ИЖ-27 წარმოადგენს ორლულიან სანადირო თოფს, რომელსაც ლულები ვერტიკალურად აქვს განლაგებული. იგი შექმნილია ИЖ-12-ის ბაზაზე ანატოლი კლიმოვის ხელმძღვანელობით. ამ იარაღის შექმნაში, დიდი წვლილი მიუძღვის ჰერმან პროტოპოპოვს, რომელიც მანამდე ИЖ-12-ის შექმნაში ღებულობდა მონაწილეობას.
ИЖ-27-ის წარმოება ხდება 1970-ანი წლების დასაწყისიდან. ამ ხნის განმავლობაში გამოშვებულია 1.5 მილონზე მეტი ეგზემპლიარი (მისი ყველა მოდიფიკაცია) და შესაბამისად იგი ითვლება ყველაზე გავრცელებულ რუსული წარმოების სანადირო იარაღად. მისი კონდახი ძირითადად პისტოლეტური ტიპისაა, რომელიც მზადდება წიფელისგან, თუმცა არსებობს საექსპორტოდ გამოშვებული ერთეულები, რომლებსაც კაკლის კონდახი აქვთ.
არსებობს მისი სხვადასხვა მოდიფიკაციები:
- ИЖ-27 - ИЖ-12-ის ბაზაზე შექმნილი ვერტიკალურლულებიანი სანადირო თოფი. გასროლილი ვაზნების ამოღება სტანდარტული ექსტრაქტორით ხდება;
- ИЖ-27Е - იჟექტორით („Е“ - эжектор). მისი საშუალებით ხდება გასროლილი ვაზნის სავაზნიდან ამოგდება, რომლის გამორთვაც ძალზედ მარტივია, ამისათვის მხოლოდ სახრახნისია („ატვიორტკა“) საჭირო.
- ИЖ-27M - მოდერნიზებული ( „М“ - модернизированное). ИЖ-27-ის მოდერნიზებული ვარიანტი;
- ИЖ-27ЕМ - მოდერნიზებული, იჟექტორით;
- ИЖ-27 РУСЬ - იგივეა რაც ИЖ-27ЕМ, იმ განსხვავებით რომ იგი ერთეული წარმოებისაა (ИЖ-27ЕМ სერიულია). მისი კალიბრი 12/76 „Magnum“-ია, ლულები - „ჩოკი“ და „ნახევარჩოკი“, ლულის სიგრძე 725მმ. ვინაიდან იგი ცალობით გამოდის, მას აქვს ვერცხლის გრავირება და კაკლის კონდახი. იგი გამოდის დამატებითი 660მმ-იანი ცილინდრული ლულებით, რაც მას უნივერსალურს ხდის და შესაძლებელია მისი ნებისმიერი ნადირობისთვის გამოყენება. მასა 3.6კგ-ია;
- ИЖ-27-1С - ერთ სასხლეტიანი („1С“ - один спуск). თავდაპირველად გამოდიოდა ორსასხლეტიანი სანადირო თოფები, მაგრამ 1977 წლიდან ქარხანამ დაიწყო ერთსასხლეტიანი ИЖ-27-ის გამოშვება, სადაც სელექტორის საშუალებით შესაძლებელი იყო ლულებიდან გასროლის თანმიმდევრობის რეგულირება.
- ИЖ-27М-1С - მოდერნიზებული, ერთსასხლეტიანი;
- ИЖ-27EМ-1C "СПОРТИНГ" - მოდერნიზებული, ერთსასხლეტიანი, იჟექტორით.
ИЖ-27-ის ბაზაზეა შექმნილი მრგვალი და სასანგრე სტენდისთვის განკუთვნილი ИЖ-25 და ИЖ-39.
ИЖ-27-ის მახასიათებლები სხვადასხვა მოდიფიკაციით:
კალიბრი - 12, 16, 20. 28, .410;
ლულის სიგრძე - 660-760მმ;
სავაზნე - 70-76მმ;
ჩოკები - 0,5-1მმ;
კონდახი - წიფელი, კაკალი;
მასა - 3,1-3,65 კგ.
ეს კი ჩემი MP 27 EM - 1С ძალიან კმაყოფილი ვარ ამ იარაღით