Jump to content


ამ თემას აქვს 13 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_თაზო_*

სტუმარი_თაზო_*

  • Find Topics
  • სტუმარი

Untitled 23.jpg
შვლის ნაკვალები


 შვლის ნაკვალევს საქართველოს მთისა და ბარის ტყეებში (შირაქის გარდა) ყველგან შეიძლება შევხდეთ. განსაკუთრებით მრავლად ბინადრობს კოლხეთის დაბლობის - პალიასტომის ტბის შემოგარენში, ღია ტორფის ჭაობიან ადგილებში, ლანჩხუთის, იმნათისა და ჭალადიდის სამონადირეო მეურნეობების ტერიტორიაზე.

 აქ მობინადრე პოპულაცია ტერფის აგებულებით განსხვავდება სხვაგან გავრცელებული შვლების ტერფისაგან, მას მუდმივად ჭაობებში ყოფნის გამო ჩლიქები უფრო ფართე, გრძელი, ორჯერ მეტად გაზრდილი აქვს და ჩლიქის ნახევრები მოძრავად სამჯერ მეტად 10-14 სანტიმეტრის სიგანეზე იწევა, თავისებურ ფართე საბჯენს ქმნის და ჭაობებში აღარ იფლობა.
 მთის ტყეებში შველი და ირემი ხშირად ერთსა და იმავე ადგილსამყოფელში ბინადრობენ, ნაკვალევებიც ერთმანეთში ირევა, მაგრამ მათი ნაკვალევების გარჩევა ერთმანეთისაგან ძალიან ადვილია, რადგან ირმის ნუკრსაც კი მნიშვნელოვნად დიდი ზომის ნაკვალევი აქვს ვიდრე ზრდასრულ შველს.

 შვლის ჩლიქები პატარა და ლამაზი ფორმისაა, თანაც სიმეტრიულკიდეებიანი. თუმცა წინა კიდურის ჩლიქის გარეთა ნახევარი 03-05 მმ-ით ჩამორჩება შიგნითა ნახევარს. უკანა კიდურზე კი პირიქით გარეთა ნახევარი სჭარბობს. ეს მისი ნაკვალევის გამოსაცნობი საერთო ნიშანია.
 ზრდასრული შვლის წინა კიდურის ჩლიქის სიგრძე 4.5 სანტიმეტრს, სიგანე 3 სმ-ს აღწევს, უკანა კიდურის ჩლიქების ანაბეჭდი შედარებით პატარაა-სიგრძე-სიგანე 4-3 სანტიმეტრს არ აღემატება. დედალი შვლის ნაკვალევი შედარებით პატარა ზომისაა. ვაცის ნაკვალევი შესამჩნევად განსხვავებულია, მისი ჩლიქები უფრო ოვალური, მაღალი, სიმეტრიულია და ყოველთვის მკვეთრ ანაბეჭდს ტოვებს. საერთოდ ახალგაზრდა შველს ჩლიქები სიმეტრიული, თანატოლი აქვს, მისი ანაბეჭდი სხეულის სიმსუბუქის გამო მშრალ ნიადაგზე სუსტადაა გამოხატული, თოვლსა და რბილ მიწაზე კი კარგად ეტყობა. ხანში შესულ შველს ჩლიქის ნახევრები უშნოდ და უსწორმასწოროდ წაზრდილი აქვს. ასე ემართება ტყვეობაში მყოფთაც.

 წინა და უკანა კიდურებს შველიც მერიდიანულად ადგამს. ჩვეულებრივი ნელი სიარულისას წინა მარჯვენა კიდურის ნატერფალს ემთხვევა უკანა მარცხენა კიდურის ნატერფალი და ფარავს, ნაბიჯის სიგრძე ნელი სიარულისას 40-60 სმ-ს არ აღემატება, სირბილის დროს კი ნაკვალევი დაოთხილად მიდის და ნახტომის სიგრძე 4-6 მეტრს აღწევს. როგორც ირემი, შველიც უკანა კიდურების მეშვეობით ხტება და წინ პარალელურად გააქვს, წინა კიდურების ნაკვალევი კი ერთმანეთის მომდევნოდ უკანაა ჩამორჩენილი. დამფრთხალი შვლის ნახტომს დაღმართზე თან ახლავს გვერდითი თითების, (დამატებითი ჩლიქების) ანაბეჭდი, რაც იმის მაჩვენებელია, რომ მათ სამუხრუჭედ იყენებს.
 შველს ჩვეულებად აქვს საწოლარის მოთხრა-თოვლისა და ფოთლის მიწამდე გადაქექვა, რითაც ვიგებთ, რომ აქ შველი ბინადრობს. მის არსებობას ვიგებთ ექსკრემენტებითაც.
 

Untitled 35.jpg

Untitled 34.jpg

Untitled 36.jpg

Untitled 37.jpg

ცხოველთა კვალდაკვალ

მონადირეთა ლეგიონი - legion.ge

ალ. არაბული



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_თაზო_*

სტუმარი_თაზო_*

  • Find Topics
  • სტუმარი

ზოგი სურათი დამუშავებულია წიგნიდან, ზოგიც გადმოტანილია ინტერნეტიდან :)



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

:bravo: სტატიაც და წარწერაც კარგია.....


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_თაზო_*

სტუმარი_თაზო_*

  • Find Topics
  • სტუმარი

:0023:  გაიხარეთ ბაბუ. ბევრი ცხოველის მაქვს, წიგნში და იქედან ვდებ. ნელ-ნელა დავდებ ყველა ცხოველზე



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ბაბულიკო წიგნიდან და ჟურნალებიდან თუ შეგიძლია , მაშინ იმდენი ჟურნალები მაქვს ნადირობიდან დაწყებული ისტორიით დამთავრებული


legion.ge-82-1553250819.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_თაზო_*

სტუმარი_თაზო_*

  • Find Topics
  • სტუმარი
ბევრს ეგრე ვდებ ბაბუ. აბა ინტერნეტში გავრცელებული სტატია თითქმის ყვეკა საიტზეა ისედაც თითქმის. სტატიების აკრეფვა ეზარებათ და არ დებენ. ჩვენ ამით წინ ვიქნებით, რაც უნტერნეტში არ დევს და ჩვენთან იქნება მით უკეთესი ჩვენთვის. როცა დრო მაქვს, არ დავიზარებ.

#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გაიხარე თაზო, ჯიგარი ხარ :bravo:


legion.ge-82-1553250819.jpg


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
goga_para

goga_para

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2285 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

კარგია თაზო  :good:  :good:



#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ისე თემას არ ეხება , მაგრამ თაზო ეს წარწერა(ლეგიონის ) და გერბი (ბეჭდის სახით. ვთქვად ზემოდან გადაწერილი სიტყვა დასტურ) სმაილიკებს რომ დაამატო მოჟნო?

გაოცებიზა ნამეტნავად ბოდიში.

post-3-0-81205900-1416256240.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

Think you could stay this still?

Posted by Mojo TV on 2015 წლის 11 ივლისი, შაბათი

legion.ge-82-1553250819.jpg


#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Tirifoneli

Tirifoneli

    ლეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1730 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:შიდა ქართლი

მაგარია   :bravo:



#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
iverichi

iverichi

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2296 პოსტი
  • მისამართი:muxiani 2 m/r 14 k
  • წარმოშობა:tbilisi

კარგი სტატიაა მალადეც :bravo:



#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

რა საყვარლად დაყნოსა

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 6397 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

რა საყვარელი ვინმეა:))







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?