიდან თავისაკენ. ამისათვის ტყავს ჭრიან უკანა ფეხების თათებიდან შიგა გვერდით უკანა ტანის გასავლამდე და აქედან იწყებენ ტყავის გახდას. გარდა ამისა, საჭიროა კუდის ქვედა ნაწილში ბოლომდე გაკეთდეს ჭრილი და აგრეთვე შემოიჭრას წინა ფეხები თათებიდან ნიდაყვამდე.
მეორე წესია გატყავება წინდისებურად.
ამ შემთხვევაში ტყავზე არავითარ გაჭრას არ აწარმოებენ. მხოლოდ ლაფშებს ჩამოაჭრიან და დააცილებენ მათ ღრძილებს. შემდეგ იწყებენ ტყავის გახდას ცხოველის თავიდან გავისაკენ.
მესამე წესია   გატყავება ნოხისებურად.

 

ამისათვის ქვედა ყბაზე ტუჩის შუა ნაწილიდან იწყებენ ტყავის გაჭრას ყელის შუა ხაზზე და შემდეგ კი მკერდზე, მუცელზე და კუდის ქვედა პირზე. მერე ჭრილი გაკეთდება უკანა თათებიდან უკანა ტანის გასასვლელისაკენ და ბოლოს უკანასკნელი ჭრილი იქნება წინა თათებიდან იდაყვების გასწვრივ იღლიების გავლით, სანამ არ შეურთდება მკერდზე გაკეთებულ ჭრილს. ამის შემდეგ ტყავს ხდიან ნოხისებურად.

 

 

ცხიმის გაცლა.

 

გახდილ ტყავს კარგად უნდა გასცილდეს ცხიმი, ვინაიდან ტყავზე დარჩენილი ქონი აფუჭებს ბეწვს და ამცირებს მის ღირებულებას.
ცხიმს აცლიან სპეციალური საფხეკით, ბოლოდან თავისაკენ. ცხიმი ჯერ უნდა გაეცალოს ზურგის (ხერხემლის) ნაწილს, შემდეგ გვერდებს, გავასა და კიდურებს. ცხიმის გაცლა ყველაზე უფრო მოსახერხებელია, როდესაც ტყავი წამოცმულია (ბეწვით შიგნითკენ) სათანადო ზომის ხის ჩოტზე.
ბეწვის ცხიმით დასვრის შემთხვევაში აუცილებელია ტყავის გაწმენდა ბეწვეულის საფარის მხრივ; ამისათვის მას უნდა წაუსვათ მშრალი თბილი ნახერხი.

ტყავის გაშრობა.

 

ცხიმის გაცლის შემდეგ აუცილებელია ტყავის ჩამოცმა სამართზე. ეს ტყავს მისცემს სწორ სტანდარტულ ფორმას და ხელს შეუწყობს მის ნორმალურ გახმობას.
სამართს თვით მონადირეც აკეთებს. ამისათვის უნდა აიღოთ მოქნილი ორკაპიანი ტოტი, მოჭრათ იგი ტოტების გაორების ახლოს და დატოვოთ ორივე გრძელი ტოტი.
ორივე ტოტს მოუჭირეთ ხელი და სამართი მეორე ბოლოდან ჩასვით ტყავის გავის ნაწილში, ბეწვეულის შიგნით, და ასე შეიყვანეთ იგი ტყავში ბოლომდე (თავამდე). უკანა ფეხები მიაბით ორკაპის ბოლოებს და ჩამოკიდეთ იგი მშრალ, საქარე, ჩრდილოვან ადგილზე, სადაც ტემპერატურა იქნება 15-30 გრადუსი.
ტყავის გაშრობა დაუშვებელია ღუმელის ახლოს ან მზეზე.
თუ თქვენი სურვილია რომ ტყავი გქონდეთ ბეწვით გარეთ, მაშინ იგი უნდა მოიხსნას სამართიდან (ტყავიდან უნდა გამოიღოთ სამართი ჯერ კიდევ საბოლოოდ გაშრობამდე) და გადაბრუნდეს, რის შემდეგაც ტყავი ცხვირით ჩამოიკიდება საბოლოოდ გასაშრობად.
როდესაც ტყავი გაშრება, ბეწვი უნდა გაიწმინდოს ცხიმის ლაქებისაგან თბილი ნახერხით; წვრილი ჯოხით გაიბერტყოს ნახერხი, შემდეგ კი დაივარცხნოს ბეწვი და ჩამოიკიდოს მშრალ ადგილზე ცხვირით.

 

Untitled-3.jpg

 

 

ჩლიქოსანთა ცხოველების გატყავება

 

. ჩლიქოსანი ნადირის (ირემი, შველი, ღორი, ჯიხვი და სხვ.) მოპოვებისთანავე უნდა შეუდგეთ მის გატყავებას, ამისათვის უნდა აირჩიოთ მცირე, მაგრამ სწორი მოედანი, იქ დააფინოთ ახლად მოსხეპილი ტოტები და ზედ ზურგით დაადოთ ნადირი.
აიღეთ მჭრელი დანა და ჩლიქოსნებთან წინა და უკანა ფეხებზე შემოსჭერით ტყავი. ახლა უკანა ფეხებთან გაკეთებულ ჭრილთან გასერეთ ტყავის კოჭისაკენ უკანა ტანის გასვლამდე. ასევე წინა ფეხებზე გასერეთ ტყავი იდაყვის სახსრამდე და შემდეგ მკერდის შუაგულამდე.
გააკეთებთ რა ამ ჭრილებს, დაიწყეთ ტყავის გაჭრა პირადიპი ხაზით კისრის შუა ნაწილიდან მკერდზე და მუცელზე უკანა ტანის გასვლამდე.
თუ ნადირი რქოსანია (ირემი, შველი, ჯიხვი, არჩვი), ტყავი დამატებით უნდა გაიჭრას კისრის შუა ნაწილის დასაწყისიდან ყურის გავლით ერთ-ერთ რქამდე. შემდეგ შემოიჭრას ამ რქის ძირი, გაიჭრას ტყავი, მერე კი ასევე შემოიჭრას რქაზე.
ახლა კი ხან დანით და, ხან თითებით შეიძლება მხეცის თავიდან მთელი ტყავის გახდა.
გატყავება ყველაზე უკეთესია დაიწყოს თავიდან და ფეხებიდან, შემდეგ კი გვერდებზე და ზურგზე.
გააცილეთ გლემურძს ხორცის ნაწილაკები, ქონი და ძარღვები; დასდეთ ტყავი ბეწვით ძირს და ბლომად დააყარეთ მშრალი მარილი. შემდეგ შეახვიეთ ტყავი კონვერტის მსგავსად, შიგ ჩაატანეთ თავი და ფეხები. ასეთ მდგომარეობაში ტყავი უნდა დარჩეს 6-7 დღეს. რის შემდეგ შეიძლება მისი გაშრობა.

ნანადირევის ნაწილებად დაყოფა.

 

გატყავების შემდეგ ნადირი უნდა გამოიშიგნოს იქვე, ტყავზე. ამისათვის საჭიროა გაიჭრას მკერდი და მუცელი.
უპირველეს ყოვლისა, ნადირს უნდა გამოეცალოს კუჭი და ნაწლავები, შემდეგ კი ფილტვები, გული და ღვიძლი.
ამის შემდეგ შეიძლება შეუდგეთ ნადირის მთელი სხეულის დაყოფას ნაწილებად.
ჯერ მოაჭერით თავი და ფეხები (სახსრებში). ღორისა და ირმის სხეულს ანაწილებენ ნაჯახით. აუცილებელია მათი ხერხემლის გასწვრივ შუაზე, მარჯვენა და მარცხენა ნახევრებად გაჭრა. თითოეული ნახევარი შეიძლება შემდეგ დანაწილდეს უკანასკნელი და უკანასკნელის წინა ნეკნის შორის წინა და უკანა მეოთხედებად, ანუ ბარკლად და ბეჭად.
სურვილის მიხედვით ოთხფეხი ნადირის ხორცს ამარილებენ შემდეგნაირად: გატყავებულ სხეულს გაჭრიან მცირე ნაწილებად, ყველა მსხვილ ძვალზე მდებარე ხორცში გააკეთებენ დამატებით ჭრილებს. შემდეგ მთელ ხორცს სქლად წაუსვამენ წათხს (კალიუმის გვარჯილას 1 წილზე 100 წილი სუფთა სუფრის მარილი) და მჭიდროდ ჩააწყობენ სუფთა, მდუღარე გამოვლებულ კასრში.
კასრის ძირზე წინასწარ ყრიან სანტიმეტრის სისქე მარილის ფენას. ხორცის ერთი ფენის ჩაწყობის შემდეგ კვლავ ეყრება მარილის სქელი ფენა და ასე განმეორდება ყველა ფენის ჩაწყობისას. ბოლოს ხორცს ზემოდან უნდა დაედვას ფიცრის სათანადო სიმრგვალის სახურავი, და ზემოდან კი რაიმე მძიმე საგანი.
მე-2 და მე – 3 დღეს, როდესაც ხორცი დაიტკეპნება, მას უნდა დაესხას მაგარი წათხი (220 გრამი მარილი ლიტრ წყალზე).
ამის შემდეგ კასრი შეიძლება დაიხუროს და დამარილებული ხორცი დარჩეს მასში 20 დღე-ღამეს გრილ ადგილზე.

 

012466442960.jpg

 

 

წვრილი ნადირის ფიტულის გაკეთება

 

 

ახლა შევეხებით წვრილი ნადირის ფიტულის გაკეებას.
იმისათვის რომ წვრილი ნადირი სწორად გავატყაოთ, უნდა გავსეროთ იგი მკერდსა და მუცლის შუახაზზე წინა ფეხებიდან უკანა ფეხებამდე. ამის შემდეგ ტყავი მცირე ნადირს გაეხდება ისევე როგორც ფრინველს.
ჯერ ტყავი ერთ ერთ უკანა ფეხზე უნდა გაეხადოს, რისთვისაც გამოიწევა მუხლი და გადაიჭრება რა იოგები ბარკალი მოსცილდება წვივს. წვივის ძვლები რჩება ტყავთან, მაგრამ ისინი ზედმიწევნით იწმინდება ხორცისაგან ფეხის თითების ფარანგებამდე. იგივე უნდა გაკეთდეს მეორე უკანა ფეხის მიმართაც. როდესაც ტყავს მოაცილებთ ხორცს მუცელზე და ნაწილობრივ გვერდესა და ბარკლებზე, ზურგისაკენ უფრო ღრმად გადაჭერით უკანა გასავლის ნახვრეტი. გაანთავისუფლებთ რა ტყავს კუდზე, აიღეთ მარჯვენა ხელში კუდის მალა ორი ჯოხით, როგორც ჩანგლით, მარცხენა ხელით კი მარჯვედ დაიჭირეთ ნადირის სხეული, ძლიერ მოსწიეთ იგი მარჯვენა ხელით და კუდს ისე გასძვრება ტყავი როგორც ხელთათმანი.
ახლა თანდათან დაიწყეთ ტყავის გახდა ხან ზურგიდან ხან მკერდიდან. ასე მიხვალთ ბეჭამდე. გააძრეთ ტყავი წინა მარცხენა ფეხს მხრის სახსრამდე და გადაჭერით სახსარი. მხრის, ნიდაყვისა და სხიური ძვლები გაიწმინდება და დარჩება ტყავზე. ასევე მოექეცით მეორე წინა ფეხს. ორივე ფეხს გააცალეთ ხორცი. შემდეგ განაგრძეთ ტყავის გახდა კისრიდან და თავიდან. განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა ტყავის გაძრობას თავიდან. ყურები უნდა მოეჭრას ძირშივე თავის ქალასთან, თვალები ამოჭერით ღრმად თვალის კაკალთან, ტუჩები კი კბილებთან, ხოლო ცხვირის ხრტილი ტყავზევე დარჩება.
პატარა მხეცების თავის ქალა არ მოშორდება ტყავს და ტყავი თავის ქალასტან ერთად ცხვირის ხრტილით ტყავზე რჩება. თავის ქალაზევე რჩება ის თხელი აბკისებრი ტყავი, რომელიც აერთიანებს ლაფშებს ყბებთან, ყველაფერი ეს ადვილად ხდება. თავის ქალას მთელი ხორცი უნდა მოსცილდეს ენასთან, თვალებთნ და სასასთან ერთად. ტვინს გამოიღებენ თავის ქალიდან ზემოთ ნაჩვენები ნიჩბით ოდნავ გაფართოებული კეფის ნახვრეტიდან. გამოღებული ტვინის ნაცვლად თავის ქალაში ჩაისხმება გახსნილი თაბაშირი და როგორც ფრინველს, შიგ ჩაეტენება ისეთივე მავთულის ნაჭერი, როგორც ფრინველის საღერძე მავთული, როდესაც თაბაშირი გახმება, მავთულის ეს ნაჭერი ამოიღეთ. თვალების ღრუ, სასა და თავის მთელი კუნთები ზუსტად შეცვალეთ თაბაშირით. თუ ისე პატარა მხეცს აკეთებთ, რომლის თავის ქალა ტყავზე დარჩა, მაშინ თავის ტყავს წაუსვით დარიშხანის ხსნარი, ხოლო თავის ქალა სკულპტურული თიხის თხელი ფენით შელესეთ, ჩააბრუნეთ უკანვე ტყავში და კარგად გაასწორეთ ზედ ტყავი.
მთელ ტანს გარედან წაუსვით დარიშხანის ხსნარი და გადადეთ იგი გვედზე.
ახლა საჭიროა პატარა ცხოველის ჩონჩხის დამზადება.
თქვენს წინ მდებარე ცხოველის ტყავგახდილ სხეულზე სანტიმეტრით გაზომეთ:

 

 

ა) კისრის სიგრძე იმ ადგილიდან, სადაც იგი მიბმული იყო თავის ქალასთან, ბეჭის შუამდე;
ბ) კისრის სიმსხო;
გ) მანძილი ბეჭის შუადან მენჯბარკლის სახსრამდე;
დ) ბეჭის სირძე;
ე) ბარკლის ძვლის სიგრძე;
ვ) კუდის სიგრძე;

 

 

კიდურების მავთულთა ზომები, აღნაგობა და აგრეთვე საღერძე მავთულის სიმსხო და სიგრძე უნდა აიღოთ როგორც ფრინველის ფიტულის გაკეთების დროს ორივე მხარეზე ზედმეტად ერთ მხარეზე გამახვილებით.
როგორც საღერძე, ისე ფეხების მავთული იმ ანგარიშით უნდა აიღოთ, რომ მათ შეეძლოთ აიღონ მთელი ფიტული.
ასევე საჭიროა ორი რგოლის გაკეთება საღერძე მავთულზე, პირველი იმ წერტილში, სადაც უნდა იყოს ბეჭის შუა ნაწილი. ამასთან საღერძე მავთულზე კისრისათვის გადაზომილი მავთულის სიგრძეს აგრეთვე უნდა ქონდეს დანამატი, რომ იგი შეიჭრას თავის ქალაში ჩასხმულ თაბაშირში გაკეთებულ ნახვრეტში.
მეორე რგოლი კეთდება იმ წერტილში, სადაც უნდა იყოს ბარკლის და თეძოს სახსარი. აიღეთ საჭირო ზომის ბამბის ან ძენძის ფენა და შემოახვიეთ ღერძის მავთულის კისრის ნაწილს თანახმად იმ ჩანაწერისა, რომელიც გააკეთეთ სხეულის ზომების აღების დროს (კისრის სიგრძე). როდესაც კისრის სიმსხო მიაღწევს თქვენს მიერ ჩაწერილ ზომას (კისრის სიმსხოს ზომა), მას მთლიანად შემოახვიეთ ძაფი და შეკარით.
გაშალეთ ტყავი და გამოაჩინეთ თავის ქალის კეფის ის ნაწილი, სადაც თაბაშირში გაკეთებულია ნახვრეტი და შედეთ შიგ კისრის მავთულის წამახვილებული თავი. ფრთხილად დაატრიალეთ იგი და დააწექით, ეცადეთ, რომ მავთული შევიდეს ნახვრეტში, გავიდეს შუბლის ძვალსა და ტყავში და გამოვიდეს თავის ქალის მეორე მხარეზე. ახლა გარედან მოსწიეთ მავთული, რომ კისერი მჭიდროდ მივიდეს კეფასთან. წამოაცვით კისრის ტყავი კისრისვე ბამბაშემოხვეულ ლივლს და გაასწორეთ. ეცადეთ, რომ იგი დაუჭმუჭნავად დადგეს თავის ადგილზე.

 

 

a27255061d2c.jpg

ახლა ხელში აიღეთ კიდურისათვის დამზადებული მავთულები და დაიწყეთ ჯერ წინა ფეხების მომზადება და მონტაჟი.
შეიყვანეთ მავთულის ბოლო წამახვილებული ბოლო წინა მარცხენა ფეხის ტერფში და თავისუფალი ნაწილი გამოიყვანეთ ფეხის გულიდან გარეთ იმ ზომით, რაც საჭიროა შემდეგ საყრდენზე ფეხის დასამაგრებლად; მავთულის მეორე თავი მიადევით ფეხის ძვლებს და მიაბით მათზე მსხვილი ძაფით. გადაზომეთ მავთულზე ბეჭის სიგრძის ნახევარი და მოღუნეთ სწორ კუთხად. გადაზომეთ ამ კუთხიდან მკერდის სიფართის ზუსტად ნახევარი და ისევ მოღუნეთ მავთული სწორ კუთხად. ახლა დაიწყეთ ფეხის გამართვა. შემოახვიეთ ყველა ძვლებს ძენძი ან ბამბა (ნაცრისფერი, არაშალის) ისე, რომ მთელმა ფეხმა მიიღოს სათანადო ფორმა. კიდევ წაუსვით ტყავს დარიშხანის ხსნარი და ჩააცვით იგი ახლახან გადაკეთებულ ფეხს. კარგად დაუკვირდით, რომ ტყავი კარგად დაჯდეს და არ გადმობრუნდეს.
იგივე გააკეთეთ წინა მარჯვენა ფეხზედაც.
წინა ორი ფეხის მოთავსების შემდეგ მათი მავთულის თავისუფლალი ბოლოები შედეთ საღერძე მავთულის პირველ რგოლში, გაჭიმეთ ისინი ჯვარედინად რგოლისაკენ. აიღეთ ის კვანძი ბრტყელტუჩათი მარჯვენა ხელით, მარცხენათი კი საღერძე მავთულს შემოახვიეთ 3-4 ჯერ მარჯვნიდან მარცხნივ ჯერ ერთი ფეხის ბოლო და შემდეგ მეორესი მარცხნიდან მარჯვნივ და გადაახვიეთ ერთმანეთზე ორივე ბოლო.. ზედმეტი მავთული მოაჭერით. დააწყვეთ ფეხები ისე, როგორც ეს უნდა იყოს ანატომიურად, და შემდეგ შეუდექით უკანა ფეხებს.
აქ იგი უნდა გაკეთდეს, როგორც წინა ფეხებისათვის, მხოლოდ მას შემდეგ, როგორც კი შეიკვრება ძვლები (ბარკლის დიდი და მცირე) ძაფით და ზედ შემოეხვევა ბამბის ან ძენძის სათანადო სისქის ფენა, უნდა გაიზომოს მავთულზე ბარკლის ძვლის სიდიდე და ამ ადგილზე მავთული უნდა მოიხაროს სწორი კუთხით. ამ კუთხიდან უნდა მიემატოს მენჯის სიფართის ნახევარზე ცოტა ნაკლები და კვლავ გადაიღუნოს მავთული სწორი კუთხით წინა გადაღუნულის პერპენდიკულარულად.
იგივე გააკეთეთ მეორე უკანა ფეხზე. ორივე თავისუფალი ბოლო შედევით მეორე რგოლში ისე, როგორც წინა ფეხების გაკეთების დროს, ხელი მოკიდეთ ამ კვანძს ბრტყელტუჩათი და ორივე ბოლო დაახვიეთ საღერძე მავთულს.
როდესაც დაამთავრებთ მუშაობას უკანა ფეხებზე, გადადით კუდზე. კუდის ნაწილის მავთულს შემოახვიეთ ბამბა ან ძენძი იმ ფორმისა და სიგრძის შესაბამისად, როგორიც იყო ტყავი და ამოღებული კუდის ხერხემალი, შიგნით კუდის ტყავს ისე წაუსვით დარიშხანი და შიგ ჩასვით კუდის ზომის ბამბადახვეული მავთული.
ამგვარად, პატარა მხეცის თავი, კისერი, კუდი და ოთხივე კიდური თქვენ მზად გაქვთ.
ახლა შეუდექით სხეულის გატენას. ამისათვის აიღეთ გრძელი და სათანადო ფენა ბამბისა და ჩადეთ იგი ღერძის მავთულის სიგრძის ქვეშ, მთელი ზურგისა და გავის ქვეშ. ცოტა მეტი ბამბა უნდა ჩაიდვას ბეჭებს ქვეშ (იქ, სადაც პირველი რგოლია).
თქვენ გახსოვთ, რომ ბეჭები არ გაგიკეთებიათ. მათ მაგივრად მხოლოდ მავთულის გადაზომილი ადგილები გაქვთ, რომლებიც ბეჭების სიგრძის მხოლოდ ნახევარს უდრის. მაშასადამე, ახლა საჭიროა ბეჭის გაკეთება. ეს გაკეთდება ბამბის ან ძენძის თანაბარი ფენებით. ისინი უნდა ჩაიდვას ჯერ ბეჭის მავთულისა და ტყავის ქვეშ და შემდეგ მკერდის ტყავის ქვეშ. ბამბა მჭიდროდ უნდა იყოს ჩაწყობილი. ამავე დროს ბამბა პატარა ნაჭრებად და თანაბრად უნდა ჩაიდოს მარჯვნივ და მარცხნივ, თან ყურადღება უნდა მიექცეს, რომ ორივე ბეჭი სიმეტრიული გამოვიდეს.
მოათავებთ რა ფიტულის მკერდის ნაწილს, გადადით უკანა ფეხებზე.
აქ ისე როგორც წინა ფეხებზე, ჯერ ბარკლების გაკეთებას შეუდექით, მოხარეთ ფეხები მუხლის სახსარში და ჩადეთ ბამბა ბარკლის მავთულის უკან. ეცადეთ, რომ ბამბა თანაბრად ჩაიწყოს როგორც მარჯვნივ, ისე მარცხნივ, ხელი უსვით ბარძაყის ბეწვს და არ დაგრჩეთ ცარიელი ადგილი ტყავის ქვეშ.
მოათავებთ რა უკანა ფეხების გატენას, გადადით მუცლის არის და ცხოველის სხეულის დარჩენილი ნაწილების გატენაზე. ამ ოპერაციის დამთავრების შემდეგ ტყავის გაჭრილი ადგილი.
დააკვირდით ფიტულს ყოველი მხრიდან: ხომ არ არის სადმე ჩავარდნილი ადგილი ან, პირიქით, ამობურცული, რაც ამახინჯებს ცხოველის ფიგურას. თუ ასეთები შეამჩნიოთ და შეუძლებელია მათი შეკეთება-შელამაზება გარედან, მაშინ გირჩევთ ნუ დაიშურებთ დროს, გაარღვიეთ ნაკერი და გააკეთეთ ყველა საჭირო შესწორება.
როდესაც დაამთავრებთ ფიტულის დატენას, დაუბრუნდით ცხოველის სახეს. ზოგან პინცეტით, ზოგან კი ქინძისთავით ცხოელს მიეცით ცოცხალი გამომეტყველება. ამ შემთხვევაში , რასაკვირველია ძნელია რაიმე რჩევის მოცემა. დაკვირვება, მხატვრული ალღო და პრაქტიკა თვითონ გვიჩვენებს, რაც უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ცხვირი თავის ადგილზე იყოს, თვალების კი თავის ადგილზე, ქუთუთოებზე ჰქონდეს ბუნებრივი ჭრილი, ტუჩებს კი ჩვეულებრივი ადგილი და ბუნებრივი მოხაზულობა.
დიდი დახმარება შეუძლია ფოტოსურათებს და იმ კარგი მხავრების ნაწარმოებს, რომლებსაც ხელი გაწაფული აქვთ ცხოველების ხატვაში.

 

280c66288cbc.jpg
 

ახლა კვლავ დავუბრუნდეთ ჩვენს ფიტულს.

მოიყვანთ რას მას წესრიგგში, ჩაუსვით თვალები. ისარგებლეთ შუშის შეუღებავი თვალებით. ისინი იმითაა კარგი, რომ შესაძლებელია მათი სურვილისამებრ შეღებვა იმ ფერით, რომელიც აუცილებელია ამ ცხოველისათვის.
თვალების შეძენა შეიძლება ზოოლოგიურ მაღაზიაში.
როდესაც თვალებს ჩაუსვამთ და ფიტულზე შემჩნეულ ყველა ნაკლს გამოასწორებთ, მიეცით მას ის პოზა, რომელიც თქვენ განიზრახეთ. აიღეთ სათანადო ხის დაფა და გაუკეთეთ მას ნახვრეტები იქ, სადაც უნდა დაიდგას ფეხები, და ზედ დააყენეთ ფიტული, გაუსწორეთ ბეწვი, დაუმაგრეთ საჭირო მდგომარეობაში ყურები ქინძისთავებით და დადეთ ფიტული გასაშრობად. ფიტული უნდა გაშრეს ჩრდილში, იქ, სადაც არის ჰაერის მოძრაობა, და არა მზეზე, ან ღუმელის ახლოს.
მას შემდეგ, რაც ფიტული გაშრება, იგი უნდა მოიხსნას საყრდენიდან და საყრდენი შეიმკოს იმ ადგილის შესაფერისად, სადაც სიცოცხლეში ცხოვრობდა ეს ცხოველი და რომელიც შეეფერბა ამ ცხოველთა ადგილსამყოფელს. საყრდენს მოსართავ მასალად შეიძლება გამოდგეს ზღვის სილა, ხავსი, ხავსულა, ხის ტოტები და ყველაფერი ის, რაც კი მოიპოვება ბუნებაში. ყველაფერი ეს უნდა დაეწებოს საყრდენზე სადურგლო წებოთი. გასახუნებელი საგნები: ხავსი, ხავსულა და სხვ. უნდა შეიღებოს სათანადო ფერის საღებავით. როდესაც საყრდენი გამზადდება, მასზე კვლავ უნდა დააყენოთ ფიტული და სამუშაო შეიძლება დამთავრებულად ჩაითვალოს.
აღწერილი წესით შეიძლება გაკეთდეს ყველა პატარა ცხოველის ფიტული მელამდე.


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

კარგი სტატიაა//

მაინტერესებს ფიტულს თუ გავაკეთებ ერთი უნდა ვსინჯო რაიმე პატარა ცხოველის ფიტულის გაკეთება

 



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

კარგი სტატიაა//

მაინტერესებს ფიტულს თუ გავაკეთებ ერთი უნდა ვსინჯო რაიმე პატარა ცხოველის ფიტულის გაკეთება

 

სადმე ინფარქტით უდროოდ  გარდაცვლილ ცხოველს თუ შემთხვევით გადააწყდები, თორემ ოთხფეხაზე აკრძალულია ნადირობა და... :DDD

 


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?