Jump to content


ამ თემას აქვს 2 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%9D%E1%ხოფოვარტი, შუა საუკუნეების დროის ეზოს ძაღლი, ფართოდ იყო გავრცელებული ევროპის სახელმწიფოების ტერიტორიაზე. ის გამოიყენებოდა ადამიანის სახლის, ქონებისა და ნახირის დასაცავად. მოგვიანებით, ამ ძაღლების გამოყენება დაიწყეს ცხვრების მწყემსისათვის და მათ ნაგაზები უწოდეს.
გერმანული ნაგაზები, როგორც პრიმიტიული ჯიშის წარმომადგენელები, პირველად ნახსენებია მეშვიდე ათასწლეულით დათარიღებულ ალემანურ კანონებში, სადაც ნათქვამია,რომ ადამიანი, რომელიც ნაგაზს მოკლავდა, მკაცრად დაისჯებოდა. ХVI საუკუნის დასაწყისში გასნერი აღწერს ნაგაზებს, როგორც ძლიერ, მამაც ძაღლებს, რომლებსაც სეუძლიათ დაიცვან ფარაც და პატრონის სახლი და ქონებაც.
ცალკეული მოყვარულები ოდითგანვე ცდილობდნენ შეექმნათ გერმანული მწყემსი ძაღლების კულტურული ჯიში, მაგრამ სხვადასხვა მიზეზებით ეს მცდელობები წარმატებით არ დასრულებულა. თანდათანობით, ნაგაზებზე მოთხოვნილება ევროპის მთელ ტერიტორიაზე გაიზარდა, რამაც მათი რიცხოვნების ზრდა გამოიწვია. გაჩდნენ მომშენებლები, რომლებიც ძაღლებს მხოლოდ და მხოლოდ გაყიდვის მიზნით ამრავლებდნენ, თუმცა, ყურადღებას არ აქცევდნენ მათ ხარისხსა და ერთგვაროვან ტიპს. ოღონდ, კინოლოგიის ისტორიაში შემორჩენილია ისეთი სახელები, როგორიცაა ეხნერტი, ვედერი, შპარვასერი, გოუმანი, ვახსმუტი. ისინი ჯიშს სულაც არ ამრავლებდნენ კომერციული გამორჩენის მიზნით და არაერთი ღირსეული ძაღლი გაზარდეს.
ХVIII საუკუნის დასაწყისში ნაგაზი გერმანიაში უკვე ფართოდ იყო გავრცელებული,მაგრამ მისი გავრცელების ცენტრები ვიუტემბერგის მახლობლად და ტიურინგის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობდა. ტიურინგული ნაგაზები საშუალო ზომის, მოძრავი, აცქვეტილყურებიანი და მგლისფერი ძაღლები იყვნენ. ვიუტემბერგული ნაგაზები უფრო მოზრდილი ზომითა და მშვიდი ხასიათით გამოირჩეოდნენ. მათ სქელი, ზოგჯერ გრძელი ბეწვი ქონდათ და შავი ან წითური შეფერილობისანი იყვნენ. ყურები ან ნახევრად აცქვეტილი ქონდათ, ან_ჩამოყრილი. გაურკვეველი მიზეზის გამო ტიურინგული ნაგაზები მაინც და მაინც დიდი პოპულარულობით არ სარგებლობდნენ. ХVIII-XIX საუკუნეებში ძაღლების რაოდენობა სწრაფი ტემპით იზრდებოდა, ტიურინგული და ვიურტენბერგული ნაგაზები სულ უფრო ხშირად ეჯვარებოდნენ ერთმანეთს, მათ სხვა, უფრო ნაკლებ პოპულარული და გავრცელებული მწყემსი ძაღლების სისხლიც ერეოდათ. 1882 წელს ჰანოვერში გამართულ გამოფენაზე გაიყვანეს 2 გერმანული ნაგაზი, რომლებიც ეგერმეისტერ ბარონ ფონ კნიგს ეკუთვნოდნენ. ესენი იყვნენ ღია ნაცრისფერი შეერილობის 2 ხვადი: კირასი და გრეიფი. რამდენიმე წლის შემდეგ ნეიბრანდებურგის გამოფენაზე კიდევ ერთი გერმანული ნაგაზი_მერე გაიყვანეს. თანდათანობით გერმანულ ნაგაზებს ყურადღება სერიოზულმა მომშენებლებმაც მიაპყრეს, რომლებიც მანამდე ამჯობინებდენ, რომ იმ დროისათვის პოპულარული უცხოური ჯიშები მოეშენებინათ.
XIX საუკუნის დასასრული ძაღლების კულტურული მოშენების მასიური განვითარების პერიოდი გახდა. ძაღლების გამოყენება ადამიანის საქმიანობის სხვადასხვა სფეროში დაიწყეს. დაარსდა უამრავი კლუბი და საზოგადოება, ტარდებოდა მრავალრიცხოვანი გამოფენები.
1891 წლის 16 დეკემბერს გრაფ განასა და ბატონ რიხელმანის ინიციატივი დაარსდა გერმანული ნაგაზების მოყვარულთა პირველი ორგანიზაცია სახელწოდებით, ”ფილაქსი” და დამტკიცდა ჯიშის პირველი სტანდარტი. მაგრამ ამ საზოგადოებას მხოლოდ კომერციული მიზნები ჰქონდა და შესაძლოა, ამიტომაც,დიდხანს არ აურსებია. ოღონდ მისმა შექმნამ გარკვეული სარგებელი მოიტანა, რადგანაც ყურადღება მიაქციეს გერმანულ მწყემს ძაღლებს. ბატონი რიხელმანი კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში უძღვებოდა გერმანული ნაგაზების მოშენებას გერმანიაში და მას უნდა ვუმადლოდეთ, რომ ჯიში არ გაქრა პირველი საზოგადოების დაშლის შემდეგ.
ამ ამბებიდან ცოტა ხნის შემდეგ ახალგაზრდა ოფიცერი მაქს ემილ ფრიდრიხ ფონ შტეფანიცი დაბრუნდა თავის კავალერიაში ბერლინის ვეტერინარული სკოლის დამთავრების შემდეგ. მის მოვალეობაში შედიოდა ცხენების ყიდვა და მათი ბრძოლისათვის მომზადება, მაგრამ ძაღლებს მისი გონების საკმაოდ დიდი ნაწილი ეკავათ. გერმანიის სამხრეთში გაზრდილ შტეფანიცს ბავშვობიდან აინტერესებდა ნაგაზები. მან გულმოდგინედ შეისწავლა მათი ისტორია, განსაკუთრებით, ქცევა და ოცნებობდა გაემრავლებინა და დაეხვეწა გერმანული მწყემსი ძაღლები. მის ამ ოცნებას ასრულება ეწერა. დიდიგვაროვანი წარმოშობისა და ოფოცრის კარიერის მქონე შტეფანიცმა, რომელსაც საზოგადოებაში ღირსეული ადგილი ეკავა, ყველასგან მოულოდნელად ცოლად ყოფილი მსახიობი მოიყვანა. ეს იმ დროისათვის უღირს საქციელად ითვლებოდა. როტმისტერი ფონ შტეფანიცი იძულებული გახდა გადამდგარიყო. მიუხედავად სკანდალისა, შტეფანიცი სასოწარკვეთილებას არ მიცემია. მან ნყუდრო მამული შეიძლინა გრეფრატის ახლოს და იქ დასახლთა ოჯახთან და უახლოეს მეგობართან, ცხვრის მწყემსთან არტურ მეიერთან ერთად.
ერთხელ, 1899 წლის 3 აპრილს, დღეს, რომელიც მნიშვნელოვანი თარიღი გახდა გერმანული ნაგაზის ისტორიაში, მეგობრებმა მაქს ფონ შტეფანიცმა და არტურ მეიერმა ქალაქ კარლსრუეში გამართულ გამოფენაზე ნახეს ძაღლი, რომელიც შთაბეჭდილებას ახდენდა თავისი სრულყოფილებით. ძაღლის პატრონთან, ბატონ ეიზელენთან გასაუბრების შემდეგ მათ შეიტყვეს, რომ ძაღლს ჰექტორ ფონ ლირკენჰაინი ერქვა და გამოფენაზე არ გამოდიოდა, უბრალოდ, მნახველებს წარუდგენდნენ, როგორც მწყემს ძაღლს. ნაგაზების პროფესიონალური გამრავლებით დაკავებულ მეგობრებს აქამდე არასოდეს ენახათ ასეთი ბრწყინვალე წარმომადგენელი. შტეფანეცი დიდი ხანია ოცნებობდა ენახა ძაღლი, რომელიც დაიმსახურებდა ყოფილიყო ორიენტირი მთელი ჯიშის ტიპისათვის და შექმნიდა ფუნდამენტს შემდგომი სელექციური სამუშაოსათვის. მან იყიდა ჰექტორი, 2 თვის შემდეგ კი მას ახალი სახელი ჰორანდ ფონ გრაფრატი დაარქვა და დაარეგისტრირა გერმანული ნაგაზების საგვარეულო წიგნში პირველ ნომრად. ასე, რომ ჰორანდ ფონ გრაფრატი გახდა პირველი გერმანული ნაგაზი, რომელიც ოფიციალურად დაარეგისტრირეს,როგორც ახალი ჯიშის წარმომადგენელი.
ამის შემდეგ გერმანიაში გაჩნდა ახალი საზოგადოება: გერმანული ნაგაზების მეპატრონეთა კლუბი “Sсhаferhunde Verein”, რომელიც 100 წლის შემდეგ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონოჯიშური ორგანიზაცია გახდა. საზოგადოების შექმნა ერნსტ ფონ ოტომ დააფინანსა, მისი პირველი პრეზიდენტი კი არტურ მეიერი გახდა. თავდაპირველად საზოგადოების ცენტრი მდებარეობდა ვანდსბეკში, ერთი წლის შემდეგ მიუნხენში გადაიტანეს, მოგვიანებით_აუგსბურგში, სადაც დღემდე მდებარეობს. ჰორანდის აღმოჩენის შემდეგ შტეფანიცსა და მის მეგობრებს საკმაოდ რთული სამუშაო ელოდათ ღირსეული ძუს აღმოჩენისათვის, რომელიც საფუძველს დაუდებდა ახალ ჯიშს. ამ მიზნით ნანახი და შესწავლილი იქნა ნაგაზების დიდი რაოდენობა გერმანიის მთელს ტერიტორიაზე. ჰორანდ ფონ გრაფრატი არა მხოლოდ კარგი ძაღლი, არამედ კარგი მამაც აღმოჩნდა. მან დიდი რაოდენობით ღირსეული შთამომავლობა დატოვა. მისი საუკეთესო შვილი ჰექტორ ფონ შვაბენი იყო,რომლის შვილებმა ბეოვულფმა, პილოტმა და ჰაინცმა ჯიშის 3 ძირითად ხაზს დაუდეს სათავე. შტეფანიცი ხანგრძლივი დროის განმავლობაში აწარმოაბდა ძაღლების მკაცრ გადარჩევას ტიპის, ექსტერიერისა და ხასიათის მიხედვით. ძალიან სწრაფად გერმანულმა ნაგაზმა დაიწყო ფორმირება არჩეული მიმართულებით და დიდი პოპულარობა მოიპოვა ჯიშიანი ძაღლების მოყვარულთა შორის.
1901 წელს შტეფანიცი გახდა მათ მიერ შექმნილი კავშირის პრეზიდენტი და ხელმძღვანელობდა გერმანული ნაგაზის განვითარებას სიცოცხლის ბოლომდე. არტურ მეიერთან ერთად, რომელიც ბოლო წლებში SV-ს მდივანი იყო, შტრეფანიცმა კოლოსალური სამუშაო ჩაატარა. მათ მიერ დამტკიცებული ჯიშის სტანდარტი მოწმობს მათ ღრმა ცოდნას ანატომიაში, ფიზიოლოგიასა და სამომსახურეო ძაღლის გამოყენების თავისებურებებში. მათი ხელმძღვენელობით 1899 წელს ჩატარებული პირველი გამოფენა ტრადიციული გახდა და დღემდე ტარდება. კავშირის შექმნის შემდეგ შტეფანიცმა დაიწყო ყველა ნაყარის რეგისტრაცია და საგვარეულო ნუსხის გაცემა, გახსნა საგვარეულო წიგნი,რომელიშიც ჯიშის საუკეთესო წარმომადგენლები შეყავდა. ამგვარად, საფუძველი დაედო გერმანული ნაგაზის სუფთა სისხლით მოშენებას გენეალოგიური ხაზების გათვალისწინებით. შტეფანიცი ძალიან აფასებდა ძაღლების სამუშაო ხარისხს. მათ მტკიცედ ქონდათ განსაზღვრული, რომ გერმანული ნაგაზი სამომსახურეო ძაღლი იყო. ამ პრინციპიდან შტეფანიცს არასოდეს გადაუხვევია. მან სწრაფად განსაზღვრა, რომ ძაღლის ინტელექტი იკარგებოდა, თუ ის საშენში სამუშაოს გარეშე ყავდათ.
იმ დროისათვის გერმანიაში შემცირდა საძოვრების რაოდენობა და გერმანულმა ნაგაზმა დაკარგა თავისი ფუნქცია, როგორც მწყემსმა ძაღლმა. შტეფანიცი იძულებული გახდა მოეძებნა მისთვის სხვა გამოყენება. ამ დროისათვის ნაგაზებს ჯერ კიდევ არ იყენებდნენ პოლიციასა და არმიაში და შტეფანიცმა ამ მიართულებით დაიწყო მუშაობა. კავშირის წევრებმა დაიწყეს ძაღლების გაჩუქება არმიასა და პოლიციაში, მოახდინეს ძაღლების შეჯიბრების ორგანიზება სხვადასხვა სახეობებში. პოლიციის ყურადღების მიზნით დაიწყეს ყველაძაღლის სავალდებულო შემოწმება წვრთნადობაზე. მალე ჯარმაც და პოლიციამაც ცნო გერმანული ნაგაზის საჭიროება. 1901 წელს დაიწყეს მისი ფართო გამოყენება საზზოგადოებრივი უსაფრთხოების ორგანოებში.
1903 წელს ჰეინც ფონ შკატერბურგს, ჰექტორ ფონ შვაბენისა და ბელა ფონ შვაბენის შვილს ეყოლა ლეკვი, რომელშიც შტეფანიცმა დაინახა ჯიშის იდეალური წარმომადგენელი და ჰორანდ ფონ გრაფრატისგაუმჯობესებული ვერსია. ეს როლანდ ფონ შტანკერბურგი იყო_დიდი ისტორიული მწარმოებებლი. როლანდი შემთხვევით არ გაჩენილა. ეს მრავალწლიანი, მიზანმიმართული სამუშაოს შედეგი იყო. დღეისათვის არ არსებობს გერმანული ნაგაზი, რომელიც თავის საწყისს როლანდ ფონ შტარკენბურგიდან არ იღებდეს.
შტეფანიცის წყალობით 1923 წელს SV-ს წევრთა რიცხვი 57 ათას ადამიანს აღწევდა. ამ დროისათვის ჯიშზე მოთხოვნილება გაიზარდა გერმანიის ფარგლებს გარეთაც. ამან მას ცუდი სამსახური გაუწია: მომრავლდნენ არაკეთილსინდისიერი მომშენებლები,რომლებიცძაღლებს მხოლოდ ფინანსური გამორჩენის მიზნით ამრავლებდნენ და იგნორირებას უკეთებდნენ სტანდარტის მოთხოვნილებასა და სელექციას. შეჯვარებისათვის იყენებდნენ პრაქტიკულად ყველა ძაღლს. სულ უფრო ხშირად ჩნდებოდნენ ცუდი ხასიათისა და კბილების სისტემის მქონე ძაღლები. ამასთან, დილეტანტების მხრიდან იზრდებოდა სიმპატია დიდი, ამსიური ძაღლების მიმართ. გერმანული ნაგაზი თანდათან კარგავდა თავის ფასეულ მახასიათებლებს. შტეფანივი აცნობიერებდა, რომ ჯიშის გადასარჩენად გარკვეული ზომების მიღება იყო საჭირო.
1925 წელს ჩემპიონების გამოფენის წინ, რომელიც მაინის ფრანკფურტში ტარდებოდა, შტეფანიცმა მნიშვნელოვანი კონფერენცია ჩაატარა. მისმა მონაწილეებმა, ჯიშის წამყვანმა სპეციალისტებმა მიიღეს ლოზუნგი:”უკან, სტანდარტული გერმანული ნაგაზისაკენ!” მომდევნო დღეს ღია კლასში შეკრიბეს ჯიშის საუკეთესო წარმომადგენლები: გერმანიის გასული წლის ჩემპიონები დასხვა ქვეყნების ჩემპიონები. ექსპერტიზა თავად პრეზიდენტმა შტეფანიცმა ჩაატარა. გამოფენის გამარჯვეებული გახდა ლეგენდარული კლოდო ფონ ბოქსბერგი, რომელიც თავისი ტიპით, ზომებითა და პროპორციებით განასახიერებდა იმ დროინდელი გერმანული ნაგაზის იდეალს.
კლოდოს ჯიშის იდეალად აღიარება იმდენად რევოლუციური მოვლენა იყო, რომ 1925 წელი შევიდა გერმანული ნაგაზის ისტორიაში, როგორც საზღვარი ”ძველ სისხლსა”(კლოდომდე) და ”ახალ სისხლს” (კლოდოს შემდეგ) შეორის.
1936 წლის 22 აპრილს,კავშირის დაარსების დრეს, გარდაიცვალა მისი პრეზიდენტი,დიდი კინოლოგი მაქს ამილ ფრიდრიხ ფონ შტეფანიცი. ადამიანი, რომელმაც 36 წელი დაუთმო გერმანული ნაგაზის განვითარებას. მისმა მეგობრებმა და თანამოაზრეებმა განაგრძეს მის მიერ დაწყებული საქმე.
მეორე მსოფლიო ომმა მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა გერმანულინაგაზის განვითარებას. გაქრნენ წამყვანი გერმანული საშენები,ძაღლების დიდი ნაწილი დაიღუპა. მაგრამ შტეფანიცის ერთგული მიმდევრების წყალობით მაინც მოხერხდა საუკეთესო ძაღლების გადარჩენა. დარჩენილი მასალის ბაზაზე, თავიანთი მასწავლებლის რჩევების გათვალისწინებით მომშენებლებმა მოახერხეს ჯიშის აღდგენა.
გერმანული ნაგაზის აყვავების ხანა 80-იანი წლების შუიდან დაიწყო. ამ დროს SV-ს პრეზიდენტის პოსტი გერმანული ნაგაზის ცნობილმა მცოდნემ,მომშენებელმა და ექსპერტმა ჰერმან მარტინმა დაიკავა. მათ მიერ შემოღებულ იქნა გერმანული ნაგაზის სელექციის ახალი კონცეფცია, რომელის განსახიერება გახდა 1984-85 წლების მსოფლიოს ჩემპიონი, ცნობილი ურან ფონ ვილდშტაინერ ლანდი, რომელმაცსაუძველი დაუდო ჯიშის განვითარების ახალ ეტაპს.

სამშობლო: გერმანია
FCI-ს კლასიფიკაციის მიხედვით: ჯგუფი 1: ნაგაზები და საქონლისმრეკელი ძაღლები (გარდა შვეიცარიულისა);
სექცია 1. ნაგაზები
სიმსტანდარტის ნომერიაღლე მინდაოში: ხვადი 60-65 სმ; ძუ_55-60 სმ;
წონა: ხვადი 30-40 კგ; ძუ 22-32 კგ.
: 166

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

ვაა ისე გერმანულ ნაგაზსს წააგავს

 



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

როლიკოს რო ყავს , ეგაა . მგონი


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?