Jump to content

სოკოების ბიოლოგიური თავისებურებანი

სოკოები

1 reply to this topic

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი
 
სოკოების ბიოლოგიური თავისებურებანი

soko.jpg
სოკოების ბიოლოგიური თავისებურებანი
სოკოები მიეკუთვნებიან მცენარეული ორგანიზმების განსაკუთრებულ ჯგუფს. სოკოებს შორის გამოყოფენ
საკვებად ვარგის, პირობითად ვარგის და შხამიან სოკოებს. საკვებად ვარგისი სოკოებიდან, როგორიცაა:
მჭადა, ქამა, ნიყვი, მანჭკვალა და სხვა, მზადდება მრავალგვარი გემრიელი კერძი. ეს სოკოები შეიძლება
გამოვიყენოთ საკვებად – გამხმარი, მარინადის, დამარილებული, დამწნილებული, მოხარშული და
შემწვარი სახით.

საკვებად პირობითად ვარგისი სოკოები, კერძოდ, ხარისფაშვა და ნაოჭა სოკოები, შეიცავენ
გამაღიზიანებელ, მწარე და შხამიან ნივთიერებებს, რომლებიც იწვევენ სხვადასხვა სახის მოწამვლებს.
შხამიანი სოკოები, როგორიცაა: თეთრი შხამა სოკო, წითელი შხამა სოკო, ცრუმანჭკვალა, და სხვა, იწვევენ
განსაკუთრებით მძიმე მოშხამვას, რომელიც სახიფათოა ადამიანის ჯანმრთელობისათვის. შხამიანი
სოკოებით მოწამვლა ძირითადად ხდება ადრე გაზაფხულსა და ზაფხულის ბოლო თვეებში.
შხამიანი სოკოებიდან განსაკუთრებით საშიშია თეთრი შხამა სოკო. ამ სოკოს გააჩნია უძლიერესი
უჯრედული შხამი, რომელსაც ახასიათებს ღვიძლისა და ნერვული სისტემის დამაზიანებელი მოქმედება.
მოწამვლის პირველი ნიშნები გამომჟღავნდება სოკოს საკვებად მიღებიდან 10‐12 საათის შემდეგ.
საერთოდ, ამ სახეობის სოკოთი მოწამვლის დროს სიკვდილიანობა 50%‐ია.
წითელი შხამა სოკო ‐ შეიცავს სხვადასხვა სახის მომწამვლელ ნივთიერებებს. მოწამვლა იწყება სოკოს
მიღებიდან 1‐4 საათის შემდეგ. სიკვდილიანობის შემთხვევები იშვიათია.
ხარისფაშვა  -  შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერებებს. მოწამვლის პირველი ნიშნები გამომჟღავნდება სოკოს
საკვებად მიღებიდან 8‐10 საათის შემდეგ. უნდა აღინიშნოს, რომ, საერთოდ, სოკოთი მოწამვლების
ნახევარზე მეტი ამ სოკოთი მოწამვლაზე მოდის. მოწამვლის შემთხვევაში სიკვდილიანობა 25%‐ია.

როგორ დავიცვათ თავი სოკოთი მოწამვლისაგან
საჭიროა გვახსოვდეს, რომ საკვებად ვარგის მრავალ სოკოს სახეობას გააჩნია ე.წ. ,,შხამიანი ორეული”,
რომელიც გარეგნული ნიშნებით ძალიან გავს საკვებად ვარგის სოკოს, ამიტომ, თუ არ გაგვაჩნია შესაბამისი
ცოდნა და გამოცდილება, უნდა მოვერიდოთ სოკოს მოგროვებასა და საკვებად გამოყენებას.
1. თეთრი შხამა სოკო ძალიან გავს ქამა და ღვინიო სოკოს, მაგრამ მათგან შეიძლება გავარჩიოთ შემდეგი
ნიშნებით: ქოლგა და ღერო, უმეტესად, თეთრი აქვს, მაგრამ, ზოგჯერ, ქოლგა რუხი, ყვითელი ან მომწვანო‐
ყვითელია. ქოლგა მრგვალი, ბრტყელი ფორმისაა, აყრია ქაცვები. ქოლგის ქვედა ნაწილზე, თითქოს,
თეთრი ფერის ფირფიტებია მიკრული (ქამა სოკოს კი – ეს ფირფიტები მოწითალო ფერის აქვს). ფეხის
ზემოთა და ქვემოთა ნაწილებში აქვს ორი საყელური (ქამა სოკოს ასეთი საყელური მხოლოდ ერთი აქვს
ფეხის ზემოთა ნაწილში, ქოლგის ქვეშ).
2. წითელი შხამა სოკოს ქუდი სხვადასხვა ფერისაა (წითელი, ყვითელი და სხვა), ქუდს აქვს ქოლგისებური
ფორმა, რომლის ზედაპირი დიდი თეთრი ფიფქებითაა დაფარული. ფეხი მოთეთრო, მომწვანო ფერისაა.
3. ხარისფაშვა გავს ნაოჭა სოკოებს, მაგრამ მათგან განსხვავებით მისი ქუდი უფორმო და ტალღისებურია,
მისი ნაპირები ნაწილობრივ არის შეზრდილი ფეხთან.
4. მჭადა სოკო, საერთოდ, საჭმელად გამოსადეგია, მაგრამ, სახიფათოა, ვინაიდან, ზოგი მათგანი შხამის
მატარებელია. ამ სოკოს შხამიანობის ნიშნებია: ქოლგა წითელი ან მოვარდისფრო ფერისაა, ქოლგის
ქვემოთა ფირფიტები ფართო, რბილი ნაწილი თეთრი, ხოლო პირდაპირ კანის ქვეშ კი – მოწითალო ფერის.
სოკოს, განსაკუთრებით, საკვებად პირობითად ვარგისის, მომზადებისას საჭიროა დავიცვათ გარკვეული
პირობები. კერძოდ, გადარჩეული სოკო, კარგად გარეცხვის შემდეგ, უნდა ვადუღოთ 15‐20 წუთი და
ნახარში გადავღვაროთ. ეს პროცედურა უნდა გავიმეოროთ ორჯერ. მიზანშეწონილია, აგრეთვე,
გარეცხილი და გასუფთავებული სოკოები წინასწარ ჩავალბოთ თბილ ძმრიან წყალში (5 ჩაის ჭიქა წყალზე
1 სუფრის კოვზი ღვინის ძმარი). 2‐3 სთ‐ის შემდეგ წყალი გადავღვაროთ, სოკო ჩავყაროთ მდუღარე
წყალში, 5‐10 წთ დუღილის შემდეგ, სოკო გადავწუროთ და შემდეგ მოვამზადოთ კერძი.
საკვებად პირობითად ვარგის სოკოებში არსებული შხამიანი ნივთიერებების გასაუვნებლად
რეკომენდირებულია მათი გამოშრობა და გახმობა, შესაბამისი პირობების დაცვით. პროცესი უნდა
მიმდინარეობდეს 1‐2 თვის განმავლობაში.

ბაზარში სოკოს რეალიზაციისას აუცილებელია დაცული იქნას შემდეგი პირობები:
სავაჭროდ დაიშვება მხოლოდ ის სოკოები, რომლებიც მთლიანად შეესაბამება საკვებად ვარგისი სოკოების
სტანდარტულ ჩამონათვალს და აქვთ იგივე აღწერილობა.
სოკოთი ვაჭრობისათვის გამოყოფილი უნდა იყოს სპეციალური კუთხე (რიგი, სავაჭრო ადგილი). ბაზრის
სხვადასხვა ადგილებში სოკოთი ვაჭრობა აკრძალულია.
სოკოები უნდა იყოს გადარჩეული ბოტანიკური სახეობების მიხედვით, აკრძალულია შერეული სოკოებით
ვაჭრობა. გამყიდველმა ზუსტად უნდა იცოდეს მის მიერ გასაყიდი სოკოების საერთო მოხმარების
დასახელება.

სოკოები უნდა იყოს ახალგაზრდა და დაუზიანებელი, გასუფთავებული მიწისა და მავნებლებისაგან.
ფირფიტოვანი სოკოები, განსაკუთრებით ქამა და ღვინიო სოკო, რეალიზაციისთვის წარმოდგენილი უნდა
იყოს მთლიანი სახით. არ დაიშვება ამ სახის სოკოების გაყიდვა უფეხოდ ან მხოლოდ ფეხის ნაწილით.
სოკოების გაყიდვა დასაშვებია მხოლოდ ცოცხალი ან გამხმარი სახით, რომლებსაც გავლილი აქვთ
სავალდებულო ექსპერტიზა ბაზრის ლაბორატორიაში.
საკვებად პირობითად ვარგისი სოკოების გაყიდვის შემთხვევაში, სარეალიზაციო ადგილთან ახლოს
გამოკრული უნდა იყოს განცხადება, სადაც მითითებული იქნება ამ სახის სოკოების მომზადების წესები.
ბაზარში კატეგორიულად იკრძალება მოხარშული, დამარილებული, მარინადების, ხიზილალას,
სალათების სახით სოკოს პროდუქციის, აგრეთვე, საოჯახო პირობებში დამზადებული სოკოს კონსერვების
რეალიზაცია.

სხვადასხვა სახით დამზადებული სოკოების შენახვის პირობები
– მოხარშული, დამარილებული სოკოები ინახება 0‐20ºC ტემპერატურაზე, არაუმეტეს 6 თვე;
– სოკოს არაპასტერიზებული მარინადები 0‐80ºC ტემპერატურაზე, ინახება არაუმეტეს 8 თვე;
– სოკოს სტერილიზებული მარინადები ქილებში 0‐150ºC ტემპერატურაზე, ინახება არაუმეტეს 12 თვე.

სოკოთი მოწამვლის პირველი ნიშნები
კუჭის ძლიერი აშლა, ტკივილი კუჭის არეში, ღებინება, პირის გაშრობა, გონების დაკარგვა, ხელ‐ფეხის
გაცივება, ზოგჯერ კრუნჩხვები.

პირველი დახმარება სოკოთი მოწამვლის შემთხვევაში
– მოწამვლის პირველი ნიშნების გამოჩენისთანავე, ავადმყოფს რაც შეიძლება სწრაფად უნდა
ამოვურეცხოთ კუჭი და გავუნთავისუფლოთ ნაწლავები;
– რეკომენდირებულია ავადმყოფს მივცეთ გააქტივებული ნახშირი;
– ავადმყოფი სასწრაფოდ უნდა გადავიყვანოთ სტაციონარში.

ანდრო ხეთერელი

 



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

კარგი სტატიაა.

:bravo: თეგებიც დაამატე რა


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?