Jump to content


ამ თემას აქვს 95 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

.

.გიურზა

.

.დადებული სურათი
გიურზა

მსოფლიოში გავრცელებული გველების რიცხვი 2500ზე მეტია, მათგან 410 სახეობა შხამიანია ანუ 16% შხამიანია. საქართველოში აღწერილია 21 სახეობა, რომელთაგან 4 შხამიანია, 2 კი მიეკუთვნება საეჭვოს. ამ 4 შხამიანი გველიდან კი ყველაზე შხამი8ანი გიურზაა.

გიურზა ფართოდაა გავრცელებული. იგი გვხვდება ჩრდილო აფრიკაში, კვიპროსზე, არაბეთში, ირანში, ერაყში, სირიაში, მცირეაზიაში, ამიერკავკასიაში, სამხრეთ დაღესტანში, შუა აზიაში, ავღანეთსა და ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთში.

ჩვენთვის საინტერესო სახეობა კი Macrovipera lebetina obtusa, რომელიც საქართველოშია გავრცელებული მხოლოდ აღმოსავლეთ ნახევარში ( თუმცა შეიძლება თურქეთიდან ბათუმის ოლქშიც შემოდიოდეს), კერძოდ ქვემო ქართლსა და ივრის ზეგანზე.. ნანახია თბილისის მიდამოებშიც.

 

 

 

 

 

ბინადრობს ველის ზონაში, სადაც საცხოვრებლად სხვადასხვა ადგილს ირჩევს, მაგრამ უფრო ხშირად მშრალ, ბალხით დაფარულ ქვიან ადგილებშიგვხვდება, სადაც ბევრი ბუჩქი, ხეები კი აქა იქ არის გაფანტული. იმალება ქვების ქვეშ, ნაპრალებში და მღრნელების სოროებში.

სიფრთხილე თავიდანვე ვახსენე, ეხლა კი დავკონკრეტდები, თუ რა უნდა იცოდეთ იმასათვის, რომ მასთან შეხვედრისას საფრთხე ნაკლებად სახიფათოს წარმოადგენდეს. ანუ უნდა იცოდეთ, თუ როდის არის საშიში, ან სად შეიძლება შეხვდეთ მას და ა.შ. მაშ ასე, გაეცანით, თუ როგორია გიურზას ცხოვრების წესი:

გიურზა გაზაფხულზე და ზაფხულში დღის ცხოვრებას ეწევა. ცხელი ზაფხულის დღეებში მხოლოდ მზის ჩასვლის შემდეგ გამოდის, ხოლო დღის ცხელ დროს თავშესაფარში ატარებს. ზანტი გველია, მაგრამ საფრთხის შემთხვევაში საკმაოდ დიდი სიჩქარის განვითარება შეუძლია. კარგად დაცოცავს ხეებზე, სადაც ფრინველებს უდარაჯებს, ან თავს აფარებს. უყვარს წყალში ჩასვლაც. გაღიზიანებული გიურზა კისერს ბერავს, სისინს იწყებს (როგორც ყველა გველგესლა) და დასარტყმელად ემზადება. ამისათვის სხეულის წინა ნაწილსა და თავს უკან გადასწევს, რათა შემდეგ მომენტში ელვისებური სისწრაფით ზამბარასავით გასწორდეს. იგივეს აკეთებენ სხვა გველგესლებიც, მაგრამ გიურზის ამგვარი მოქმედება მისი დიდი ზომის გამო უფრო შთამბეჭდავია. თუ გიურზამ რაიმე საგანს (მაგ: ჯოხს) თავი რამდენჯერმე დაარტყა მერე აღარ აქცევს ყურადღებას გამაღიზიანებელ საგანს.

გიურზა ნადირობს ძირითადად მღრღნელებსა და ფრინველებზე. მას ერთ ჯერზე რამდენიმე მემინდვრიის ან ბეღურასნაირი ჩიტის გადაყლაპვა შეუძლია. დიდი გიურზა კურდღლის ბაჭიებსაც თავისუფლად ყლაპავს. თაგვებს იჭერს სოროში, ფრინველებს უდარაჯებს ხეზე ან მიწაზე, ფრინველს კბენის შემდეგ კი აღარ უშვებს პირიდან. ქვემოთ მოცემულ ვიდეოში კი თავად დარწმუნდებით მის შესაძლებლობებში. მართალია, ამ შემთხვევაში გიურზა ტყვეობაშია, რაც გვაფიქრებინებს, რომ ბუნებაში უფრო სწრაფი და მოხერხებული უნდა იყოს. ახლა კი, შევაჩერებ თქვენს მზერას …


გიურზა, ისე როგორც ყველა ქვეწარმავალი მრავლდება კვერცხის დებით. პატარა გიურზები აგვისტო-სექტემბერში იჩეკებიან. კვერცხიდან თავის გამოყოფის შემდეგ წიწილა კვერცხში ზის და ყვითრით იკვებება, უკვე კბენას ცდილობს, თუმცა მცირე ზომისაა და სულ 215 მმ-ს აღწევს.

ზემოთ ხსენებული სიფრთხილის მიუხედავად, ცნობილია მისი შხამით ადამიანთა დაღუპვის შემთხევები. დაკბენილმა ადამიანმა საწრაფოდ უნდა მიმართოს სამედიცინო პუნქტს, ან ადგილზე გაიკეთესოს ნემსი ანტიგიურზინი, რომელიც ადრე ბევრგან იყიდებოდა, ეხლა კი კონკრეტული რჩევის მოცემა გამიჭირდება. მისი შენახვა აუცილებელია სიცივეში, ამიტომაც ველზე გასული ადამიანები მას მიწაში მარხავენ ხოლმე. გიურზას იჭერენ ძვირფასი შხამის გამო და სპეციალურად მოწყობილ ხელოვნურ გარემოში ჰყავთ იგი.

მაგ. ასეთებში. ასეთ ხელოვნურ თავშესაფარს ტერარიუმი ჰქვია.

ერთი კი გახსოვდეთ!!! გიურზა შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში, რადგან შეიცავს ძვირფასი თვისებების მქონე შხამს. ეს კი უდავოდ გვაფიქრებინებს, რომ იგი დაცვას საჭიროებს.



წყარო: teaele.wordpress.com


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი
რა დაცვას წაიყვანონ სახლში და მოუარონ....
რამე კარგი შეიტანონ ამ წითელ წიგნში...რაც ამას საჭიროებს.

#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

b1fd42231d15.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
გიურზა              

 

 

 

ირაკლი მაჭარაშვილი

 

afTgiurdasxv33.jpg

გიურზა. ფოტო . დარჩიაშვილისა

 

ყოველთვის, როცა სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოს ბუნებაზე ჩამოვარდება ხოლმე სიტყვა, საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ხდება ამ ზონის ფაუნის ტიპიური წარმომადგენელი გიურზა.

 

ჯერ კიდევ დარვინი წერდა იმის შესახებ, რომ შესაძლოა ფერმებში კატების რაოდენობისა და მათ მიდამოებში წითელი სამყურას მოსავლიანობის შორის გარკვეული კავშირი არსებობდეს. ამ მიზეზ-ჩედეგობრივ დამოკიდებულებას მეცნიერი ასე ხსნიდა: კატები ანადგურებენ მემინდვრიებს. როცა კატები არ არიან, მემინდვრიები ძალზე სწრაფად მრავლდებიან. ისინი ანადგურებენ ბაზების ბუდეებს და მათ მატლებს ჭამენ. სამყურა სწორედ ბაზების საშუალებით იმტვერება. მათ გარეშე მცენარე ნაკლებ თესლს იძლევა და ნელი ტემპით მრავლდება. ასე იწვევს კატების სიმცირე სამყურას მოსავლის შემცირებას.

 

სინამდვილეში ბუნებაში გაცილებით რთული პროცესები მიმდინარეობს. ბუნებრივ თანასაზოგადოებაში უფრო ჩახლართული და მრავალმხრივი კავშირები არსებობს ცოცხალ ორგანიზმებს შორის. მაგრამ გადაჭარბების გარეშე უნდა ითქვას, რომ გიურზას როლი ბევრად მნიშვნელოვანია ეკოსისტემის სიჯანსაღისათვის, ვიდრე კატებისა ზემოთ მოყვანილ თეორიულ მაგალითში. ამ რეპტილიის ძირითად საკბილოს ხომ მღრღნელები და სხვა წვრილი ძუძუმწოვრები შეადგენენ. ამის გამო, გიურზა დიდ როლს თამაშობს მათი რიცხოვნობის რეგულირებაში. ძნელია ზუსტად გამოთვალო, რა მოხდება, გიურზა რომ ერთბაშად გაქრეს ეკოსისტემიდან, მაგრამ შეიძლება დარწმუნებული ვიყოთ, რომ ეს იქნება ნამდვილი ეკოლოგიური კატასტროფა, რომელიც მხოლოდ უარესობისკენ შეცვლის ჩვენს საარსებო პირობებს.

 

გიურზა (Vipera lebetina obtusa) ჩვენში გავრცელებული ქვეწარმავლებიდან ყველაზე შხამიანია. ის შედის ოჯახში გველგესლასებრნი (Viperidae). მისი შხამი მსხვერპლის სისხლის შედედებას იწვევს. ახალგამოჩეკილის შხამი ისევე ტოქსიურია, როგორც ზრდასრულისა. სხეულის მაქსიმალური სიგრძე 140-150 სანტიმეტრია. იშვიათად გვხვდებიან უფრო დიდი ეგზემპლარებიც. ფერი ცვალებადობს ღია ნაცრისფერიდან მუქ ნაცრისფერამდე. წენგოსფერი ან მიყავისფრო ელფერით. ზემოდან უფრო დიდი ზონის ლაქებია, ვიდრე გვერდებზე. ასეთი შეფერილობით ის კარგადაა შეხამებული ბუნებრივ გარემოსთან. გიურზა გაზაფხულზე დებს 15-18 კვერცხს, პატარები აგვისტო-სექტემბერში იჩეკებიან. ამიერკავკასიური გიურზის აქტიურობა იწყება მარტის ბოლოს - აპრილის დასაწყისში და ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება. ძირითადად იგი ღამის ცხოვრებას ეწევა, მაგრამ გაზაფხულზე დღისითაც შეიძლება შეგვხვდეს.

 

აქტიურობის დროს გიურზა ნელა დასრიალებს ან უდარაჯებს მსხვერპლს, ხიფათის შემთხვევაში კი ცდილობს, გაეცალოს და პირველივე სამალავში გაუჩინარდეს. შეუძლია, საკმაოდ მაღლა აცოცდეს ხეზე. აგრესიულობას ამჟღავმნებს მხოლოდ შეწყვილების პერიოდში (მაისის პირველი ნახევარი).

 

80-იანი წლების ბოლოს და 90-იანების დასაწყისში ჩვენში გიურზას შხამის მოპოვების ნამდვილი ბუმი დაიწყო. ამ მიზნით უამრავ ეგზემპლარს იჭერდნენ (წელიწადში 1500-2000-მდე). საბედნიეროდ, ბოლო წლებში ეს აჟიოტაჟი ჩაცხრა რეალური მყიდველი თითქმის არ არსებობდა, ვინაიდან ღირებულება სათანადოდ დამუშავებულ გიურზას შხამს გააჩნია და არა გველის მოწველის პირველად პროდუქტს. სამაგიეროდ, მაინც უმოწყალოდ ხოცავენ მონადირეები - საკუთარი თავისა და ძაღლების უსაფრთხოებას იცავენ. არადა საქართველო გიურზას საერთო არეალის კიდურა ნაწილს წარმოადგენს; ცნობილი ბიოლოგიური კანონზომიერების თანახმად კი, სახეობათა კიდურა პოპულაციები ძლიერ მოწყვლადნი არიან.

 

გარდა ტრადიციული როლისა, გიურზას კიდევ სხვა დამსახურებაც გააჩნია ჩვენი ქვეყნის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაში. არიდული და სემიარიდული ზონა ბრაკონიერების საყვარელი ადგილია (თუმცა მათი უმეტესობა თავს ბრაკონიერს არ უწოდებს; შეიძლება იამაყოს კიდეც იმ ფაქტით, რომ დღეში 60 ხოხობი ჩამოაგდო, ან ბელებიანი დათვი მოკლა, ერთი ბელი კარგ ფასად გაყიდა, მეორის მწვადით კი „ბიჭები“ აქეიფა!). სწორედ გიურზებისადმი შიში აიძულებს მათ, შეზღუდონ თავიანთი მომხმარებლური ინტერესი ბუნებისადმი.

 

afTgiurdasxv34.jpg

გიურზა. ფოტო . მაჭარაშვილისა

 

ამდენად, გიურზა ჩვენგან მხოლოდ პატივისცემას იმსახურებს“ - იმის გამო, რომ არეგულირებს მღრღნელებისა და ბრაკონიერების რაოდენობას და ამით იცავს ბუნებრივ წონასწორობას ეკოსისტემაში. გიურზა არიდული და სემიარიდული ეკოსისტემების სიჯანსაღის სიმბოლოდ შეიძლება მივიჩნიოთ.

 

afTgiurdasxv35.jpg

გიურზას ტიპიური ადგილსამყოფელი. ფოტო . მაჭარაშვილისა.


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
გველის კბენამდელი და კბენის შემდგომი რჩევები

a3152.jpg

 
დავით დგებუაძე
 

დედოფლისწყაროს მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები აცხადებენ, ქალაქის სხვადასხვა უბანში შხამიანი გველები მომრავლდნენ.

 

რამდენიმე დღის წინ ლესელიძის ქუჩაზე, ერთ–ერთმა მცხოვრებმა საკუთარ ეზოში მეტრნახევარი სიგრძის გიურზა შენიშნა, რომელიც მეზობლების დახმარებით მოკლა. ასევე, დედოფლისწყაროს მიკრორაიონის დასახლებაში მაცხოვრებლებს ერთი დღის მანძილზე ორი გველის მოკვლა მოუხდათ. მომხდარის გამო ადგილობრივები პანიკაში არიან და ბავშვების ეზოში გაშვების ეშინიათ.

 

ბოლო დროს იყო ისეთი შემთხვევაც, როდესაც სამი წლის ბავშვს გიურზამ უკბინა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, მიზეზად კი საავადმყოფოში გველის შხამის საწინააღმდეგო ვაქცინის უქონლობა დასახელდა.

 

ამ შემთხვევის შემდეგ, დედოფლისწყაროს საავადმყოფოში ორი ვაქცინა ,,ანტიგიურზინი“ მოიტანეს, რომელიც ინახება და მისი საჭიროების შემთხვევაში პრობლემა აღარ შეიქმნება.

 

გველმა ათი წლის გოგონა დაკბინა ასევე თბილისში. ლალი სუბელიანი სამგორის დასახლებაში, კაიროს ქუჩაზე სტუმრად იყო. ბავშვი რკინიგზის ლიანდაგზე გადადიოდა, როდესაც მას გველმა ფეხზე უკბინა. ლალი სუბელიანი ამ დროისთვის იაშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობს. ექიმების განმარტებით, პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და დაკვირვების მიზნით ის საავადმყოფოში რამდენიმე დღე დარჩება. კაიროს ქუჩის მცხოვრებლები მიმდებარე ტერიტორიაზე ბოლო პერიოდიში ქვეწარმავლების მომრავლებაზე საუბრობენ.

 

როგორც ცნობილია, დედამიწაზე გველის სულ 2700 სახეობაა. ამათგან საქართველოში 20-22 სახეობა გვხვდება. ჩვენში გავრცელებულ გველებს შორის ყველაზე შხამიანი და, შესაბამისად, საშიშიც, გიურზაა. მას მოსდევენ კავკასიური გველგესლა და კატისთვალა გველგესლა.

 

გიურზა გველგესლების ყველაზე დიდი წარმომადგენელია. მისი სხეულის სიგრძე 130-160 სმ-ს აღწევს, მასა - 3-6 კგ-ს. შეფერილობა სხვადასხვაა - ღია ნაცრისფრიდან მუქ ნაცრისფრამდე, წენგოსფერი ან მოყავისფრო. ზურგზე მოზრდილი ლაქები აქვს, გვერდებზე - შედარებით მომცრო. სანადიროდ უმთავრესად ღამით გამოდის, მაგრამ გაზაფხულზე და ზაფხულში დღისითაც შეიძლება შეგვხვდეს. მისი შხამი ტოქსიკურობით პირველობას მხოლოდ კობრას შხამს უთმობს. გიურზას ნაკბენი მომაკვდინებელია.

გიურზაც და გველების სხვა სახეობებიც აგრესიულობას უშუალოდ საფრთხის დროს ავლენენ. ადამიანს თავს პირველი არ ესხმიან და მხოლოდ მაშინ კბენენ, თუ გააბრაზებენ, მაგალითად, თუ შემთხვევით ფეხს წამოსდებენ ან დაადგამენ. ასე რომ, თუ სადმე გველს გადაეყარეთ, ნუ მიეცემით პანიკას - თქვენმა მღელვარებამ შესაძლოა ისიც ააფორიაქოს და გიკბინოთ, არ მიუახლოვდეთ და არ სცადოთ მისი მოკვლა ან დაჭერა.

 

ადვილად შეიძლება იმის გამოცნობა, გველმა გიკბინათ თუ არა. შხამიანი გველის ნაკბენ ადგილას ორი მსხვილი ნაჩხვლეტი რჩება, ხოლო უშხამოს ნაკბენ ადგილას - მრავალი წვრილი წერტილი. შხამიანი გველის კბენიდან რამდენიმე წუთის შემდეგ იწყება ნაკბენის ტკივილი და წვა, ის მიდამო წითლდება, სივდება, კანქვეშ ჩნდება სისხლჩაქცევები. 20-40 წუთის შემდეგ ვითარდება შოკური მოვლენები, პირღებინება, კრუნჩხვა, ცნობიერების დაბინდვა, შესაძლოა, დაზიანდეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოები (გული, თირკმელი, ღვიძლი, ელენთა). შემდგომი პროგნოზი დამოკიდებულია გველის ჯიშზე, წელიწადის დროზე, დაკბენილის ასაკზე, ჯანმრთელობის მდგომარეობასა და კბენის ადგილზე. მაგალითად, როცა ნაკბენი თავზე ან კისერზეა, ინტოქსიკაცია გაცილებით მძიმედ მიმდინარეობს, ვიდრე კიდურებზე კბენისას.

 

იმისთვის, რომ თავი გველებისგან დავიცვათ, უნდა გვახსოვდეს, რომ ქვეწარმავლები იმ ადგილებს ეტანებიან, სადაც ბევრი მღრღნელი და ბაყაყია. იმ ადგილებში, სადაც გველები ბინადრობენ, ჩაიცვით მაღალყელიანი ფეხსაცმელი; ერიდეთ მაღალ ბალახსა და თხრილებს; მოთიბული ბალახი მიწაზე არ დატოვოთ. ნურც მიწაზე დაწვებით, რადგან გველს ადამიანის სითბო იზიდავს; ღამეს ნუ გაათევთ გამოქვაბულში, ფუღუროიანი ხის, დამპალი კუნძის ახლოს. თუ გამოღვიძებულმა საკუთარ საწოლში გველი დაინახეთ, ნუ გააკეთებთ მკვეთრ მოძრაობებს, დაელოდეთ, როდის წავა; სახიფათო ადგილას აუცილებლად გააყოლეთ ხელს შრატი.

 

სიფრთხილის მიუხედავად, გველმა მაინც თუ გიკბინათ, მიზანშეწონილია პირველადი დახმარების ჩატარება. ტოქსიკოლოგები გვირჩევენ, რომ აუცილებელია ნაკბენის სასწრაფოდ ჩამობანა ცივი წყლითა და სარეცხის საპნით. სასურველია ეს რეზინის ხელთათმანებით გაკეთდეს. ნაკბენი ადგილი ოდნავ უნდა გაიხსნას და შხამი ხელის დაჭერით უნდა გამოიდინოს. ჭრილობა სწრაფად გავიმშრალოთ, დავიფაროთ სტერილური ბინტი და შევიხვიოთ. მიიღეთ დიდი ოდენობით სითხე, მაგ. ჩაი, ყავა. არ გაეკაროთ სპირტიან სასმელს. აუცილებელია მიმართოთ კლინიკას, სადაც კვალიფიციურ დახმარებას გაგიწევენ. თუ კლინიკაში დაადასტურებენ, რომ გიურზას ნაკბენია, აუცილებელია გაგიკეთებენ ,,ანტიგიურზინს“.

დაიმახსოვრეთ, არ შეიძლება გველის ნაკბენიდან სისხლის გამოწოვა, მისი მოწვა, გაკვეთა ან ლახტის დადება.

a3156.jpg

 

 

წყარო:https://droni.ge

2013წ


legion.ge-82-1553250819.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ძმებო ბრთხილად იყავით...კახეთისკენ იწყებს მწყერი შემოსვლას და ....ოთხფეხა მეგობრებსაც გაუბრთხილდით. ჩემ ახლობელს  ნოემბრის ბოლო (მიწას რომ მოყინული თოვლის ქერქი ქონდა გადაკრული)თუ დეკემბრის დასაწყისი იყო, მაშინ მოუკლა მაგარი კურცხარი....


legion.ge-82-1553250819.jpg


#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კაუ

კაუ

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPip
  • 414 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, თემქის დასახლება :)
  • წარმოშობა:"შორაპანსკი"

გიურზა – საქართველოში ყველაზე შხამიანი გველია!

გიურზა (Vipera lebetina) - წარმოადგენს დიდი ზომის გველს, გამოწეული ცხვირით და ასევე მკვეთრად წამოწეული საფეთქლის ძვლებით. თავის ზედა ნაწილი დაფარულია ნეკნების მსგავად განლაგებული ქერცლით. თვალებს ზემოთ

 არსებული ქერცლი უფრო წვრილია. მსხვილი, მოქნილი სხეული შეფერილია მონაცრისფრო-ქვიშისფრად ან მოწითალო-მოყავისფროდ. ხერხემლის გასწვრივ გასდევს გვერდებისაკენ გადახრილი მუქი, მურა ფერის, ან ნარინჯისფერი ლაქები. სხეულის გვერდებზე განლაგებულია უფრო წვრილი მუქი ლაქები. თავის ქალა ერთფეროვანია, ნახატების გარეშე. სხეულის ქვედა ნაწილი ღია ნაცრისფერია, ალაგ-ალაგ წვრილი, მუქი ლაქებით. შეფერილობის საერთო ფონი ძალზედ ვარირებადია. ხანდახან გვხვდება მთლიანად ერთფეროვანი ეგზემპლარებიც. მდედრები სიგრძეში 1,3, ხოლო მამრები - 1,6 მეტრს აღწევენ. შხამიანი გველი გველგესლასებრთა ოჯახისა. აქვს დაახლოებით 1,5 მ სიგრძის სხეული. რუხი ფერისაა, ზურგზე მუქი კოპლებით. 

 

გავრცელებულის არეალი ძალიან ფართოა - მაროკო და ალჟირი, ტუნისი და ლიბია, ხმელთაშუაზღვის აღმოსავლეთით მდებარე ქვეყნები, თურქეთი, ერაყი, ირანი, ავღანეთი, პაკისტანი და ჩრდილო-დასავლეთი ინდოეთი.

საქართველოში ის გვხვდება შირაქში, გარეჯის უდაბნოში, თბილისისმიდამოებში. პოსტსაბჭოთა სივრცეში გვხვდება ამიერკავკასიაში, დაღესტანში, თურქმენეთში, სამხრეთ და აღმოსავლეთ უზბეკეთში, დასავლეთ ტაჯიკეთში, ყაზახეთის უკიდურეს სამხრეთში.

 

ლაკონური და მეტყველი დასახელება „გიურზა“, გველის ამ სახეობამ მიიღო კავკასიაში და ამავე სახელწოდებით მოიხსენიებენ მას შუა აზიის ქვეყნებშიც. სხვა ქვეყნებში მას, როგორც წესი, უწოდებენ აღმოსავლურ ან ლევანტის ასპიტს. გარდა ამისა, არსებობს მისი ადგილობრივი მოსახლეობის მიერ მინიჭებული სახელწოდებებიც. გავრცელების ფართო არეალის მიუხედავად, გიურზა ყველგან მსგავს პირობებში ცხოვრობს.

საცხოვრებელი არეალის მიხედვით გიურზა გვხვდება მთის ნაპირებში, მთის ნაპრალებში და ფერდობებზე, ბუჩქნარებში, ასევე მდინარის ნაპირებთან. ეს გველი არასდროს არ სახლობს ზღვის დონიდან 1500 მ-ზე უფრო ზემოთ. ძალიან კარგად ეგუება დამუშავებულ ნიადაგებს, სარწყავი არხების ნაპირებს, ბაღ-ვენახებს, შეიძლება შევხვდეთ სოფლების განაპირასაც. დასამალად იყენებს მღრღნელების სოროებს, მიწის ნაპრალებს, კლდის ნაპრალებს, იმალება ქვების ქვეშ და ა.შ.

ამ გველის შხამი, თუ მისი საწინააღმდეგო ღონისძიებანი დროულად არ იქნა გატარებული, ადამიანისათვის სასიკვდილოა.გიურზას შხამი მსხვერპლისსისხლის შედედებას იწვევს. ახალგამოჩეკილის შხამი ისევე ტოქსიურია, როგორც ზრდასრულისა. გიურზას შხამი შეიცავს ფერმენტებს, რომლებიც შლიან სისხლის წითელ ბურთულებს და სისხლძარღვის კედელს. ვითარდება ძლიერი კანქვეშა და შინაგანი ორგანოების შეშუპება, სისხლჩაქცევები, სისხლისდენა, გულისა და თირკმელის ფუნქციის მოშლა. ვითარდება დიდი ზომის ჰემორაგიული შეშუპებები, შხამი იწვევს სისხლის შემადედებელი სისტემის მოშლას. ნაკბენის გარშემო აღინიშნება ძლიერი ტკივილი, ვითარდება ქსოვილის ნეკროზი, იწყება თავბრუსხვევა, პირღებინება. მისი ნაკბენი სასიკვდილოა ადამიანისა და ცხოველებისათვის. თუმცა, დროული და კვალიფიციური მკურნალობის შემთხვევაში, შესაბამისი შრატების გამოყენებით, სასიკვდილო შედეგი შესაძლებელია თავიდან იქნეს აცილებული.

 
 

რა უნდა ვიცოდეთ იმასათვის, რომ მასთან შეხვედრისას  საფრთხე ნაკლებად სახიფათოს   წარმოადგენდეს. ანუ უნდა იცოდეთ, თუ როდის არის საშიში, ან სად შეიძლება შეხვდეთ მას და ა.შ.  მაშ ასე, გაეცანით, თუ როგორია გიურზასცხოვრების წესი: 

გიურზა გაზაფხულზე და ზაფხულში დღის ცხოვრებას ეწევა. ცხელი ზაფხულის დღეებში მხოლოდ მზის ჩასვლის შემდეგ გამოდის, ხოლო დღის ცხელ დროს თავშესაფარში ატარებს. ზანტი გველია, მაგრამ საფრთხის შემთხვევაში საკმაოდ დიდი სიჩქარის განვითარება შეუძლია. კარგად დაცოცავს ხეებზე, სადაც ფრინველებს უდარაჯებს, ან თავს აფარებს. უყვარს წყალში ჩასვლაც. გაღიზიანებული გიურზა კისერს ბერავს, სისინს იწყებს (როგორც ყველა გველგესლა) და დასარტყმელად ემზადება. ამისათვის სხეულის წინა ნაწილსა და თავს უკან გადასწევს, რათა შემდეგ მომენტში ელვისებური სისწრაფით ზამბარასავით გასწორდეს. იგივეს აკეთებენ სხვა გველგესლებიც, მაგრამ გიურზის ამგვარი მოქმედება მისი დიდი ზომის გამო უფრო შთამბეჭდავია. თუ გიურზამ რაიმე საგანს (მაგ: ჯოხს) თავი რამდენჯერმე დაარტყა მერე აღარ აქცევს ყურადღებას გამაღიზიანებელ საგანს.

- იმ მომენტიდან, როცა ადამიანი გველს დაინახავს, ეს უკანასკნელი არანაირ საფრთხეს აღარ წარმოადგენს მისთვის. დაინახე ქვეწარმავალი? ორი ნაბიჯი უკანგადადგი და ისიც თავის გზაზე მშვიდობიანად წავა და შენც. არც ერთი გველი არ ერჩის ადამიანს, პირიქით, ერიდება, ცდილობს, რომ დაემალოს მას. გიურზა აგრესიულია? არა, ბატონო. ახლოს თუ მიხვედი... იცით, ნებისმიერ გველს აქვს ე. წ. უსაფრთხოების მანძილი. თუ ახლოს მიხვალ და ამ ზღვარს გადაკვეთ, ის თვლის, რომ შენ ესხმი თავს და ამიტომ თავს იცავს. საერთოდ, მერწმუნეთ, არც გიურზა და არც ერთი სხვა გველი აგრესიული არ არის და ადამიანს არ დასდევს. უსაფრთხოების მეორე და ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი ზომაა სოფლებში, აგარაკებზე, ნაკვეთებზე ბალახის გათიბვა. ზაფხულში მაღალი ბალახი გველების თავშესაფარია. არ აქვს მნიშვნელობა, მაღალი ბალახი სოფელში იქნება თუ ვაკესა და საბურთალოზე. ამიტომ კორპუსების ეზოებში, მიმდებარე ტერიტორიაზე აუცილებელია ბალახის გათიბვა. სადაც მღრღნელები ჩნდება, იქ ადრე თუ გვიან აუცილებლად გაჩნდება გველიც. ამიტომ აუცილებელია სისუფთავის დაცვა, ნაგვის ბუნკერების დროული დაცლა, მღრღნელებთან ბრძოლა...

განმასხვავებელ ნიშნებს რაც შეეხება, შხამიან გველებს - გველგესლებს (გიურზაც გველგესლების ოჯახს მიეკუთვნება) შედარებით უფრო გამოკვეთილისამკუთხედი თავი აქვთ. თუმცა არსებობს უშხამო გველიც - ნაირფეროვანი მცურავი, რომელსაც ასევე სამკუთხა თავი აქვს.

განსხვავება კბენის შემთხვევაშიც შეიძლება. თუ ნაკბენის ადგილზე ორ ნაჩხვლეტს ხედავთ, მაშინ ეს შხამიანი გველის ნაკბენია, მაგრამ, თუ ნაკბენი ნახევარწრედ არის განლაგებული და კბენის ადგილზე ჩანს რამდენიმე - ექვსი, რვა, ათი და ა. შ. ნაჩხვლეტი, როგორც წესი, ეს უშხამო გველის ნამოქმედარია.

გველი ადამიანს თავს არ ესხმის! ის იკბინება თავდაცვის მიზნით, როდესაც ადამიანი ფეხს დაადგამს, შემთხვევით მოჰკიდებს ხელს ბალახში, თივაში, ბუჩქებში ან მოკვლას დაუპირებს, ამიტომ პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებაა მაღალყელიანი ჩექმა, გრძელი ჯოხი, სიფრთხილე თივის ზვინებთან, ბალახში, მინდორში, ტყეში, ქვიან ადგილებში სიარულის დროს, კოცონთან და სხვა ადგილებში.

საჭირო ინფორმაცია, პირველადი დახმარება გველის ნაკბენზე, იხილეთ: 


Non nobis, non nobis, Domine
Sed nomini tuo da gloriam.
________________________

ჩემი ძმა არყოფილი ვითარ მიყვარდის უმეტეს მზისა და უმეტეს ხმალისა რამეთუ იყო იგი სხვა ჩემი...... 

#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კაუ

კაუ

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPip
  • 414 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, თემქის დასახლება :)
  • წარმოშობა:"შორაპანსკი"

მეც დავამატებ. იმ დღეს განხილვის თემა იყო და ეხლა გამახსენდა :)

 


Non nobis, non nobis, Domine
Sed nomini tuo da gloriam.
________________________

ჩემი ძმა არყოფილი ვითარ მიყვარდის უმეტეს მზისა და უმეტეს ხმალისა რამეთუ იყო იგი სხვა ჩემი...... 

#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ეს ნაბოზრობა  ჯავახეთში ნახეს

 

de333cb14b33.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 6397 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

გუშინწინ ჩემმა მეგობარმა მითხრა ბიჭებს ალგეთზე ძაღლი მოუკლაო :/



#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
iverichi

iverichi

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2296 პოსტი
  • მისამართი:muxiani 2 m/r 14 k
  • წარმოშობა:tbilisi

:((  ბიჭო მაგრად ტეხავს :((( რა საზიზღრობაა ტო რასგავს



#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

რა ხდება? გუშინ ზურამ და , ცინცომ მაჩვენა გიურზების სურათი ერთი ქავთარაძეზეა გადაღებული, მეორე ნუცუბიძეზე. ისეთი საზიზღრობის სურათებს არ დავდებ რა. მაგრამ ნამდვილად ეგაა.... თფუჰ, თფუჰ , თფუ...ვინ ჩვენ გვაგინებს იმის დედაც და ყველაფერიც..... :@


legion.ge-82-1553250819.jpg


#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ჯანდარაზე

 

12143161_1015242398495838_55197237849554


legion.ge-82-1553250819.jpg


#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ღვინკა

ღვინკა

    ლეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1651 პოსტი
  • მისამართი:დიდი დიღომი
  • წარმოშობა:კახელი

ბიჭებო ანტიგიურზა ანუ შხამსაწიააღმდეგო იყიდება სადმე?



#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
dima71

dima71

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 976 პოსტი
  • მისამართი:sulkhan tsintsadzis 2
  • წარმოშობა:imereti

გამორიცხულია !!!!! მეზობელია ტოქსიკოლოგიის ეროვნულ ცენტრი ხელმძღვანელი თეიმურაზ კობიძე , იმას ვთხოვე შარშან . მინდოდა პრევენციისათვის .  ის ჩემს თვალწინ ელაპარაკა დაავადებათა კონტოლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორს პ. იმნაძეს მაგის თაობაზე თუ სად შეიძლებოდა შოვნა,... იმან კიდე ნწუოოო, ვერსად ვერ იშოვნიო,ძალიან შეზღუდული რაოდენობით შემოდისო,.. გარდა მაგისა სპეციალურ კონტეინერში უნდა ინახებოდეს თან გარკვეული ტემპერატურული რეჟიმის ქვეშ და კიდევ ... გაკეთებაც  სპეციფიურია, ანუ იოლად შესასხაპუნებელი არაა, ცოდნა ჭირდება!!







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?