სურათი1
სანადირო გლუვლულიანი თოფის(სურათიN1) ძირითად ნაწილებს შეადგენს: ლულა(1), კალაპოტი(მექამიზმი)(3), კონდახი(2) და ტიბჟირი(5).
თავის მხრივ ლულა შედგება(სურათიN2) 1)სავაზნისაგან,2)სავაზნე-არხის გარდამავალი კონუსისაგან,3) ლულის არხისაგან, 4)არხი-ჩოკის გარდამავალი კონუსისაგან, 5)ლულის შევიწროებისა და 6)სავაზნის ჭრილისაგან
სურათი2
კალაპოტი თოფის ტიპის მიხედვით არსებობს ვერტიკალური(ე.წ. ლოყებიანი), ჰორიზონტალური და დარნის ტიპისა.
ცოტა რამ ლულების შესახებ:
ალბათ ბევრი დამეთანხმება, რომ სანადირო თოფში(არა მარტო სანადიროში) ლულას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
ლულას, როგორც თოფის უმნიშვნელოვანეს ნაწილს განსაკუთრებულ ექსტრემალურ პირობებში უწევს მუშაობა. მან უნდა გაუძლოს მაღალ წნევებს, ტემპერატურასა და დატვირთვებს, ტყვიისა და საფანტის ხახუნს. ლულას უნდა გააჩნდეს განსაკუთრებული სიმყარე, რაც მეტალის მარკასთან და დამუშავების ტექნოლოგიასთან ერთად, ლულის კედლის სისქეზეცაა დამოკიდებული.
ალბათ გსმენიათ ზოგიერთი თოფის( მწარმოებლებს შეგნებულად არ ვასახელებ) ლულის გასკდომისა და გაბზარვის შესახებ იმ პირობებშიც კი, როცა ექსპლუატაციის წესები არ დარღვეულა. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ლულას სამიზნე ან შემაერთებელი თამასა ძვრება. უფრო უარეს შემთხვევაში სავაზნე და ლულის არხი შორდება ერთმანეთს(ჩემს სანაცნობოში იყო ასეთი შემთხვევა). ასეთი მაგალითები ბლომად შეიძლება მოინახოს.
ამასთან ისიც გაგიგიათ ალბათ, როცა აღნიშნავენ_ თოფმა ლულაში გაჭედილი საფენის პირობებშიც კი გასროლას გაუძლო და არ დაზიანებულაო.
მოკლედ განვიხილოთ ლულათა ბლოკის შეერთების რამდენიმე ვარიანტი:
1)დემიბლოკი 2) მერცხლის კუდა 3) მონობლოკი
_დემიბლოკის შემთხვევაში თითოეული(ორლულიანის) ლულა კაუჭის ნახევართან ერთად მზადდება ერთი ნაჭერი ფოლადისაგან და შემდგომ ხდება მათი შედუღება. შედუღებისას ხშირად გამოიყენებენ ვერცხლს. დემიბლოკები მაღალი კლასის თოფებში გამოიყენება.
_მონობლოკის შემთხვევაში ორთავე ლულა შეერთებულია საყრდენ ბლოკში(სახაზინო ნაწილში), რომელიც კაუჭთან ერთად მზადდება ერთი ნაჭერი ფოლადისაგან. დანარჩენ სიგრძეზე ლულები შეერთებულია შემაერთებელი და სამიზნე თამასით. მონობლოკები სერიულ ჰორიზონტალურებზე გამოიყენება.
_ ,,მერცხლის კუდის" შემთხვევაში ლულის კაუჭები ისმება და დუღდება ლულათა შორის სახაზინო ნაწილში. შეერთება საიმედო, მარტივი და ნაკლებშრომატევადია დემიბლოკთან შედარებით. ამ სისტემის შეერთება ბევრ ჰორიზონტალურ მოდელში გამოიყენება.
ჰორიზონტალური წყობისას ლულებს სამიზნე(ზედა) და შემაერთებელი(ქვედა) თამასებით ადუღებენ. ზოგიერთი მწარმოებელი, მაგალითად Chapuis Armes შემაერთებელ და სამიზნე თამასას ერთ დეტალად ამზადებს და ისე ადუღებს ლულებზე. ასეთი შეერთება უფრო მყარი და საიმედოა.
წყარო:კლ.მონადირე. ავტ.გურული