Jump to content


ამ თემას აქვს 6 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47691 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
არაგვი

3456796818_47bf9826b7.jpg

მცხეთასთან მტკვარს მდინარე არაგვი ერთვის. არაგვის სისტემას ქმნის მდინარეები - მთიულეთის (თეთრი) არაგვი, გუდამაყრის (შავი) არაგვი, ხევსურეთის არაგვი და ფშავის არაგვი. მთავარია არაგვი, რომელიც იწყება ყელის ვულკანური მთიანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში.

საკუთრივ არაგვი ერთია და ის რამდენიმე არაგვის შეერთებით იქმნება. არაგვი მთიულეთის ანუ თეთრი არაგვისა და ფშავის არაგვის შეერთებით იქმნება სოფ. ჟინვანთან. მაშასადამე, არაგვს ორი სათავე აქვს, ორთავ კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე. მთიულეთის არაგვი იწყება ხევის ყელთან მთიულეთში, მას სოფელ ფასანაურამდე თეთრ არაგვსაც უწოდებენ.დიადი სანახავია მთიულეთის არაგვის ხეობა! სადღაც შორსა და ღრმად, ვერცხლისფერი თოკივით მიიკლაკნება ბობოქარი თეთრი არაგვი, ხეობის ნაპირს მიუყვება ტყიანი ფერდობი, რომელთაც უხვად რწყავს ანკარა წყაროები და ნაკადულები. სოფ. ფასანაურთან მას უერთდება გუდამაყრის არაგვი, ანუ შავი არაგვი.
5120189329_91ebda3e81.jpg
მდინარეები წყალდიდობის დროსაც კი არ ერევიან ერთმანეთში და საკმაოდ დიდ მანძილზე, ინარჩუნებენ თავის ფერს: თეთრი არაგვი მორძისფეროა, ხოლო შავი არაგვი მოშავო ფერისაა.

ფასანაურის ქვემოთ მდინარეს ისევ მთიულეთის არაგვს უწოდებენ. იგი ფასანაურიდან, ანანურამდე ჩრდილოეთიდან სამხრეთით მოედინება ლამაზ, ვიწრო ტყიან ხეობაში.
ჟინვანთან მთიულეთის არაგვს მარცხნივ ფშავის არაგვი უერთდება. სწორედ აქედან იღებს მდინარე საკუთრივ არაგვის სახელს. მდ. ფშავის არაგვის ნაპირას, პატარა მარცხენა შენაკადის ჩარგლულას პირას. სოფ. ორწყალთან ფშავის არაგვს მარჯვნიდან ხევსურეთის, არაგვი ერთვის. ამრიგად, ყველა არაგვი, შავია თუ თეთრი, ფშავისაა თუ ხევსურეთის, ჟინვანთან იყრის თავს და მეტად მძლავრ, წყალუხვ მთის მდინარე არაგვს ჰქმნის. ჟინვანის ქვემოთაც არაგვის ქვებითა და ლოდებით ამოვსებული კალაპოტი ძლიერ დაქანებულია, ნაპირები კლდოვანი აქვს.
მერე ხეობა ფართოვდება და არაგვიც ბარში_მუხრანის ქვაბულში ჩამოდის, სადაც ვაკის მდინარედ გადაიქცევა, იტოტება და აჩენს კუნძულებს.
საგურამოს ქედსა და სხალტბის შორის არაგვის ხეობა ვიწროვდება, მაგრამ კალაპოტი მას მაინც ფართო აქვს.

არაგვის სიგრძე (თეთრი არაგვის სათავიდან) 112 კმ უდრის. წყალდიდობა მასზე აპრილ-ივლისის თვეებში იცის. იგი უფრო წყალუხვია ზაფხულში, ვიდრე გაზაფხულზე, რაც გამოწვეულია მაღალმთის ზონაში მუდმივი თოვლისა და ყინვარების მოგვიანებული დნობით.

არაგვის ქვემო დინების ფარგლებში გამოედინება ბულაჩაურის, ნატახტრისა და საგურამოს წყაროები, რომლებიც ქ. თბილისს სასმელი წყლით ამარაგებს. არაგვის ხეობაში გადის საქართველოს სამხედრო გზა.
ece95b1708325ba362fb444379eedbae.jpg
გუდამაყრის არაგვი, შავი არაგვი, მდინარე კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ კალთაზე, დუშეთის რაიონში. სათავე აქვს მთა ჭაუხის დასავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 2940 მ. დაბა ფასანაურთან მარცხნიდან ერთვის მდინარე მთიულეთის არაგვს.
ფშავის არაგვი - სათავეს იღებს ბორბალოსა (3135 მ) და ბოთანას მთებიდან. არაგვის სათავეს წარმადგენს სამი ხევის შენაკადი: ბოთანას წყალი, ასისხევი და ბოგონჩარის ხევი. ბორბალოდან დაქანებული არაგვი ფშავის ხეობაზე თანდათანობთ ივაკებს და მას სოფელ ახადთან უერთდება მდ. წაწადა და მდ. ვარეულა; დამასტეს ხატთან - მათურხევი (მათურის წყალი), სოფ. შუაფხოში თეთრახევა, ნაროულა და ხატისხევა. შუაფხოდან შვიდი კილომეტრის დაშორებით (ორწყალი- 1154 მ.) ფშავის არაგვს ეუერთდება ხევსურეთის არაგვი. ორწყლიდან არაგვი სამხრეთისაკენ იღებს გეზს და გზადაგზა იერთებს მცირე ზომის ხევებს. არაგვის მარჯვენა შენაკადებია: ბეტიჩდილის წყალი, აფშოს წყალი, კაწალხეურა, ვანხევი, ჩარგლულა და სხვ.

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_goga_*

სტუმარი_goga_*

  • Find Topics
  • სტუმარი

ამბობდი არაგვის ჭალები

 სხვა ჭალებს არაფრით  არ გავსო,

მრავალი მდინარე მინახავს,

 მაინც სხვა ეშხი აქვს არაგვსო........ 



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47691 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ხო და გოგაჯან არ დავეშვათ არაგვზე??? ჯერ გამომიწვიეს და ეხლა ჩუმად არიან. უტხარი შენც რამე და ერთი ხოშიანი დფაშვება გავაკეთოთ!


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_goga_*

სტუმარი_goga_*

  • Find Topics
  • სტუმარი

krfbi.jpg

 

es arwivi akontrolebs rogor erTdeba fSavis da xevsureTis aragvi



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47691 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ხოო ვიცი, ვიცი, საღოლ გოგაჯან :bravo:


legion.ge-82-1553250819.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4972 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

მორბის არაგვი არაგვიანიო ? და თან მოსძახიან მთანი ტყიანიო ? 

 

ექსტრიმი იქნები იდეალური დავეშვათ და დავეშვათ მაგას რა ჯობია, ვისაც ქვირითის დაყრა არ უნდა სადმე ჭოპორტთან, ან უფრო კაი მცხეთაშI დაგველოდოს 


პატივისცემით, მეტეორა
 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის გამგეობის წევრი


#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47691 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მორბის არაგვი არაგვიანიო ? და თან მოსძახიან მთანი ტყიანიო ? 

 

ექსტრიმი იქნები იდეალური დავეშვათ და დავეშვათ მაგას რა ჯობია, ვისაც ქვირითის დაყრა არ უნდა სადმე ჭოპორტთან, ან უფრო კაი მცხეთაშI დაგველოდოს 

 

:0024: :0024: :0024:
 


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?