საჭირო მასალა (2 ულუფისთვის)
2 ცალი მწყერი
0,5ლ.ბროწეულის წვენი
სუნელები გემოვნებით
(მე გამოვიყენე სვანური მარილი ,კოწახური, და ხმელი ქინძი)
მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
გაასუფთავებთ მწყერს და ამოსვრით სუნელებში.
სუნელებიან მწყერს ჩადებთ საკონდიტრო ცელოფანში, რომელიც ჰერმეტულად იხურება, ან ნებისმიერ ღრმა ჭურჭელში, რომელიც ხუფით დაიხურება ისე, რომ ჰაერი არ შევიდეს.
დაასხამთ ბროწეულის წვენს, ეს რაოდენობა საკმარისია ორი მწყერისთვის რომ მთლიანად დაიფაროს.
შედგამთ მაცივარში და გააჩერებთ 24 საათი.
რომ გამოიღებთ ხორცი უნდა იყოს წითელი – ანუ ბოლომდე გაჟღენთილი წვენში.
ამოიღებთ მწყერს ცალკე, წვენს ცალკე ჭურჭელში.
შეწვით ჩვეულებრივ ცხიმში და დროდადრო უმატეთ ეს მარინადის წვენი.
საბოლოოდ მთლიანად გადაეკვრება აპკივით აორთქლებული წვენი.
წყარო: https://perfectcook.org