Jump to content

მაღალი რეპუტაცით შეფასებული პოსტები


#69904 მამკოდა,ზვიოს ყაურმა ,20ლ რქაწითელი და შენ დაუკააა....

პოსტის ავტორი Burgona burgo ჩართული 15 October 2016 - 10:29 PM

ძვირფასო ლეგიონრებო!სწორედ თქვენი წუხანდელი ნადიმიდან მომივიდა უთბილესი გზავნილი,რისთვისაც მინდა გულითადი მადლობა მოგიხადოთ თითოეულ თქვენთაგანს.ეს ის წუთებია,როდესაც დრო და მანძილი უძლურია იმ ემოციების წინაშე,რაც მე გავიცადე შორეულ იტალიაში.ვამაყობ თქვენი დიდი,თბილი და ჭეშმარიტი ქართული ოჯახით ლეგიონის სახით!!მეამაყება იმ საქართველოს შვილობა,სადაც მანდილოსნისადმი პატივისცემა ასე საოცრად და შეუდარებლად გამოიხატება!იხარეთ და იბედნიერეთ!სანამ თქვენნაირი ვაჟკაცები იბადებიან და არსებობენ,ჩემს ქვეყანას გადაშენება არ უწერია!!!ეს ჩემი საქართველოა ღირსეული ქართველებით!მადლობას გიხდით იმ სიყვარულისთვის და პატივისცემისთვის,რასაც გასცემთ ჩემი ლევანისთვის და მადლობა მას რომ მომეცა საშუალება მყავდეს მეგობრები თქვენი სახით.პატივისცემით ია-კატო.
  • 2


#41960 მისია "ლეგიონის ხეხილის ბაღი"

პოსტის ავტორი მეტეორა ჩართული 23 April 2015 - 03:30 PM

მონაწილეობდნენ : 

 

ბაბუ(სულის ჩამდგმელი) და  ბატონი ალექსანდრე (ბრიგადის მეთაური)

 

მთავარი აგრონომი:  პანჩო და გორდა

მუშათა კლასი : ივერიჩები , მეტეორა, ლევანა ელიზბარაშვილი

ბაბაჯანა: გიო რაჭველი

 

ოპერატორი : მუსიე კვაპა 

 

მოწვეული სტუმრები : გიორგი მიროტაძე , ბატონი ჯონი , კაკი 77, ნოზიკა და კახა ხიდაშელი 

 

დაგვაინებული სტუმარი: ვეკუა 

 

 


  • 2


#41804 მისია "ლეგიონის ხეხილის ბაღი"

პოსტის ავტორი babu ჩართული 21 April 2015 - 07:51 PM

მოკლედ მცირედი დროის მერე მოგვიტანეს "ინვენტარი" და ჩვენც შევუდექით ნერგებისთვის წინ და წინ მონიშნული ორმოების ამოღებას.

   როგორც ბატონმა კაკომ (აგრონომმა) და ბ-მა არსენმა(სანერგე მეურნეობა)  გვითხრეს , ნერგები მწყობრად მწკრივში და 4-4 მეტრიანი დაშორიშორებით უნდა დაგვერგო. ჩვენც ასე მოვიქეცით.

     ერთად ერთი რაც გვიშლიდა ხელს ეს იყო მცხუნვარე მზე. დილის 11 საათზე  თერმომეტრი უკვე 26 გრადუსს აჩვენებდა.

 ნუ ასე იყო თუ ისე , 50 ნერგი ჩასაყრელი იყო და ამიტომ წუწუნს აზრი არ ქონდა. პირველი მწკრივის ჩასაყრელად როცა ყველაფერი მზად იყო, ბ-ნი გიორგიც მოვიდა და ნერგებთან სურათიც გადავიღეთ...

pre_1430261890__20182_1839315129627193_1

  ყველაზე გასაკვირი კი ის იყო რომ ჩვენთან ერთად , დიდი კაცივით მუშაობდა და მამამის მხარში ედგა ჩვენი ნიკუშას ვაჟკაცი. პატარა ალექსანდრე. ამ ბავშვმა დიდი კაცივით იმუშავა და თავისზე 3-ჯერ დიდი (ოღონდ მართლა) ლაფატკა ხელიდან არ გაუგდია , სანამ არ მოვრჩით ნერგების დარგვას.

  ასეც რამოდენიმე ფოტო...

 

.pre_1429630561__180420153083.jpg

.მამა-შვილი ასე ურთიერთობენ, დიდი კაცებივით... :0025:

.pre_1429630578__180420153084.jpg

.ვინაიდან ყველაზე უფროსი სანდრიკა იყო....

.pre_1429630590__180420153085.jpg

ამიტომ ლეგიონერთა ხეხილის ბაღის ,  პირველი ნერგის დარგვის , საპატიო უფლება , ბატონ ალექსანდრეს მივაკუთნეთ... :* .

.

.pre_1429630695__180420153089.jpg

.ასე და ამგვარად , ლეგიონერთა ხეხილის ბაღის გახსნის საპატიო მისია , ჩვენ პატარა ალექსანდრეს ერგო. და აწი ყოველთვის დაგვრჩება გასახსენებლად რომ ამ პაწია ქართველმა ჩაყარა პირველი ნერგები და თავის შვილებს და შვილიშვილებს რომ მოიყვანს იმ ბაღში .....როგორი სიამაყით ეტყვის მამიკოს და მის მეგობრებთან ერთად რომ გააშენა ეს ბაღი. :ki: .


  • 2


#41665 მისია "ლეგიონის ხეხილის ბაღი"

პოსტის ავტორი babu ჩართული 20 April 2015 - 01:10 AM

როცა ადგილზე მივედით ....იქ ყველაფერი უკვე გამზადებული დაგხვდა (ტერიტორია შერჩეული, არხის გვერდზე, დახნულ -დაფარცხული.....)

   მოკლედ ბარი ,თოხი ,  კეთილი გულიიი და როგორც ჩემ ახალგაზრდობაში იტყოდნენ სტუდენტებს სამუშაო სემესტრების დროს მინდორი რომ შეგვყრიდდნენ " ვპერიოდ ს პესნიამი"-ო.

 ხოდა, ნელა ნელა გავედით , სამუშაო რეჟიმის საწყის ეტაპზეეე....

.pre_1429476918__180420153078.jpg

.სანამ ბარებსა და თოხებს მოიტანდნენ , ბიჭები სხადასხვა მეთოდებით კლავდა დროს. ჯაბამ ბლუთუსივით რო დაიჭირა თელეფონი.....თავის  პატარა ფერიას ემასლაათებოდა ....

pre_1429476970__180420153077.jpg

ივერიჩი და კვაპა , მგონი დაჭიდებას აპირებდნენ , მაგრამ მსაჯთა კოლეგიამ დააშორიშორა , წონითი კატეგორიების დიდი სხვაობის გამო...

:0024: .

.pre_1429476989__180420153079.jpg

.

რითიც ივერიჩების "გულისწყრომაც" გამოიწვია.....მაგრამ მსაჯთა კოლეგია შეუვალი იყო... :DDD

.

pre_1429476957__180420153080.jpg

.

ამასობაში მეტომ , ვეკოს ტელეფონზე სულ მეგრულად ელაპარაკებოდა რა ააა, კალოჩე ლააა.. (ნუ ვინც მეტოს იცნობთ , იცით მისი მეგრული აქცენტით საუბარი ვეკუასთან). ვეკუამ დააგვიანა და მეტი რა უნდოდა მეტოს? აშაყირა და აშაყირა ჩვენი ლევანი  კალოჩე ლააა.....

 

.pre_1429476937__180420153081.jpg

.

ჩვენებიც ხალისობდნენ ამ ბიზნესებზე და ხარხოვებზე და ა.შ. .....

:0024: .

.

pre_1429477001__180420153082.jpg

.

.ჩვენი ტყუპები თოხების მოლოდინში....

:DDD

.

 

.

 


  • 2


#41663 მისია "ლეგიონის ხეხილის ბაღი"

პოსტის ავტორი babu ჩართული 20 April 2015 - 12:25 AM

მისია "ლეგიონის ხეხილის ბაღი"

-PAXP-deijE.gif

 
დასაწყისი 9:00 UTC+04-ში
გუშინ
  •  
    სახოხბეებში
სავარაუდოთ შაბათს . 18.04.15

 

       რეპორტს დავიწყებ პატარა შესავალით და მერე უკვე გავაგრძელებ ჩვეულებრივად.

      მოკლედ , მეგობრებო  გუშინ 18.04.15 .ში როგორც ადრე დაანონსებული იყო , საფუძველი ჩაეყარა ერთ კარგ საქმეს . ჩვენმა ბიჭებმა დაიწყეს ბაღის (ხეხილის ბაღის) გაშენება.

  წინა დღეებში როგორც მოვილაპარაკეთ , შედგა მსურველების სია და ჩვენი გიოს მამულებში , ბიძამისის და ბაბუამისის გვერდში დგომით (და ამისთვის უღრმესი მადლობა მათ.  ბ-ნ გიორგის  და ბ-ნ ალეკოს), ლეგიონს გამოეყო უზარმაზარი ტერიტორია , სადაც ყოველი წლის გაზაფხულზე და შემოდგომით მოხდება რეგულარულად ახალი ნერგებით ამ ბაღის გაზრდა და განვრცობა.

    ამით კიდევ ერთ ლეგიონერულ ტრადიციას დაედო სათავე.    

 

რაც შეეხება ნერგების შემდგომ ბედს.....ამ ბაღს მიხედავს პროფესიონალი აგრონომი ბ-ნი კაკო და რაც მთავარია იქნება ამ ოჯახის ყურადღების ქვეშ. მითუმეტეს რომ ამ საქმის ცოდნით შეარჩიეს ადგილიც , რომელიც არხის გვერდზეა და ირწყვება და რაც მეტად დასაფასებელია ტერიტორია უკვე ტრაქტორით იყო გადახნული და მიწა გაკეთილშობილებული.

 

    ასე რომ ,მინდა ავღნიშნო ,  როგორც ყოველთვის საქმეს გულ და გულ მივუდექით და ვინც კი იყო ჩართული ამ საქმეში , ძალ-ღონე არ დაიშურა და იმედი მაქვს ყველაფერი აწონილ-დაწონილად , მოფიქრებულად და შესაბამისად წარმატების იმედით დაიგეგმა და კიდეც გაკეთდა.....

ახლა კი რომ შეგექმნათ წარმოდგენა რაზეა საუბარი , აქვე შემოგთავაზებთ ტერიტორიის ფოტოებსაც.

.pre_1429473583__180420153092.jpg

.რაც შეეხება თვითონ ნერგებს , მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ბ-ნ არსენ ბახუტაშვილს , რომელმაც თავის მხრივ ძალიან მოგვიმართა ხელი და , როდესაც გაიგო ასეთ საქმეს რომ ვაპირებდით , ყველა ნერგზე (დამყნულ და სელექციონირებულზეა საუბარი) თითქმის 60 % ფასდაკლება გაგვიკეთა და ყველაფერი თავის თვითღირებულებით გამოგვატანა თავისი სანერგე მეურნეობიდან.

pre_1429473607__180420153094.jpg.რაც შეეხება ჯიშებს , ბ-მა არსენმა თავისი ხელით აგვირჩია , ნუშის, ვაშლის , მსხლის, ატმის, გარგარის , თუთის და კიდევ მრავალი სახეობის ნერგები...

pre_1429473594__180420153093.jpg

ასე და ამგვარად კიდევ ერთმა ღირსეულმა ქართველმა სეიტანა თავისი კეთილი წვლილი ამ ბაღის მშენებლობაში..... :bravo:

pre_1429474405__180420153105.jpg

 

ეხლა კი გავაგრძელებ და გუშინდელ დღის მოყოლას , ქრონოლოგიურად გავაგრძელებ.

დილას როგორც ვიყავით მოლაპარაკებულები 9 ზე უნდა შევკრებილიყავით ჩვენი მუდმივი შეკრებების ადგილას როდესაც ამ მხარეს მივემგზავრებით ხოლმე.

დილას გაუარე რაჭველს , გორდას და პანჩოს . დათქმულ დროს ცოტა გადავაცილეთ , ვინაიდან სადაც სამწვადე უნდა აგვეღო ცოტა დაგვაღალატეს და ივერიჩებმა და მეტეორამ იყოჩაღეს და გორდას წახმარებით ნახევარვ საათში უკვე ადგილზე იყვნენ კაი ჩალაღაჯით ხელდამშვენებულები.

pre_1429474747__180420153069.jpg

ადგილზე მისულებს ლევანი და ჯაბა უკვე იქ დაგვიხდნენ, კვაპა სუპერმარკეტთან გველოდებოდა ..და თან ყველა საჭირო "აგრეგატი" ;) მომზადებული და მინივენში ჩალაგებული დაგვახვედრა . შამფურიდან დაწყებული და კუპატებისთვის თავისი ზნამენიტი ტაფეთ დამთავრებული.

 ვინაიდან ყველა მანქანწებით ვიყავით გადაწყდა რომ გიოს , ივერიჩების და ჩემი მანქანებში გადავნაწილებულიყავით და ისე დავიძარით კიდევაც.  ...დანარჩენები ცოტა მოგვიანებით პირდაპირ ადგილზე შემოგვიერთდებოდნენ....

 

.pre_1429475080__180420153068.jpg

ესეც ჩვენი I ბრიგადა, ;) :good: .

..

 

 

 

 


  • 2


#19083 ხაზარებს იუდაიზმი არ მიუღიათ: ისტორიული მიგნებები

პოსტის ავტორი babu ჩართული 02 July 2014 - 10:12 PM

ხაზარებს იუდაიზმი არ მიუღიათ: ისტორიული მიგნებები
 
Khazars.jpg
 
ჩრდილოეთ კავკასიაში მოსახლე მომთაბარე ხაზართა ისტორია მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოს ისტორიასთან. VII-IX საუკუნეებში ხაზარები იყვნენ არაბი დამპყრობლების მთავარი მოწინააღმდეგეები კავკასიაში და კასპიის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროებზე, უფრო ადრე იბრძოდნენ სასანიანი ირანი მეფეების წინააღმდეგაც და იყვნენ ბიზანტიის იმპერიის მოკავშირეები, როდესაც იმპერატორი ჰერაკლე ქართლში შემოიჭრა და თბილისს ალყა შემოარტყა ხაზართა ხაკან ჯიბღუსთან ერთად, თუმცა ვერ აიღო და მეორე წელს ხაზარებმა შათის მეთაურობით დამოუკიდებლად გაართვეს თავი კავკასიის ამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქის დაკავებას. ასევე ცნობილი ისტორიაა 764 წელს ხაზართა მიერ ქართლის კიდევ ერთი დალაშქვრა და ერისმთავარისა და მისი ასულის ტყვედ წაყვანა. დიდი ხნის განმავლობაში მიაჩნდათ რომ ხაზარები იყვნენ იუდაიზმის მიმდევრები, თუმცა ბოლო დროინდელმა კვლევამ, რომელიც პროფესორმა შალომ სტამპფერმა ჩაატარა, ცხადყო რომ ხაზარების მიერ იუდაიზმის მიღება უბრალოდ მითია. ამის შესახებ მან გამოაქვეყნა თავისი ნარკვევი -  Shaul Stampfer; "Did the Khazars Convert to Judaism?", Jewish Social Studies, #3 (2013), 1-72. თემა ძალიან საინტერესოა, თუმცა ჯერჯერობით სრულ ტექსტზე წვდომა არ მაქვს, ამიტომ შემოგთავაზებთ სტატიის ზოგად ანალიზს, რომელიც მოცემულია Medievalist.Net-ზე. 

დიდი ხნის განმავლობაში ხაზარებს, რომლებიც წარმოშობით ცენტრალური აზიიდან იყვნენ, იუდაიზმის მიმდევრებად მიიჩნევდნენ, მაგრამ თანამედროვე კვლევების საფუძველზე ჩანს, რომ ისინი არასდროს მოქცეულან ამ რელიგიაზე. 
იერუსალიმის უნივერსიტეტის პროფესორი შალომ სტამპფერი აღნიშნავს, რომ ხაზარებს, შავი და კასპიის ზღვის ჩრდილოეთით მოსახლე მომთაბარე ხალხს გადაწყვეტილი ჰქონდა იუდაიზმის მიღება, რის შესახებაც ცნობები IX საუკუნის მეორე ნახევრის ისლამურ ცნობებში მოიპოვება. ასევე არსებობს X საუკუნის ორი ებრაული წყაროც. მას შემდეგ, რაც 969 წელს კიევის დიდმა მთავარმა სვიატოსლავმა ხაზართა იმპერია ფაქტიურად გაანადგურა, ხაზართა ხსენება ისტორიიდან ფაქტიურად გაქრა. 
g2998.png
 
 
 
კიევის მთავარი სვიატოსლავ I ებრძოდა ბიზანტიის იმპერატორ იოანე ციმისკესს, თუმცა საბოლოოდ მარცხი განიცადა და დაიღუპა. მისი ისტორია აღწერილია XI საუკუნის ბიზანტიელი ისტორიკოსის იოანე სკილიცეს თხზულებაში. სკილიცეს თხზულების XII საუკუნეში, სიცილიაზე გადაწერილ ვარიანტში, რომელიც მადრიდში ინახება, მოცემულია რამდენიმე საინტერესო მინიატურა სვიატოსლავის შესახებ. პირველ მინიატურაზე გამოსახულია ბიზანტიური კავალერიის მიერ სვიატოსლავის მხედრების დევნა, მეორეზე კი იოანე ციმისკეს და სვიატოსლავის შეხვედრა.
 
VII საუკუნიდან X საუკუნემდე, ხაზარები განაგებდნენ იმპერიას, რომელიც გადაჭიმული იყო კასპიისა და შავ ზღვას შორის. მათ კულტურასა და საზოგადოებაზე ძალიან მწირი ცნობები გვაქვს: მათ არ დაუტოვებიათ ლიტერატურული მემკვიდრეობა, არც არქეოლოგიური მონაცემებია მდიდარი. ცნობამ მათ მიერ იუდაიზმის მიღების შესახებ, დიდი ინტერესი გამოიწვია და ფართოდ გავრცელდა სამეცნიერო წრეებში. 
Judah_Halevi.jpg
იეჰუდა ჰალევის ძეგლი კესარიაში
იეჰუდა ჰალევი იყო XI-XII საუკუნეების ესპანელი ებრაელი ფიზიკოსი, პოეტი და ფილოსოფოსი
 
ამბავი განსაკუთრებით პოპულარული გახდა მას შემდეგ, რაც ებრაელმა მოაზროვნემ და პოეტმა იეჰუდა ჰალევიმ ის თავის წიგნში `The Kuzari"-ში გამოიყენა. XX საუკუნემდე ხაზართა შესახებ ებრაულ წყაროებს ნაკლები ყურადღება ექცეოდა, მაგრამ 1932 წელს უკრაინელმა მკვლევარმა აჰათანელ კრიმსკიმ გამოაქვეყნა ხაზართა ისტორიის ექვსტომეული, სადაც ბევრ მნიშვნელოვან ისტორიულ წყაროს შეეხო მათი ისტორიის შესახებ. ჰენრი გრეგუარმა, ბიზანტიის ისტორიის ცნობილმა მკვლევარმა ამ წყაროების სკეპტიკური კრიტიკა დაწერა, მაგრამ 1954 წელს დუგლას მორტონ დუნლოპმა კვლავ დააბრუნა ისინი ისტორიული მეცნიერების წიაღში და გამოაქვეყნა `ებრაელ ხაზართა ისტორია" (The History of the Jewish Khazars). 
41L77VW9JAL._SL500_SY344_BO1,204,203,200
 
არტურ კესტლერის ბესტსელერმა `მეცამეტე ტომმა" (The Thirteenth Tribe, 1976) ფართოდ მიიქცია დასავლური საზოგადოების ყურადღება და დაიწყო მსჯელობა აღმოსავლეთ ევროპელი აშკენაზი ებრაელების ხაზარული წარმოშობის შესახებ. ბევრი სამეცნიერო კვლევა დაიწერა ამის შემდეგ, მაგრამ ასევე პოპულარული გახდა არააკადემიურ წრეებში, მაგალითად შლომო სანდის 2009 წლის ბესტსელერი `ებრაელი ხალხის გამონაგონი" (The Invention of the Jewish People) მიჰყვება ვერსიას აღმოსავლეთ ევროპელი ებრაელების ხაზარული წარმოშობის შესახებ. მიუხედავად ასეთი ინტერესისა, ამ თემის სისტემატური კრიტიკა თითქმის არ არსებობდა, გარდა თელ-ავივის უნივერსიტეტის მკვლევარის მოშე გილის ძალიან მოკლე და ზოგადი სტატიისა. 
verso-9781844674220-uk-invention-of-the-
 
სტამპფერი აღნიშნავს, რომ მეცნიერები, რომლებიც ამ საკითხზე მსჯელობდნენ, ეყრდნობოდნენ ძალიან მწირ ტექსტობრივ და ნუმიზმატიკურ მასალას. არქეოლოგებმა ხაზართა ყოფილ ტერიტორიებზე ჩატარებული გათხრებისას თითქმის ვერანაირ არტეფაქტებს ან საფლავის ქვებს ვერ მიაკვლიეს, რომლებზეც ებრაული სიმბოლო იქნებოდა გამოსახული. სტამპფერი განიხილავს ყველა მნიშვნელოვან წერილობით დოკუმენტსაც, მათ შორის არაბულ და სხვა ენებზე,  ასევე ესპანელი ებრაელების ლიდერის ჰასდაი იბნ შაპრუტისა და იოსების, ხაზართა მეფის მიმოწერას, რომელსაც სამეცნიერო წრეებში ხშირად კემბრიჯის დოკუმენტს ან შეჩტერის დოკუმენტს უწოდებენ. 
6920905082_b9116408c5.jpg
ბიბლიის მიხედვით ებრაელები 12 ტომად იყვნენ დაყოფილები და იაკობის 12 ვაჟის შთამომავლები იყვნენ, არტურ კესტლერმა, რომელსაც მიაჩნდა, რომ ხაზარებმა იუდაიზმი მიიღეს, თავის წიგნს „მეცამეტე ტომი" უწოდა. 
 
ყველა ამ მასალის შეკრების შემდეგ სტამპფერი აღნიშნავს, რომ ეს წყაროები წარმოგვიდგენს ურთიერთსაწინააღმდეგო, დამახინჯებულ, ანომალიურ ცნობებს ბევრი თვალსაზრისით. წყაროების ფრთხილი და საფუძვლიანი კვლევის საფუძველზე გამოჩნდა, რომ ზოგიერთი მათგანი არ ეკუთვნოდა იმ ავტორს, რომლის დაწერილადაც ითვლებოდა მანამდე, ნაწილი კი არასაიმედო და არადამაჯერებელია. უმეტესობა ყველაზე დამაჯერებელი წყაროებისა, როგორიცაა სალამ განმმარტებელის დეტალური მოხსენება მითიური ალექსანდრეს კედლის ძებნის შესახებ, გაგზავნილი ხალიფა ჰარუნ ალ-ვასიკისთვის 842 წელს და კონსტანტინოპოლის პატრიარქის ნიკოლოზის წერილი, დაწერილი 914 წელს, რომელშიც ხაზარებზე გვხვდება ცნობები, არანაირ მინიშნებას არ გვაძლევს ხაზართა იუდაიზმზე მოქცევის შესახებ. 
Nicholas_Mystikos.jpg
კონსტანტინოპოლის პატრიარქი ნიკოლოზ მისტიკოსი
 
იმოწმებს რა ყველა სანდო წყაროს, რომელიც საინტერესოა ხაზართა იუდაიზმზე მოქცევის ამბის შესასწავლად, სტამპფერი აღნიშნავს, რომ მარტივი და ყველაზე ლოგიკური პასუხი არის ის, რომ ხაზარების მიერ იუდაიზმის მიღება უბრალოდ ლეგენდაა, რომელსაც არ გააჩნია ფაქტობრივი საფუძველი. არასდროს მომხდარა ხაზარი მეფის ან ხაზარი დიდებულების მოქცევა ამ რელიგიაზე, ამბობს ის.
სტამპფერი წლების განმავლობაში მუშაობდა ამ ნაშრომზე. ის აღნიშნავს: `ჩემი კვლევის დიდი ნაწილი ეხება იმის კვლევას, რა მოხდა წარსულში რეალურად. წარმოუდგენლად რთულია დაამტკიცო, რომ რომელიმე ფაქტი (რომელიც აქამდე რეალურად ითვლებოდა) სინამდვილეში არ მომხდარა".
khazar03_01.jpg
ხაზართა ტერიტორიები დაახ. 850 წელს
 
სტამპფერი ამბობს, რომ ხაზართა იუდაიზმზე მოქცევის ამბის ეჭვის ქვეშ დაყენება და მისი ფაქტიური უარყოფა, გამოიწვევს რუსეთის, ხაზარებისა და ებრაელთა ისტორიის ზოგიერთი ფურცლის ხელახლა გადაწერას. თუ არ მომხდარა ხაზართა იუდაიზმზე მოქცევა, განსჯის საგნად უნდა იქცეს ადრეულ რუსებზე ებრაული გავლენის საკითხი.  
დასასრულისთვის სტამპფერი აღნიშნავს: `არსებობს ბევრი მიზეზი, რატომაა სასარგებლო და საჭირო გავარჩიოთ რეალური ფაქტი მოგონილისგან - ეს სწორედ ერთ-ერთი ასეთი შემთხვევაა".
 
ნიკა ხოფერია

  • 2


#93989 მილოცვები

პოსტის ავტორი Panteleimon ჩართული 18 October 2017 - 09:03 PM

ერეკლე გილოცავ მრავალს დაესწარი , ბედნიერებას და ღვთის წყალობას გისურვებ


  • 1


#93985 მილოცვები

პოსტის ავტორი iverichi ჩართული 18 October 2017 - 08:27 PM

გილოცავ ქართველ გაიზარდე დიდი ბიჭი:) ;) ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ 


  • 1


#93983 მილოცვები

პოსტის ავტორი mtiuli_1 ჩართული 18 October 2017 - 06:13 PM

                                გილოცავ ერეკლე დაბ დღეს გაიხარე გამრავლდი და ღმერთმა მრავალს დაგასწროს 

 

 

:4c59e84d82552fcd52addd100c4fab7  :4c59e84d82552fcd52addd100c4fab7  :4c59e84d82552fcd52addd100c4fab7  :4c59e84d82552fcd52addd100c4fab7  :4c59e84d82552fcd52addd100c4fab7  :4c59e84d82552fcd52addd100c4fab7  :4c59e84d82552fcd52addd100c4fab7  :4c59e84d82552fcd52addd100c4fab7  :4c59e84d82552fcd52addd100c4fab7  :4c59e84d82552fcd52addd100c4fab7


  • 1


#93978 მილოცვები

პოსტის ავტორი Panteleimon ჩართული 18 October 2017 - 03:22 PM

ვუერთდები მილოცვებს მირზა . ღვთის წყალობა და დღეგრძელობა არ მოგკლებოდეს


  • 1


#93977 მილოცვები

პოსტის ავტორი გუგა დუმბაძე ჩართული 18 October 2017 - 02:29 PM

ქართველ გილოცავ დაბადების დღეს!!! მრავალს დაესწარი!!!


  • 1


#93975 მილოცვები

პოსტის ავტორი გიორგი ლომთაძე ჩართული 18 October 2017 - 02:20 PM

ქართველ გილოცავ, მრავალს დაესწარი!  :0023:  :0023:  :0023:  :4c59e84d82552fcd52addd100c4fab7  :4c59e84d82552fcd52addd100c4fab7  :4c59e84d82552fcd52addd100c4fab7


  • 1


#93973 მილოცვები

პოსტის ავტორი სვანი "ხავსიანი" ჩართული 18 October 2017 - 11:24 AM

გილოცავ ქართველ მრავალს დაესწარი ჯანმრთელად და ბედნიერად  :4c59e84d82552fcd52addd100c4fab7  :4c59e84d82552fcd52addd100c4fab7  :4c59e84d82552fcd52addd100c4fab7 


  • 1


#93971 მილოცვები

პოსტის ავტორი babu ჩართული 18 October 2017 - 10:12 AM

ჩვენ ძმას და მეგობარს , უბრალოდ კარგ ქართველს -ჩვენ "ქართველას" ვულოცავ დაბადების დღეს. ყველაფერს კარგს გისურვებ ძმობილო!  ჯანმრთელი და ბედნიერი გამყოფოს გამჩენმა შენთვის ძვირფას ადამიანებთან ერთად.   უფლის მადლი შეგეწიოს და წმინდა გიორგი გფარავდეს ერეკლე, შენც და შენს ოჯახსაც!

  :0023:

 happybirthday56.gif?w=249&h=300


  • 1


#92168 პეტიცია აიკრძალოს სახლართი ბადეების და ბრაკონიერული საშუალებების გაყიდვა მა...

პოსტის ავტორი babu ჩართული 19 September 2017 - 12:05 PM

ღამ-ღამობით თვითონ თანამშრომლები რომ დადიან ნავებით და დენით, ბადეებს რომ შლიან და იმდენ თევზს იჭერენ იმ კანონების დარღვევით რომელიც თვითონ დაწერეს, უკეთესი იქნება მაგაზე ამმოვიღოთ ხმა უფრო მეტად. 

სადაც ნახავ ამოყარე და არ გაუჩუმდე საბა. ჩვენც შენ გვერდით გვიგულე. 


  • 1


#91957 ტივტივით თევზაობა კარჩხანაზე

პოსტის ავტორი babu ჩართული 15 September 2017 - 12:47 AM

 

მე მოწმონს კარჩხანა, განსაკუთრებით პატარები, შამფურზე შეპიწკინებული   :0030:  :ki:

შამფურზე ფხა არ იწვება, მაგრამ დასერილი კარჩხანა ლიმნის წვენში 1 საათი და მაღალ ცეცხლზე ტაფაში ბლომად ზეთში შემწვარი უუუფ : ბარმაქლარი გოთურუნ

 

ბაბულიკო ნოზმიკასთან გავსინჯე და -მშვენიეეეერ2935692_125.jpg


  • 1


#91326 ვიცნობდეთ ერთმანეთს. მივესალმოთ ახალ წევრებს.

პოსტის ავტორი babu ჩართული 06 September 2017 - 02:39 PM

(06/09/2017 - 14:35) comment_edit.png folder_edit.png

თამო მოგესალმები. კეთილი იყოს შენი ფეხი ლეგიონის ფორუმზე :4c59e84d82552fcd52addd100c4fab7 

 


  • 1


#91275 ძაღლის საკვები და კვების რეჟიმი

პოსტის ავტორი დიმა ჩართული 05 September 2017 - 04:40 PM

კაცრავად დახმარება მჭირდება  ხომ ვერ მეტყვით  როგორი მოვლა ჭირდება ლაიკას საკვების მხრივ


  • 1


#91052 იუბილარი ლეგიონერები

პოსტის ავტორი George66 ჩართული 03 September 2017 - 01:30 PM

legion.ge-946-1504430917.jpeg

მიმაგრებული ფაილები

  • მიმაგრებული ფაილები  download (1).jpg   16.49კილობაიტი   0 გადმოწერები

  • 1


#91044 იუბილარი ლეგიონერები

პოსტის ავტორი FinTi ჩართული 03 September 2017 - 01:22 PM

დღს ჩვენი საყვარელი ადამიანის იუბილეა
ჩვენი უხუცესი
პაპა გილოცავ იუბილეს!
მრავალი ნადირობა გვენადიროს ერთად, სულ ესე მხნედ მენახე

 

:4c59e84d82552fcd52addd100c4fab7  :4c59e84d82552fcd52addd100c4fab7  :4c59e84d82552fcd52addd100c4fab7  :4c59e84d82552fcd52addd100c4fab7  :4c59e84d82552fcd52addd100c4fab7  :4c59e84d82552fcd52addd100c4fab7

 

 

legion.ge-736-1504430456.jpeg


  • 1


IPB skins by Skinbox