Jump to content

თეთრი ვეფხვი

თეთრი ვეფხვი თეთრი ვეფხვი ალბინოსი ვეფხვი მტაცებელი

ამ თემას აქვს 2 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_თაზო_*

სტუმარი_თაზო_*

  • Find Topics
  • სტუმარი
თეთრი ვეფხვი

.

.

.

.b2cf7683abb8.jpg
 

გავრცელებულია აზრი, რონ თეთრი ვეფხვები ალბინოსები არიან, მაგრამ ეს ასე არაა, რადგან მათი თვალები ჩვეულებრივადაა შეფერილი.
როგორც წესი თეთრი ვეფხვის ბალანი ნაწილობრივ ან მთლიანად თეთრი შეფერილობისაა. რაც განაპირობებულია შეფერილობის რეცესიული გენის მიერ. რეცესიული გენი ისეთი გენია, რომლის გამოვლენაც ითრგუნება დომინანტური (ამ შემთხვევაში ნარინჯისფერი შეფერილობის) გენის მიერ.
მუქი ზოლების მქონე თეთრი ინდივიდები გვხვდება ბენგალიური ვეფხვის პოპულაციაში და დატყვევებულ ციმბირულ ვეხვებშიც. ძირითადად კი თეთრი ბეწვი ბენგალიურ ვეფხვებშია გავრცელებული.
ნარინჯისფერ ვეფხვთან შედარებით, თეთრი ვეფხვი უფრო დიდი ზომისანი არიან, როგორც დაბადებისას, ასევე ზრდასრულ ასაკშიც.
ამჟამად მსოფლიო ზოოპარკებში რამდენიმე ასეული თეთრი ვეფხვია. დაახლოებით ასეული აღირიცხება ინდოეთში, ბუნებაში.
თეთრი ვეფხვი, მისი უჩვეულო შეფერილობის გამო ძალიან პოპულარულია ზოოპარკებსა და ცირკებში. გერანელმა და ამერიკელმა ილუზიონისტებმა, ზიგფრიდმა და როიმ თავი გაითქვეს სწორედ ორი თეთრი ვეფხვის გამრავლებით და გაწვრთნით.
პირველად ტყვეობაში თეთრი ვეფხვი გაამრავლა რევას მაჰარაჯმამ 1958 წელს. მან ჯუნგლებში მამრი თეთი ვეფხვი შეამჩნია და რამდენიმე თვიანი ნადირობის შედეგ მისი დაჭერა მოახერხა. შემდგომ ის ცდილობდა დატყვევებული მამრის შეჯვარებას ჩვეულებრივ მდედრებთან, მაგრამ უშედეგოდ. შთამომავლობა ნარინჯისფერი გამოდიოდა. მრავალი მცდელობის შემდეგ მან მაინც მიაღწია წარმატებას და თეთრი ვეფხვები მიიღო.

ამ ცხოველის ნახვა შესაძლებელია თბილისის ზოოპარკში

ამჟამად ზოოპარკში ორი, ხვადი და ძუ, თეთრი ბენგალიური ვეფხვი ბინადროსბს. რომლებიც ზოოპარკში 26 მაისს, ტანზანიიდან ჩამოიყვანეს.
ვეფხვების ასაკი 17-18 თვეა. ხვად ვეფხვს – მაქსიმუსი, ხოლო ძუ ვეფხვს – კამერონი ჰქვია.
ბენგალიური ვეფხვი და განსაკუთრებით მისი თეთრი ფორმა ძალიან დიდ იშვიათობას წარმოადგენს. თბილისის ზოოპარკი კი ჩამოყვანილი ვეფხვების გამრავლებას გეგმავს.



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ვა ჩვენც გვყოლია თეთრი ვეფხვი? დახე  როგორ უყოჩაღნიათ ... ;)


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ეეჰ საწყალი , აღარ გვყავს. ჩვენი ვეფხუნია. შავ ბალონკასთან ერთად იზრდებოდა .ბოკვერად დარჩა. 13 -ის მოვლენების დროს ესროლეს.


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?