Jump to content

ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება

ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელ მედიცინა ტკიპა საქონელი ძაღლი ჯმრთელობა

ამ თემას აქვს 6 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_zaza13_*

სტუმარი_zaza13_*

  • Find Topics
  • სტუმარი

დევი გაგიხსნა თემა ? 

მიმაგრებული გალერეა

  • c180ec5001e8.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_zaza13_*

სტუმარი_zaza13_*

  • Find Topics
  • სტუმარი

ლეგიონს გაუმარჯოსს!



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი
ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

დაავადება პირველად აღწერილ იქნა 1944 წელს ყირიმში და მას ყირიმის ჰემორაგიული ცხელება უწოდეს. 1969 წელს, შემჩნეულ იქნა, რომ ყირიმის ჰემორაგიული ცხელების გამომწვევი პათოგენი, 1956 წელს კონგოში აღმოჩენილი დაავადების იდენტური იყო. kirimi-konko.jpgამ ორი ადგილის კავშირმა მოგვცა დაავადებისა და ვირუსის ამჟამინდელი სახელწოდება.

საკვანძო ფაქტები

ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების (CCHF) ვირუსი იწვევს მძიმედ მინდინარე ვირუსული ჰემორაგიული ცხელების ეპიდაფეთქებებს.
CCHF-ის ეპიდაფეთქებისას ლეტალობა 40%-მდეა.
ვირუსი უმთავრესად ადამიანს გადაეცემა ტკიპებისა და მსხვილფეხა რქოსანი ცხოველებისაგან. ინფექციის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა შესაძლებელია ინფიცირებული პირის სისხლთან, გამონაყოფებთან, ორგანოებთან ან სხეულის სითხეებთან ახლო კონტაქტის შემთხვევაში.
CCHF ენდემიურია აფრიკაში, ბალკანეთში, შუა აღმოსავლეთსა და აზიაში, ასევე 50-ე ჩრდილოეთ პარალელის სამხრეთით მდებარე ქვეყნებში.
არც ადამიანებისათვის და არც ცხოველებისათვის ეფექტური ვაქცინა არ არსებობს.

 

ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება (CCHF) ფართოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელიც გამოწვეულია Bunyaviridae ოჯახის ვირუსით (ნაიროვირუსი). ვირუსი გადააქვს ტკიპას. CCHF ვირუსი იწვევს მძიმედ მიმდინარე ვირუსული ჰემორაგიული ცხელების ეპიდაფეთქებებს, 10-40% ლეტალობით.

CCHF ენდემიურია აფრიკაში, ბალკანეთში, შუა აღმოსავლეთსა და აზიის 50-ე ჩრდილოეთ პარალელის სამხრეთით მდებარე ქვეყნებში – რაც გადამტანი ტკიპის (Hyalomma) გეოგრაფიულ საზღვარს წარმოადგენს.

ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების ვირუსი ცხოველებსა და ტკიპებში

CCHF ვირუსის მტარებლები არიან გარეული და შინაური ცხოველები, მსხვილფეხა რქოსანი საქონელი, ცხვარი და თხა. ბევრ ფრინველს გააჩნია ინფექციისადმი რეზისტენტობა, მაგრამ სირაქლემები ინფექციის მიმართ მგრძნობიარე არიან. ენდემურ ზონებში, სადაც ადამიანის ინფიცირების პირველი შემთხვევები დაფიქსირდა, სირაქლემები ხასიათდებიან ინფექციის მაღალი პრევალენტობით. მაგალითად, ცნობილია ეპიდაფეთქება სამხრეთ აფრიკის სირაქლემების სასაკლაოზე. აღსანიშნავია, რომ CCHF–ის ვირუსი ცხოველებში არ გამოვლინდება რაიმე სიმპტომებით, რის გამოც, ხშირ შემთხვევაში, მისი დროული დეტექცია არის შეუძლებელი.

ცხოველები ინფიცირდებიან ინფიცირებული ტკიპის ნაკბენით და ვირუსი მათ სისხლში რჩება ინფიცირებიდან ერთი კვირის განმავლობაში, რაც საშუალებას იძლევა, რომ ტკიპა-ცხოველი-ტკიპა-ს ტიპის გადაცემის ციკლი გაგრძელდეს შემდეგი ტკიპის კბენით. მიუხედავათ იმისა, რომ ტკიპების სხვადასხვა სახეობები შესაძლებელია დაინფიცირდნენ CCHF ვირუსით, ძირითად გადამტანებს, Hyalomma-ს ოჯახის ტკიპები წარმოადგენენ.

ტრანსმისია

CCHF ვირუსი ადამიანებს გადაეცემათ ტკიპის ნაკბენით ან ინფიცირებული ცხოველის დაკვლისთანავე მათ სისხლთან ან ქსოვილებთან კონტაქტისას. შემთხვევათა უმეტესობას ადგილი ჰქონდა იმ პირებში, რომლებიც ჩაბმული არიან შინაური საქონლის ინდუსტრიაში. ესენია სოფლის მეურნეობის მუშაკები, სასაკლაოებში მომუშავენი და ვეტერინარები.

ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა შესაძლებელია ინფიცირებული პირის სისხლთან, გამონაყოფებთან, ორგანოებთან ან სხეულის სხვა სითხეებთან ახლო კონტაქტის შემთხვევაში. სამედიცინო მოწყობილობის არასრული სტერილიზაციისას, ნემსების ხელახალი გამოყენებისას და სამედიცინო ხელსაწყოების კონტამინაციის შემთხვევაში შესაძლებელია ინფექცია გავრცელდეს ჰოსპიტალში.

ნიშნები და სიმპტომები

ინკუბაციური პერიოდის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ვირუსის შეჭრის ტიპზე. ტკიპის ნაკბენით მიღებული ინფექციისას, ინკუბაციური პერიოდი საშუალოდ არის ერთიდან სამ დღემდე, მაქსიმუმ ცხრა დღე. ინფიცირებულ სისხლთან ან ქსოვილთან კონტაქტისას ინკუბაციური პერიოდი ძირითადად არის ხუთიდან ექვს დღემდე, დაფიქსირებული მაქსიმუმია 13 დღე.

სიმპტომები გამოვლინდება უეცრად, აღინიშნება ცხელება, მიალგია, (კუნთების ტკივილი), თავბრუს ხვევა, კისრის ტკივილი და დაჭიმულობა, ზურგის ტკივილი, თავის ტკივილი, ჩასისხლიანებული თვალები და ფოტოფობია (მგრძნობელობა სინათლეზე). ასევე დასაწყისში შესაძლებელია დაფიქსირდეს გულისრევა, ღებინება, დიარეა, ტკივილი მუცლის არეში და ყელის სიწითლე, ხოლო შემდგომ – ხასიათის მკვეთრი ცვლილება და გონების დაბინდვა. 2–4 დღის შემდეგ შფოთვა შესაძლებელია შეიცვალოს ძილიანობით, დეპრესიითა და დაღლილობით, გამოხატული ჰეპატომეგალიით (ღვიძლის ზომაში მომატება); მუცლის ტკივილი შესაძლებელია ლოკალიზდეს მარჯვენა ზედა კვადრატში.

სხვა კლინიკური ნიშნები მოიცავს ტაქიკარდიას (გულის შეკუმშვათა მომატება), ლიმფადენოპათიასა (ლიმფური კვანძების ზომაში მომატება), და პეტექიურ გამონაყარს (გამონაყარი, რომელიც გამოწვეულია კანში სისხლდენით) ლორწოვანის შიდა ზედაპირებზე პირში, საყლაპავსა და კანზე. პეტექია შეიძლება გადაიზარდოს დიდი ზომის გამონაყარში, რომელსაც ექიმოზი ეწოდება, და ასევე სხვა ჰემორაგიული მოვლენები. ხშირად აღინიშნება ჰეპატიტის ნიშნები და მძიმე შემთხვევებში, ავადმყოფობის მეხუთე დღის შემდეგ, შესაძლებელია თირკმლის ფუნქციების სწრაფი გაუარესება, უეცარი ღვიძლის ან პულმონარული უკმარისობა.

CCHF–ის დროს ლეტალობის მაჩვენებელი დაახლოებით 30%–ია და გარდაცვალება ძირითადად ფიქსირდება ავადმყოფობის მეორე კვირას.

პაციენტებში, ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესება ძირითადად იწყება დაავადების გამოვლენიდან მეცხრე–მეათე დღეს.

დიაგნოზი

CCHF–ის ვირუსული ინფექცია შესაძლებელია დიაგნოსტირებულ იქნას რამოდენიმე ლაბორატორიული ტესტის მეშვეობით:

იმუნოფერმენტული, იმუნოსორბენტული რეაქცია(ELISA);
ანტიგენის დეტექცია;
შრატში ნეიტრალიზაციის რეაქცია;
უკუტრანსქრიპტაზა – პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (RT-PCR);
ვირუსის იზოლაცია უჯრედულ კულტურებზე.

იმ პაციენტებს, რომელთაც ფატალური დაავადებით და ასევე იმ პაციენტებს, რომლებიც იმყოფებიან ავადმყოფობის პირველ დღეებში, ძირითადად არ გამოუმუშავდებათ ანტისხეულების მნიშვნელოვანი რაოდენობა და ამგვარად, ამ პირებში დიაგნოზის დასმა ხდება სისხლის ან ქსოვილის ნიმუშებში ვირუსის ან RNA–ის დეტექციით.

პაციენტიდან ნიმუშების აღებისა და მისი შემდგომი ტესტირებისას არის ბიოლოგიური დაბინძურების უკიდურესად მაღალი რისკი და აღნიშნულის გამო, კლინიკური ნიმუშების გამოკვლევები უნდა ჩატარდეს ბიოუსაფრთხოების პირობების მაქსიმალური დაცვით. ამასთან, თუ ნიმუშები ინაქტივირებულია (მაგ. ანტივირუსული პრეპარატებით, გამა სხივებით, ფორმალდეჰიდით და ა.შ.), მათზე მანიპულაციების ჩატარება შესაძლებელია ბაზისური ბიოუსაფრთხოების პირობებშიც.

მკურნალობა

ადამიანებში CCHF–ის მართვის ძირითად მიდგომას წარმოადგენს ზოგადი მხარდამჭერი და სიმპტომური მკურნალობით.

CCHF ინფექციის სამკურნალოდ გამოყენებულ იქნა ანტივირუსული მედიკამენტი რიბავირინი, რისი მეშვეობითაც მიღწეულია ძალზედ ეფექტური შედეგი (როგორც ორალური, ასევე ინტრავენური ფორმულირებით).

პრევენცია და კონტროლი

CCHF–ის კონტროლი ცხოველებსა და ტკიპებში

CCHF ინფექციის პრევენცია ან კონტროლი ცხოველებსა და ტკიპებში რთულია, რადგანაც ინფექციის გადაცემა ტკიპა–ცხოველი–ტკიპა ტიპის ციკლში ძირითადად შეუმჩნევლად მიმდინარეობს, ხოლო შინაურ ცხოველებში ინფექციის გამოაშკარავება ძირითადად ვერ ხერხდება. გარდა ამისა, ტკიპა ძალზე მრავალრიცხოვანია და ფართოდაა გავრცელებული. აქედან გამომდინარე, აკარიციდებით (ქიმიკატები, რომლებიც გამოიყენება ტკიპების განადგურებისათვის) ტკიპებზე კონტროლი რეალურია მხოლოდ შინაური საქონლის კარგად დაგეგმარებული საწარმოს შემთხვევაში.

მაგალითად, სამხრეთ აფრიკაში მდებარე სირაქლემების სასაკლაოს ეპიდაფეთქების შემდეგ (აღნიშნულია ზემოთ), მიღებულ იქნა ზომები, რაც გულისხმობდა დაკვლამდე სირაქლემების საკარანტინო პუნქტში 14 დღით დაყოვნებას. ამით, შემცირდა ინფიცირების რისკი და არიდებულ იქნა ადამიანებში ინფექციის გავრცელების შესაძლებლობა.

ვაქცინები ცხოველებისათვის არ არსებობს.

დამიანებში ინფიცირების რისკის შემცირება

მიუხედავად იმისა, რომ CCHF–ის საწინააღმდეგო ვაქცინამ, რომელიც მიღებულ იქნა თაგვის ტვინიდან, აპრობირება გაიარა და შემდგომ მცირე მასშტაბით გამოყენებულ იქნა აღმოსავლეთ ევროპაში, ამჟამად ადამიანისათვის ფართოდ ხელმისაწვდომი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა არ არსებობს.

ვაქცინის არ არსებობის გამო, ადამიანში ინფიცირების შემცირების ერთადერთ გზას წარმოადგენს რისკის ფაქტორების შესახებ ცნობიერების ამაღლება ხალხში და ვირუსის მიმართ ექსპოზიციის შემცირებისათვის საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩატარება.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეკომენდაციები ფოკუსირებული უნდა იყოს რამოდენიმე მნიშვნელოვან ასპექტზე.

ინფექციის ტკიპიდან ადამიანზე ტრანსმისიის რისკის შემცირება:

დამცავი ტანისამოსის გამოყენება (გრძელი სახელო, გრძელი შარვალი);
ღია ფერის ტანისამოსის გამოყენება, რათა ტანისამოსზე იოლად მოხდეს ტკიპის აღმოჩენა;
ტანისამოსზე აპრობირებული აკარიციდების (ქიმიკატები, რომლებიც გამოიყენება ტკიპების განადგურებისათვის) გამოყენება;
კანზე და ტანისამოსზე დიეთილტოლუამიდის (N,N-Diethyl-meta-toluamide) შემცველი აპრობირებული რეპელენტების გამოყენება;
კანი და ტანისამოსი რეგულარულად იქნას ტკიპების არსებობაზე გამოკვლეული; აღმოჩენის შემთხვევაში, უსაფრთხოდ იქნას მოშორებული;
განადგურებისათვის მოძიებულ ან გაკონტროლებულ იქნას ტკიპების არსებობა ცხოველებზე, საჯინიბოებსა და ბეღელებში;
ტკიპების მაღალი აქტივობის სეზონზე მათი ბიანდრობის ზონებისგან თავის არიდება.

ინფექციის ცხოველიდან ადამიანზე ტრანსმისიის რისკის შემცირება:
ენდემურ ზონებში, ცხოველებთან ან მათ ქსოვილებთან შეხებისას, განსაკუთრებით დაკვლისა და დახარისხებისას, ხელთათმანებისა და სხვა დამცავი ტანისამოსის გამოყენება;
სასაკლაოებში ცხოველების შეყვანამდე კარანტინში გატარება ან რუტინულად, ცხოველების სასაკლაოში შეყვანამდე ორი კვირით ადრე პესტიციდებით მკურნალობა.

საზოგადოებაში ინფექციის ადამიანიდან ადამიანზე ტრანსმისიის რისკის შემცირება:
CCHF–ით ინფიცირებულთან ახლო ფიზიკური კონტაქტის თავიდან აცილება;
ავდმყოფის მოვლისას, ხელთათმანებისა და დამცავი ეკიპირების გამოყენება;
ავდმყოფის მოვლის ან მათთან ვიზიტისას ხელების რეგულარული დაბანა.

ინფექციის კონტროლირება ჯანდაცვის სტრუქტურაში შემავალ დაწესებულებებში

პაციენტების, რომელთაც დადასტურებული აქვთ CCHF ან არსებობს ეჭვი მის არსებობაზე, მომვლელმა ან ნიმუშების ამღებმა ჯანდაცვის თანამშრომლებმა უნდა დანერგონ ინფექციის კონტროლის სტანდარტული უსაფრთხოების ზომები. იგულისხმება ხელის ზოგადი ჰიგიენა, პირადი დამცავი ეკიპირება, უსაფრთხო ინექციების გაკეთებისა და უსაფრთხო დასაფლავების წვრთნები.

პრევენციის მიზნით, პაციენტის მომვლელმა ჯანდაცვის მუშაკებმა, CCHF–ის ეპიდაფეთქების ზონის გარეთ, ასევე უნდა დანერგონ ინფექციის მართვის სტანდარტული უსაფრთხოების ზომები.

იმ პირებიდან, რომელთაც გააჩნიათ CCHF–ის არსებობის ეჭვი, აღებული ნიმუშების დამუშავება უნდა განახორციელონ შესაბამისად მოწყობილ ლაბორატორიებში მომუშავე სპეციალური მომზადების მქონე თანამშრომლებმა.

ინფექციური კონტროლისათვის შემუშავებული რეკომედაციები, ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელების მქონე ან მასზე საეჭვო პაციენტების მოვლისას, უნდა ეფუძნებოდეს ებოლასა და მარბურგის ჰემორაგიული ცხელებისათვის ჯანმოს მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პასუხი

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია CCHF–ის ზედამხედველობის, დიაგნოსტირების შესაძლებლობებისა და ეპიდაფეთქებზე რეაგირების მხარდაჭერისათვის, პარტნიორებთან ერთად, მუშაობს ევროპაში, შუა აღმოსავლეთში, აზიასა და აფრიკაში.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია დაავადებათა კვლევისა და კონტროლის ხელშეწყობისათვის უზრუნველყოფს დოკუმენტაციას. ასევე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ შექმნა მემორანდუმი ჯანდაცვაში სტანდარტული უსაფრთხოების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს სისხლით გადამდები და სხვა პათოგენების ტრანსმისიის რისკის შემცირებას.

 



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

დღეს ვუყურე გადაცემას და ეს დაავადება აჭAრაში დაფიქსირდა დღეს ..და გვაფრთხილებენ რომ  მინდორში ვიაროდ გრძელი შარვლით და წინდებით..ასევე ძაღლები და შინაური ცხოველების გაწმენდის დროს გამოვიყენოთ ხელთათმანები და ანტი პარაზიტული საშუალებებით დავამუშაოთ ცხოველები

 



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ჰოოოო, ხო არ გადაგვედო ნადირობა , სანამ საშიშროება არ გაივლის?


legion.ge-82-1553250819.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მოკლედ მგონი საქართველოს ატ ემუქრება ეს ოხრობა


legion.ge-82-1553250819.jpg


#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მგონი საქართველოს აცდა  მისი გავრცელება.


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?