სკანდინავიური დანები
ნორვეგიული დანები
Helle
კომპანიის ემბლემა
https://helle.com/
ეს დანები ნორვეგიული ფიორდის პირას ერთ პატარა სოფელში მზადდება(Holmedal, ნორვეგია). 1932 წელს ზიგმუნდ და შტაინერ ჰელებმა ჩამოაყალიბეს. ძირითადად ეს დანები ოსლოში იყიდებოდა. ხარისხი ამ დანების უმთავრესი მახასიათებელია. ერთი დანის შესაქმნელად, ხელით სამოცამდე ოპერაცია უნდა შესრულდეს, შემოწმდეს, გაილესოს. ისეთი დანებია რომლებიც სიამაყით გადაეცემა თაობიდან თაობას. ეს დანები არ მიკუთვნება ე.წ. საწარმოო მასშტაბის დანებს. ჰელის დანები ლამინირებული ფოლადისაა(მაღალ ნახშირბადიანი ფოლადი ჩაფლულია დაბალ ნახშირბადიან ფოლადის ფენაში), იყენებენ უჟანგავ ფოლადსაც. ტარი, ''დაძველებული'', არქტიკული არყისაა. ქარქაში სპეციალურად დამუშავებული ტყავისაა, გალაქული, სინესტისგან დასაცავად.
40-მდე სხვადასხვა მოდელის დანას უშვებენ. აქ მხოლოდ რამდენიმე მოდელს შევეხებით
Fjellkniven
10 სმ სიგრძის პირით, საერთო სიგრძე 21.5 სმ., უჟანგავი ფოლადის. ფასი 73$.
Helle Special Jubileumskniven Side Knife
11.5 სმ სიგრზის, სამჯერადად ლამინირებული უჟანგავი ფოლადი, კაკლის ტარით(მონიკელებული ვერცხლის ელემენტით), შეიქმნა 1965 წელს, კომპანიის საიუბილეო დანაა. ფასი 85$.
Helle Harding Norwegian Hunting Knife
10 სმ-იანი სამჯერადი ლამინირების უჯანგავი ფოლადის პირი, ტარი არყის და ასკილისაა. ფასი 92$
Helle Giant Lappland Norwegian Hunting Knife
21 სმ სიგრძის Sandvik 12C27 უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული პირით. ნორვეგიული დანის ტრადიცული ფორმით და გასაოცარი სიბასრით. ფასი 118$.
Brusletto
ელეგანტური, ფუნქციონალური, მარტივად სახმარი დანებია. ტრადიციული სტილით. მზადდება მარალნახშირბადიანი უჯანგავი ფოლადისგან (Sandvik 12C27), როკველის მაჩვენებელია 58. ქარქაშის გული პლასტიკური მასალისაა.
https://www.bruslett...ID=424&ledd1=38
Storbukken
15 სმ სიგრძის პირით და 11 სმ სიგრზის ტარით(საერთოდ სკანდინავიური დანის ტარები საშუალებას გაძლევს მეორე ხელიც მიახმარო საჭირო დროს) რომელიც არყისა და ალუმინისგანაა დამზადებული, წონა 180გ. ნადირის ხორცის დამუსავების გარდა ამ დანით ბანაკის მოწყობასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულებაც შეიძლება.
ფასი 99$
Tiur
კარგია დიდი ზომის ნადირის დასამუშავებლად. დანის პირი სედარებით თხელია, თითქმის 12 სმ-მდე სიგრძით.
წონა 150 გ. ფასი 88$
Falken
თანამედროვე დიზაინის დანაა, 9 სმ სიგრძის პირით, საუკეთესოა ნადირის გასატყავებლად, ფასი 85$.
Brusletto-Kniven
თანამედროვე სკანდინავიური სამომხმარებლო სტილისაა, 8 სმ სიგრძის პირით. საუკეთესოდ კონტროლირდება ხელში. ფასი 49$
Hunter (მნია, მნია, მნია )
შედარებით ფართო მაგრამ მსუბუქი დანა ალუმინის ჭდით. 12.5 სმ სიგრძის პირით, ერთერთი ყველაზე პოპულარული დანა ნორვეგიაში(მაქვს გემო რა, ეს არც მქონდა წაკითხული თვალი რომ გამექცა ამ დანაზე ), განსაკუთრებით საველე პირობებში ნადირის დსამუშავებლად. ფასი 80$
გამოყენებულია მასალა ფორუმიდან monadire.ge