Jump to content

მჭადა (ჭეჭკეტა)

სოკოები მჭადა ჭეჭკეტა ფეხი ქუდი საჭმელი სოკო გემრიელი

ამ თემას აქვს 12 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

მჭადა (ჭეჭკეტა)

 

 

qmu45.jpg

 

 

მჭადა სოკო განეკუთვნება რძიანა სოკოებს და არის ძალიან გემრიელი პროდუქტი. ამოდის ზაფხულზე ფოთლოვან და შერეულ ტყეებში ხავსიან წითელმიწა ადგილებში. ხშირად გვხვდება იელისა და შქერის ბუჩქების ჩრდილებში. ასევე იზრდება წიწვოვან ტყეშიც.

მჭადას ღია მოყავისფრო ან ნარინჯისფერი ქუდი და ძირი აქვს. ქვემოდან თხელი ფირფიტებია განლაგებული რომელიც თვით სოკოს ფერია (ოდნავ ღია). ქუდი ლორწოიანია და სრიალა. გდატეხვისას გამოყოფს მოყავისფრო ნარინჯისფერ რძეს. ამზადებენ პომიდვრით და ხახვით, იჭმევა უმადაც, შემწვარიც და დამუჟუჟებულიც საუკეთესოა.



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

დევო , სათაური და სურათი გავადიდე. იმედია არ გამიბრაზდები. მგონი ასე ჯობია? ტეგებიც ქენი რა


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

გუშინ ვნახე ძალიან ბევრი ეს სოკო მაგრამ უამინდობისაგან გაფუჭებული იყო

 



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
dzaocom

dzaocom

    ველიტი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • Pip
  • 10 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:georgia

ესეც ერთ-ერთ დელიკატესია! შემოდგომით უამრავია მაგრამ მხოლოდ წიწვოვან ტყეებში იზრდება და ისიც კონკრეტულ ადგილებში.. ესეც ჩემ მიერ დაკრეფილი მჭადები..pre_1427289476__1374887_3425403771761_16



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ერთ მოსაზრებას გამოვთქვამ. რახან ესე კარგად ერკვევი სოკოს ავკარგიანობაში. მაშინ სანადიროთ როცა გავალთ ,(თუნდაც ჩემ სამონადირეო მეურნეობაში) მაშინ დრო ყოველთვისაა იმისთვის რომ სოკოც შევაგროვოთ. ბიჭებმა მომზადება იციან. ხოდა , კაი მწვადებსაც ავაშიშხინებთ , სოკოს კერძებსაც მოამზადებენ ბიჭები.  გემრიელი ღვინო კიდე ჩვენ არ გვაკლია . ფანდური და კაი სიმღერც ხო მოუხდება . იფ იფ იფ შენ დაუკაა.....

 აბა რას იტყვით?


legion.ge-82-1553250819.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
dzaocom

dzaocom

    ველიტი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • Pip
  • 10 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:georgia

დიდი მადლობა მაგრამ ასაკით ბევრად პატარა ვარ თან ვსწავლობ, დრო არ მაქვს.. ამას გარდა ნადირობას არ ვამართლებ არანაირად და შესაბამისად იმას ვერ გავაკეთებ რაც მძულს, მაყურებლის პოზიცია კი უარესი იქნება..



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გასაგებია...

ისა და თუ ნადირობა არ გიყვარს აბა მონადირეების ფორუმზე როგორ მოხვდი?  ნადირობით ჩვენ ვინადირებთ. თუ ვეგეტარიანელი ხარ?  პრობლემა არაა , შენ როგორც გაგიხარდება... :)


legion.ge-82-1553250819.jpg


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
dzaocom

dzaocom

    ველიტი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • Pip
  • 10 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:georgia

ვეგანი ვარ.. უბრალოდ ვეძებდი ქართულ საიტებს სადაც სოკოები იქნებოდა ნახსენები და აქ შემოვედი... ცხოველებზე არა მაგრამ სოკოებზე სანადიროდ სიამოვნებით წამოვალ :)



#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ხო მაგი ვიგულისხმე. თიანეთის და დუშეთის ტერიტორიაზე გვაქვს სამონადირეო. ერეული ტყეებია. ხოდა თუ იცი კაი ცნობა. , ჩვენ სანადიროთ ერთ ხეობაში შევიდოდით და შენ მეორეში ....რა გითხრა? რაც მომივიდა აზრად ეგაა... :0030: . ზოგმა შეიძლება ითევზაოს , ზოგმა ინადიროს , ზოგმაც სოკო შეაგროვოს....

 ისე მაგარი საშარო საქმეა. ჩვენი ახლობელი ძლივს გადარჩა და იმისი მეზობელი დაიღუპა. კიკეთში


legion.ge-82-1553250819.jpg


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
dzaocom

dzaocom

    ველიტი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • Pip
  • 10 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:georgia

ხო ადრე უფრო ბევრი შემთხვევა იყო მოწამვლის მაგრამ ახლა ხალხი საერთოდ აღარ ეკარება სოკოს, ყველას ეშინია. მიკოლოგია როგორც დარგი აქ ფაქტობრივად არ არსებობს და არც არავინ ინტერესდება.. ივანე ნახუცრიშვილის "საქართველოს სოკოები"-ც მაქვს მაგრამ მისი გამოყენება უკვე აღარ შეიძლება, ინფორმაცია მოძველებულია.. ჩემი სურვილიც ის არის რომ ხალხმა იცოდეს სოკოს ცნობა და ეს დარგი საქართველოში განვითარდეს.



#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

კარგი სურვილია.

 

 

კახეთში ვიყავით სანადიროთ და ჩვენი მეგობარი ბაკური მაგრად ერკვევა ხოდა იმდენი სახეობის შეაგროვა , ნადირობის ბოლოს რომ , მართალი გითხრა ეჭვი შემეპარა. მარა რომ მოამზადა მიირთვა და არაფერი მოუვიდა , მერე უნდა გენახა ბიჭები რა კრუტუნ , კრუტუნით მიირთმევდნენ


legion.ge-82-1553250819.jpg


#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ლევან

ლევან

    მაგისტრი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 2845 პოსტი
  • მისამართი:მთაწმინდა. ყაზბეგის #40
  • წარმოშობა:კახეთი/ქიზიყი

სოკოზე მეც ბევრი მივლია , დას. საქართველოს ტყეებში გავრცელებული უმრავლესობა ვიცი. მართლა დელიკატესებია ბევრი მათგანი (ტყის) მჭადილო, ცხვარიო, მიქლიო. 

 

 



#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ქსოვრეთელი

ქსოვრეთელი

    კონსული


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 5160 პოსტი

qea201d.jpg







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?