Jump to content


ამ თემას აქვს 8 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ორთუბნის ციხე-ქალაქი(მძოვრეთი, ძამის ციხე)

 
tadzari.jpgbc4ebbfd2a06.jpg

ორთუბანი ქარელის რაიონის ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული ისტორიული ციხე-ქალაქია, რადგან აქ ამ მიწების მფლობელი მთავრების, ციციშვილების რეზიდენცია და საცხოვრებელი მდებარეობდა XVII-XVIII საუკუნეებში. აქ დიდი ქართველი მოღვაწის, ზაზა ციციშვილ-ფანასკერტელის საპატივსაცემოდ ყოველწლიურად დღესასწაული იმართება, რადგან ეს დიდებული მოღვაწე სწორედ ამ მიწების მმართველი იყო და მან ააშენა ციხე-ქალაქი მძოვრეთიც, სადაც თავდაპირველად უმთავრესად სომხები და ებრაელები ცხოვრობდნენ. აქ მდებარეობდა ციციშვილების სასახლე, ციხე-დარბაზი და ცნობილი აბანო.
ორთუბანში ახლაც შემონახულია თაღოვანი და გუმბათოვანი აბანოები. სასახლე ახლა თითქმის აღარ არსებობს, ხოლო ძველად ის დიდი, ორსართულიანი ნაგებობა ყოფილა, რომელსაც თითოეულ სართულზე 3 დარბაზი ჰქონდა. სასახლის უკან იდგა მაღალი კოშკი, რომელიც რთული და მკვრივი ნაგებობა იყო. ქარელის რაიონის ტერიტორიაზე მრავალი რელიგიური ძეგლი დგას, მაგრამ მათ შორის დედათა მონასტერი ერთ-ერთი გამორჩეულია, რადგან ის იმ პერიოდის სხვა საეკლესიო ძეგლებს სრულიად არ წააგავს და მეტად უცნაური
normal_3_28729-saunje.jpg
                                                     ზაზა ფანასკერტელი
 
ხუროთმოძღვრებითაა აგებული. ეს კიდევ უფრო ზრდის ინტერესს ამ მშვენიერი ადგილის მიმართ, რომელიც შესანიშნავი ნიმუშია გვიანდელი ფეოდალური ხანის ქართული არქიტექტურისა. ორთუბნის ციხე-ქალაქის ყველაზე გამორჩეულად საინტერესო და ისტორიული ადგილი ძამის ციხეა, რომელიც “მატიანე ქართლისაში” მოხსენიებულია, როგორც აფხაზეთის მეფის, კონსტანტინესა და მის ძმას შორის მომხდარი დაპირისპირების ადგილი. თეოდოსი შეუკავშირდა ძამის ხეობის გამგებელს, რომელთან ერთადაც ძამის ციხეში გამაგრდა, თუმცა კონსტანტინემ სამთვიანი ალყის შემდეგ აიძულა ისინი დანებებულიყვნენ. XI-XII საუკუნეებში ძამის ციხეს ქართლის ერისთავთ-ერისთავი განაგებდა. XII-XIII ს
kartli-rustam.gif
                                                      როსტომ მეფე
 
მიჯნაზე ციხი გამგებლები იყვნენ გამრეკელ-თორელები. დავით VIII-ს მეფობისას მცირე ხნით ძამის ციხეს ოსები დაეპატრონნენ. ძამის ციხის სიმტკიცე და მიუვალობა საგანგებოდ აქვთ ხაზგასმული თემურ-ლენგის კარის ისტორიკოსებს. 1400 წელს აქ მოხდა თემურ ლენგისა და გიორგი VII-ს ჯარებს შორის ბრძოლა მოხდა. მეფე ციხეში იყო გამაგრებული და 7 დღეს მამაცურად იგერიებდა ურიცხვ მოღოლ-თათარს, თუმცა შემდეგ თავად თემურ-ლენგი ჩაუდგა სათავეში ჯარს და მძაფრი იერიშების შედეგად მოახერხა მისი აღება საალყო მანქანების დახმარებით. ძამის ციხის სიმაგრეზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ როდესაც ნოდარ ციციშვილი როსტომ მეფეს აუჯანყდა და ძამის ციხეში გამაგრდა, როსტომმა ზარბაზნებით ბრძანა ამ სიმაგრის განადგურება, მაგრამ ვერაფერს გახდა, რადგან ციხის მტკიცე კედლებმა ქვემეხების ყუმბარებს გაუძლეს. როსტომ მეფემ ვერანაირი ზიანის მიყენება ვერ მოახერხა ნოდარ ციციშვილის სიმაგრისთვის. XVII-XVIII საუკუნეებში აქ კიდევ
51461187_p.jpg
                                                      თემურ ლენგი
 
რამდენიმე მნიშვნელოვანი ბრძოლა მოხდა ოსმალებთან და ლეკებთან. მიუხედავად ამისა ციხემ გაუძლო მტრის იერიშებს და დღემდე შემორჩა. სახელწოდება მძოვრეთი ლეგენდიდან მოდის, რომლის მიხედვითაც აქ ამოხოცილი მეციხოვნეების გვამები მძორად იქცა და აყროლდა, რის გამოც ციხეს მძოვრეთი უწოდეს. ციხე-სიმაგრე ღალატით დაეცა, ხოლო მოღალატეს ოსმალებმა ორი თუმანი აჩუქეს, რის გამოც ამ ადგილს ორთუბანიც ეწოდება. მძოვრეთი აგებულია თლილი და ნატეხი ქვით და მეტად მტკიცე ნაგებობაა, რაზეც ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ამდენი ომების შემდეგაც კი ციხე კვლავ აღმართულია და მნიშვნელოვანი ზიანი არ აქვს მიყენებული. 
92fba5bcb324.jpg
                                                      მძოვრეთი

ზოგადად ორთუბანი ძველი, ფეოდალური ქალაქის ტიპიური ასლია და ამითაც მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ციხე-ქალაქები საქართველოს ტერიტორიაზე თითქმის საერთოდ აღარ არსებობს.
ღვთისმშობლის შობის დედათა მონასტერი ქარელის რაიონის სოფელ ორთუბანში, მძოვრეთის ციხე-დარბაზში მდებარეობს, მისი აგება უშუალოდ უკავშირდება ციციშვილთა საფეოდალო ცენტრის გადმოტანას სამწევრისიდან. კომპლექსი XVII-XVIII საუკუნეებით თარიღდება, მის შემადგენლობაში შედის ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია და შვიდსართულიანი სამრეკლო კოშკი. ასევე ტერიტორიაზე აშენებულია რამოდენიმე საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობა.
ad2ce3d73ec1.jpg90231616.jpg
                                         ორთუბნის დედათა მონასტერი
 
ციხე-დარბაზს ფერდობის ძირას გრძელი მონაკვეთი უკავია, ადრეულ პერიოდში მას შემოვლებული ჰქონდა გალავანი. ამჟამად შემორჩენილია გალავნის ჩრდილოეთის ნაწილი მთელ სიგრძეზე და ნაწილობრივ აღმოსავლეთ და დასავლეთ მხარეები. ეკლესია დარბაზული ტიპისაა, აშენებულია ნატეხი ქვით, საკურთხეველი გამოყოფილია მასიური კანკელით. ეკლესიის დასავლეთით მიშენებულია სამსართულიანი კოშკი.
                       ნიკა ხოფერია

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

სხვათა შორის ,ძაან ლამაზი ხეობაა


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

.

.a17586.jpg

.

.aad.jpg

.

.ამ კოშკიდან გზა გადის მძოვრეთის ციხეში

.

.

aaaa3.jpg

aaaa4.jpg

aaaa5.jpg

aaaa6.jpg

aaaa7.jpg  
aaaa8.jpg

aaaa9.jpg

aaaa10.jpg

aaaa12.jpg

aaaa13.jpg

aaaa14.jpg

.

.

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ცოტა ხანში სანადიროთ წაგიყვანთ და ამ ადგილებსაც დაგათვალიერებინებთ,  :ki:


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4972 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

ველოდები სულმოუთმენლად ძალიან ლამაზი ხეობა ჩანს სურათები და სანადიროდ არ ვარ ნამყოფი მაგ ხეობაში 


პატივისცემით, მეტეორა
 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის გამგეობის წევრი


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
levani182

levani182

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 749 პოსტი
  • მისამართი:tbilisi.isani
  • წარმოშობა:qartli
ძალიან ლამაზი ხეობა არის.მე მანდ ვცხოვრობ სოფელი მანდ მაქვს.თუ რამეს დაგეგმავთ შემატყობინე ბაბუ.მთელი ხეობა თუ არ ვცდები სანადირო მეურნეობად არის გამოცხადებული.

#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Tirifoneli

Tirifoneli

    ლეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1730 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:შიდა ქართლი

მართლა ლამაზი მხარეა დიდი სიამოვნებით წავიდოდი ,, გავაქტიურდეთ და  ;) . . .  :0025:



#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ჰა აბა რას იტყვით? როგორ მოგეწონათ?


legion.ge-82-1553250819.jpg


#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
levani182

levani182

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 749 პოსტი
  • მისამართი:tbilisi.isani
  • წარმოშობა:qartli
ლამაზი ხეობა არის ძალიან.





0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?